English / ქართული / русский /

რუსუდან კვარაცხელია

1997 წელს მიენიჭა ბიოლოგის კვალიფიკაცია, ხოლო 2003 წელს - ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს ათობით სამეცნიერო სტატია ბიოპროდუქტების ეკონომიკურ ეფექტიანობასთან დაკავშირებით. 2018 წელს მისი ავტორობით მომზადდა სახელმძღვანელო  პროფესიული სასწავლებლებისთვის „ორგანული მეურნეობის მართვა“. იგი არის საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტების -მიკრომწვანილების, ღივებისა და ჯეჯილის წვენის პირველი მწარმოებელი. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ დამფუძნებელი, დისტანციური პროგრამის „მწვანე ბიზნესი“ ავტორი.