English / ქართული / русский /


მონაწილეებისათვის

მოხსენებათა გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი:

1. ავტორებს შეუძლიათ მოხსენება წარმოადგინონ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;

2. ქართულ და რუსულ ენებზე წარმოდგენილ მოხსენებებს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე  ინგლისურ ენაზე (1-2 გვ.)

3. მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;

4. სტატიები ქართულ ენაზე წარმოსადგენია ორ ფაილად: ერთი Sylfaen-ში და მეორე  - AcadNus-ში; შრიფტი ინგლისური (რუსული) ტექსტისათვის - Times New Roman; შრიფტის ზომა - 11,  სტრიქონებს შორის მანძილი -1,15;

5. ფურცელი არ ინომრება;

6. მონაცემები ავტორის შესახებ: ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი (ცენტრირებული, შრიფტის ზომა 12);

7. მოკლე აკადემიური ბიოგრაფია (არაუმეტეს 100 სიტყვისა);

8. ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;

9. ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები (ფორმატი - 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით;

10. თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება;

11. საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაური სქვემოთ;

12. ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევის უნარიანობა 96-150 dpi);

13. მოსსენების ტექსტი უნდა შეიცავდეს: მოხსენების სახელწოდებას (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14), მოკლე ანოტაციას (არაუმეტეს 8 სტრიქონისა) სტატიის ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 11), ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს; საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა- სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12), სტატიის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს შესავალს (აქტუალობა), ძირითად ტექსტსა და დასკვნას - (შრიფტის ზომა 11);

14. წარმოდგენილ უნდა იქნეს მოხსენების ელექტრონული ვერსია;

15. ავტორი ვალდებულია, დაიცვას ციტირების სტილი;

16. შემოსული მოხსენებები გაივლიან რეცენზირებას;

17. ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე;

18. ინსტიტუტი არ აგებს პასუხს ავტორების და/ან მესამე პირებისა და ორგანიზაციების წინაშე, თუ ისინი ამ პუბლიკაციით რაიმე ფორმით დაზარალდებიან.

კომიტეტი მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

ციტირების ნიმუში

მოხსენების ტექსტის ბოლოს მითითებულ გამოყენებული ლიტერატურის სიაში გამოცემები დალაგდება ანბანური თანმიმდევრობით ავტორების (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, კრებუ­ლის სათაურის) გვარების მიხედვით, ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები.

1. მონოგრაფია

სიაში:

აბაშიძე დ., 2005. რეგიონული ეკონომიკური პრობლემები. თბილისი, „ინტელექტი“, გვ. 10

ტექსტში:

[აბაშიძე დ., 2005: 10]

2. ნაშრომი:

კრებულში

სიაში:

აბაშიძე დ., 2005, რეგიონული ეკონომიკური პრობლემები. კრებულში: „მდგრადი განვითარების პრობლემები“, თბილისი, „ინტელექტი“, გვ. 10

ტექსტში

[აბაშიძე დ, 2005: 10]

ჟურნალში

სიაში:

აბაშიძე დ.,2015, რეგიონული ეკონომიკური პრობლემები. ჟ.: “ეკონომისტი”, ტომი 10, № 3, გვ. 30

ტექსტში

[აბაშიძე დ, 2015: 30]

3. თუ წიგნს (სტატიას) ჰყავს რამდენიმე ავტორი, ტექსტში კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება პირველად მითითებული ავტორის გვარი და შემდეგ ჩვეულებრივად, როგორც ერთია ვტორის შემთხვევაში [აბაშიძე დ... 2005: 10]

4. კრებულები სიაში: თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. თბილისი, „ეკონომიკა“, 2015, გვ15, ტექსტში დამოწმებული იქნება ასე: [თსუ ... 2015:15]

5. უცხოენოვანი წიგნის მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარი უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე, ხოლო დამოწმების წესი იქნება ისეთივე, როგორიც არის ქართულ ენოვანი წიგნის მითითებისას. მაგალითად, წიგნი Stanley G. Becker, 1964, Human Capital. Columbia University Press : 35 დამოწმებული იქნება ასე: [Stanley, 1964:35].

6. ენციკლოპედიის ან ლექსიკონის დამოწმება ხდება ავტორის (ავტორთა გვარების) ან სათაურის პირველი სიტყვის მითითებით, ზუსტად ისე, როგორც ზემოთ.

7. თუ ავტორს ერთსა და იმავე წელს გამოცემული აქვს ორი ან მეტი წიგნი, ავტორის გვარის შემდეგ მიეთითება შესაბამისადა, ბ და  ა.შ. ნიმუში: [აბაშიძე ა, 2007:181].

შენიშვნები:

1. ავტორისეული შენიშვნები ჩატანილი უნდა იყოს სქოლიოში, შესაბამისი გვერდის ბოლოს და დაინომროს ერთიანი ნუმერაციით მთელ სტატიაში. სქოლიოს შრიფტის ზომა 9. სტატიის შიგნით ტექსტის ციტირებისას იგი უნდა გამოიყოს ძირითადი ტექსტიდან დახრილი შრიფტით (იტალიკით). ციტატის შრიფტის ზომა - 11.


2017-02-01