English / ქართული / русский /

გიორგი ხარშილაძე

ეკონომიკის დოქტორი, დაიბადა 1983 წლის 11 იანვარს ქ.თბილისში. 2000 წელს დაასრულა ქ. თბილისის აკად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53-ე საჯარო სკოლა. 2006 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის სპეციალობით. 2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ხოლო 2011-2014 წლებში ამავე უნივერსიტეტის დოქტურანტურაში. 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები გარდამავალ პერიოდში.“ მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. გამოქვეყნებული აქვს  1 მონოგრაფია თემაზე: “საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა: ცვლილებები გარდამავალ პერიოდში“ და 11 სამეცნიერო სტატია.