English / ქართული / русский /


ინსტიტუტის შესახებ

თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების ერთადერთი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია, იგი დაარსდა 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში.

ინსტიტუტის დანიშნულებაა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, უზრუნველყოს სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საე­რ­თა­შორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღოს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში; უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო პრო­გრამების მომზადებასა და განხორციელებაში.

ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. შემდეგ დირექტორები იყვნენ აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი წერეთელი. ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე (ინსტიტუტის ვებ-გვერდია - pgie.tsu.ge).

ინსტიტუტს აქვს პერიოდული გამოცემები: 1. რეცენზირებადი, საერთაშორისო, სამეცნიერო-ანალიტიკური, ელექტრონული (ვებ-გვერდი - www.ekonomisti.tsu.ge) და ბეჭდური (www.pgie.tsu.ge) ჟურნალი - „ეკონომისტი“, რომელიც ინდექსირებულია ელექტრონულ ბაზებში: (ERIH და Google Scholar)); 2. „თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული“ (www.pgie.tsu.ge/index.php?menuid=32&lang=1).

ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს (http://pgie.tsu.ge). 2017 წლიდან ჩატარდება ორი სახის კონფერენცია: 1. ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია; 2. საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენცია. ორივე შემთხვევაში გამოიცემა მოხსენებათა რეცენზირებადი სამეცნიერო კრებულები და მოხსენებები. ასევე განთავსდება კონფერენციების ვებ-გვერდზე და ელექტრონულ ბაზებში.


2017-02-01