English / ქართული / русский /

ციცინო გვრიტიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი. 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით „საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია", ხოლო 1978 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით „ხალხთმოსახლეობის ეკონომიკა და დემოგრაფია". ამჟამად არის 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ოჯახის სოციოლოგია, დემოგრაფია.