English / ქართული / русский /

დავით გოგლიძე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბაკალავრი.

დაიბადა 1998 წლის 22 აგვისტოს. მონაწილეობა აქვს მიღებული ორ კონფერენციაში, მოხსენებით: „ლიზინგის არსი და მისი გამოყენების შესაძლებლობები“ და „როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რა არის კრიპტოვალუტა“.

კვლევის ინტერესთა სფეროებია: საბანკო ურთიერთობები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესში.

არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.