English / ქართული / русский /

დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციების არქივი

რამაზ აბესაძე
„ღია ინოვაციები“, „ღია მეცნიერება“, ეროვნული ინოვაციური სისტემა და მისი მოდელები

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია ევროკავშირის ინოვაციურ პოლიტიკაში მიმდინარე სტრატეგიული მიმართულებები – „ღია ინოვაციები“, „ღია მეცნიერება“ და „ღიაობა მსოფლიოსადმი“. ამის საფუძველზე შესწავლილია ეროვნული ინოვაციური სისტემის არსი და მათი მოდელები თანამედროვე ეტაპზე. საკვანძო სიტყვები. ღია ინოვაციები, ღია მეცნიერება, ღიაობა მსოფლიოსადმი, ინოვაციური
2022-11-04
გივი ბედიანაშვილი
კლიმატის ცვლილების გაურკვევლობა და ეკონომიკური ზრდა

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია გლობალიზაციის თანამედროვე თავისებუ-რებების პირობებში კლიმატის ცვლილების გაურკვევლობასთან დაკავშირებული გამოწვევები. გაანალიზებულია კლიმატის ცვლილების პრობლემის გლობალური ხასიათი, გამოყოფილია საქართველოს და კავკასიის მეზობელი ქვეყნების კლიმატის ცვლილების ნეგატიური დინამიკა ბოლო ათწლეულების პერიოდში − საშუალო წლიური
2022-11-04
მურმან კვარაცხელია
ეკონომიკური კრიზისების გენეზისი

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური კრიზისების ბუნება, მათი წარმოშობის მიზეზები და  თავისებურებები. კრიზისების გენეზისის შესწავლა ყოველთვის აქტუალურია.  მისი  არსი მუდმივად იცვლება და საჭიროებს დროის ადეკვატურად ამ პროცესების მეცნიერულად შესწავლასა და გამოსავლის გზების ძიებას.  აქედან ცხადია, კრიზისებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა სათანადო შედეგს ვერ
2022-11-04
ირინე მამალაძეთეა ლაზარაშვილი
ეკონომიკური ზრდა, როგორც სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი ფაქტორი

ანოტაცია. სიღარიბის პრობლემა ყოველთვის იყო და რჩება ყველაზე რთულ გადასაწყვეტ პრობლემად. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ეპოქაში სიღარიბე ხასიათდებოდა სპეციფიკური ფორმებითა და გამოვლინებებით, რომლებიც სახელმწიფოს ისტორიითა და ტრადიციებით იყო განპირობებული. ღარიბებზე მნიშვნელოვანი ზრუნვა აქტუალურია მხოლოდ ეკონომიკურად და სოციალურად განვითარებული
2022-11-04
ნუგზარ პაიჭაძე
ადამიანური რესურსების მართვის იაპონური გამოცდილება

ანოტაცია. ეკონომიკის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ორგანიზაციათა საქმიანობის წარმატება დიდადაა განპირობებული ადამიანური რესურსების მართვის ხარისხზე. რაც უფრო წარმატებულად ხორციელდება იგი, მით უფრო მაღალია წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობა. ამ მხრივ საინტერესოა იაპონური კორპორაციების გამოცდილება. სწორედ მოცემულ პრობლემაზეა შესრულებული წინამდებარე სამეცნიერო
2022-11-04
ავთანდილ სულაბერიძევლადიმერ სულაბერიძევანო შუშტაკაშვილი
СOVID-19-ისპანდემიის დემოგრაფიული შედეგები საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში 2019-2020 წ.წ განვითარებული СOVID-19-ისპანდემიის პირობებში დემოგრაფიული მიმართულებით მომხდარი ცვლილებებით გამოწვეული შედეგები, რომლის თანახმად დემოგრაფიული განვითარების რეგრესი აღინიშნება. დღის წესრიგში დგება პანდემიით გამოწვეული საზოგადოებრივი ზარალის ფართოდ შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. საკითხის
2022-11-04
თეიმურაზ შენგელია
ტრანსნაციონალურ კომპანიებში სოციალური კაპიტალის ემპირიული გაზომვის მეთოდოლოგია

ანოტაცია. სტატიაში განხილულია სოციალური კაპიტალის ემპირიული გაზომვისადმი არსებული ანალიტიკური მიდგომები და შესაძლებლობები. მასში წარმოდგენილია სოციალური კაპიტალის ცნების ახლებური გააზრება, გაზომვის ორიგინალური მეთოდოლოგია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაფასოთ სოციალური კაპიტალის დონე საერთაშორისო კომპანიაში. კვლევის შედეგად მიღებული ემპირიული მონაცემების
2022-11-04
რევაზ ჯავახიშვილი
ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები

ანოტაცია. ნაშრომში ეკონომიკური უსაფრთხოება განხილულიაროგორც ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი და განუყოფელი ნაწილი, განსაზღვრულია ეკონომიკური უსაფრთხოების არსი და გაკეთებულია ამ კატეგორიის ფორმირების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. მასში გაანალიზებულია ეკონომიკური უსაფრთხოების შინაგანი სტრუქტურული ელემენტები: ეკონომიკური დამოუკიდებ­ლობა, ეროვნული ეკონომიკის
2022-11-04
გიორგი აბაშიძე
ციფრული ეკონომიკა – საქართველოს ციფრული მზადყოფნის შეფასება[1]

ანოტაცია: მოცემულ ნაშრომში განხილულია ციფრული ეკონომიკის არსი და თეორიული საფუძვლები; განსაზღვრულია ციფრულ ეკონომიკაში ღირებულების ფორმირების მექანიზმი;  განხილულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და  შეფასებულია ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები;  წარმოჩენილია ციფრული ეკონომიკის განვითარების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე ცალკეული მიმართულებების
2022-11-04
ხათუნა ბერიშვილი
ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც კოლექტივიზმის შერბილებული ფორმა

ანოტაცია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის მიხედვით ორგანიზაციები ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს და პასუხისმგებელნი არიან თავიანთი საქმიანობის გავლენაზე ფირმებსა და საჯარო სფეროს სხვა დაინტერესებულ მხარეებზე. ეს ვალდებულება სცილდება კანონით დადგენილ ნორმებს და მოიცავს ორგანიზაციებს,რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ დამატებით
2022-11-04
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
მენეჯერის გონივრული გადაწყვეტილება ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია

ანოტცია. ნაშრომში განხილულია, თუ როგორ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული კანონების შესაბამისად მოქმედ  ქვეყნაში, სადაც ხელისუფლება დღენიადაგ ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ხოლო ყოველი ადამიანი სათანადო მზრუნველობას იჩენს მაღალი საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარებისადმი. იქმნება იმის პირობა, რომ
2022-11-04
ნესტან ვარშანიძე
ლურჯი ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები

ანოტაცია. მოცემული კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-21-1059], ნაშრომის ხელმძღვანელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა წიკლაშვილი. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ლურჯი ეკონომიკა, რომელიც ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (მიზანი 1; 8; 14: 15; 17). ნაშრომში
2022-11-04
ეთერ კაკულიათეიმურაზ გოგოხია
COVID-19 -ის პანდემია: მცირე და საშუალო ბიზნესის შედეგები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ფინანსური მხარდაჭერის/თანადგომის საკითხები ბიზნეს­სექტორის ჭრილში. მოზიდული ფინანსები განიხილება, როგორც კოვიდ-19-ის   პანდემიის   შედეგი.  გაანალიზებულია  სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  დეკლარირებული მონაცემები   პერიოდისა (პანდემიის წინა და პანდემიის
2022-11-04
დავით კბილაშვილი
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ქართული ღვინის ინდუსტრიაში

ანოტაცია. მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, მდგრადი კონკურენტული უპირატესობის მოპოვება უფრო და უფრო დიდი გამოწვევა ხდება ქართული კომპანიებისთვის, რომლებმაც საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის მარკეტინგის ინოვაციურ ხერხებს უნდა მიმართონ. თანამედროვე მომხარებლებს აქვთ კომპანიების მხრიდან ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კონტრიბუციის
2022-11-04
გელა ლობჯანიძე
მინერალური რესურსების გლობალური ბიზნესის ტენდენციები და პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია მინერალურ რესურსების რაციონალური და ოპტიმალური ათვისების გლობალური ტენდენციები და მისი ცალკეული სახეების ბიზნესში ეფექტიანი გამოყენების აქტუალური ასპექტები, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ბუნებრივი რესურსების მ. შ. მინერალური რესურსების 2021 წლის ღირებულების მიხედვით. ასევე გაანალიზებულია მსოფლიოს 40 უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანიის
2022-11-04
ილია (აზიკო) სისვაძე
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს (სკს) თეორია: წარმოშობა და ევოლუცია

ანოტაცია. ნაშრომში დასაბუთებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს ნაწილში საყოველთაო კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება არის არა მხოლოდ პროგრესულად განწყობილ პოლიტიკურ მოღვაწეთა სუბიექტური გადაწყვეტილებების შედეგი, არამედ უპირატესად კაცობრიობის ცივილიზაციური განვითარების ობიექტური, კანონზომიერი და გარდაუვალი შედეგი. ნაჩვენებია, რომ
2022-11-04
ლეილა ღუდუშაური
საოპერაციო რისკის მართვის გამოწვევები და გადაწყვეტის გზები

ანოტაცია. თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში საოპერაციო რისკის ადეკვატური მართვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს საბანკო რისკების გონივრული მართვის სისტემაში. აქედან გამომდინარე სავსებით ბუნებრივია ამ ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც იჩენს ბაზელის კომიტეტი საოპერაციო რისკის გამომწვევი ფაქტორების შესწავლისა და მისი რაციონალური
2022-11-04
მარინე ცუცქირიძე
ინოვაციური პერსპექტივა მსხვილი ბიზნესის განვითარების პროცესში

ანოტაცია. ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესის, მისი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განხილულია მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივის ძირითად ელემენტებთან ურთიერთმიმართებასა და სახელმწიფოს ინოვაციურ პოლიტიკასთან ურთიერთკავშირში, ძირითადად გაანალიზებულია ინოვაციების წარმოებისა და გამოყენების, მისი საბაზრო კონკურენტუნარიანობის აქტუალური
2022-11-04
ზურაბ წერეთელი
ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრობლემები და პესპექტივები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ინოვაციური საქმიანობის განხორციელებისას თანამედროვე ბიზნესში. ასევე მოცემულია ინოვაციის, ინოვაციური საქმიანობის, ტექნოლოგიური ინოვაციისა და ინოვაციური ბიზნესის ცნებები. ჩამოთვლილია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ინოვაციური საქმიანობის
2022-11-04
ნინო ჭანტურია
COVID-19-ის გამოწვევები და მისი მნიშვნელობა ციფრული ინდუსტრიის განვითარებაში

ანოტაცია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც, COVID-19-ის გავრცელებამ მსოფლიოში ახალი რეალობა წარმოშვა. პანდემიამ მსოფლიოში უამრავი პრობლემა წარმოშვა. მრავალი ადამიანი უმუშევარი დარჩა, საჭირო გახდა სოციალური დისტანცია, ბევრი ბიზნესი გაკოტრდა; კომპანიებს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდათ,  დისტანციურ სამუშაოზე გადავიდნენ, შეიზღუდა მოგზაურობა და, რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა
2022-11-04
მანანა ხარხელიგიორგი მორჩილაძე
მრავალეროვნული კოლექტივების მართვის გამოწვევები საქართველოს კომპანიებში

ანოტაცია. ნაშრომში  გაშუქებულია ისეთი მართლაც პრობლემური საკითხი, როგორც არის მრავალეროვნული პერსონალის მართვა. დღეს შრომითი იმიგრანტების რიცხვი საქართველოში დიდი არ არის, ეს პრობლემა ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ „ხვალ“ იგი აუცილებლად დადგება და ამ ვითარებას საქართველოს კომპანიები და მათი  მენეჯერები მომზადებულები უნდა შეხვდნენ, რომ არ გაუჭირდეთ  მათთვის უცხო
2022-11-04
რამაზ აბესაძენანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი განვითარების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში  გამოკვლეულია საქართველოში ICT ტექნოლოგიების განვითარების არსებული დონე და შემოთავაზებულია მათი შემდგომი განვითარების ძირითადი გზები, აღნიშნულია, რომ საქართველოში საკმაოდ სწრაფად ვითარდება როგორც ფიქსირებული, ისე მობილური სატელეფონო ქსელი, ასევე ფიქსირებული ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური  ინტერნეტმომსახურება,  Wi-Fi-ის და  DSL-ის 
2022-11-04
მაია გოგოხია
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია. კაპიტალის ბაზრის მასშტაბები პერმანენტულად იზრდება. ის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში. ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგულირების თვალსაზრისით. რეგულირების ხარისხის ამაღლება, კონვერგენცია, გლობალიზაცია, კომპიუტერიზაცია და სექიურიტიზაცია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების
2022-11-04
ლია დვალიშვილისოფიო დავითაშვილი
კლიმატის ცვლილება და გარემოზე მისი ზეგავლენის თეორიული საკითხები

ანოტაცია: ნაშრომში მიმოხილულია კლიმატის ცვლილების, როგორც ერთ-ერთი გლობალური საფრთხის, მის მიერ გამოწვეული კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების შესახებ. აღნიშნულია კლიმატის ცვლილებით გარემოზე ზეგავლენის შედეგებისა და მასშტაბების, შეცვლილი ბუნებისა და ეკოსისტემების, ,,სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობის თაობაზე. გამოკვეთილია კლიმატის
2022-11-04
თამარ დოლიძე
ინდუსტრიალიზაცია, როგორც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მექანიზმი

ანოტაცია. ინდუსტრიალიზაციის, როგორც ფენომენალური მნიშვნელობის საკითხის ძირითადი ფაქტორებისა და ეტაპების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი გავხადეთ, განგვესაზღვრა რეალური ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ინდუსტრიალიზაციის პროცესი ძირითადად ხასიათდება ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოებითა და დანერგვით საწარმოო თუ არასაწარმოო პროცესში. მეცნიერებისა
2022-11-04
ციცინო თეთრაული
ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში და მაღალი ტექნოლოგიების გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციების როლი და მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში. აგრეთვე ინოვაციების გენეზისი. დახასიათებულია ეკონომიკური ციკლები მათი ბუნება და თავისებურებები. გამოკვლეულია მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში და მისი გამოწვევები შრომის ბაზარზე. გაანალიზებულია კაცობრობის წინაშე მდგარი გლობალური
2022-11-04
დალი მაგრაქველიძე
ინოვაციურ საინვესტიციო პროექტები და ვენჩურული კაპიტალის მნიშვნელობა მათ დაფინანსებაში

ანოტაცია.ინოვაცია ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელია, მას სარგებელი მოაქვს მომხმარებელის, ბიზნესისა და მთლიანად ეკონომიკისათვის. ინოვაციის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი არის მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. მარტივად რომ ვთქვათ, იგი ნაკლები მასალისა და რესურსის დანახარჯით  მეტი  პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობას იძლევა. რაც, თავის მხრივ, იწვევს ეკონომიკურ ზრდას.
2022-11-04
მარინა მუჩიაშვილიზამირა შონია
კოვიდ-19-ის ზეგავლენის სტატისტიკური შეფასება საქართველოს მთავრობის ვალის მდგრადობაზე

ანოტაცია. მთავრობის ვალის მდგრადობა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ბოლო ათწლეულში საქართველოში ეკონომიური ზრდის ტემპების შენელებამ, ასევე ფისკალური დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის მოცულობების პერმანენტულმა ზრდამ,  განსაკუთებით კოვიდ-19  ზეგავლენის პრობებში,  აქტუალური გახადა ქვეყნის ვალის მდგრადობის შეფასება საშუალოვადიან
2022-11-04
რუსუდან პაპასკირინიკა ტყებუჩავა
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკათაშორისი სისტემის გავლენა მსოფლიოში აქტუალურ პროცესებზე

ანოტაცია. 2022 წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთაშორისი გადარიცხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ მრავალი კვლევა და დაკვირვება ხორციელდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივად ქართულ სინამდვილეში. კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ ფინანსურ გადარიცხვებს, მისი ზეგავლენის ანალიზს, რაც სასარგებლო
2022-11-04
ნინო ჟორჟიკაშვილი
ბაზელ III-ის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება საქართველოსთვის

 ანოტაცია. საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა ღია ეკონომიკით და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მზარდი დამოკიდებულებით, რაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმართ მოწყვლადობას განაპირობებს. შესაბამისად, მაღალია საქართველოს ეკონომიკის სენსიტიურობა გლობალური და რეგიონული
2022-11-04
ნათია სურმანიძეანა ჩაგელიშვილი
ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფითი გავლენა დასაქმების ბაზარზე (სამშენებლო სექტორის მაგალითზე)

ანოტაცია. ტექნოლოგიური პროგრესის კლასიკურ მაგალითებს ძირითადად ინდუსტრიული რევოლუციები წარმოადგენენ და ხშირად დღევანდელ მსოფლიოს მე-4, ტექნოლოგიური რევოლუციის ეტაპზეც განიხილავენ. მოსაზრება, რომ მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროგრესს გავლენა აქვს ეკონომიკაზე, ცვლის ადამიანის ცხოვრებას და დასაქმების ბაზრის სტრუქტურასა თუ მოცულობას, მრავალი კვლევით არის გამყარებული და
2022-11-04
ლაშა ტაბატაძე
ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები, სარგებელი და წინაღობები

ანოტაცია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში, როგორც წესი, ნედლი (ბუნებრივი) რესურსების მოპოვება, მათი პროდუქტად გარდაქმნა და განკარგვა ხორციელდება. ცირკულარული ეკონომიკა კი პირიქით, მიზნად ისახავს აღმოფხვრას ის უფსკრული, რომელიც წარმოიშობა წარმოებასა და ბუნებრივი ეკოსისტემების ციკლებს შორის, კერძოდ, სხვადასხვა საწარმოო ნარჩენების (ბიოდეგრადირებადი) ნარჩენების
2022-11-04
მარინა ტაბატაძე
ფინანსური სტაბილიზაციის სახელმწიფო ანტიკრიზისული სტრატეგია

ანოტაცია. ეკონომიკის ლიბერალიზაციამ მსოფლიო ბაზრების დაბალანსებული განვითარების გართულება და ზრდის ტემპების არსებითი შენელება გამოიწვია,  რამაც ხელისუფლების რაციონალური ფუნქციონირების სტრატეგიაში ცვლილებები განაპირობა.  განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებელი ფინანსური მექანიზმების როლის ზრდა და ეკონომიკურ გარემოში საფინანსო სექტორის დომინირება გახდა.
2022-11-04
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკონომიკური ინოვაციების უსაფრთხოების პრობლემის შესახებ

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დღეისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიცაა ეკონომიკური ინოვაციების უსაფრთხოება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას, ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესების პირობების შექმნას, ეროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას და ა.შ. გაანალიზებულია ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენლები.
2022-11-04
მალხაზ ჩიქობავა
პანდემიის ორი წლის ეკონომიკური შედეგები და „დიადი გადატვირთვის“ პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია 2022 წლის საპროგნოზო გათვლების სიმწირისა და პრიმიტიულობის მიზეზები. ანალიტიკოსების აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებიც ეკონომისტებმა 2019 წლის ბოლოს შემოგვთავაზეს, სრულიად არარეალური აღმოჩნდა. პროგნოზების ავტორების უმეტესობა ირწმუნებოდა, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე
2022-11-04
ხათუნა ხადური
სპეციალური ეკონომიკური ზონების განვითარების პერსპექტივები კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში

ანოტაცია. COVID-19-ის პანდემიამ გლობალური მასშტაბის კრიზისი გამოიწვია როგორც საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში, ისე მსოფლიოს ეკონომიკის ყველა სექტორში. მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა დაძლევაც მოითხოვდა რისკების ძირეულ შეფასებას და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად. კოვიდპანდემიით გამოწვეული
2022-11-04
გიორგი ხარშილაძე
ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ასპექტები საქართველოში და მასზე მოქმედი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გავლენის ასპექტები

ანოტაცია. საზოგადოდ მიღებული პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი მთავრობის მთავარ ამოცანას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევა მთავრობის მხრიდან სწორი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას და შემდგომ განხორციელებას მოითხოვს, რაც მხოლოდ წარმოებული საქონლითა და მომსახურებით არ განისაზღრვება. გარდამავალ
2022-11-04
ვასილ ხიზანიშვილი
იტალიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის დეტერმინანტები და დუალიზმის ფენომენი „სასწაულის“ წლებში (1950-63 წწ.)

ანოტაცია.  იტალიის ეკონომიკური  განვითარება უკავშირდება რიგ შიდა და გარე ფაქტორებს. პირველს განეკუთვნება აშშ–იტალიისა და იტალია–დასავლეთ ევროპის ურთიერთობები. აგრეთვე კორეის ომი, ხოლო მეორეს – ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და პროფკავშირული მოძრაობები. ამ დროის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული
2022-11-04
ლალი ხურცია
ინდუსტრიული ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში

ანოტაცია.ინდუსტრიული (სამრეწველო) პოლიტიკა წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ ძალისხმევას ეკონომიკური გარდაქმნების წასახალისებლად, შესაბამისი სტიმულების შექმნას, რომლის მიზანია პროდუქტიულობისა და ეკონომიკური აქტივობებისზრდა როგორც სექტორებს შიგნით, ასევე სექტორებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამრეწველო პოლიტიკა არის ნებისმიერი შერჩევითი სახელმწიფო
2022-11-04
პაატა აროშიძემარინა შვანგირაძეთორნიკე აროშიძე
ტურიზმის სექტორის ცნობიერების ამაღლება თანამედროვე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე და მისი ჩართვა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების პროცესებში

ანოტაცია.პოსტპანდემიურ პერიოდში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, რადგან ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი. 2011 წელს მერების შეთანხმების ხელმოწერით ქ. ბათუმი შეუერთდა  ინიციატივას, რომელიცმიზნადისახავს 2020
2022-11-04
სლავა ფეტელავადავით ბასიაშვილი
ეკონომიკის სტრუქტურული და რეგიონული პრობლემები

საქართველოს რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარება და რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საკითხი ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყნის ხელისუფლების მუდმივ საზრუნავს, რაზეც მეტყველებს  სამთავრობო სტრატეგიული პროგრამები და დოკუმენტები, კერძოდ, 2010 წლის 25 ივნისის საქართველოს მთავრობის №172 დადგენილება  „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო
2022-11-04
გიორგი ბრეგვაძე
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი საქართველოში

ანოტაცია. მშენებლობა ერთ-ერთი მთავარი დარგია საქართველოს ეკონომიკაში. მისი წილი მშპ-ში 7.8%-ია. მას წინ უსწრებს მომსახურება, წმინდა გადასახადები და მრეწველობა. ამ სფეროში 2022 წელს დასაქმებული იყო 77 ათასი  კაცი, 2022 წლის მესამე კვარტალში  −  72 ათასი. უკანაკნელ წლებში მშენებლობის სექტორი სწრაფი ტემპებით ვითარდება. 2012-2021 წლებში განხორციელდა 3300 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია, აშენდა
2022-11-04
ლინა დათუნაშვილი
ახალი ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების ასპექტები მემცენარეობაში (მსოფლიო გამოცდილება)

ანოტაცია. ნაშრომში ახალი ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარებაგანხილულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება სოფლის მეურნეობის (მემცენარეობის) მდგრადი განვითარების გზაზე და საშუალებას იძლევა ეფექტურად გადაწყდეს დარგში არსებული მრავალი პრობლემა. ტექნიკური ინოვაციები აგროკულტურის მხოლოდ ნაწილია, ხოლო  სოფლის მეურნეობაში სულ უფრო მეტი
2022-11-04
თათული დუშუაშვილი
ფინანსური სტაბილურობის ანალიზი სამშენებლო ინდუსტრიაში[1]

ანოტაცია. მოცემული ნაშრომი აფასებს მშენებლობის სექტორის ფინანსურ მდგრადობას ეკონომიკური შოკების მიმართ და სწავლობს რამდენად იცვლება სამშენებლო კომპანიათა გადახდისუნარიანობა, რომელიც გამოხატულია პროცენტის დაფარვის კოეფიციენტში ისეთი ეკონომიკური შოკების რეალიზების შემთხვევაში, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთის ზრდა, შემოსავლის კლება ან ეროვნული ვალუტის
2022-11-04
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
სოციალური ინოვაციების უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტერმინ „სოციალური ინოვაციების“ აქტუალურობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მოსახლეობის სოციალური პრობლემების უკეთ გადასაწყვეტად და მათი სოციალური მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულია ამ ტერმინის მრავალასპექტიანობა და მისი გამოყენების აუცილებლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, სოციალური მომსახურებები,
2022-11-04
ქეთევან ომანაძე
ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო მოდელები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმები

ანოტაცია. ჯანმრთელობის სისტემა წარმოადგენს ყველა დაწესებულების, ორგანი­ზაციის, მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანობას,რომლებიც მონა­წილეობენ ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონისძიებებში. მისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია პრობლემების ეფექტურად გადაჭრა შემდეგ მთავარ პოზიციებზე: პერსონალი; ინფრასტრუქტურა; აღჭურვილობა და მედიკა­მენტები;
2022-11-04
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძემამუკა ხუსკივაძე
თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების ასპექტები ტურისტულ მომსახურებაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დღეისათვის ერთ-ერთი ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა  თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების მნიშვნელობა ტურისტულ მომსახურებაში,რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას,  ტურისტულ სფეროში მომხმარებელთა მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას, ახალი
2022-11-04
დავით ჭელიძე
საპენსიო რეფორმა როგორც ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების ბერკეტი

ანოტაცია. ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და  საბიუჯეტო ინტერესების გათვალისწინებით კვლევა აქცენტირებულია საქართველოში დაწყებული საპენსიო რეფორმის თავისებურებებისა და საპენსიო სააგენტოში მობილიზებული თანხების ეფექტურად გამოყენების საკითხებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და რიგ საკანონმდებლო აქტებში დაფიქსირებული გადასახადების
2022-11-04
მამუკა ხუსკივაძე
საქართველოს ტყის რესურსების ოპტიმალურიგამოყენების ზოგიერთი საკითხი

შესავალი ტყე წარმოადგენს ნიადაგის, ფლორის, ფაუნისა და სხვა ბუნებრივი ელემენტების ერთობლიობას და მისი რესურსები სამართლიანად მიიჩნევა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად და ეკონომიკურ-ეკოლოგიური სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად  ტყის სექტორის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში
2022-11-04
თამარ თაფლაძელია თოთლაძეგივი ვეშაპელი
ინოვაციური აქტივობის დეტერმინანტები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ანალიზი

ანოტაცია.დღეს მსოფლიოში არსებული რეალობა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნებს. უფრო გაიზარდა ქვეყნის განვითარების გზების ძიების აქტუალობა, რომელიც განმსაზღვრელი იქნება ქვეყნის ადგილისა და როლისათვის მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. ერთ-ერთ რელევანტურ მიმართულებად განიხილება ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება. ნაშრომში გადმოცემულია ინოვაციური აქტიურობის როგორც
2022-11-04
ზურაბ ნოზაძე
საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობა, როგორც ნაციონალური ინოვაციური სისტემის განვითარების ფაქტორი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ინოვაციური განვითარების არსი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეში. გაანალიზებულია ინოვაციური სისტემის შექმნის ძირითადი ფაქტორები და მთავარი მიმართულებები. მოცემულია საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის ფორმები და სახეები; მათი მნიშვნელობა ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ცხოვრების დონის ამაღლების საქმეში. განხილულია
2022-11-04
რუსუდან კვარაცხელიალევან კიკილაშვილი
ქართული ხორბლის ჯეჯილის ფხვნილისა და მცენარეული ჩაის წარმოება (ბიზნესქეისი)

ანოტაცია. სტატია მოიცავს ქართული პროდუქტის  – ხორბლის ჯეჯილის ფხვნილისა და მცენარეული ჩაის წარმოების მნიშვნელობას, მის სასარგებლო მხარეებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე კახეთის რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისა და გარემოს დაცვის კუთხით. პროდუქტი იწარმოება ქართული, ენდემური სახეობის ხორბლის ბიოლოგიურად სუფთა მარცვლებისგან, ბიოლოგიური მეთოდებით
2022-11-04
თენგიზ ქავთარაძე
მატყლის პარსვის ინოვაციური სრულყოფის საკითხები საქართველოს მეცხვარეობაში

ანოტაცია. ნაშრომში ინოვაციური თვალსაზრისით შესწავლილია ცხვრის პარსვის საკითხები. ირკვევა, რომ ცხვრის პარსვა მეტად რთული საპასუხისმგებლო საქმიანობაა. სათანადო ყურადღება არ ექცევა პარსვის ოსტატობის დაუფლებას. მოცემულია წინადადება, რომ პარსვის არსებული წესი ძირფესვიანად შეიცვალოს და დაინერგოს ცხვრის პარსვის ჩქაროსნული მეთოდი. საკვანძო სიტყვები: მატყლის კლასიფიკაცია,
2022-11-04
ნინო გომელაური
„სენდვიჩის სინდრომის“ გავრცელება და გავლენა საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში „სენდვიჩის სინდრომის“ გავრცელების და სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების ემპირიული შეფასება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2013-2019 წლებში ოჯახის პრობლემების საკითხებზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების მონაცემების გამოყენებით. ასევე მოცემულია "სენდვიჩის სინდრომის"
2022-11-04
თამარ ზირაქაშვილიმეგი ხორბალაძე
სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების სისტემურ მიდგომა და მისი ანალიზი

              საკვანძო სიტყვები: უმაღლესი სასწავლებლები,სტუდენთა,პრობლემები,ანალიზი,სისტემური მიდგომა,კონტიგენტი. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემა მრავალასპექტიანია და იგი არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოსათვის აქტუალურ სამეცნიერო კვლევის საკითხს წარმოადგენს.  სტუდენტთა კონტინგენტის
2022-11-04
ხათუნა თოდუა
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო დახმარება – მსოფლიო გამოცდილება და საქართველო

ანოტაცია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო  მხარდაჭერის პროგრამები განსაკუთრებით განვითარებულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. აქტუალურია სოციალურად დაუცველი ფენის სასურსათო დახმარების საკითხი საქართველოში, სადაც შიმშილი (არასრულფასოვანი  კვება) ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფომ, ერთი მხრივ,  უნდა დასახოს  სურსათის ეკონომიკური
2022-11-04
ლელა მენაბდიშვილი
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება პანდემიის პერიოდში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია პანდემიის გავლენა საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ მატებაზე, რომელიც განისაზღვრება შობადობასა და მოკვდაობის დონეთა შორის თანაფარდობით, ამიტომ ეს პროცესები ცალ-ცალკეა გაანალიზებული. 2020–2021 წლის ამ დემოგრაფიულ პროცესთა მონაცემები შედარებულია პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებთან. ნაჩვენებია, რომ შობადობის კლება ბევრად უფრო ადრე დაიწყო,
2022-11-04
ნინო მამულაძე
მომხმარებელთა ქცევის მახასიათებლები სოციალურ ქსელში

მომხმარებელთა ქცევის და მისი განმაპირობებელი თავისებურებების შესწავ­ლა აქტუალურია მათთვის, ვინც ბაზარზე წარმატების მიღწევისაკენ მიისწრაფვის და შესაბამისად იყენებს მომხმარებელთა ქცევის შესწავლისა და მართვის სხვადასხვა მეთოდებს. საბაზრო ურთიერთობების გაღრმავებასთან და კონკურენციის გაძლი­ერებასთან ერთად საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობამ სხვა­დასხვა
2022-11-04
ნანა მენაბდიშვილი
განქორწინება საქართველოს ახალგაზრდებში(XXI საუკუნე)

ანოტაცია. ნაშრომში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით  ნაჩვენებია განქორწინების მზარდი ტენდენცია საქართველოს ახალგაზრდებში. მაგრამ აღნიშნულია, რომ ის მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. განქორწინების მზარდი ტენდენცია გასული საუკუნიდან იღებს სათავეს და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები, რომელთა შორის ყველაზე
2022-11-04
ელენე ჩიქოვანი
შრომის ბაზრის პოლიტიკა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო ამოცანები

ანოტაცია. ნაშრომი ეხება შრომის ბაზრის პოლიტიკის ფორმირების პრობლემებს საქართველოში. კრიტიკულად არის შეფასებული მთავრობის მიერ უმუშევართა დასაქმებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები; მოცემულია მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების სოციალური დაცვის პროგრამებთან ინტეგრირებული შრომის ბაზრის აქტიური და პასიური პოლიტიკის
2022-11-04