English / ქართული / русский /

ციცინო თეთრაული

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (წარჩინებით). მუშაობდა ცეკავშირთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლეს სკოლაში (ინსტიტუტი) პრორექტორისა და დეკანის თანამდებობაზე, ამავე უმაღლესში კითხულობდა ლექციებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მიწვევით.

1990 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერ თნამშრომლად.

მისი სამეცნიერო სფეროებია მაკროეკონომიკის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი.