English / ქართული / русский /

თამარ დოლიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  დოქტორანტი. ამავე  უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის  კანცელარიის უფროსი სპეციალისტი.

ანალიტიკურ  ყოველკვირეული გაზეთის „ახალი 7 დღე“ რედაქციაში მუშაობდა ეკონომიკური განყოფილების უფროსად 2001–2007წლებში.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში არსებული დარგობრივი ყოველკვირეული გაზეთის „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური განყოფილების უფროსი 2002–2004 წლებში.

მეტეხი მედია ჰოლდინგში გამომავალი ყოველკვირეული ჟურნალის „ცნობის ფურცელი“ აღმასრულებელი რედაქტორი 2007–2009 წლებში.

ეკონომიკის დარგში 100– ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.

დაიბადა 1977 წლის 20 ნოემბერს.  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი   ჟურნალისტიკის სპეციალობით. არის პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია:თეორიული ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, სექტორული ეკონომიკა, ცოდნის ეკონომიკა.