English / ქართული / русский /

თენგიზ ვერულავა

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი. 

დაიბადა 1966 წლის 11 იანვარს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი, იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრი. 2017 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევის კონკურსზე, სადაც წარადგინა კვლევითი პროექტი „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“. მისი რედაქტორობთ გამოდის ყოველწლიური რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. გამოცემული აქვს ათი წიგნი, მათ შორის „ჯანდაცვის პოლიტიკა“ (2016), „ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა“ (2009), „ჯანდაცვის სოციოლოგიის საფუძვლები“ (2017), “სადაზღვევო საქმის საფუძვლები” (2017), “ჰეალტჰ ჩარე შყსტემ ინ გეორგია” (2000).