English / ქართული / русский /

დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციების არქივი

რამაზ აბესაძე
პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული ასპექტები მსოფლიოსა და საქართველოში

ანოტაცია. მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითზე ნაშრომში გამოკვლეულია პანდემიების გამოცდილება წარსულში, კორონავირუსული პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული შედეგები, ასევე მისი გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;გაანალიზებულია საქართველოსა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები, პროექტები და
2020-07-20
თეიმურაზ ბერიძე
მენეჯმენტისა და საკუთრების ურთიერთკავშირის საკითხები (კვლევის საწყისი წერტილები)

სტატიაში განხილულია საკუთრების არსი და მისი გამოვლინების ფორმები. ნაჩვენებია საკუთრებითი ურთიერთობების  იურიდიული და ეკონომიკური ასპექტების გამოყოფის მნიშვნელობა. პირველი გულისხმობს ამა თუ იმ ობიექტის იურიდიული დოკუმენტით (აქტით) რეგიისტრირებას, ხოლო, მეორე გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ურთიერთობებს, რომელთა შედეგად იქმნება მატერიალური დოვლათი, მომსახურება და
2020-07-20
რევაზ გოგოხია
მსოფლიო განვითარების პროცესების ზღვარგადასული გლობალიზაციის დეგლობალიზაციის საკითხისათვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია მსოფლიოს საყოველთაო გლობალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. გლობალიზაცია წარმოდგენილია როგორც უაღრესად წინააღმდეგობრივი მოვლენა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის როგორც შინაარსს, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ხასიათს. ყურადღება გამახვილებულია კორონავირუსული პანდემიით გამოვლენილ ზღვარგადასული გლობალიზაციის
2020-07-20
რევაზ გველესიანი
ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების ოპერაციონალიზება და მათი ურთიერთდამოკიდებულების შეფასება

ანოტაცია. ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემების იდენტიფიცირება გულისხმობს მიზნების ოპერაციონალიზების შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც დადგენილია მიზნების ოპერაციონალიზების შესაძლებლობა, ხდება მათი მიღწევის დონეების განსაზღვრაც. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს როგორც პრობლემათა გადაჭრის კონკრეტული მცდელობის, ასევე მიღწეული შედეგების კონტროლის
2020-07-20
მურმან კვარაცხელია
გლობალური პანდემიის ეკონომიკური გამოწვევები

ანოტაცია.  მსოფლიოში გავრცელებულმა  გლობალურმა პანდემიამ ახალი სახის ეკონომიკური კრიზისი ჩამოაყალიბა. რეალურ ეკონომიკაში დაიწყო რეცესიული  პროცესები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამძიმა უმუშევრობით გამოწვეული სიძნელეები და მკვეთრად შეამცირა მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი ძლიერი რყევები მოულოდნელი აღმოჩნდა თვით განვითარებული ქვეყნებისთვისაც. მსოფლიოს ახალი
2020-07-20
ალფრედ კურატაშვილი
კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულება ეკონომიკური ფაშიზმის სამსახურში – ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (?!)

რეზიუმე სამეცნიერო ნაშრომში განხილულია კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულება ეკონომიკური ფაშიზმის სამსახურში – როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (?!). კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულების პრობლემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კანონი და კანონმდებლობა მთლიანობაში, იქმნება იმისთვის, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს
2020-07-20
თეა ლაზარაშვილი
ინოვაციების სტიმულირებს ფინანსური მეთოდები და გამოყენების თავისებურებები

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ინოვაციების სტიმულირების მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი ინოვაციების სტიმულირების ფინანსური მეთოდებისადმი. დახასიათებულია ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყაროები და მათი გამოყენების პრაქტიკა ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე, ინოვაციის სტიმულირების სპეციფიკური
2020-07-20
ზურაბ ლიპარტია
საქართველოში სახელმწიფო პროგრამული ბიუჯეტირების სრულყოფის მეთოდოლოგიური მიდგომები

ანოტაცია.სტატიაში განხილულია ქვეყანაში ეკონომიკური აზრის განვითარების პროცესში სახელმწიფო (საჯარო) ფინანსური პოლიტიკისა და მმართველობითი გა-დაწყვეტილების ოპტიმალურობის დონის,შედეგზე ორიენტირებული პროგრა-მული ბიუჯეტირების სრულყოფის მეთოდოლოგიური მიდგომები. საქართველოში, საბიუჯეტო სისტემის შედეგების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების პოზიციე-ბიდან
2020-07-20
ავთანდილ სულაბერიძევლადიმერ სულაბერიძევანო შუშტაკაშვილი
პანდემიის დემოგრაფიული ასპექტები და თვითმოვლითი ქცევა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია პანდემიაზე მოქმედი დემოგრაფიული ფაქტორები.საქართველოსა და COVID-19-ით დაინფიცირებული ზოგიერთი ქვეყნის სტატისტიკური მონაცემების ფონზე გაანალიზებულია პანდემიაზე მოქმედი დემოგრაფიული ფაქტორების თავისებურებანი. მოცემულია თვითმოვლითი ქცევის არსი, როგორც  სოციალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მეთოდი. საკვანძო სიტყვები: პანდემია, დემოგრაფიული
2020-07-20
თეიმურაზ შენგელიაიური კოზაკი
სოციალური ინჟინერიის როლი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია კულტურის ზეგავლენა ეკონომიკის განვითარებაზე, დადგენილია კავშირი სხვადასხვა საზოგადოების ზოგად ღირებულებით ორიენტირებსა და ეკონომიკურ წარმატებებს შორის. წარმოდგენილია სოციალური ინჟინერიის გამოყენების საფუძველზე კულტურის ელემენტების უნივერსალური ჩამონათვალის შექმნისა და გამოყენების შესაძლებლობა საზოგადოების ეკონომიკურ
2020-07-20
ეთერი ხარაიშვილიია ნაცვლიშვილი
სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში და სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტები პოსტკორონავირუსულ პერიოდში

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლები, შეფასებულია საქართველოში ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების სასურსათო ბალანსები, გაკეთებულია დასკვნა, რომ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება პოსტკორონავირუსულ პერიოდში. ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქტების
2020-07-20
რევაზ ჯავახიშვილი
განათლება და მეცნიერება – სამხრეთ კორეის ადამიანისეული კაპიტალის განვითარების პრიორიტეტები

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია განათლებისა და მეცნიერების განვითარების როლი სამხრეთ კორეაში ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცესში. ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული ეტაპების შესაბამისად, მასში ნაჩვენებია განათლების სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები,
2020-07-20
ნუგზარ პაიჭაძე
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული როლის შესახებ

ანოტაცია.       ორგანიზაციათა საქმიანობის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებაში განსაკუთრებული როლი აკისრია ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მართვას. მისი მიზნის რეალიზაცია მნიშვნელოვნადაა განპირობებული ორგანიზაციათა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების ეფექტიან მუშაობაზე. მოცემულ პრობლემაზეა შესრულებული წინამდებარე სტატია. მასში  განხილულია
2020-07-20
მირზა ბახტაძე
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი პანდემიის პირობებში

ანოტაცია. მსოფლიო პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა გლობალურ ეკონომიკაზე. თავის მხრივ შეირყა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკა, მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი. შესაბამისად, საჭიროა თითოეულმა ქვეყანამ შექმნას ანტიკრიზისული გეგმა, რათა ერთად დავამარცხოთ „უხილავი მტერი“. საქართველოს ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ სოფლის
2020-07-20
დავით ბიძინაშვილი
მიმდინარე პანდემიის პირობებში ინფლაციის გაზრდისა და ფინანსური რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხეები საქართველოში

ანოტაცია. ბოლო დროს, COVID-19-ის პანდემია მთელ მსოფლიოში ჩვენი ახალი რეალობის ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ახალი საპასუხო ზომებისა და ქმედებების მოწმე ვიყავით როგორც მთავრობის, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რამაც, თავის მხრივ, ახალი რეალობა და გამოწვევები წარმოშვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ასეთი ძლიერი გამოწვევა არ ჰქონია. თუკი ჩვენ ოდესმე დაგვიდგებოდა საგარეო
2020-07-20
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
მენეჯმენტის როლი პანდემიასთან ბრძოლის საქმეში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ის დიდი წარმატებები, რომელიც კრიზისულ პერიოდში გამოვლინდა ქართველი კაცის ნიჭის, ტალანტისა და გამჭრიახობის მეშვეობით.  საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ინფექციონისტ ექიმთა კორპუსმა დროულად, პროფესიულად, მაქსიმალურად გამოიყენეს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გამკლავებოდნენ
2020-07-20
სოლომონ პავლიაშვილიზურაბ გარაყანიძე
პანდემიის გავლენა საქართველოზე გამავალ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანზე“

ანოტაცია.  2000-დან 2015 წლამდე პერიოდში გაზის მსოფლიო მოხმარება თითქმის 45% -ით გაიზარდა - 2405-დან 3469 მლრდ კუბ.მ-მდე. ბოლო ხუთ წელში მსოფლიო ენერგობალანსში გაზის წილი ასევე გაიზარდა 22-23%-მდე. ნავთობის ანალოგიური სტატისტიკით, მისი მოხმარება იმავე პერიოდში გაიზარდა მხოლოდ 10-11%-ით, რაც მიუთითებს ბუნებრივი გაზის სერიოზულ კონკურენტუნარიანობაზე, ხოლო სხვა ენერგორესურსებისთვის - მისი სახით
2020-07-20
პაატა კოღუაშვილიგენადი ბაღათურია
სახელმწიფო-საჯარო პარტნიორობა აგროსამრეწველო კომპლექსის ინოვაციური განვითარების სფეროში

ანოტაცია. სახელმწიფო-საჯარო (კერძო) პარტნიორობის მექანიზმის ამოქმედება პერსპექტიულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უნარჩენო და მცირენარჩენიანი ტექნოლოგიების დანერგვა, ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე საკვები დანამატების გამოყენების გამორიცხვა კვების პროდუქტებში და ა.შ., რომელთა განვითარებით ბიზნესი ან არ არის დაინტრესებული, ან სახელმწიფოს  გარეშე არა აქვს
2020-07-20
ლინა დათუნაშვილი
სოფლის მეურნეობა და ეკონომიკური გამოწვევები პანდემიის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს - სოფლის მეურნეობას და მასზე, დღეისათვის აქტუალური გლობალური პრობლემის, პანდემიის  გავლენას, რომელმაც უმსხვილესი ქვეყნების ეკონომიკები რეცესიაში ჩააგდო.  საზღვრების ჩაკეტვა, კარანტინები, დახურული ბაზრები და, ზოგადად, ვაჭრობის შეფერხება განსაკუთრებით კორონავირუსისგან მძიმედ დაზარალებულ და
2020-07-20
გულნაზ ერქომაიშვილი
კორონავირუსის ეკონომიკური გამოწვევები და მისი დაძლევის ტენდენციები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია კორონავირუსის ეკონომიკური გამოწვევები და მისი დაძლევის ტენდენციები საქართველოში. აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის განვითარებას ეყრდნობოდა. მოცემული და გაანალიზებულია ის  დარგები, რომელთა განვითარება, ტრადიციულ დარგებთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში სიღარიბის
2020-07-20
გია ზოიძე,
პანდემიით გამოწვეული რისკები და ანტიკრიზისული მენეჯმენტი

ანოტაცია. დღეს არსებული გლობალიზაციის პირობებში, საზღვრების ღიაობისა და პრაქტიკულად შეუზღუდავი, თავისუფალი მიმოსვლის შედეგად, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული  გამძაფრებული სავაჭრო ურთიერთობებითა და გლობალურ დონეზე სწრაფად მზარდი ტურისტული გადაადგილებებით, რაც ამჟამინდელი პანდემიით გამოწვეულ რისკებს სულ უფრო მეტად ზრდის.
2020-07-20
სოფიკო თევდორაძე
COVID 19 -ის გამოწვევები ტურისტული ბიზნესის განვითარებაში - პრობლემები და პერსპექტივები

ანოტაცია. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც მშპ-ს დაახლოებით 11%-ს აგენერირებს. 2019 წელს ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 9 357 964-ს მიაღწია, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 7.8%-ით მეტია. თუმცა, მსოფლიო პანდემიის  COVID-19-ის შედეგად გამოწვეული მოგზაურობის შიშმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა ყველაზე ნეგატიურიგავლენა სწორედ ტურიზმის ინდუსტრიაზე
2020-07-20
ციცინო თეთრაული
პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები

ანოტაცია. პანდემიამ მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა. დაიღუპნენ და დაავადდნენ ადამიანები, გაჩერდა მსოფლიო ეკონომიკა. მსოფლიო დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსმა ახალი დღის წესრიგი დაგვიდგინა. ნაშრომში განხილულია ვირუსის არსი და ბუნება. გაანალიზებულია `მწვანე~ ეკონომიკის როლი და მნიშვნელობა. განხილულია ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც
2020-07-20
ხათუნა თოდუა
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკისათვის

ანოტაცია. დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გავრცელებას უკავშირდება.  რთულ ვითარებაში აღმოჩნდა პანდემიის გამო საქართველო, თუმცა, კრიზისი - არ არის განაჩენი! არსებობს გარკვეული საფუძველი ოპტიმიზმისათვის, გამომდინარე იქიდან,  რომ ნებისმიერიკრიზისიბადებსარა მხოლოდ მნიშვნელოვანახალგამოწვევებს,
2020-07-20
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
Covid-19-ის გავლენა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე

ანოტაცია. უცხოური კაპიტალის მოზიდვა და საგარეო წყაროებზე ხელმისაწვდომობა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. საერთაშორისო კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია ქვეყნის კარგი საინვესტიციო კლიმატი და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური გარემო.
2020-07-20
ეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილი
მცირე ბიზნესის განვითარებაში არსებული და COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში  შესწავლილია  მცირე ბიზნესის სამი სახეობა გერმანიის და აშშ-ს მაგალითზე; ასევე  მცირე ბიზნესის მუდმივად თანმდევი  და  COVID-19-ით  გამოწვეული  პრობლემები; პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით, რიგ უცხოურ ქვეყნებსა და საქართველოში, გასატარებელი (უკვე გატარებულიც)ფინანსებით უზრუნველყოფილი ანტიკრიზისული გეგმები. გაკეთებულია  შედარება და
2020-07-20
ნათია კახნიაშვილი
გლობალური პანდემიის გავლენა კორპორაციათა შერწყმისა და შესყიდვის ოპერაციებზე

ანოტაცია. სტატიაში განხილულია კორპორაციათა შერწყმისა და შესყიდვის ბაზრის დამახასიათებელი ტენდენციები და თუ რა გავლენას ახდენს ამ პროცესებზე კორონავირუსით (COVID19) გამოწვეული გლობალური პანდემია.  მცირე ან ნაკლებად მომგებიანი კომპანიებისთვის, ზოგადად, შერწყმა და შეძენა (M&A) ხშირად ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის. ეს არის გლობალური     ბიზნესსტრატეგია, რომელიც
2020-07-20
რევაზ ლორთქიფანიძე
COVID-19-ისგაკვეთილებისა და საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ

ანოტაცია.კორონაპანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებითა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედების საჭიროებიდან გამომდინარე, წარმოდგენილ ნაშრომში წარმოჩენილია სახელმწიფო და კერძო ინტერესების შეთანხმებული გათვალისწინების აუცილებლობა, რაც, ამასთანავე, ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტები და კრიზისული მენეჯმენტი სულ უფრო მეტად უნდა ითვალისწინებდეს არა
2020-07-20
იოსებ მასურაშვილი
პანდემიით გამოწვეული რეცესია - „შოკი“ მსოფლიო ბიზნესისთვის

ანოტაცია. Covid-19 და მისგან გამოწვეული 2020 წლის გლობალური რეცესია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდა. კორონავირუსმა  დააზარალა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ირანი, შვეიცარია, ჩრდილოეთ კორეა, ბრაზილია და სხვ. კომენდანტის საათი გამოცხადდა ქვეყნების უმრავალესობაში. ჩაიკეტა ქალაქები და
2020-07-20
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
პანდემიის გავლენა ეკოლოგიურ პრობლემებზე მსოფლიოში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს - ეკოლოგიას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს პანდემიის პირობებში. აქ გაანალიზებულია ზოგადად ეპიდემიების და კერძოდ კორონავირუსის ფონზე ეკოლოგიაში წარმოქმნილი ცვლილებები, რომლებიც დღეს შეიძლება დადებითადაც კი აღიქმებოდეს: ჰაერის დაწმენდა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, წყლის რეზერვუარების
2020-07-20
გიული ქეშელაშვილიმარიამ ჯიბუტი
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკურიგეგმა და ბიზნესის გამოწვევები კორონავირუსის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. შესწავლილი და გაანალიზებულია მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ძირითადი მიმართულებები. ნაჩვენებია, რომ ხელისუფლების  ძალისხმევა უნდა წარიმართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების, ინვესტიციების
2020-07-20
ირაკლი ქვარაია
პანდემიის პერიოდში საქართველოს სამშენებლო სფეროში წამოჭრილი პრობლემები

ანოტაცია. საქართველოში, საბინაო, ტურისტული და სავაჭრო დანიშნულების უამრავ ობიექტებთან ერთად, ათეული და ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰიდროსაინჟინრო, საგზაო და სხვა უნიკალური მშენებლობები ხორციელდება, მათ შორისაა ბათუმის სტადიონი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისში „თი-ბი-სი ბანკის“ ბიზნეს ცენტრი და სხვა. პანდემიის დროს, ხელისუფლების მიერ
2020-07-20
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
პანდემიის თანამედროვე გამოწვევები ტურიზმის სექტორში და მისი გადაჭრის გზები

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს - ტურიზმს და მასზე, დღეისათვის მეტად აქტუალური გლობალური პრობლემის, პანდემიის გავლენას. ნაშრომში განხილულია ის ეკონომიკური შოკი, რომელიც კორონავირუსს სდევს თან, არის საკმაოდ უცნაური და, ამასთან, ერთდროულად ნეგატიურ გავლენას ახდენს დარგის როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხარეზე. ყოველივე ამან კი მწვავე
2020-07-20
გივი ყუფარაძე
Covid 19 და უკეთესი სიკვდილი

ანოტაცია. ახლა ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ Covid 19-ის პანდემიის შემდეგ ჩვენი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. თუმცა რა შეიცვლება, ამაზე ბევრს არაფერს ამბობენ. ჩემი აზრით, რაც  შეიცვლება აუცილებლად - ესაა სიკვდილთან ჩვენი დამოკიდებულება. უკვე ჩანს, რომ პანდემია მოახდენს სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ასპექტის რადიკალურ გადაფასებას. ეს ეხება უშუალოდ სიკვდილის პროცესს,
2020-07-20
ხათუნა შალამბერიძე
საბანკო საქმიანობის ტენდენციები, პანდემია და საბანკო პროდუქტების ტრანსფორმაცია

ანოტაცია. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია საბანკო სისტემის ფუნქციონირება. სანდო და სტაბილური საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ და აღმავალ ხასიათზე მიუთითებს. მეორე მხრივ, საბანკო სისტემა მეტად მგრძნობიარეა შესაძლო ეკონომიკური დაქვეითების მიმართ. ფაქტობრივად, საბანკო სისტემებზე წარმოქმნილმა შეფერხებებმა
2020-07-20
მალხაზ ჩიქობავა
კორონავირუსი - ბუნებრივი პანდემია თუ გლობალური სპეცოპერაცია

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესაძლო მიზეზები და მისი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია ცნობილი ანტიგლობალისტის, ამერიკელი ეკონომისტისა და პოლიტოლოგის, პრინსტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის უილიამ ენგდალის სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 10 მარტს სათაურით: Lock
2020-07-20
ქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
ეკონომიკური კანონმდებლობა და კულტურის როლი ადამიანის უფლების და ინტერესების დაცვაში

რეზიუმე სამეცნიერო ნაშრომში განხილულია ეკონომიკური კანონმდებლობა, ყოველი ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. ეკონომიკურ კანონმდებლობაში, ისევე როგორც საერთოდ კანონმდებლობაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის შედეგებზე. ამრიგად, უფლებებთან
2020-07-20
გელა ლობჯანიძე
გლობალური სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების აქტუალური რელიგიური ასპექტები

ანოტაცია. მსოფლიოს მიმდინარე აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში განსაკუთრებით ნიშანდობლივია გლობალიზაცია როგორც მრავალწახნაგოვანი კატეგორია, რომელიც აჩქარებს ადამიანებს, ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა გაფართოებას, ერთიანი (გლობალური) საინფორმაციო სივრცის, კაპიტალის, საქონლის, სამუშაო ძალის მსოფლიო ბაზრის ფორმირებას, ეკოლოგიური და სოციალური
2020-07-20
ზურაბ ნოზაძე
გლობალური ეკონომიკის საკითხები

ანოტაცია. თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების კვლევის ძირითად მიმართულებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:  საერთაშორისო სასაქონლო ვაჭრობა (საქონლის, მომსახურების, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების); წარმოების ფაქტორების საერთაშორისო მოძრაობა (კაპიტალი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის სახით, მცირეკვალიფიკაციის და არაკვალიფიციური მუშაკების შრომა სტიქიური
2020-07-20
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის ზოგიერთი ასპექტი

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, როგორც თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის განვითარების დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება, რომელსაც გლობალური ხასიათი გააჩნია. ეს პროცესი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. განხილულია ამ პროცესის დადებითი და უარყოფითი მხარეები როგორც დონორი, ისე მიმღები ქვეყნებისათვის.
2020-07-20
გელა ალადაშვილი
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესების გზები

ანოტაცია. მდგრადი განვითრების თანამედროვე გამოწვევებში განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩენილია ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების საკითხები, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინონ ამ რესურსების დამმუშავევლმა კომპანიებმა. გლობალური განაცხადი ისეთი წარმოების განვითარებაზე, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მომავალ თაობებს, რეალიზდება წარმოების
2020-07-20
ხათუნა ბერიშვილი
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის როლი საზოგადოების მდგრად და ინოვაციურ განვითარებაში

ანოტაცია. სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს საზოგადოებასა და ორგანიზაციის მდგრად განვითარებას შორის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება წინაპირობებს ქმნის ინოვაციური კულტურის განვითარებისთვის. ის გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების, მართვის მეთოდების, ცოდნისა და გამოცდილების შექმნის გადაცემის პროცესს. მეცნიერები
2020-07-20
მაია გოგოხია
ფინანსური ბაზრის რეგულირების ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია.ფინანსური ბაზარი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმია. აქედან გამომდინარე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ბაზრის განვითარება ჯანსაღი ეკონომიკის აუცილებელი პირობაა. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია საბანკო სისტემის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების საკითხები, რომელთა შორისაა ცენტრალური ბანკების საქმიანობის
2020-07-20
ლია დვალიშვილი
ჰაერის დაცვის სფეროში საკანონმდებლო სისტემის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების შესახებ

ანოტაცია. ნაშრომში საუბარია გარემომცველ სამყაროზე გარემოს დაცვის გავლენისა და მასზე ადეკვატური რეაგირების შესახებ. მითითებულია გარემოზე ადამიანთა საქმიანობის გავლენასა და ეკონომიკური ზრდის ეკოლოგიურ ასპექტზე; ვრცლად მიმოხილულია საკანონმდებლო აქტების მიღების განმაპირობებელი ფაქტორები როგორც ჰაერის დაცვის, ისე ზოგადად გარემოსდაცვითი პრობლემების
2020-07-20
ხათუნა თოდუა
საქართველოს მდგრადი განვითარების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე

ანოტაცია. თანამედროვე პირობებში მსოფლიო დღის წესრიგში დგება მდგრადი განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ერთმანეთში უნდა დაბალანსდეს ეკონომიკური ზრდა, სოციალური სამართლიანობა და გარემოს დაცვა. მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ქვეყანამ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემატიკა,
2020-07-20
დალი მაგრაქველიძე
ფინანსებში ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა

ანოტაცია.ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები  ყოველწლიურად ყველაზე მეტს  ტექნოლოგიაზე ხარჯავენ. აქედან გამომდინარე, ნაშრომში მოყვანილი მტკიცებულება გვიჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ ტექნოლოგებია მნიშვნელოვანი ფინანსური ინდუსტრიისთვის, არამედ იმასაც, რომ ფინანსური ინდუსტრია ასევე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სექტორისათვის. ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა 
2020-07-20
ბაბულია მღებრიშვილიმ. ბიჭიკაშვილი
ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე (Facebook-ის მაგალითზე)

ანოტაცია. თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში ვირტუალურმა ურთიერთობებმა დიდი ადგილი დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვან როლს სოციალური ქსელები, მათ შორის Facebook, ასრულებს. აღნიშნული სოციალური ქსელი ადამიანთა უმრავლესობისთვის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანები ისე გახდნენ  Facebook-ზე დამოკიდებულები, რომ ეს ვერც კი
2020-07-20
ნინო სამჭკუაშვილი
ციფრული ეკონომიკა: პრობლემები და პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ციფრული ეკონომიკის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე და განსაზღვრულია ციფრული ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები. გაკეთებულია მსოფლიოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმოხილვა, გამოვლენილია რისკები და საფრთხეები, რომელიც შესაძლოა მოიტანოს ციფრულმა ეკონომიკამ და მოცემულია მათი დაძლევის ძირითადი მიმართულებები. როგორც
2020-07-20
ფატი შენგელია
თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკა

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის  პანდემიამ გამოწვევების წინაშე დააყენა. მოწინავე განვითარებული ქვეყნებიც მოუმზადებელი შეხვდნენ  მიმდინარე პროცესებს. თვეების განმავლობაში გაჩერებული სამრეწველო  საწარმოები, მომსახურების სფეროზე  შემცირებული მოთხოვნა, ლოგისტიკის შეფერხება და დარღვეული მიწოდების ქსელი, გაზრდილი უმუშევრობა, შემოსავლის გარეშე
2020-07-20
გიორგი ხარშილაძე
საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის ზოგიერთი ასპექტები და მოდელები გარდამავალ პერიოდში

  ანოტაცია. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია  საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია დარგობრივ ჭრილში.  ძირითადი ყურადღება გამახვილებულიასაქართველო-ევროკაშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის განხორციელება მცირე ბიზნესის პაქტის
2020-07-20
ვასილ ხიზანიშვილი
გერმანული სოციალური საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფოს როლი სისტემის ფუნქციონირებაში

ანოტაცია. სოცილაური საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელს. მისი კონცეფცია, როგორც სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკის ალტერნატივა, დაეფუძნა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აღსადგენად.    აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს
2020-07-20
რუსუდან კვარაცხელიალევან კიკილაშვილი
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა თანამედროვე საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობისთვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა რამდენიმე რაკურსით, სახელმწიფოს, კომერციული ბანკების, მათი მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიმართულებით. განხილულია დეპოზიტების დაზღვევის პირობებში ბანკებისა და ასევე მისი მომხმარებლების სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის. სტატიაში
2020-07-20
ქეთევან კოკაია
მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში

ანოტაცია. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა საქართველოს ეკონომიკისათვის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სწორედ ასეთი ტიპის ბიზნესი ქმნის კონკრეტულ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის პროდუქციის და მომსახურების ხარისხის ზრდას. იმისათვის, რომ ეკონომიკაში მოხდეს მცირე ბიზნესის სრული პოტენციალის გამოყენება,
2020-07-20
თამარ ლაზარიაშვილი
სადაზღვევო ბაზარი და აგრობიზნესის განვითარების შესაძლებლობები

ანოტაცია. სტატიაში შესწავლილია სადაზღვევო ბაზარი და აგრობიზნესის განვითარების შესაძლებლობები, შეფასებულია სახელმწიფოს როლი აგროსასურსათო ბიზნესის განვითარებაში, შესაბამისი მეთოდების გამოყენებით გამოვლენილია აგრობიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები და მოცემულია მათი გადაჭრის გზები, განხილულია აგროდაზღვევის სფეროში არსებული პრობლემები, რომლებიც ხელს
2020-07-20

საწარმოთა ფინანსური სტაბილურობის ანალიზის სრულყოფის საკითხები

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია საწარმოთა ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისიმ ძირითადი ფაქტორების ანალიზის სრულყოფა, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში საწარმოების (გარდა ფინანსური სექტორისა) მდგრადი ზრდის ტენდენციის დამკვიდრებაზე წინა წლების პერიოდში. პასუხი გაეცეს კითხვას, რა ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას დღეს საწარმოები საქართველოშიდა
2020-07-20
მანანა ხარხელიგიორგი მორჩილაძე
კრიზისულ სიტუაციაში კომპანიის მართვისას გასათვალისწინებელი საკითხები

ანოტაცია. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, მნიშვნელოვნად  შეცვალა საქმის კეთების წესი ბევრ კომპანიაში. ობიექტური გარემოებაა ის, რომ  მრავალი ორგანიზაცია აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში.  თავის მხრივ, კრიზისულ სიტუაციაში კომპანიებს გადარჩენისთვის ესაჭიროებათ თავიანთი სტრატეგიის გადახედვა და ცვლილება იმისთვის, რომ ადაპტირდნენ შეცვლილ გარემოსთან. ცვლილებების
2020-07-20
მარინა მუჩიაშვილინინო ხატისაშვილი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის სტატისტიკური ანალიზი

ანოტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის სტატისტიკური ანალიზი, ასევე, მოცემულია ბიუჯეტის ხარჯების ეფექტიანობის შეფასება. განხილულია საბიუჯეტო სფეროში სახელმწიფო ფინანსების გადანაწილება პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. ნაშრომში გაანალიზებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა და დინამიკა. ასევე,
2020-07-20
გიორგი ბრეგვაძე
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემები საქართველოში. სტატისტიკური მასალების საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდში საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის არსებული მდგომარეობა. კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დასახულია სასწრაფოდ მისაღები ზომები   უმუშევრობის
2020-07-20
ბადრი გეჩბაიამირზა სუქნიშვილიჰამლეტ სანიკიძე
სასურსათო უსაფრთხოება და აგრობიზნესის განვითარების თანამედროვე გამოწვევებისაქართველოში

ანოტაცია. სტატიაში შეფასებულია სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი გამოწვევა. სასურსათო უსაფრთხოება განხილულია რაოდენობრივი, ხარისხობრივი და სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტების  მიხედვით. დინამიკაში შესწავლილია კომპონენტში ფიქსირებული ცვლილებები, გაკეთებულია დასკვნა, რომ აგროსასურსათო პროდუქტებით
2020-07-20
თამარ დუდაური
ინოვაციური სფეროს თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ინოვაციური პროცესების მართვის ეფექტიანობა. ხაზი აქვს გასმული ინოვაციურ პროცესში მეცნიერებისა და იმ ადამიანების საქმიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ცოდნასა და ინფორმაციას გარდაქმნიან საბოლოო პროდუქტში. გაკეთებულია დასკვნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ინოვაციური პროცესების ეფექტიანი მართვის შეფასებისათვის აუცილებელია
2020-07-20
თენგიზ ქავთარაძე
საქართველოს მეცხოველეობაში ინოვაციების გავრცელების სექტორული და რეგიონული პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში, ინოვაციური თვალსაზრისით შესწავლილია, მეცხოველეობის დარგობრივი  განვითარების მდგომარეობა მეურნეობათა კატეგორიების მიხედვით. საუბარია მეცხოველეობის განვითარებასა და ინოვაციური ეფექტიანობის ამაღლებაზე; საკვებწარმოების გაფართოებასა და გაიაფების რეზერვებზე; დასახულია მათი პრაქტიკული გამოყენების კონკრეტული ღონისძიებანი; მოცემულია ჩვენი
2020-07-20
მარინე ცუცქირიძე
ბიზნესის ინოვაციური განვითარების პროცესში ინვესტიციების გამოყენება საქართველოში

ანოტაცია. მსხვილი ბიზნესის განვითარება საქართველოში ძირითადად უკავშირდება შიდა ინვესტიციების  მოზიდვას ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და საბაზრო პროცესების ეფექტიანად წარმართვისთვის. ამ მიმართულებით ნაშრომში გამოკვლეულია ბიზნესის სისტემაში შიგა ინვესტიციებისგამოყენების საკითხები,ევროინტეგრაციის ვითარებაში ინოვაციური ტექნოლოგიების  საშუალებით
2020-07-20
ზურაბ წერეთელი
ბიზნესის განვითარების მენეჯმენტის პროგნოზირების პრობლემები და მეთოდები

ანოტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია ბიზნესის განვითარების პროგნოზირების პრობლემები, პროგნოზის და პროგნოზირების ცნებები, მათი შემუშავების საჭიროება, მნიშვნელობა და აუცილებელი პირობები, მენეჯმენტის პროგნოზირების როლი ბიზნესში (მის განვითარებაში), კლასიფიკაციის ძირითადი ნიშნები და სახეები, მეთოდები და მოდელები, მათი უპირატესობები. მოცემულია პროგნოზისა და გეგმის
2020-07-20
ნინო გომელაური
საქართველო მესამე ეპიდემიოლოგიური გადასვლის პერიოდში

ანოტაცია. სტატიაში გადმოცემულია ინფექციური დაავადებების ისტორია და საქართველოში პანდემიების შედეგების მაჩვენებლები. მესამე ეპიდემიოლოგიური გადასვლის თეორიის მიხედვით განხილულია ცვლილებები მოკვდაობისა და ავადობის მაჩვენებლებში. საკვანძო სიტყვები:პანდემია, ეპიდემიოლოგიურიგადასვლა, მოკვდაობა, სოცოცხლისხანგრძლივობა.  შესავალი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ
2020-07-20
ლელა მენაბდიშვილი
შრომითი საქმიანობის განწყობა სტუდენტ ახალგაზრდებში

ანოტაცია. ნაშრომში სოციოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე გადმოცემულია სტუდენტი ახალგაზრდების განწყობები, მოლოდინები და დამოკიდებულებები მომავალი შრომითი საქმიანობისადმი. ყურადღებაა გამახვილებული იმ კრიტერიუმებისადმი, რომლებსაც ახალგაზრდები მიანიჭებენ უპირატესობას სამსახურის არჩევისას ახლო მომავალში. მოცემულია სამშობლოსა და უცხოეთში დასაქმების პირობების
2020-07-20
ნანა მენაბდიშვილი
თვითმოვლითი ქცევის თავისებურებები სტუდენტებში

ანოტაცია. ნაშრომი ეყრდნობა სტუდენტებში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკვლევას და გადმოცემულია მათი თვითმოვლითი ქცევის თავისებურებები. ყურადღება არის გამახვილებული სტუდენტებში თვითმოვლითი ქცევის მნიშვნელობაზე. აღწერილია სტუდენტთა ქცევის ის ელემენტები, რომლებიც, მათი აზრით, საშუალებას აძლევთ დაიცვან, განიმტკიცონ და შეინარჩუნონ საკუთარი ჯანმრთელობა. საკვანძო სიტყვები:
2020-07-20
მარინა მუჩიაშვილი
სოციალური სფეროს პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების სტატისტიკური ანალიზი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია სოციალურ სფეროში ბოლო წლებში საქართველოში სოციალურ სფერში რეალიზებული და ასევე, საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი ძირითადი პროგრამები და ქვეპროგრამები . გაანალიზებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სფერში 2012 წლის შემდგომ პერიოდში მომხდარი არსებითი ხასიათის სტრუქტურული ცვლილებები. დეტალურადაა განხილული ყველა სოციალური
2020-07-20
ქეთევან არჩაია
ძირითადი მიდგომები ჯანდაცვის სფეროში „ეფექტიანობა“, „შედეგიანობა“, „რესურსებთან“ მიმართებაში

ანოტაცია. სოციალური უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტების განვითარების კვალდაკვალ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და შედეგიანობის შეფასების პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.აღნიშნული თემისადმი განსაკუთრებული ინტერესის მიზეზებს მიაკუთვნებენ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდის ტენდენციას. აღნიშნული პრობლემების ზოგად წყაროს წარმოადგენს
2020-07-20
ვანო ბენიძე
დამამუშავებელი მრეწველობის როლი ეკონომიკურ განვითარებაში

ანოტაცია. მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს ძირითად ამოცანას ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა და, შესაბამისად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევაში ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, როდესაც ინდუსტრიალიზაციის შედეგად ხდებოდა აგრარული ეკონომიკების ტრანსფორმაცია
2020-07-20
თამარ გვენეტაძე
პანიკური ყიდვითი ქცევაგ ამოწვეული კორონავირუსის მიერ

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მომხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, პანიკური ყიდვითი ქცევა და მასზედ მოქმედი ფაქტორები. ნაშრომში  საუბარია კორონავირუსის გლობალურ პანდემიაზე, რომლის გამოჩენის შედეგად გარდაუვალი აღმოჩნდა მომხმარებლის ქცევაში ცვლილებების შეტანა. ბაზარზე გაჩნდა განსხვავებული ტიპის მოთხოვნები- გაიზარდა საბაზრო მოთხოვნა
2020-07-20
დავით გოგლიძე
კორონავირუსის პანდემიის გავლენა ელექტრონულ ბიზნესზე საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში აღწერილია ელექტრონული ბიზნესის არსი, ძირითადი მახასიათებლებიდა განსაზღვრულია მისი მოქმედების არეალი. დახასიათებულია ეროვნული და საერთაშორისო ბიზნესის ის დარგები, რომლებმაც ყველაზე კარგად აითვისეს ელექტრონული ტექნოლოგიები, გაზარდეს მწარმოებლურობა და სამუშაოს ეფექტიანობა. გარდა ამისა, სტატიაში აღწერილია საქართველოს ელექტრონული ბიზნესის გარემო.
2020-07-20
ხათუნა თაბაგარი
საქართველოს ექსპორტის ზოგადი ანალიზი: გამოწვევები Covid-19 ვირუსის ფონზე

ანოტაცია. საქართველოს გააჩნია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.კორონა ვირუსის გავრცელებისსაწინააღმდეგო ღონისძიებების  გამო, 2020* წლის პირველ კვარტალში მყისიერად შემცირდა ექსპორტის მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით. ყველაზე მეტად ეს აისახა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე. კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე იმისა, რომ მრეწველობის განვითარება და
2020-07-20
ილია კოჟორიძე
საქართველოს სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პოლიტიკა

ანოტაცია. სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო საქმიანობა უშუალოდ არ არის კავშირში დაზღვევასთან, რადგან ამ შემთხვევაში ხდება დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების, სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება შემოსავლების მიღების მიზნით. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად ფინანსურ აქტივებში ინვესტირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თავად სადაზღვევო
2020-07-20
ნინო ლობჟანიძე
კორონავირუსის (Covid-19) გავლენა წყლის ინდუსტრიაზე: ძირითადი გამოწვევები მსოფლიოსა და საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია წყლის სექტორის ძირითად პრობლემებზე როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში. არსებული პრობლემების  შესწავლით გამოკვეთილია სამი მთავარი გამოწვევა: წყლის მოხმარებისა და წყლით მომარაგების  სფეროს გამოწვევები; წყლის სექტორში
2020-07-20
მერაბ ლომინაძე
საინვესტიციო პროცესების ხელშემწყობი ეკონომიკური ფაქტორები საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში დასაბუთებულია საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციისათვის, გაანალიზებულია სხვადასხვა მეცნიერის შეხედულება საინვესტიციო საქმიანობის პრინციპებისა და პარადიგმების შესახებ. შესწავლილია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2017-2019 წლებში.
2020-07-20
ლელა მამალაძე
ინტერესთა ჯგუფების ანალიზი ინსტიტუციური ეკონომიკის კონტექსტში

ანოტაცია. ინტერესთა ჯგუფების არსებობა დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი წინაპირობა და თანმდევი ნაწილია. სამოქალაქო აქტივიზმის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფოს განვითარებაში, რამდენადაც, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მიიღოს ინფორმაცია საზოგადოების წევრებისგან მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. ინტერესთა
2020-07-20
ნინო მელითაური
საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები

ანოტაცია. მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციის კეთილდღეობის ეფექტების რაოდენობრივი შეფასების საკითხი. ასევე გააანალიზებულია ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორები და შეფასებულია მათი გავლენის მნიშვნელობა რათა გამოვარკვიოთ რა დამატებითი ღონისძიებებია საჭირო DCFTA-ის სავაჭრო  რეფორმის პოტენციური სარგებლის სრულად
2020-07-20
ზურაბ მჭედლიშვილი
კორონავირუსის პანდემიის გავლენა საქართველოს ტურისტულ სექტორზე

ანოტაცია. 2020 წელს მსოფლიო უდიდესი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დადგა. მხედველობაში გვაქვს რა კორონავირუსის პანდემია. ამ პანდემიის მსოფლიო ეკონომიკაზე ზეგავლენის პოტენციური მასშტაბების შესახებ არსებობს სხვადასხვა ვარაუდები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად პანდემია ჯერ არ დასრულებულა, რთულია ზუსტად განისაზღვროს ეკონომიკური დანაკარგები (განსაკუთრებით რთულია
2020-07-20
ნინო ჟორჟიკაშვილი
შემოსავლების უთანასწორობა და ფისკალური პოლიტიკის გავლენა ინკლუზიურ ზრდაზე

ანოტაცია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინკლუზიური ზრდისა და განვითარების  მოდელი ძალიან აქტუალური საკითხია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელთა განვითარების პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ფართო დიალოგს, სადაც ექსპერტების და პოლიტიკოსების გარდა, ღარიბები და დაბალი შემოსავლის მქონე პირებიც  მიიღებენ მონაწილეობას. შემოსავლების უთანასწორობა  და საგადასახადო პოლიტიკია
2020-07-20
ნინო სარდლიშვილი
კარიერული განვითარება საჯარო სამსახურში (რაოდენობრივი კვლევის ანალიზი)

ანოტაცია. 2015 წელს ხელი მოეწერა და 2017 წლიდან სრულად ძალაში შევიდა საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ დღეს მოქმედი ვერსია. საჯარო სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმის ბოლო ტალღაში აქცენტი საჯარო მოხელეების კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე იყო გაკეთებული. საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების პროცესის კვლევის ფარგლებში 2020 წლის იანვარი-აპრილის
2020-07-20
ნინო სარდლიშვილინინო საჩალელი
უმუშევრობის პრობლემა და მდგრადი განვითარების როლი მის აღმოფხვრაში

ანოტაცია.სტატიაში განხულულია უმუშევრობის პრობლემები საქართველოში და ეკონომიკის მდგრადი განვითარების როლი მის აღმოფხვრაში. კვლევაში მოცემულია სტატისტიკური მონაცემები, მდგრადი განვითარების მიზნები და სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი. დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის მოგვარება
2020-07-20
იამზე სურმანიძე
აჭარის ა. რ. მოსახლეობის რიცხოვნობისა და სქესობრივ-ასაკობრივისტრუქტურის სტატისტიკური ანალიზი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია აჭარის ა.რ. მოსახლეობის რიცხოვნობისა და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის მახასიათებელი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები.კვლევის პროცესში გამოვლენილია მოსახლეობის რიცხოვნობისა და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილების ტენდენციები გრძელვადიანი პერიოდისათვის და გაანალიზებულია მათი განვითარების თავისებურებები როგორც მთლიანად
2020-07-20
ნინო ტალიკაძე
კაცები კვლავ მეტს გამოიმუშავებენ ვიდრე ქალები? მითი თუ რეალობა?

ანოტაცია. საზოგადოდ დასაბუთებულია, რომ გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი ინდიკატორი ხელფასებს შორის არსებული სხვაობაა. წინამდებარესტატიაში განხილულია გენდერულ ჭრილში საქართველოში შრომის ანაზღაურებაში არსებული განსხვავებები, ტენდენციები, გავრცელებული მოსაზრებები ხელფასებს შორის გენედერული უთანასწორობის გამომწვევი მიზეზების შესახებ, წარმოდგენილია მსოფლიო
2020-07-20
შოთა ყარალაშვილი
ესტონეთისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების როლი სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში

ანოტაცია. საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სქემა ესტონურ მოდელს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის მოდელების შედარებისას მრავალ განსხვავებას ვხვდებით. სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ესტონეთისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების უფლებები და მოვალეობებია, რომელსაც თითოეული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობა
2020-07-20
მარიამ ხურციძე,
სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის შემცირება, როგორც საქართველოს ერთ-ერთიმთავარი გამოწვევა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის შემცირება, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მწვავე პრობლემად იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის. სიღარიბეზე მოქმედი, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორების განხილვის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ საქართველოს შრომის ბაზარი ჯერ კიდევ
2020-07-20