English / ქართული / русский /

დავით ბიძინაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, , გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

დაიბადა 1963 წლის 25 მაისს ქ.გორში. 1985 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 2006 წელს არჩეული იქნა პროფესორის თანამდებობაზე. 1991 წლიდან დღემდე მუშაობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 97 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 სახელმძღვანელო.