English / ქართული / русский /

ნუგზარ თოდუა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი.1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1995 წელს - სადოქტორო დისერტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 1990 წლიდან. 2002 წლიდან არის მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი. არის 200-მეტი სტატიის, 4 სახელმძღვანელოსა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მის სამეცნიერო ინტერესებში შედის მომხმარებელთა ქცევის, საერთაშორისო მარკეტინგისა და მარკეტინგული კვლევის საკითხები. არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისა და სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.