English / ქართული / русский /

ლალი ოსაძე

დაიბადა 1964 წლის 12  თებერვალს, ქარელის რ-          ნ სოფ. ფცაში. 1990 წელს დაამთავრა გორის ეკონომიკური ინსტიტუტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1996 წლიდან მუშაობდა გორის უნივერსიტეტში. პარალელურად, იყო მაძიებელი ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს კომერციის ფაკულტეტზე. 1997 წელს  დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ემკ-ის სამეცნიერო ხარისხი. 2006 წლიდან არის გსს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სტატია, სამი მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. მისი კვლევის სფეროა ეკონომიკის, ბიზნესის, მარკეტინგის, ლოგისტიკის პრობლემები. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.