English / ქართული / русский /

ირაკლი ქვარაია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1985-1990 წწ კოორდინაციას უწევდა სამშენებლო სფეროს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების მუშაობას, ასევე მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით, როგორც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი. იყო „საქსაშენმასალების“ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე. მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის,  საქართველოს მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების პროექტში და  საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის  პროექტში, მუშაობდა USAID-ის საქართველოს პროფესიული განათლების პროექტში, კვლევის ამერიკული ინსტიტუტების ექსპერტად. 2013-2019 წწ. ხელმძღვანელობდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას მახათას მთაზე. 1990 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სტუ სამშენებლო ფაკულტეტზე. არის 135 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიისა და 16 სახელმძღვანელოს ავტორი.