English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
ეკონომიკური კლება ეკონომიკური განვითარების თანამდევი პროცესი

ანოტაცია. ეკონომიკური განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. თანამედროვე ეტაპზე სწორედ ეკონომიკური განვითარება განსაზღვრავს ეკონომიკური ზრდის თავისებურებებს. ეკონომიკური განვითარება იძლევა ეკონომიკური ზრდის არნახულ შესაძლებლობებს. მაგრამ, ეკონომიკური განვითარება, ამავე დროს, შესალებელია, ზრდის ტემპების შემცირებისკენაც იყოს
2023-09-30
გივი ბედიანაშვილი
გლობალური განუზღვრელობა და მდგრადი კონკურენტუნარიანობა

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია კონფრონტაციული გლობალიზაციის   პირობებში განუზღვრელობის ზრდით განპირობებული გამოწვევები და ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების კონკურენტუნარიანობის მიმართ ახალი მოთხოვნების თავისე­ბურებები. გამოვლენილია, რომ  განუზღვრელობის განუხრელი ზრდა აქტუალურს ხდის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის პრობლემას მისი
2023-09-30
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ურბანიზაციისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დამოკიდებულების ანალიზისათვის

ანოტაცია. ურბანიზაცია, როგორც ფენომენი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების მიზნებში. იგი მრავალმხრივიმოვლენაა და ცალსახად მისი შეფასება შეუძლებელია. ურბანული პროცესების დინამიკას დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში სოციალურ, ეკონომიკურ და განსაკუთრებით ეკოლოგიურ  გარემოზე. ნაშრომში განხილულია ურბანიზაციის, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის არსი და მისი
2023-09-30
ნუგზარ თოდუაგიორგი რობაქიძე
პროდუქტის განთავსების გავლენა ქართველი მომხმარებლების მიერ ბრენდებისადმი დამოკიდებულებაზე

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია პროდუქტის განთავსების როლი მარკეტინგში. პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებულ ძირითად ცვლადებად მიჩნეულია პროდუქტის განთავსების მიმღებლობა, განთავსებული ბრენდის შესახებ გათვითცნობიერება, განთავსებული ბრენდის გახსენება და დამოკიდებულება მის მიმართ.   მარკეტინგული კვლევის საფუძველზე გამოვლენილია პროდუქტის განთავსების ძირითადი
2023-09-30
მურმან კვარაცხელია
გლობალური პრობლემები და ეკონომიკური უსაფრთხოება

ანოტაცია. თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნების ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. მისი თანმდევი მოვლენები  ღრმა ტრანს­ფორმაციის შედეგიცაა, რომელიც დაიწყო მეოცე საუკუნის შუახანებიდან, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.  ამ  სრულიად განსხვავებული ეპოქიდან  იწყება მსოფლიო საზოგადოების მიერ თავიანთი ღირებულებების
2023-09-30
პაატა კოღუაშვილიიოსებ არჩვაძე
მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის სტრატეგია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ქვაკუთხედი

ანოტაცია.სტატიაში განხილულია თანამედროვე პირობებში მარცვლეულით მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემები,  მისი გამწვავების მიზეზები და დაძლევის გზები. სურსათის, კერძოდ, მარცვლეულის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მზარდი გამოყენების გამო ხაზგასმულია მარცვლეულით, პირველ რიგში, ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დონეთა შორის კავშირი, აღნიშნული
2023-09-30
თეა ლაზარაშვილი
ინვესტიციური უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია „ინვესტიციური უსაფრთხოების“ ცნებისადმი სხვადასხვა მიდგომები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა გლობალიზაციის, ინტერნაციონალიზაციისა და ტრანსნაციონალი-ზაციის პირობებში. ინვესტიციური უსაფრთხოების განხილვა შესაძლებელია როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტის სახით, რომელიც
2023-09-30
სოლომონ პავლიაშვილიმიხეილ თოქმაზიშვილი
მწვანე დაფინანსება საქართველოში

ანოტაცია. „მწვანე ფინანსები“  გარემოსდაცვით  და ფინანსურ გადაწყვეტილებებს შორის კავშირს გამოხატავს და დაფუძნებულია  ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და სხვა ღირებულებაზე. გარემოსადმი დარგების მოწყვლადობა ზემოქმედებს ფინანსური სექტორის მიერ ამ დარგების დაკრედიტებაზე. ამ უკანასკნელისრისკები განსაზღვრულია დარგების სხვადასხვა თავისებურებებით, მათ შორის
2023-09-30
ავთანდილ სულაბერიძევლადიმერ სულაბერიძე
დემოგრაფიული დაბერება და „ვერცხლისფერი ეკონომიკა“

 ანოტაცია.გაეროს ინფორმაციით 2050 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი 65 წელს გადაცილებული იქნება, რასაც სამი გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს: შობადობის  შემცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და გლობალური მიგრაცია. მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე, აქტუალური ხდება მოსახლეობის  დაბერების სწრაფი ზრდის გამო შექმნილი სამუშაო ძალის დეფიციტიდან
2023-09-30
თეიმურაზ შენგელია
უმაღლესი განათლების სისტემის სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობა

ანოტაცია.  უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებში ბაზრის მოთხოვნის დადგენის საკითხი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას. ცხადია ისიც, რომ ამ საფუძველზე უნდა იგებოდეს ქვეყნის განათლების სტრატეგია. ცივილიზებული სამყაროს მიდგომა ეფუძნება განათლების სისტემის აგებაში მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპების იმპლემენტაციის საკითხს. ამ მხრივ
2023-09-30
მიხეილ ჩიკვილაძე
სახელმწიფო ბიუჯეტი, ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალი, გადასახადები – 2023 წლის გამოწვევები

ანოტაცია. საქართველოს 2023 წლის ძირითადი გამოწვევებია სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირება, რასაც თან უნდა სდევდეს ეკონომიკური ზრდისა და საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის სტაბილურობა. მთავრობამ უნდა შეამციროს მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება, რომლის მომსახურება ბიუჯეტის ხარჯების ზრდის წინაპირობაა. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის
2023-09-30
რევაზ ჯავახიშვილი
იაპონიის სოციალური უსაფრთხოების გამოცდილება

ანოტაცია. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით, იაპონიამ მიაღწია დიდ წარმატებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. ნაშრომში გაანალიზებულია ქვეყნის სოციალური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, სოციალური უზრუნველყოფის ძირითადი რგოლები – მოსახლეობის საპენსიო
2023-09-30
მურმან ბლიაძე ნოდარ ბლიაძე ლიზი ჭელიძე
ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოში

ანოტაცია. ცნობილია რომ XXI საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები თითქმის ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს. ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანური შესაძლებლობების პოტენციალის ზრდას. ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრება მსოფლიოში უსწრაფესი ტემპებით ძირითადად მიმდინარეობს  განვითარებულ ქვეყნებში. სტატიაში წარმოდგენილია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები,
2023-09-30
ქეთევან კიწმარიშვილი
ტექნოლოგიური ინოვაციების როლი ეკონომიკაში

ანოტაცია. XXI საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან. დღევანდელ სამყაროში ნებისმიერი საქმიანობის სფერო – განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, – ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალა ადამიანის მსოფლმხედველობა. ისინი მოქმედებენ
2023-09-30
თამარ ლაზარიაშვილი
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები და სადაზღვევო რისკები

ანოტაცია. სტატიაში შესწავლილია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები და სადაზღვევო რისკები, შეფასებულია სადაზღვევო ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების ძირითადი ასპექტები, დასაბუთებულია სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების კოორდინაციით საკანონმდებლო აქტების შემუშავების, კადრების მომზადება-გადამზადების, ბაზრის მონოპოლიისაგან დაცვის, კომპანიების
2023-09-30
ზურაბ ლიპარტიაიური პაპასქუაბესიკ შერაზადიშვილი
საქართველოში კორპორაციული მენეჯმენტის ეფექტიანობის სრულყოფის სტრატეგიული პრიორიტეტები

ანოტაცია. მსოფლიო ცივილიზაციის გლობალიზაციის ტენდენციებმა და პოსტინდუ­სტრიული საზოგადოების მოთხოვნებმა განაპირობა რადიკალური ცვლილებები ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინოვაციურ-ტექნოლოგიურ განვითარებაში, რამაც განსაზღვრა ეკონომიკის მდგრადი განვითარების კონტექსტში ცალკეული სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების ასპექტები, რაც
2023-09-30
მერაბ მიქელაშვილი
"ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო ნაშრომის/დისერტაციის მომზადების მეთოდიკის ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია. საქართველოს განათლების სისტემის წინაშე დგას ბოლონიის დეკლარაციით განსაზღვრული მიმართულებების რეალიზაციის ამოცანა, რომლის ერთ-ერთ უმნიშ¬ვნე¬ლოვანეს მდგენელს წარმოადგენს სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე. ქვეყნის უნივერსიტეტებში ათეულ წელზე მეტია მუშაობს სისტემა „ბაკალავრიატი–მაგისტრატურა–დოქ¬ტორანტურა“. დაგროვილი გამოცდილება დღის წესრიგში
2023-09-30
ილია (აზიკო) სისვაძე
საქართველოს საგადასახადო სისტემის რადიკალური რეფორმის თეორიული და მეთოდოლოგიურ-მეთოდური პრობლემები სოციალური ეკონომიკის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომთა ციკლს, სადაც გამოკვლეულია საქართველოს საგადასახადო სისტემის რადიკალური რეფორმირების პრობლემები სოციალურ ეკონომიკის პირობებში. მასში ლოგიკური თანმიმდევრობით განიხილება: სოციალური ეკონომიკის საგადასახადო რეგულირების კონცეპტუალური საფუძვლები, ცალკეული გადასახადების სრული ფუნქციონალიზაცია მაკროეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებითა და
2023-09-30
მაია ჩინჩალაძე ლელა ბოჭოიძე
ცვლილებები იჯარის, დღგ-ის და აღრიცხვის კუთხით პანდემიის პერიოდში

ანოტაცია. ფისკალური პოლიტიკა გადასახადებისა და ხარჯების სფეროში  სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. დისკრეციული ფისკალური პოლიტიკა ნიშნავს გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების ცვლილებას ბუმის ან რეცესიის პირობებში. მათ სახელმწიფო ახორციელებს ორი ინსტრუმენტით: საბიუჯეტო პროცესით და საგადასახადო კოდექსით. ფისკალური პოლიტიკა 2 სახისაა
2023-09-30
ხალიანა ჩიტაძე
ამონაგების აღიარების ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია. სტატიაში ვაანალიზებთ გრძელვადიანი კონტრაქტებიდან ამონაგების აღიარების ცალკეულ პუნქტებს ფასს 15-ის შესაბამისად. კერძოდ, განხილულია საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან პერიოდში მიწოდებისას შემოსავალებისა და ხარჯების აღიარება, შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების ხარისხის შეფასების მეთოდები, წამგებიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე
2023-09-30
მარინე ცუცქირიძე
მიკროეკონომიკური სისტემების განვითარებისა და უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მიკროსისტემების განვითარებისა და მისი უსაფრთხოების დაცვის საკითხები საქართველოში საბაზრო ურთიერთობების პრობლემებთან მიმარ­თე­ბით, გადმოცემულია  ბიზნესის მიკროსისტემების საშუალებით მიკროსამეურნეო პროცენტების წარმართვის მიზნით თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემები, რაც ეფექტიანი საწარმოო და მომსახურების
2023-09-30
მერაბ ჯულაყიძე
მონოპოლიური ძალაუფლების ანატომია

ანოტაცია. მონოპოლიური ფირმა მთელ ბაზარს ემსახურება. მონოპოლისტმა იცის მის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე საბაზრო მოთხოვნის მრუდი. ამ ცოდნის საფუძველზე იგი იღებს გადაწყვეტილებას თუ რამდენი გამოუშვას, საიდანაც თავის მხრივ პროდუქციის ფასი განისაზღვრება მაშინ, როცა სრულყოფილი კონკურენციისას ყოველი ფირმის მიერ გამოშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბაზარზე გავლენას
2023-09-30
რამაზ აბესაძეეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
მდგრადი განვითარება და პანდემიის გავლენა მისი მიზნების შესრულებაზე

ანოტაცია. პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანზე და საფრთხე შეუქმნა მათ განხორციელებას. ეს გამოიწვია იმან, რომ პანდემიის შედეგად: ეკონომიკამ განიცადა მნიშვნელოვანი რეცესია, შემოსავლების შემცირება, სიღარიბის, უმუშევრობისა და მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდა, უთანასწორობის გაღრმავება ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის, სანიტარული
2023-09-30
გიორგი ბრეგვაძე
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოში

ანოტაცია. თითოეული ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება და ეფექტიანობის მიღწევა. ისინი ქმნიან ახალ საწარმოებსა და დამატებით სამუშაო ადგილებს, საშუალებას იძლევიან დაიხვეწოს თანამედროვე ტექნოლოგიები და განახლდეს საწყისი კაპიტალი. ამასთან ერთად,ხელს უწყობენ
2023-09-30
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყნის ძლიერების განმტკიცებისა და ადამიანისეული რესურსების დასაქმების მენეჯმენტის ფაქტორები

ანოტაცია. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, გააჩნია მდიდარი ტრადიციები, მრავალფეროვანი ბუნებრივი და წიაღისეული რესურსები. მათი ეფექტური და გონივრული გამოყენების შედეგად შესაძლებელია ერთ-ერთი წარმატებული და მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ასევე ყურადღებაა გამახვილებული,
2023-09-30
მადონა გელაშვილი
ეროვნული ეკონომიკის მწვანე განვითარების კონცეფცია - მწვანე ეკონომიკა და მწვანე განვითარება მდგრადი განვითარების კონტექსტში

ანოტაცია: მწვანე ეკონომიკა მიჩნეულია ეკონომიკური თეორიის იმ კომპონენტად, სადაც იგი ეკოსისტემის ნაწილად მოიაზრება. მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. იგი ცდილობს მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტიური ალტერნატივა და წინა პლანზე წამოწიოს საზოგადოების როლი მწვანე ზრდასა და მწვანე განვითარების უზრუნველსაყოფად. დღეს
2023-09-30
მაია გონაშვილილალი სრესელი
სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევის თანამედროვე გამოწვევები შიდა ქართლის რეგიონში (გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

ანოტაცია. მდგრადი განვითარების #1 მიზანია სიღარიბის აღმოფხვრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გზა უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდაა. დღეს ეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, მათ შორის საქართველოსთვის, კონკრეტულად კი — გორის მუნიციპალიტეტისთვის. ამ საკითხების შესწავლის მიზნით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა გორის მუნიციპალიტეტში  და
2023-09-30
ლია დვალიშვილისოფიო დავითაშვილი
გარემოს დაცვა - ახალი პლანეტარული წესრიგის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი

ანოტაცია. გარემოს დაცვა მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე გლობალური პრობლემაა.ნაშრომში გაანალიზებულია როგორ უკავშირდება გარემოს დაცვა ცხოვრების მაღალ ხარისხს, პლანეტარულ წესრიგს. ვრცლად მიმოხილულია გარემოსდაცვითი პრობლემების სფეროში საკანონმდებლო აქტების მიღების განმაპირობებელი ფაქტორებისა და ღონისძიებათა ვრცელი სისტემის შესახებ. მოყვანილია გარემოს დაბინძურების
2023-09-30
ნატო კაკაშვილიხათუნა ბარბაქაძენათია კახნიაშვილი
COVID-19-ის გავლენა ქონების დაზღვევის ფინანსურ მაჩვენებლებზე

ანოტაცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა  შეიძინა სადაზღვევო პროდუქტებმა, რადგან ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, სტიქიური უბედურებები, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები ყოველთვის აყენებდნენ ზიანს ადამიანს, დაზღვევა კი  მნიშვნელოვნად შეამცირებს ბუნებრივი მოვლენების შედეგად წარმოქნილ ზარალებს,
2023-09-30
ნაზირა კაკულია
მონეტარული პოლიტიკის გავლენა შემოსავლების უთანასწორობაზე თეორიული ასპექტები

ანოტაცია. ნაშრომში საუბარია შემოსავლების უთანასწორობის არსსა და მისი შემცირების პოლიტიკაზე კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. ასევე განხილულია რიგი პრობლემები, რომლებიც თან ახლავს შემოსავლების უთანასწორობას ფინანსური კრიზისების დროს. შემოსავლების უთანასწორობა აღრმავებს სიღარიბის დონეს და ამწვავებს სოციალურ საკითხებს, რომლებიც ნათლად აისახება ქვეყნის
2023-09-30
ლია კოზმანაშვილი
საქართველოს საგადასახადო სისტემის ზოგიერთი პრობლემა პოსტპანდემიურ პერიოდში

ანოტაცია.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ საგადასახადო სისტემის პრობლემების კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ყველა დროის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი  ფუნქციონირების საქმეში. საგადასახადო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლა-გამოკვლევა და შემდგომ ამ  პრობლემების გადაჭრის გზების ძიება  მნიშვნელოვანი იყო
2023-09-30
ანა კურტანიძენინო დარსაველიძე
ნადღი ფულით ანგარიშსწორების პრობლემები პანდემიის პირობებში და ფინტექის პოტენციალი

ანოტაცია. ბანკები ევროპაში XV საუკუნეში გამოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ეს ინდუსტრია თითქმის არ შეცვლილა. ნოუ-ჰაუმ არა მარტო შეცვალა მომხმარებელთან ურთიერთობა, არამედ ბანკირებიც აიძულა სხვა სახე მიეცათ თავიანთი ბიზნესის მოდელებისთვის. 1958 წელს Visa-მ შექმნა პირველი გადახდის სისტემა. ცხრა წლის შემდეგ ბარკლასის ბანკმა ლონდონში პირველი ბანკომატი დაამონტაჟა. XX საუკუნის 90-იან
2023-09-30
ანა ლაფაჩი
ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები და პრიორიტეტები

ანოტაცია. ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალურობას არ კარგავს, რადგან მიმდინარე პერიოდის სირთულეები ყველაზე მეტად სწორედ მოსახლეობის ამ კატეგორიას ეხება. ახალგაზრდების დასაქმება და მათი უზრუნველყოფა შესაბამისი, ადეკვატური ანაზღაურებით და შრომის პირობებით ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური
2023-09-30
გელა ლობჯანიძე
მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდსა და პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკის  განვითარების თანამედროვე პრობლემები, მათი რაციონალური გადაწვეტის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგიული მართვის ასპექტები გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდსა და პირობებში; წარმოჩენილი და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური ზრდის 2023-2024-2025 წლების პროგნოზი და მაკროეკონომიკური
2023-09-30
დალი მაგრაქველიძე
ინვესტიციური რისკების შეფასების მეთოდების ნაკლოვანებები და ახალი მიდგომის შემუშავების აუცილებლობა

ანოტაცია. მხოლოდ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული რისკის სახეების შესწავლა არ იძლევა შედეგს, საჭიროა მათი შეფასება და მართვა. რისკის მართვის სისტემა უნდა იყოს გამჭირვალე, პრაქტიკული და შეესაბამებოდეს ინვესტორის სტრატეგიულ მიზნებს, რაც განაპირობებს მოგების მაქსიმალურ მიღებას. პრაქტიკაში გამოიყენება რისკების შეფასების მრავალი მოდელი, რომლებიც სხვადასხვა
2023-09-30
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სოციალური უსაფრთხოების საკითხები (აშშ-სა და საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობისათვის ისეთ მწვავე პრობლემას, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მითითებულია, რომ ეროვნული უსაფრთხოება, როგორც უმნიშვნელოვანესი ამოცანა, პირველად ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში — 1904 წელს ახსენა თ. რუზველტმა პანამის არხთან დაკავშირებით.
2023-09-30
ნინო მიქიაშვილი
სიღარიბის მოდელირების ძირითადი მიმართულებები

ანოტაცია. სიღარიბე, როგორც პრობლემა,რთული და მრავალწახნაგაა. იგი რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება და მნიშვნელოვანია, რომ შეფასების სისტემა შესაბამისად ასახავდეს შესასწავლი კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის რეალურ მდგომარეობას და თავისებურებებს. ამიტომაც სიღარიბის ანალიზისა და პროგნოზირების დროს მნიშვნელოვანია მოდელირების მეთოდის გამოყენება. ნაშრომში დახასიათებულია
2023-09-30
მარინა მუჩიაშვილიქრისტინე კუპატაძე
კოვიდ-19 პანდემიის გავლენა საქართველოს მთავრობის ვალის მდგრადობაზე: სტატისტიკური შეფასება

ანოტაცია. საქართველოს სახელმწიფო ვალზე პანდემიის ზეგავლენის შეფასების მიზნით  სტატიაში  წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სტრუქტურის ცვლილებები 2020-2023 წწ-ში. მოცემულია საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობების დინამიკა და სტრუქტურა, გამოთვლილია ფისკალური მდგრადობის ინდიკატორების მნიშვნელობების ცვლილება პანდემიის
2023-09-30
ზურაბ ნოზაძე
წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის გაუმჯობესების საკითხები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია წყლის რესურსების არსებული მდგომარეობა და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; გაანალიზებულია წყლის რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის პრობლემები და მისი გამოყენების ღონისძიებები. მოცემულია წყალმომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი და სახელმწი­ფოს  როლი მათ მიერ განხორციელებული კონტროლის თვალსაზრისით. განხილულია კონკრეტული
2023-09-30
ნინო ჟორჟიკაშვილი
მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტის- სტრეს-ტესტის გამოყენებასაბანკო-საფინანსო სექტორში

ანოტაცია. ფინანსური სტაბილურობის მიღწევა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს  განსაკუთრებით კი, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ. ჯანსაღი ფინანსური სისტემა ქმნის პირობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, აქედან  გამომდინარე  დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ფინანსური კრიზისის გამომწვევი სისტემური
2023-09-30
დალი სოლოღაშვილითეა უდესიანითათია უდესიანი
აღრიცხვა-ანგარიშგების გამოწვევები ეკონომიკის მდგრადი განვითრებისათვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია აღრიცხვა-ანგარიშგების წინაშე არსებული გამოწვევა, რომელიც კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკის გაძლიერებას, რომლის თანახმად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საწარმოები ვალდებულნი არიან
2023-09-30
ქეთევან ქველაძემედეა მელაშვილინუნუ ქისტაური
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გავლენა ტურიზმის უსაფრთხოებაზე

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება კაცობრიობის არსებობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა გლობალური ეკოლოგიური პრობლემებიდა მისი გავლენა ტურიზმის უსაფრთხოებაზე. სტატიაში განხილულია ის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენ ტურიზმის დარგზე და მის უსაფრთხოებაზე;  მოყვანილია ეკოლოგიური უსაფრთხოების ის მაჩვენებლები,რომელთა შესაბამისად
2023-09-30
ნუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძემედეა მელაშვილი
მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები (ჩინეთისა და საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის პირველხარისხოვან პრობლემას, როგორიცაა ეკოლოგიური უსაფრთხოება და აღნიშნულია, რომ იგი ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აქ მოყვანილია ამ პრობლემის განმარტება, მისი შემადგენელი კომპონენტები, მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) სისტემები. ნაშრომში განხილულია მიზეზები, რაც უარყოფითად
2023-09-30
ქეთევან შენგელია
გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ანოტაცია. პანდემიის შოკმა მნიშვნელოვნად გააუარესა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებზე აისახა. სტატიაში გაანალიზებულია, თუ როგორ გაუარესდა ადამიანთა ცხოვრების დონე პანდემიის შედეგად. განხილულია უმუშევრობის და ინფლაციის მაჩვენებლების ზრდა, რაც აღრმავებს სიღარიბეს, ქონებრივ დიფერენციაციას. კრიზისის
2023-09-30
ლეილა ღუდუშაური
თვითმომსახურების ბანკები საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები

ანოტაცია. თანამედროვე საბანკო საქმიანობა, წარმოუდგენელია ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინოვაციების გარეშე, მათი კონკურენტუნარიანობა და მომგებიანობა სრულად არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან. დისტანციური საბანკო პროდუქტების განვითარება და დანერგვა განსაკუთრებით დაჩქარდა Covid–19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიომ ონლაინ სივრცეში
2023-09-30
მალხაზ ჩიქობავა
თანამედროვე საბანკო კრიზისი, როგორც კომერციული ბანკების ეპოქის დასრულების მაუწყებელი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია 2023 წლის მარტში აშშ-ის რამდენიმე კომერციული ბანკის (Silicon Valley Bank, Signature Bank, Silvergate Bank) გაკოტრების მიზეზები და საყოველთაო საბანკო კრიზისის მოსალოდნელი ტალღის შესაძლებლობები. ფინანსური კრიზისის მოსალოდნელ საშიშროებაზე დაიწყო საუბრები მას შემდეგ, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გასული წლის მარტიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,
2023-09-30
ზურაბ წერეთელი
პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და შემდგომი პერსპექტივები

ანოტაცია.  ნაშრომში  წარმოდგენილია როგორც  პანდემიის  დროს, ასევე  მის შემდგომ პერიოდში და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული უმრავლესი ქვეყნების საერთო ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. აქცენტი ძირითადად გადატანილია კორონავირუსის (COVID 19) პანდემიაზე. წარმოჩენილია ის უარყოფითი ასპექტები, რომელიც მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნისთვის საერთოა.
2023-09-30
დავით ჭელიძე
საქართველოს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური (მათ შორის საბიუჯეტო) პარამეტრების დინამიკა, არსებული პრობლემები და მათი დაძლევის ზოგიერთი მიმართულება

ანოტაცია: სახელმწიფო (საშინაო და საგარეო) ვალის ზრდასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზების მიზნით ნაშრომში მოძიებული და გაანალიზებულია სახელმწიფო ვალის შესახებ მონაცემები, მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში ფიქსირებული „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის“ და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით გაანგარიშებული „საქართველოს მთლიანი
2023-09-30
ლალი ხარბედიამზისადარ ბჟალავა
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის რესურსული პოტენციალის გამოყენების პრობლემები რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით

ანოტაცია. გლობალური ეკონომიკური პროცესების განვითარებაში გეოპოლიტიკური ფაქტორის როლი ისე დიდი არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს, ამიტომ იგი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ეკონომიკური პროცესების უბრალო განყენებულ დადასტურებად, არამედ აქტიურ სტრატეგიად, რომელსაც სახელმწიფოები იყენებენ გლობალური მასშტაბით მოქმედების სახელმძღვანელოდაც. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, რაც
2023-09-30
გიორგი ხარშილაძე
რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს ეკონომიკა: არსებული ვითარება, გამოწვევები, დამოკიდებულების ხარისხი და პერსპექტივა

ანოტაცია. უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდგომი პერიოდი მსოფლიო და, მათ შორის, საქარ­თველოს ეკონომიკისთვის, მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.  ეს პრობლემები მეტ-ნაკლები გავლენით აისახება მოსახლეობაზე.  ჩნდება ეკონომიკის მდგრადი განვითარების შესაძლებლობა, რომელიც მიიღწევა სწორი და პრაგმატული პოლიტიკის გატარებით. ომის პერიოდში რუსეთისადმი დაწესებული
2023-09-30
ლალი ხიხაძე
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

ანოტაცია. პოსტპანდემიურ ეტაპზე 2022-2023 წლებში მსოფლიო ეკონომიკა ახალი მძიმე გამოწვევების წინაშე დადგა, რადგანაც COVID-19-ის პანდემიით განპირობებულ ეკონომიკურ სტაგნაციასა და დეპრესიას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება დაემატა. მსოფლიო ცივილიზებულმა თანამეგობრობამ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შეკავების მიზნით მკაცრი სანქციები
2023-09-30
ნინო ჯალაღონია
დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროში

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის ზოგადი მიმოხილვა, განხილულია თუ რას წარმოადგენს საბანკო სფერო ქვეყნის ეკონომიკისთვის და რა მნიშვნელობა ენიჭება მას საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. აგრეთვე გამოკვეთილია  ბანკში მუშაობის უპირატესობები და ნაკლოვანებები; თვისებები,  რომელიც ბანკში მუმუშავე ადამიანებს სჭირდებათ. ნაშრომზე
2023-09-30
თამარ დოლიძე
ეკონომიკის რეალური სექტორის ძირითადი კრიტერიუმები და განვითარების ეტაპები

ანოტაცია: გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეალური ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის გაანალიზების შედეგად განსაზღვრულია რეალური ეკონომიკის ფუნდამენტური დარგების სტრუქტურა. განვსაზღვრეთ თითოეული დარგის როგორც დარგობრივი, ისე ეკონომიკური ხასიათის კრიტერიუმები. კვლევის შედეგად ასევე განვსაზღვრეთ რეალური ეკონომიკის
2023-09-30
მარინა ენდელაძე ნათია წიკლაური
COVID-19-ის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვის სისტემაში

ანოტაცია. მსოფლიოპანდემიის კრიზისის დასაძლევად პრიორიტეტებად მოიაზებოდა ის ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფდა სწრაფ გადასვლას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე, ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე, რაც უკიდურესად მნიშვნე­ლოვანი იყო ადამიანთა სიცოცხლისთვის. საკვანძო სიტყვები:  დარგობრივი პოლიტიკა.
2023-09-30
გიორგი რიჟვაძე
ციფრული ტრანსფორმაციის როლი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაში

ანოტაცია. თანამედროვე სამყაროში დღითიდღე უფრო მეტ მნიშვნელოვბას იძენს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, აღნიშნული ტრანსფორმაცია კი მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელია როგორც განვითარებადი, ასევე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, მათ შორის  გამონაკლისს არ წარმოადგენს საქართველო, რომელიც აქტიურად გადის მსოფლიოში მიმდინარე, ტრანსფორმაციის,
2023-09-30
მაია სოსელია მარიამ ებრალიძე თამარ როსტიაშვილი
ინოვაციური მიდგომა სამედიცინო ლოჯისტიკისადმი

ანოტაცია. სტატიის მიზანია სამედიცინო ლოჯისტიკის  ასპექტების კვლევა და ქვეყნის  განვითარებაში მისი მნიშვნელობის წარმოჩენა. სტატიაში გაანალიზებულია ინოვაციური საქმიანობის როლი და დადგენილია ინოვაციების გამოყენების ეფექტიანობა სამედიცინო ლოჯისტიკაში. შეფასებულია ძირითადი კომპეტენციები, რომლებიც უნდა გააჩნდეს სამედიცინო ლოჯისტიკაში მომუშავე სპეციალისტს.
2023-09-30
გოდერძი ტყეშელაშვილითამარ კილაძე
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები

ანოტაცია.  სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, მისი ღია ზღვაში გასასვლელის არსებობის უპოირატესობა და მსოფლიოს ეკონომიკის გლობალიზაციის გავლენით არნახულად გაზრდილი ტვირთბრუნვის მოთხოვნილებები, რომლებიც საქართველოს ანიჭებს ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ფუნქციას არამარტო მოსაზღვრე სახელმწიფოებისათვის, არამედ შუა აზიის ქვეყნებისათვის,
2023-09-30
თენგიზ ქავთარაძე
ბუნებრივი საკვებწარმოების გადიდების გზები შიდა კახეთის ზონის მეცხოველეობის მაგალითზე

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია შიდა კახეთში მდელოს საკვებწარმოებისა და ნაყოფის მომცემი ფოთლოვანი ტყის გამოყენების საკითხები, მომთაბარე მეღორეობის განვითარებისათვის. საკვანძო სიტყვები: მდელოს საკვებწარმოება, საკვებწარმოება, მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეღორეობა. შესავალი მეცხოველეობის განვითარება, მისი პროდუქტიულობის გადიდება და გაძღოლის კულტურის ამღლება
2023-09-30
შოთა შაბურიშვილინათია ტერტერაშვილი
აგრობიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში

ანოტაცია. გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური განვითარება ყოვლისმომცვე¬ლი გახდა და შეცვალა ისეთი ტრადიციული სფერო როგორიც აგრობიზნესია. ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები აჩქარებს საქმიან კომუნიკაციებს, აძლიერებს მომხმარებლების გამოცდილებას, ხელს უწყობს სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებას და ახალი ბიზნესმოდელების შექმნას,
2023-09-30
გიგა ხარაზი
საქართველოზე გამავალი შუა კორიდორის, სატრანზიტო დერეფნის განვითარების პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ნახსენებ სატრანზიტო დერეფანში შეასრულოს საკვანძო ფუნქცია, მოახდინოს საკუთარი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემის სიღრმისეული ინტეგრაცია საერთაშორისო ლოჯისტიკურ სისტემებში და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის საერთო
2023-09-30
ხათუნა ბერიშვილი
საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ტენდენციები და საფრთხეები რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში

ანოტაცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ და გავაანალიზოთ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილების, საქართველოში ოპერირებადი რუსეთის მოქალაქეების
2023-09-30
ნაირა ვირსალაძემავლინა ყიფიანი
შრომის საერთაშორისო დანაწილება – მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების საფუძველი

ანოტაცია. შრომის საერთაშორისო  დანაწილებამ განვითარების  მრავალი ეტაპი გაიარა და მთელი მსოფლიო მოიცვა, XX საუკუნის 90-იანი  წლებიდან კი იგი რადიკალურად შეიცვალა. ეკონომიკური ლიბერალიზმის ზრდამ არსებული პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა და ფართოდ შეუწყო ხელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, განვითარების რა დონეზე იმყოფებიან ისინი. ამასთან ერთად იგი
2023-09-30
ვაჟა ზეიკიძე თამარ კილაძე გიორგი მაისურაძე
სახელმწიფო შესყიდვების ევროპული გამოცდილების განვითარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია სახელმწიფო შესყიდვების არსებითი როლი  ქვეყნის ფინანსების წარმატებულ მართვაში. კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოშიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფორმირება თანდათან იხვეწება და მრავალი ცვლილება შედის ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ. 2010 წლიდან ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მთლიანად ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე
2023-09-30
ელენე ზურაბაშვილი
გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში

ანოტაცია. დასაწყისში გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო. ძალიან სწრაფად ფართო, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. გლობალიზაცია ეხმარება ქვეყნების, საერთოდ კაცობრიობის  განვითარებას, მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საქართველო ძალაუნებურად ჩართულია
2023-09-30
ციცინო თეთრაული
პანდემიისა და ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების სტრუქტურა და სტრატეგია

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია პანდემიის ნეგატიური გავლენა მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე; გაანალიზებულია სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში; გაშუქებულია საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების როლი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში; დახასიათებულია დედოლარიზაციის პროცესი. საკვანძო სიტყვები: პანდემია, გაერო,
2023-09-30
რუსუდან კვარაცხელიალევან კიკილაშვილიმაია ბენია
მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა საერთაშორისო ფონდებისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის მიერ

ანოტაცია. სტატია მოიცავს მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერის მექანიზმებს საქართველოში საერთაშორისო ფონდებისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის მიერ. ინვესტიციების სასარგებლო მხარეებს, რეგიონების თანმიმდევრულ განვითარებას და ამ ჭრილში გადა­დგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ასევე ეკონომიკური გაძლიერებისთვისა და გარემოს დაცვისთვის  ბიზნესის მხრიდან განხორციელებულ
2023-09-30
რამაზ ფუტკარაძე
საქართველოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სავაჭრო (და არა მარტო სავაჭრო) ურთიერთობაა. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყანაა, რასაც ძირითადად გეოგრაფიული ფაქტორი განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველო აზერბაიჯანისთვისაც, მაგრამ ამ უკანასკნელის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს როლი შედარებით დაბალია.
2023-09-30
ვასილ ხიზანიშვილი
იაპონიის ომისშემდგომი ტრანსფორმაცია ოკუპაციის პირობებში

ანოტაცია.  იაპონიის ომისშემდგომის ტრანსფორმაცია განხორციელდა სრული ოკუპაციის პირობებში. აღნიშნული გარდაქმნის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო სამი ეკონომიკური რეფორმა (მიწის რეფორმა, ზაიბაცუს დაშლა და შრომითი რეფორმა). ამერიკული “ბირთვული ქოლგის’’(“nuclear umbrella’’) ქვეშ ყოფნით, იაპონიამ შეძლო საკუთარი რესურსების გონივრულად გამოყენება და დანარჩენი
2023-09-30
რევაზ ჯავახიშვილილინა დათუნაშვილი
ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის გამოცდილება

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია ქვეყნის გარე სამყაროს დაბინძურების ფაქტორები, მათი ადგილი და როლი ეკოსისტემის გაუარესებაში. მასში დეტალურადაა გაშუქებული აშშ-ში ეკოლოგიური მოძრაობის ძირითადი ეტაპები და მიმართულებები, მათი დამახასიათებელი ნიშნები და თავისებურებები. ნაშრომში კვლევის შედეგად გამოვლენილია გარე სამყაროს დაბინძურებასთან ბრძოლაში მიღწეული
2023-09-30
ლელა მენაბდიშვილი
დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში და მოსახლეობის თვალსაზრისი მისი დაძლევის გზების შესახებ

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია გაგვაცნოს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების ზოგადი სურათი; სოციოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით  დაგვანახოს, რამდენადაა ქვეყნის მოსახლეობა გაცნობიერებული ამ საკითხში, როგორ აფასებს დემოგრაფიული ცვლილებების ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა შობადობა და მიგრაცია; რაში ხედავს ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის გზას.
2023-09-30
ნანა მენაბდიშვილი
ოჯახის შემოსავლების ანალიზი პოსტპანდემიურ პერიოდში

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომი ეყრდნობა 2022 წლის სოციოლოგიური კვლევის მასალებს. მასში გაანალიზებულია რეპროდუქციული ასაკის დაოჯახებული, დასაქმებული რესპონდენტების ოჯახების შემოსავლები. გამოყენებულია ასევე, 2013 წლის კვლევის შედეგები და შედარებითი ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ კვლევებს შორის შუალედში გაუმჯობესებულია ოჯახების შემოსავლების მაჩვენებელი, გაზრდილია
2023-09-30
თამილა ნუცუბიძეხათუნა ნუცუბიძე
შრომის ბაზრის გამოწვევები და ბიზნესგანათლებისა და სამეწარმეო სწავლების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია შრომის ბაზრის გამოწვევები, დასაქმების და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში. ამასთან ერთად, შესწავლილია უმაღლესიდა პროფესიული განათლების სისტემის  განვითარების ძირითადი მიმართულებები: ინტერნაციონალიზაციის პროცესის, ბიზნეს განათლების,  სამეწარმეო სწავლების მნიშვნელობა და მათთან დაკავშირებული გამოწვევები. ბიზნეს
2023-09-30
რუსუდან პაპასკირილუკა პაპასკირი
საპენსიო სისტემის რეფორმები საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში „საპენსიო სისტემის რეფორმები საქართველოში" განხილულია საპენსიო სისტემისდა პენსიის არსი, მისი არსებობის საჭიროება, განვითარების პერიოდები, მისი პირველი დამფუძნებელი მსოფლიოში, საპენსიო სისტემის სახეები, დაგროვებითი საპენსიო სისტემის პრობლემა საქართველოში. საქართველოში 2018 წელს საპენსიო რეფორმის განხორციელება (რაც დაგროვებითისაპენსიო სისტემის
2023-09-30
რომან ყურაშვილი
აზარტული თამაშების როლი ეკონომიკაში და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის ქცევის მოტივაცია

ანოტაცია. აზარტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ასპექტში. აზარტული თამაშები იქცა გართობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, რომელსაც თავისი წვლილი ეკონომიკის ფორმირებასა და განვითარებაშიც შეაქვს. სათამაშო ბინზესი საქართველოში განვითარების პიკზეა და დღითიდღე ვითარდება. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი და მომგებიანი
2023-09-30
ელენე ჩიქოვანი
კორპორატიული შრომითი ურთიერთობები საქართველოში

ანოტაცია. სტატია ფოკუსირებულია კორპორაციულ სექტორში მოქმედი შრომითი ურთიერთობების რეგულირების პრობლემებზე საქართველოში. აფასებს ქვეყნის კორპორატიული შრომითი ურთიერთობების რეგულირების სფეროში არსებულ მდგომარეობას. ახასიათებს კორპორატიული სექტორის შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს და იძლევა წინადადებებს ამ მიმართულებით არსებული
2023-09-30