English / ქართული / русский /

ზურაბ გარაყანიძე

პროფესორი ზურაბ გარაყანიძე 3 მონოგრაფიის ავტორია. ის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრია. მან ქართულ მედიაში 100-ზე მეტი ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა. ზურაბ გარაყანიძე ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის ვეტერანი, საქართველოს ეკონომისტთა და პოლიტიკური მეცნიერთა ასოციაციის წევრია.  მონაწილეობდა TICA-ს მუსტაფაქემალ ათათურქის ლიდერობის სამეცნიერო პროგრამაში. 2009 წელს მან გაიმარჯვა ე. კარნეგი/NCEEER-ის სამეცნიერო სტიპენდიის კონკურსში - იყო აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. ფ. კენედის ცენტრის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მიწვეული მკვლევარი. ის მუშაობდა მსოფლიო ბანკის CERMA-ს საწარმოთა რეაბილიტაციის პროექტში კონსულტანტად, გაეროს (UNDP) პროექტის კოორდინატორად, ეროვნული უშიშროების საბჭოში, TACIS პროგრამის „საჯარო სამსახურის რეფორმა და ტრენინგი“ სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების ცენტრის დეკანის მოადგილედ.

ამჟამად შავის ზღვის საერთაშიორისო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორია, არის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი.