English / ქართული / русский /

დავით კეშელავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი. 2014 წელს დავითმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. 2016 წელს  დავითი გახდა ეკონომიკის მაგისტრი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). დავითი ამჟამად მუშაობს ISET-ის კვლევით ინსტიტუტში, მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილებაში, მკვლევარის პოზიციაზე.  მის ძირითად მოვალეობებს: ყოველთვიური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირების ანგარიშის მომზადება, მაკროეკონომიკური ტრენდების ანალიზი, ბლოგების წერა და პროექტებზე მუშაობა წარმოადგენს. დავითის კვლევითი ინტერესები მოიცავს მაკროეკონომიკურ თეორიას, ეკონომიკური ზრდას, ეკონომიკურ განვითარებასა და კრიზისების მოდელირებას.