English / ქართული / русский /

გიორგი თეთრაული

ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

დაიბადა 1989 წლის 8 აგვისტოს. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, 2013 წელს-მაგისტრატურა, ხოლო 2016 წელს-დოქტორანტურა, ეკონომიკის სპეციალობით. დისერტაციის თემა: „ეკონომიკური განვითარების რყევების მიზეზები და მისი გავლენა მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე“. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში გამოცემულ ეკონომიკურ ჟურნალებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ეკონომიკური თეორია, მაკროეკონომიკა, ეკონომიკური ციკლები, ანტიკრიზისული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენება ეკონომიკაში.