English / ქართული / русский /

ინტერნეტ კონფერენციების არქივი:

რამაზ აბესაძე
მდგრადი განვითარების თანამედროვე გლობალური ტენდენციები და პრობლემები

ანოტაცია. მდგრადი განვითარების მოთხოვნები უდიდეს გავლენას ახდენს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტზე: ფიზიკურ და ადამიანისეულ კაპიტალზე, ტექნოლოგიებზე, ინსტიტუციებზე და თვით საკუთრების ფორმებზე. ნაშრომში გამოკვლეულია მდგრადი განვითარების თანამედროვე ტენდენციები და გლობალური პრობლემები. საკვანძო სიტყვები:მდგრადი განვითარება; ეკოლოგიური პრობლემები;
2017-12-28
ვლადიმერ პაპავათამარ თაფლაძე
ევროკავშირის ეკონომიკური მოდელების შესახებ და საქართველო

ანოტაცია.საქართველოს სწრაფვა, გახდეს ევროპული სახელმწიფო, დღის წესრიგში აყენებს საკითხს იმის შესახებ, თუ უმთავრესად რა ტიპის ეკონომიკური მოდელები გამოიყენება ევროკავშირში. ანგლო-ამერიკულ და “რეინის” მოდელებს შორის არჩევანის გაკეთება თანამედროვე ეტაპზე გაუმართლებელია, რადგან თავად ევროკავშირშიც ადგილი აქვს ამ მოდელების შერწყმის პროცესს. აქედან გამომდინარე,
2017-12-28
როზეტა ასათიანი
ექსტერნალიების სახელმწიფო რეგულირება

ანოტაცია. თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ექსტერნალიების (გარე ეფექტები) სახელმწიფო რეგულირება უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს და საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ბაზარს არ შეუძლია ეკონომიკის ყველა სფეროს თანაბარი ზომით ფუნქციონირება, ზოგიერთში კი საერთოდ არ მოქმედებს, მას არ შესწევს უნარი, გადაჭრას ბევრი სხვა
2017-12-28
ალფრედ კურატაშვილი
ხალხის ინტერესებისათვის ეკონომიკის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარების თეორიული საფუძვლები

ვრცელი რეზიუმე სამეცნიერო ნაშრომში ხალხის ინტერესებისათვის ეკონომიკის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარების თეორიული საფუძვლებად განხილულია ავტორის მიერ შექმნილი – სოციალური მიზნის ფილოსოფია, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია. მაშასადამე, სოციალურ-ეკონომიკური
2017-12-28
რევაზ ჯავახიშვილი
შვედეთის ეროვნული ინოვაციური სამრეწველო პოლიტიკა

ანოტაცია. შვედეთის ეროვნული ინოვაციური სამრეწველო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რამდენადაც იგი ვითარდება იმ ღონისძიებათა გავლენით, რომლებიც მთელ ეკონომიკაზეა ორიენტირებული. ნაშრომში გაანალიზებულია შვედეთის სამრეწველო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითადი ასპექტები და ნიშნები: რეგიონული და ინოვაციური პოტენციალის გამოყენების განუხრელი ზრდა;
2017-12-28
ნანული არევაძე
2016 წლის ნობელიანტი ეკონომისტები და კონტრაქტების თეორია

ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში 2016 წ. გახდნენ ბრიტანელი ეკონომისტი ოლივერ ჰარტი და ფინელი ბენგტ ჰოლმსტრომი “კონტრაქტების თეორიაში შეტანილი წვლილისათვის“. ნობელის პრემიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ პრემია მათ მიენიჭათ კონტრაქტების თეორიის სტრუქტურაში არსებული ბევრი ისეთი პრობლემის ანალიზის კომპლექსური საფუძვლების განვითარებისათვის, როგორიცაა უმაღლესი
2017-12-28
თეა ლაზარაშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და ქვეყნის მდგრადი განვითარება

ანოტაცია. ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ფორმირება, როგორც მიკრო-, ისე მაკროეკონომიკაზე, მთელი რიგი ურთიერთდაკავშირებული პროცესების ზეგავლენის შედეგად ხორციელდება. საქართველოში ინვესტიციური გარემოს ერთმნიშვნელოვნად შეფასება საკმაოდ რთულია. საინვესტიციო გარემოს შეფასებისათვის აუცილებელია კომპლექსური ფაქტორების დამუშავება და ანალიზი, მათ შორის ქვეყნის
2017-12-28
მამუკა ხუსკივაძე
საქართველოს ეკოლოგიური პოლიტიკა მდგრადი განვითარების კონტექსტში

შესავალი დამოუკიდებლობის მოპოვებისა დაპოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის დაწყებისთანავე საქართველოს წინაშე გაჩნდა ახალი გამოწვევები და დღის წესრიგში დადგა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ფორმირებისა და რეალიზაციის აუცილებლობის საკითხი. ამგვარი სტრატეგიის მთავარი მიზანი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება უნდა ყოფილიყო, რაც  მოსახლეობის
2017-12-28
სოლომონ პავლიაშვილიზურაბ გარაყანიძე
სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების შიდაუწყებრივი კოორდინაციის მექანიზმი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია აგროსამრეწველო და პოსტინდუსტრიული ტერიტორიებისათვის უწყებრივი ეკოლოგიური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მექანიზმის შემუშავების კონცეპტუალური ჩარჩო. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმ ეკოინოვაციური პრინციპების ეფექტურ დანერგვას/განვითარებას, რომლებიც ემსახურება აგრარულ-ინდუსტრიული ტერიტორიების სოციალური და ეკონომიკური
2017-12-28
ელგუჯა კონჯარია
შემოსავლებისა და ხარჯების ცნება, მათი არსი და კლასიფიკაცია

ანოტაცია. საწარმოს ფინანსური შედეგის განსაზღვრა საანგარიშგებო პერიოდის მიხედვით ეფუძნება ორ ისეთ კატეგორიას, როგორიცაა შემოსავლები და ხარჯები. ფინანსური შედეგი სწორედ მათ შორის სხვაობაა, იქნება ეს მოგება (როცა შემოსავალი ჭარბობს ხარჯებს) ან ზარალი (როცა შემოსვალი ნაკლებია ხარჯებზე). საწარმოთა ნებისმიერი ფინანსურ-სამეურნეო ოპერაციები შეესაბამება აქტივების გადიდებას
2017-12-28
შორენა მინდიაშვილი
საქართველოს მრეწველობის ისტორიული განვითარება და თანამედროვე მდგომარეობის კვლევა

ანოტაცია. XXI საუკუნეში საქართველოს მრეწველობის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. “თანამედროვე პირობებში ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები ეფუძნება არა მხოლოდ ბუნებრივ-კლიმატურ ან გეოგრაფიულ ფაქტორებს, არამედ ინტელექტუალური, კვალიფიციური შრომის, მეცნიერებატევადი წარმოების და პროდუქციის უპირატესობებს. საგანგებო მნიშვნელობა აქვს ისეთი სამრეწველო პოლიტიკის
2017-12-28
ნინო სებისკვერაძე
პროდუქციის და მომსახურების ხარისხის ინდიკატორები საქართველოს ორგანიზაციებში

 ანოტაცია. ხარისხი არის ყველა კომპანიის წარმატების საფუძველი, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება,რომ მხოლოდ წარმოებული პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის შიდა პროცესებიც და ყველა, მათ შორის ელემენტარული მოქმედებაც კი იყოს ხარისხიანი. თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა იმის თაობაზე, რომ მათ მიერ ხარისხიანად შესრულებული სამუშაო
2017-12-28
ნანა ხითარიშვილი
ინვესტიციების მოზიდვის პრობლემატიკა სამეცნიერო ლიტერატურაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ინვესტიციების მოზიდვის და მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევის მდგომარეობა თანამედროვე ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ მიმართულებით გაანალიზებულია ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული სადისერტაციო ნაშრომები და უცხოურ, ძირითადად ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი მონოგრაფიები. აღნიშნულია, რომ ინვესტიციებისადმი
2017-12-28
მირზა ბახტაძე
ინოვაციური მენეჯმენტი, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირებისათვის

ანოტაცია. ინოვაციური პოლიტიკის ფორმირება და შემდგომ მისი წარმატებული ფუნქციონირება ნებისმიერი ორგანიზაციისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინოვაციური პროცესების მართვა ყოველდღიურად სულ უფრო აქტუალური ხდება ბიზნესსა და სახელმწიფო მმართველობაში. სტატიაში მიმოხილულია სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები საქართველოს „ინოვაციურობის“ შესახებ, რომელთა ანალიზის
2017-12-28
ნათია ბედუკაძე-მამაცაშვილი
ანგლო-ამერიკული და გერმანული კორპორაციული მართვის მოდელების თავისებურებები და მათი მიმოხილვა

ანოტაცია. მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის ორი ძირითადი მოდელის- ანგლო-ამერიკული და გერმანულიმოდელის მიმოხილვით, მათი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის კორპორაციებში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა.  საკვანძო სიტყვები: კორპორაციები, მართვა, მოდელები,
2017-12-28
ნატალია ჭანტურიამარიამ ხიზანიშვილიანა ჯიქია
საკომუნიკაციო (სოციალური) ქსელები როგორც ადამიანური კაპიტალის შერჩევისა და მართვის თანამედროვე საშუალება

ანოტაცია. გლობალურ ეკონომიკაში მუდმივად  მიმდინარეობს ცვლილებები, რაც გულისხმობს ერთიანი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას.  საკომუნიკაციო სოციალური ქსელები გლობალიზაციის პროცესის ნაწილია. იგი იქცა საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად: მან წაშალა გეოგრაფიული, ენობრივი და პროფესიული ბარიერები. სოციალური ქსელური მედია ქმნის ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და
2017-12-28
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის („PPP”) როლი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ზრდის პროცესში

ანოტაცია ნაშრომი ეძღვნება სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებების დარგში ისეთი ახალი, ინოვაციური მოდელისგამოყენებას, როგორიცაა „სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა“ - Public Private Partnerships (PPP). ამმოდელის ძირითადი მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სფეროს შორისისეთისახელშეკრულებოურთიერთობებისდამყარება,
2017-12-28
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
სოციალური ინოვაციების როლი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ისეთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, როგორიცაა სოციალური გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოების სოციალურად დაბალი ფენის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და თანამედროვე პერიოდის სწრაფ ცვალებად რეალობასთან ადაპტირება, რომელიც შეიძლება მოხდეს ე. წ. „სოციალური ინოვაციების“ წარმატებით გამოყენების მეშვეობით. თვით სოციალური ინოვაციები
2017-12-28
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ზოგიერთი ასპექტები

ანოტაცია. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში მმართველობით სტრუქტურებში დაშვებულმა შეცდომებმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი შექმნა. მიუხედავად მრავალჯერადი ვითომ რეფორმიზაციისა და ოპტიმიზაციისა, ქვეყანა ვერა და ვერ დაეწყო. ვერ დაისახა პრიორიტეტები, ვერ მოიძებნა ნიშა, სადაც ჩვენთან არსებული რესურსებით შეგვეძლო კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით
2017-12-28
გოდერძი ტყეშელაშვილივიქტორია რევიშვილი
სტრატეგიული მენეჯმენტის პრობლემატიკა ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში

ანოტაცია. საქართველოს დღევანდელი ეკონომიკა, განსაკუთრებით კი მრეწველობა კრიზისს განიცდის. მრეწველობის ზოგიერთი დარგის უმოქმედობა და წარმოების ეფექტიანობის საკმაოდ დაბალი დონე განაპირობებს საქართველოს არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მრეწველობის განვითარების ტენდენციები, ფაქტორები საკმაოდ დეტალურად არის შესწავლილი მსოფლიო და ქართულ ეკონომიკურ
2017-12-28
გოდერძი ტყეშელაშვილინათია ასლამაზაშვილი
ინვესტიციების მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ანოტაცია. ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, მსოფლიო ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია ინვესტირების გარეშე. მისი წყაროა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციები. ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპებით გამოირჩევიან, ხასიათდებიან უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და მათი ექსპორტის დიდი მოცულობებით. ითვლება, რომ
2017-12-28
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
მდგრადი ტურიზმი და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაში

ანოტაცია სტატიაში განხილულია ტურიზმის, როგორც ეკონომიკური დარგის, მდგრადი განვითარების ის ძირითადი ასპექტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობის ზრდა შიდა წარმოადგენს ერთ-ერთ ძლიერ მამოძრავებელ ძალას. გაანალიზებულია ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის სახელმწიფო ორგანიზაციების, ეროვნული ტურისტული ადმინისტაციების მოქმედების
2017-12-28
მიხეილ ჩიკვილაძე
პოსტსაბჭოთა ქვეყნების (საქართველო) გადასახადების შედარებითი ანალიზი

ანოტაცია. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთიანი საგადასახადო სისტემა არსებობდა.  საბჭოთა კავშირის დაშლისა და მის ბაზაზე დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამოყალიბების შემდეგ, თითოეულ ქვეყანაში სპეციფიკური საგადასახადო სისტემა ჩამოყალიბდა. მიღებული იქნა შესაბამისი სპეციფიკური კანონები, რომლებიც ხშირ ცვლილებებს განიცდიდა. საქმე ისაა, რომ პოსტსაბჭოურ პერიოდში ბევრი ქვეყანა
2017-12-28
ეთერ კაკულია
ინოვაციური მცირე ბიზნესის როლი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია კლასიკური  და ინოვაციური მცირე ბიზნესის საერთო და განმასხვავებელი ფუნქციები, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით  ინოვაციური სფეროს მცირე ორგანიზაციებს ვინ შეიძლება მივაკუთნოთ, აქ გამოყოფილია ვენჩერული და მცირე ინოვაციური ორგანიზაციები. საუბარია  განვითარებულ ქვეყნებში ვენჩერული კაპიტალზე, როგორც ინოვაციური სისტემის საკვანძო
2017-12-28
თამარ ზირაქაშვილი
საბანკო სფეროში საგადასახადო ურთიერთობის პრინციპები და მიდგომები

ანოტაცია. გამოკვლევის საგანს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე კომერციული ბანკების ურთიერთობასა გადასახადო სისტემასთან და მისი სრულყოფის გზების ძიება. აღნიშნული პრობლემის ანალიზი, თავისმხრივ, გულისხმობს ამ სფეროში მსოფლიო გამოცდილებისა და ტენდენციების შესწავლას და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მათი დანერგვისათვის პირობების
2017-12-28
ქეთევან ურუშაძერეზო თედორაძეგიორგი სისვაძე
მატერიალური ნაკადების მართვის ოპტიმიზაცია საწარმოში

ანოტაცია.საწარმოების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭიროა მატერიალური ნაკადების მართვის ოპტიმიზაცია. ამიტომ სტატიაში განხილულია მატერიალური ნაკადი, როგორც მოძრაობაში (გადაადგილებაში) მყოფი მატერიალური რესურსები, დაუმთავრებელი ნაწარმი და მზა პროდუქცია, რომელთა მიმართებით ხორციელდება დატვირთვის, გადმოტვირთვის, ტარაში მოქცევის, შეფუთვის, სორტირების,
2017-12-28
ლია დვალიშვილი
ატმოსფეროს დაცვა - მდგრადი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა

ანოტაცია. ნაშრომში მიმოხილულია მდგრადი განვითარების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ახსნილია, როგორ დაიწყო და განვითარდა ადამიანის და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, განხილულია ატმოსფეროს როლის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შესახებ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. მითითებულია მისი მთავარი დამaბინძურებელი ანთროპოგენური
2017-12-28
ზურაბ ნოზაძე
სოციალურ-ეკოლოგიური ინოვაციები და მათი უსაფრთხოება გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია. სოციალური ცვლილებების დინამიზმი, რომელიც განპირობებულია გლობალიზაციის რთული პროცესების განვითარებით, პირველ რიგში წინ სწევს ერთიანი მეცნიერული მიდგომებისა და მეთოდების გეგმების შემუშავების აუცილებლობას, ინოვაციური პროცესების ფართოდ დანერგვას, მათი უსაფრთხოების კრიტერიუმის და შეფასების ძიებას ოპტიმალური განხორციელებისათვის. დღეისათვის ცნობილია ის
2017-12-28
ციცინო თეთრაული
ეკონომიკური ზრდის ფაქტორები და სამთავრობო პოლიტიკა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური ზრდის როლი და მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, დახასიათებულია ეკონომიკური ზრდის სტადიები. მოცემულია ეკონომიკური ზრდის ტიპები და ეკონომიკური ზრდის გაზომვის მეთოდები, აგრეთვე გაანალიზებულია სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებაში. აღნიშნულია თბილისში ა/წ. ნოემბერში გამართული
2017-12-28
თენგიზ ქავთარაძე
ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ცოდნის და ინოვაციის სისტემები

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის აქტუალური საკითხებi; დადგენილია ევროპულ გაერთიანებაში მოქმედი კომიტეტები, მაგალითად,  სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის საყოველთაო კომიტეტი, ფერმერების კავშირების ფედერაცია, მუდმივ წარმომადგენლობათა კომიტეტი და სხვა. შესწავლილია სასოფლო-სამეურნეო ცოდნის ინოვაციური სისტემის კონცეფცია. ნათქვამია,
2017-12-28
მალხაზ ჩიქობავანაზირა კაკულია
ეკონომიკური კრიზისის თეორიების შედარებითი ანალიზი

ანოტაცია ნაშრომში გაანალიზებულია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თანამედროვე პრობლემები საქმიანი ციკლების თეორიების მიხედვით. ხაზგასმულია, რომ მიმდინარე გლობალური კრიზისის მთავარი მიზეზი მსოფლიო ეკონომიკის დისპროპორციაა, რაც ხანგრძლივი დროის მანძილზე შენიღბული იყო ეროვნული ვალის ზრდით, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და იაპონიაში. ეს დისპროპორცია გამოწვეულია, ერთი მხრივ,
2017-12-28
გიორგი ბრეგვაძე
მშენებლობის განვითარების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. მშენებლობა ერთ-ერთი უძველესი დარგია. ადამიანმა ათასწლეულების მანძილზე ისწავლა მრავალნაირი შენობების – საცხოვრებელი სახლების, ტაძრების, ციხესიმაგრეების, შემდეგ კი – ქარხნების, ფაბრიკების, შახტების, გზატკეცილებისა და რკინიგზების აშენება. ყველა შენობასა და ნაგებობას პირობითად ხუთ ჯგუფად ყოფენ. პირველ ჯგუფში შედის სამოქალაქო შენობები. მეორეში – სამრეწველო
2017-12-28