English / ქართული / русский /

სოლომონ პავლიაშვილი

პროფესორ სოლომონ პავლიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 12 მონოგრაფია და ასზე მეტი სამეცნიეროპუბლიკაცია მაკროეკონომიკასა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალურსაკითხებზე. მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდშიგენერალური დირექტორის მოადგილედ, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსად.

1999-2001 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისპირველი მოადგილე; იყო სახელმწიფო ქონების მართვის  მინისტრი; საქართველოს ეკონომიკის,მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისრექტორი. წლების მანძილზე პროფ. ს. პავლიაშვილი მიკრო-მაკრო ეკონომიკის კურსს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ამჟამადაც მუშაობს პროფესორად. 2016 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად, შემდეგ დაინიშნა ამავე სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილედ.

გამოცემული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოსა და საზღვარგარეთ, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია აშშ-ში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.