English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
საწარმოს ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ეკოლოგიური პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის საქმეში, მათი ეფექტიანობის ამაღლებისათვბის.

გაანალიზებულია ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განხორციელების საკითხები სამრეწველო საწარმოებში. მოცემულია  კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები საწარმოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, პროდუქციის ხარისხისა და  უსაფრთხოების გაზრდისათვის, გარემოს დაბინძურების შემცირებისათვის და მდგრადი მაჩვენებლების მიღწევაში, რომელიც დადებითად იმოქმედებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში.

საკვანძო სიტყვებია:   ეკონომიური პოლიტიკა, ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა, ეფექტიანობა, ეკოლოგიური პრინციპები, ბუნებრივი რესურსები, სამრეწველო პროდუქცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, დაგეგმვა, კრიტერიუმები, შეფასება, ანალიზი.                                                  

შესავალი 

როდესაც განვიხილავთ სხვადასხვა ეკოლოგიურ სისტემებს უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ეკოლოგიური სისტემის განვითარებას განსაზღვრავს სისტემის ეკონომიური პოლიტიკა. ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავება მიმართულია მთავარი მიზნისათვის, რომ უზრუნველყოს ბუნებრივი გარემოსმდგომარეობის პარამეტრების მდგრადობა, საწარმოს, როგორც ლოკალური ეკოლოგიური ისტემის საქმიანობის, ისე წარმართვა და გაუმჯობესება, რომ ნაკლები ზემოქმედება ზიანი მიაყენოს ბუნებრივ გარემოს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საწარმო, როგორც ავტონომიური ეკოლოგიური სისტემა, თავისი საქმიანობით, საერთაშორისო ეკოლოგიური სტანდარტების ტერმინოლოგიის შესაბამისად ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივ გარემოზე, აუარესებს მის მდგომარეობას. 

საწარმოს ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები     

საწარმოს ეკოლოგიურისაქმიანობის განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავს მისი ეკოლოგიური პოლიტიკა,რომელიც მიმართულია გარემოს მდგრადობის უზრუნველყოფაზე, საწარმოს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის.

საწარმოს ეკოლოგიური პოლიტიკის რეალიზაცია ხდება სპეციალური ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის შესაბამისი მეთოდების  განხორციელების საშუალებით.

ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის არსებული ეკოლოგიური საქმიანობის  ახალი მიმართულებები,  მოახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას საწარმოს ფინანსური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლებაზე, დადებითად იმოქმედებს საწარმოს მთლიანად საქმიანობაზე.

ეს ახალიმიმართულებები დაკავშირებულია საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაზე, პროდუქციის ხარისხის დაეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საწარმოს სოციალურ განვითარებაზე, აგრეთვე მის საერთაშორისო სახეზე.

აერაშორისო სტანდარტიზაციის დოკუმენტების რეკომენდაციით მოცემულია ეკოლოგიური პოლიტიკის შემდეგი განსაზღვრება: -ეკოლოგიური პოლიტიკა ეს არის საწარმოს განაცხადი თავის განზრახვებზე და პრინციპებზე, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საერთო ეფექტიანობაზე, რაც ემსახურება საწარმოს საქმიანობის დადგენილ მიზნობრივ და საგეგმო ეკოლოგიური მაჩვენებლის სისტემას.

სტანდარტის მიხედვით ეკოლოგიური პოლიტიკა განსაზღვრავს ეკოლოგიური საქმიანობის მიზანსა და ა,ოცანებს, მოიცავს საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის ეკოლოგიზაციას. სწარმოს პასუხისმგებლობას ბუნებრივ გარემოს დაცვაზე. საერთო ჯამში ყველა ამ პირობების დაცვა და შესრულება განსაზღვრავს საწარმოს ეკოლოგიური საქმიანობის ეფექტიანობას. ეკოლოგიური საქმიანობა წარმოადგენს საწარმოს საერთო სამეურნეო საქმიანობის ნაწილს, ერთერთ მიმართულებას საბაზრო ურთიერთობის პირობებში.

საწარმოში ეკოლოგიურ სწაქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი არის საწარმოს დირექტორის (მმართველის, მენეჯერის) მოადგილე და წარმოადგენს იურიდიულ პირს.

ზოგიერთი მარკეტინგული ანალოგების გათვალისწინებით. კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეკვეთისა და რეალიზაციის, ბიზნესგეგმის დოკუმენტური გაფორმების საფუძველზე საწარმოს ეკოლოგიურმა პოლიტიკამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორების გავლენა:

_ეკონომიური საქმიანობის გარეგანი პირობების ანალიზი რეგიონის, ტერიტორიის, საწარმოს თავისებურების გათვალისწინებით.

_ეკოლოგიური საქმიანობისათვის შემოთავაზებული ფინანსური ხარჯები და მისი დაფარვის წყაროები.

_ეკოლოგიური რისკები, მეთოდები, მისი რეგულირებისათვის და დანაკარგების კომპენსაცია, რომელიც საწარმოსგან მიადგა დამაბინძურებელი ნივთიერებებით ატმოსფეროს, წყალს, ნიადაგს, ფლორას, ფაუნას, ზემოქმედების ეფექტიანობისშეფასება.

_ავარიული სიტუაციების და კატასტროფების დიაგნოსტირებისა და თავიდანაცილების ღონისძიებები.

_გამოსაყენებელი მასალების, ნედლეულის, მაკომპლექტებელი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების რეგულირება, ენერგომატარ5ებლების, გამოსაყენებელი ნივთიერებისა და მასალების ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების რეგულირება.

_პროდუქციის წარმოების ციკლის ანალიზი, რომელიც შესაბამისობაშია ბუნებრივი გარემოს დაცვის მოთხოვნილებებთან.

_საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ეკოლოგიზაციის პრობლემების გადაწყვეტისათვის სპეციალისტების მომზადება და საწარმოს მუშა-მოსამსახურეების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება.

_საწარმოს ეკოლოგიურმა პოლიტიკამ, რომელსაც სურს მიაღწიოს ეფექტურ სამეურნეო საქმიანობას, უნდა გაითვალისწინოს შმდეგი მოთხოვნები:

_მართვის სპეციალიზებული სტრუქტურების შექმნა და დანერგვასაწარმოში.

_ბუნებრივიგარემოს დაცვის სფეროშიარსებული, მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიულ-უფლებრივი აქტების  აუცილებელი შესრულება.

_უნდა აიღოს ვალდებულება ბუნებრივი გარემოს დაცვაზე, საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებაზე, საწარმოს სანიტარულ-ჰიგიენურიპირობების მდგომარეობაზე,

პროდუქციის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, ყოველგვარი სტანდარტის დაცვაზე.

_ეკოლოგიური პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტური მასალის ხელმისაწვდომობა საწარმოს პერსონალებისათვის და სხვა დაინტერესებული მონაწილეებისათვის და პირებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ საწარმოს საქმიანობაში.

_ეკოლოგიური პარამეტრების შეფასებისა და მონიტორინგის შესაბამისობა საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან და მათი ურთიერთქმედება ბუნებრივი გარემოს დაცვასთან:

საწარმო წარმოადგენს რეგიონალური ეკოსისტემის ნაწილს. ამიტომ საწარმოს ეკოლოგიური პოლიტიკის ნორმატიულ-მეთოდოლოგიურ ბაზას შეიძლება მოემსახუროს რეგიონის ეკოლოგიური კადასტრი. ეს კადასტრი შეიძლება დაედოს საფუძვლად საწარმოს ეკოლოგიური საქმიანობის დაგეგმვას.

თანამედროვე პირობებში ეკოლოგიური პოლიტიკის  დაგეგმვა და რეალიზაცია ეკოლოგიური საქმიანობის ყველა დონეზე ხორციელდება პროგრამის შემუშავების, დაპროექტების, მისი ექსპერტიზის და კონტროლის, ბუნებრივი გარემოს მონიტორინგის, ბუნებრივ გარემოზე მიყენებული ზემოქმედების და მიყენებული ზარალის საფუძველზე.

ამიტომ, ეკოლოგიური მოქმედების უმრავლესობა დაკავშირებულია ბუნებათსარგებლობასთან და გარემოს დაცვასთან.

ეკოლოგიური პროგრამების და პროექტების შემუშავებისას სხვადასხვა დონეზე პრინციპული მნიშვნელობა აქვს კრიტერიუმების და დასაშვები ნორმატივების დასაბუთებას უსაფრთხოების  ხარისხის, მიყენებული ზარალის, მისი კომპენსაციისათვის მატერიალური და ფულად გამოსახვაში შეფასების ხარისხს.

საწარმოს სამეურნეო საქმიანობის უსაფრთხოებად ითვლება საინჟინრო კომუნიკაციების სათბობენერგეტიკული და ბუნებრივი რესურსების  საწარმოო პროცესში გამოყენების, ხმაურის, ვიბრაციის, სამუშაო ადგილის განათების და სხვა წყაროების მიერ ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების სხვადასხვა კომპონენტების მდგომარეობის შესაბამისობა ნორმატიულ დასაშვებ ბაზასთან.

ასეთი წარმოების მდგომარეოა კონტროლირდება ეჯკოლოგიური დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის საშუალებით. დიაგნოსტიკისადა მონიტორინგის საშუალებით.დიაგნოსტიკა ეხება ძირითადად დამხმარე ტექნოლოგიურ მოწყობილობას, წარმოების ნარჩენების შენახვის, ტრანსპორტირების უტილიზაციის აღრიცხვას, ბუნებრივი გარემოს დაბინძურების სხვადასხვა წყაროების იდენტიფიკაციას.

ეკოლოგიური პოლიტიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკოლოგიური პროექტისა და მისი ექსპერტიზის , ეკოლოგიური ღონისძიებების ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის, ბუნებრივი და ფინანსური რესურსების ნორმატივების დაყრდნობაზე და მის საფუძველზე მუშავდება საწარმოს ეკოლოგიური პროგრამა. ეს არის მთავარი შესასრულებელი დოკუმენტი საწარმოს ეკოლოგიური საქმიანობისათვის. ეკოლოგიური პოლიტიკის მდგომარეობა და საწარმოს ეკოლოგიური პროგრამის სტრუქტურა დამოკიდებულია საწარმოს საქმიანობაში დასაბუთებული ეკოლოგიური კრიტერიუმების გამოყენებაზე და დანერგვაზე. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილება ეკოლოგიურად სუფთა წარმოება, ეკოლოგიურად სუფთან პროდუქცია, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებრივი გარემო.

პროდუქციის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მწარმოებლებისა და მომხმარებელთა ინტერესებისათვის ძირითადს წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის კრიტერიუმი. ეს მოითხოვს კომპლექსურ შეფასებას, რომელიც ეყრდნობა სამეცნიერო-კვლევით საკონსტრუქტორო სამუშაოების განხორციელებას.

ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების რეგულირებისათვის აუცილებელია შესაბამისობა საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის გამოშვების მართვასთან. ყველა ეს მოთხოვნები საბოლოო ჯამში მიმრთულია ბუნებრივ გარემოში ტოქსიური ნივთიერებების გამოფრქვევის შემცირებისკენ. იმისათვის, რომ საწარმომეფექტიანად განახორციელოს თავისი საქმიანობა, ამასთან, ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებრივ გარემოს, მიზანშეწონილია გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

_მოვალეობა და პოლიტიკა

საწარმომ უნდა განსაზღვროს თავისი ეკოლოგიური პოლიტიკა და თავისთავზე აიღოს მოვალეობა გარემოს დაცვის  მართვის სისტემებთან  ურთიერთობასთან. საწარმო ვალდებულია პასუხი აგოს გამოწვეულ დარღვევასთან და აღკვეთოს გამომწვევი მიზეზი, ეფექტიანად გამოიყენოს სანედლეულო რესურსები და მასალები.

ეკოლოგიურმა პოლიტიკამ უნდა ასახოს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ პასუხისმგებლობის შესრულება მიღებულ კანონებზე, რომ მუდმივად გააუმჯობესოს ბუნებრივი გარემოს მართვის სისტემა. პოლიტიკა ქმნის საფუძველს, რის დახმარებითაც საწარმო ადგენს თაცვის მიზნობრივ და გეგმიურ მაჩვენებლებს. პოლიტიკა უნდა იყოს საკმარისად ნათელი, რომ მისი გაგება ადვილად ხდებოდეს როგორც შიდა , ისე გარეშე დაინტერესებული მხარეების მიერ. პოლიტიკა პერიოდულად უნდა გადაიხედებოდეს დაანალიზდებოდე, რომ ასახოს არსებული პირობები და ინფორმაცია. ეკოლოგიური პოლიტიკის არეალი უნდა იყოს ზუსტად იდენტიფიცირებული.

_დაგეგმვა

საწარმომ უნდა შეიმუშოს თავისი ეკოლოგიური პ[ოლიტიკისრეალიზაციის გეგმა. ამასთა ერთად, ბუნებრივი გარემოს მართვის ელემენტები მოიცავენ შემდეგს: ეკოლოგიური ასპექტების იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ ბუნებრივ გარემოზე  ზემოქმედებას, საკანონმდებლო აქტების მოთხოვნილებას, ეკოლოგიურ პოლიტიკას, ეკოლოგიური ეფექტიანობის შიდა და გარეშე კრიტერიუმების შეფასებას.

_რეალიზაცია

ეფექტური რეალიზაციის მიზნით, საწარმო ვალდებულია შექმნას შესაძლებლობა და შეიმუშაოს მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია თავის ეკოლოგიური პოლიტიკისგანხორციელებისათვის  და მიზნობრივიდა გეგმიური მაჩვენებლების მიღწევისათვის . იმისათვის, რომ მიაღწიოს  მიზნობრივ მაჩვენებელს. საწარმო ვალდებულია ამაზე მიმართოს თავისი თანამშრომლები, სისტემა, სტრატეგია,რესურსები და სტრუქტურა. შეიმუშაოს პასუხისმგებლობისა და აღრიცხვიანობის სისტემა.

_ ცვლილება და შეფასება

საწარმომ უნდა აწარმოოს გაზომვა, კონტროლი და შეფასება თავისი ეკოლოგიური ეფექტიანობის. ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი კონტროლისა შეიძლება ჩავთვალოთ ეკოლოგიური აუდიტი.

_ანალიზი და გაუმჯობესება

საწარმომ უნდა აწარმოოს მუდმივად ბუნებრივი გარემოს მართვის სისტემის ანალიზი, რომ გაზარდოს თავისი საერთო ეკოლოგიური ეფექტიანობა. საწარმოს ხელმძღვანელობამ დროისგარკვეული ინტერვალისგამოშვებით უნდა ჩაატაროს ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის ანალიზი,რომ გარანტირებული იყოს მუდმივად ეკოლოგიური ეფექტიანობის შესაბამისი პარამეტრები. ანალიზი უნდა იყოს ფართო, რათა გავითვალისწინოთ  ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების ხარისხი,რომელსაც ახორციელებს საწარმო მისი ყველა სახის საქმიანობით, მათ შორის ფინანსური კუთხითაც.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გათვალისწინება საწარმოს მიერ,  საწინდარია მისი ეკონომიკური მდგრადობის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების ზრდის და ბუნებრივ გარემოზე ნაკლები ზემოქმედებისათვის.    

გამოყენებული ლიტერატურა

1. Веклич О.О – ,, Совершенствование економическик инструментов  екологического управления “ 2000 г Киев

2. Гречановская   И  Г - ,, Економико – екологическое регулирование предпринимательской  деятельноси “ Одесса 2007г

3. Арестов С. В - ,, Механизм повмишения економико-екологического ефекивности  природоохранных инвестиции”. Одесса 2005г.

4. Садеков А. А  - ,, Механизмы  еколого-економического управления . “Донецкю 2002г

5. Гирусов Э. В – Экология  и економика природопользования”. Москва 1998г