English / ქართული / русский /

თეიმურაზ გოგოხია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.

დაიბადა 1976 წელს 16 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი (სპეციალობა - საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯერი) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა - ინგლისური ენა და ლიტერატურა). გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო სტატია.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მიკროეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი.