English / ქართული / русский /
გიორგი ბრეგვაძე
უმუშევრობის პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია უმუშევრობის პრობლემები საქართველოში. გაანალიზებულია სტატისტიკური აღრიცხვის სრულყოფის საკითხები. კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დასახულია სასწრაფოდ მისაღები ზომები, რათა კონტროლირებულ იქნეს უმუშევრობა. 

უმუშევრობა გლობალური პრობლემაა. მის მოგვარებას უკვე საუკუნეებია ცდილობს ცივილიზებული სამყარო, მაგრამ ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ბევრმა ქვეყანამ ეს პრობლემა მეტნაკლებად მოაგვარა და უმუშევრობის დონე იქ დაბალია, მაგრამ მთლად არ არის აღმოფხვრილი. საქართველოში  კი უმუშევრობა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ყველაზე მწვავე პრობლემაა. მის გადაჭრას ყველა დროში ყველა მთავრობა სხვადასხვა ფორმით ცდილობდა და ეხლაც ცდილობს, მაგრამ ამ მხრივ დიდი გარღვევა ნამდვილად არაა.

უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში უმთავრესია სწორი სტატისტიკური აღრიცხვა და იმის განსაზღვრა თუ ვინ ითვლება უმუშევრად.

დღეისათვის გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, უმუშევრობის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოლოგია გამოიყენება, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO – გაეროს შვილობილი ორგანიზაცია) მიერ არის შემუშავებული. საერთაშორისო მეთოლოგიებს პირველ რიგში ის დანიშნულება აქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შესადარისი იყოს. მაგალითად, თუ საქართველოსა და სომხეთში უმუშევრობის დონის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებული იქნება, მიღებული შედეგების შედარება არ მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, რომელ ქვეყანაში უფრო მაღალია უმუშევრობის დონე. გარდა ამ მიზნისა, უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის მთავარი ამოცანაა, სწორად განაწილდეს უმუშევრობის დახმარება, არ მიიღოს დახმარება მან, ვინც რეალურად უმუშევარი არ არის და საკუთარი შრომითი შემოსავალი აქვს. აქედან გამომდინარე, უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული. საქართველოში უმუშევრობის დახმარება არ არის, მაგრამ, რადგან გაეროს წევრი ვართ, ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენც მათი მეთოდოლოგია გამოვიყენოთ. ამასთან, უმუშევრობაზე დაკვირვება გვეხმარება, განვსაზღვროთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და თუ რამდენად უმჯობესდება/უარესდება სოციალური ფონი ქვეყანაში.

ახლა კი დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ თვლის საქსტატი დასაქმება/ უმუშევრობის მაჩვენებლებს. დათვლა ხდება შინამეურნეობის (ოჯახების) კვლევის გზით. გამოკვლევა მიმდინარეობს ყოველკვარტალურად, რომლის დროსაც ხორციელდება დაახლოებით 3,400 შინამეურნეობის 15 წლისა და უფროსი ასაკის წევრების გამოკითხვა, გარდა: 1. იმ პირებისა, რომლებიც არ იმყოფებიან შინამეურნეობაში 12 თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში; 2. სამხედრო პირებისა, რომლებიც ცხოვრობენ ყაზარმებში 3. საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ინტერნატებსა და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მცხოვრები პირებისა.

ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოში ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, რადგან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია. პენსიონერიც შეიძლება უმუშევრად ჩაითვალოს.

დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთ საათს მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგებისა და ა.შ.) მიღების მიზნით, უსასყიდლოდ ეხმარებოდა სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.

უმუშევრად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთ საათსაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსის მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთ საათს მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგებისა და ა.შ.) მიღების მიზნით, საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლებიან.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მიუხედავად პანდემიისა როგორც ცხრილიდან ჩანს უმუშევრობის დონე მცირდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ სტატისტიკური აღრიცხვა არასწორია.                                                              

ცხრილი 1 [1]

დასაქმება და უმუშევრობა

 

თუ ადამიანებს ვაიძულებთ, უხელფასოდ ან სასურველზე დაბალი ხელფასისთვის იმუშაონ – ყველას დასაქმება მოხერხდება. უმუშევრობა შრომის კომერციალიზაციამ ანუ შრომაში სასურველი ანაზღაურების (ხელფასის) მოთხოვნის თავისუფლებამ წარმოშვა. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა და საკმარისად ანაზღაურებული (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება საარსებოდ საჭირო თანხასაც კი ვერ ფარავს) სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხოლო ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, მოსახლეობის ნაწილს არ უღირს დაბალი ხელფასისთვის დაქირავებულად მუშაობა და ცდილობს, სხვა ქვეყანაში იპოვოს უკეთესი სამსახური, ან სოფელში, მიწაზე მუშაობით მოიპოვოს არსებობისთვის საჭირო მინიმალური შემოსავალი (ხშირად – ნატურალური პროდუქტის სახით). საქართველოსთვის ორივე სიტუაცია დამახასიათებელია – ემიგრაციაც და მიწაზე მუშაობაც. თუ ადამიანს არც მიწა აქვს და ვერც საზღვარგარეთ მიდის, ის სოციალურ ან უმუშევრობის დახმარებას იღებს. ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დახმარება სოლიდურია და კონკურენციას უწევს დაბალანაზღაურებად სამსახურს.

ადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ უმუშევრობას. მაგალითად, ბევრი, ვისაც სასურველი სამსახური არა აქვს, მაგრამ მუშაობს, თვლის, რომ უმუშევარია. ასევე მიაჩნია, თუკი უმაღლესი განათლება აქვს და შესაფერის ადგილზე არ მუშაობს. ხშირად ადამიანი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს დასაქმებულად, თუ ხელფასი აქვს დანიშნული (დაქირავებულია). ასე გაჩნდნენ „უმუშევარი“ ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები, სოფლის მეურნეობაში საკუთარ მიწაზე დასაქმებულები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკით კი ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან. ეს კი ჩვენი აზრით არ არის სწორი. ვინაიდან თუ პირი უმუშევრად არ ითვლება და დასაქებულია ის ჩვენი კანონმდებლობით უნდა იხდიდეს საშემოსავლო გადასახადს. ხოლო თვითდასაქმებულები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. ეს კი უსამართლობაა. და ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე განილვა სჭირდება.

დღეისათვის გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, უმუშევრობის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოლოგია გამოიყენება, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO – გაეროს შვილობილი ორგანიზაცია) მიერ არის შემუშავებული. საერთაშორისო მეთოლოგიებს პირველ რიგში ის დანიშნულება აქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შესადარისი იყოს. მაგალითად, თუ საქართველოსა და სომხეთში უმუშევრობის დონის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებული იქნება, მიღებული შედეგების შედარება არ მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, რომელ ქვეყანაში უფრო მაღალია უმუშევრობის დონე. გარდა ამ მიზნისა, უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის მთავარი ამოცანაა, სწორად განაწილდეს უმუშევრობის დახმარება, არ მიიღოს დახმარება მან, ვინც რეალურად უმუშევარი არ არის და საკუთარი შრომითი შემოსავალი აქვს. აქედან გამომდინარე, უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული. საქართველოში უმუშევრობის დახმარება არ არის, მაგრამ, რადგან გაეროს წევრი ვართ, ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენც მათი მეთოდოლოგია გამოვიყენოთ. ამასთან, უმუშევრობაზე დაკვირვება გვეხმარება, განვსაზღვროთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და თუ რამდენად უმჯობესდება/უარესდება სოციალური ფონი ქვეყანაში.

ახლა კი დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ თვლის საქსტატი დასაქმება/ უმუშევრობის მაჩვენებლებს. დათვლა ხდება შინამეურნეობის (ოჯახების) კვლევის გზით. გამოკვლევა მიმდინარეობს ყოველკვარტალურად, რომლის დროსაც ხორციელდება დაახლოებით 3,400 შინამეურნეობის 15 წლისა და უფროსი ასაკის წევრების გამოკითხვა, გარდა: 1. იმ პირებისა, რომლებიც არ იმყოფებიან შინამეურნეობაში 12 თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში; 2. სამხედრო პირებისა, რომლებიც ცხოვრობენ ყაზარმებში 3. საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ინტერნატებსა და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მცხოვრები პირებისა.

ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევის მთავარი გზა ინვესტიციების მოზიდვაშია. მაგრამ როგორც ვხედავთ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მაინცდამაინც დიდი ინვესტიციები საქართველოში არ განხორციელებულა და არც ისეთი საწარმოები არ აშენებულა სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდებოდა. და თუ იხსნება ასეთი ქარხნები დიდი რაოდენობით დასაქმება არ ხდება. არც ანაზღაურებაა ღირსეული.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში უმუშევრობის პრობლმემა უფრო მწვავედ დადგა. სახელმწიფოს მუწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და შესაბამისად უმუშევრობის დაძლევის მიზნით. სწორედ აღნიშნავს პროფესორი რ.აბესაძე, რომ უნდა შეიქმნას დასაქმებისა და მიგრაციის სახელმწიფო სამსახური, რომელიც შეასრულებს შრომის ბირჟის როლს. მის მოვალეობაში უნდა შევიდეს: თავი სუფალი სამუშაო ადგილების (ვაკან სიების) და უმუშევართა (პასიურ და აქტიურ) აღრიცხვა; კონსულტაციების გაწევა უმუშევართათვის სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით; უმუშევრებისათვის დახმარებების გაცემა; მოქალაქეთა პროფესიული მომზადება და გადამზადება; შრომის ბაზარზე მდგომარეობი ს შეფასება (ეკონომიკური და არაეკონომიკური, ეკონომიკურად აქტიური და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის დადგენა და ა.შ.) და სათანადო ინფორმაციის მომზადება; საქართველოში შრომით ემი გრანტთა და იმიგრანტთა აღრიცხვა, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და სხვა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
  2. გ.ბრეგვაძე - უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში „პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციის თეზისები“
  3.  რ.აბესაძე - ჟურნალი ეკონომისტი #5 2009წ - უმუშევრობა და მისი მიზეზები საქართველოში


[1] ცხრილი შედგენილია საქართველოს ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.