English / ქართული / русский /

გელა ლობჯანიძე

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი/აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2006 წლიდან. 1995 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით და სპეციალობით ,,ეკონომიკა და მართვა სამთო საქმეში“. 1995-1998 წწ.-ში ვსწავლობდი ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ–ეკონომიკურ და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო–კვლევითი  ინსტიტუტის ასპირანტურაში, განყოფილება: სექტორული/სამრეწველო წარმოების ეკონომიკა და მენეჯმენტი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომის 2003 წლის 2 მაისის  E. C. 08. 07 # 2 (08.00.07 სექტორული ეკონომიკა, მენეჯმენტი) გადაწყვეტილებით მომენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის/აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.  

2002 წლიდან დღემდე სტუ-ის შესაბამის მიმართულებებზე წლების მანძილზე აქტიურად ვარ ჩართული სწავლების ყველა საფეხურის სასწავლო პროცესში, ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში. ჩემი ხელმძღვანელობით სტუდენტები მონაწილეობენ და იმარჯვებენ სტუდენტთა კონფერენციებში, წარმატებით იცავენ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს.

ასევე, აქტიურად ვმონაწილეობ სპეციალობის საგნების სილაბუსების შედგენაში, ვარ რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სპეციალობის სტუდენტებისთვის აუცილებელი რამდენიმე სახელმძღვანელოს და სალექციო კურსის თანაავტორი. ვკითხულობ სალექციო კურსებს სხვადასხვა საგანში ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ვარ დოქტორანტების ხელმძღვანელი.

ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, მინერალური რესურსების ეფექტიანი ათვისება, სამთო საქმისა და გეოლოგიის ეკონომიკისა და მართვის აქტუალური საკითხები, სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება გლობალიზაციის პირობებში. შესაბამისად გამოქვეყნებული მაქვს მრავალი სამეცნიერო სტატია რეიტინგულ ჟურნალებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე.