English / ქართული / русский /

ინტერნეტ კონფერენციების არქივი:

რამაზ აბესაძენანა ბიბილაშვილი
გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოება

რეზიუმე  ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება დიდადაა დამოკიდებული მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, გლობალურ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოსალონდელი როგორც ეკონომიკური, ისე გარე  საფრთხეებისაგან. შესავალი ეკონომიკური უსაფრთხოება მუდმივი პროცესია, რომელსაც
2018-12-27
როზეტა ასათიანი
ეკონომიკური უსაფრთხოება და 'ჰოლანდიური დაავადება'

ანოტაცია. XX საუკუნის 90-იანი წლებში საქართველოში განხორციელებულმა მასშტაბურმა გარდაქმნებმა წინა პლანზე ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა წამოსწია. ეკონომიკური სისტემის შეცვლასთან ერთად, გლობალიზაციის გაღრმავებამ და ღია ეკონომიკების განვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა აღნიშნული პრობლემა. ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი
2018-12-27
ალფრედ კურატაშვილი
ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრობლემები და საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროს წარმომადგენელთა კლასიფიკაცია

ვრცელი რეზიუმე ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრობლემების გადაჭრა საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ სისტემაში უშუალოდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა შემოქმედებითი განვითარების აუცილებლობასთან, რამეთუ საზოგადოებრივ მეცნიერებათა შემოქმედებითი განვითარების და პრინციპულად ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვის გარეშე – შეუძლებელი იქნება
2018-12-27
მურმან კვარაცხელია
ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების ინდიკატორების ფორმირება

ანოტაცია. მსოფლიო გლობალური პროცესების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მაღალი ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გამოყენება ეკონომიკაში. ამისი საფუძველია ინოვაციების გამუდმებული სრულყოფა და განახლება. განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების სისტემების სრულყოფას და ახალ-ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას. მაღალი ტექნოლოგიების პირობებში უამრავი საშუალება
2018-12-27
გოდერძი ტყეშელაშვილინიკა აბდუშელიშვილი
საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციისგააქტიურების ეკონომიკური მიმართულებები

ანოტაცია. საქართველო დასავლეთისათვის ევროპის აზიასთან დამაკავშირებელ ტერიტორიულ ხიდს წარმოადგენს, შესაბამისად, მის ტერიტორიაზე გაედინება ევროპის აზიასთან, და პირიქით დამაკავშირებელი უმოკლესი გზა ხმელეთით, ამასთან, საქართველოს ეკვრის შავი ზღვის აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს კი მოხერხებული ბუნებრივი წანამძღვრებია საქართველოს ტრანსპორტის
2018-12-27
რევაზ ჯავახიშვილი
ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზრის თავისებურებები

ანოტაცია. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებულმა განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაზრის თვისობრივად ახალი ტიპის - მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზრის შექმნასა და სწრაფი ტემპებით განვითარებას. სტატიაში გაშუქებულია ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზრის არსი, სუბიექტები და ობიექტები, გარიგების სახეები. მის ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე მოქმედი
2018-12-27
მალხაზ ჩიქობავა
სახელმწიფო ვალის პერმანენტული ზრდის მიზეზების შესახებ

რეზიუმე ნაშრომში გაანალიზებულია მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ვალის პერმანენტული ზრდის მიზეზები. აღნიშნულ მოვლენას ისიც ამძაფრებს, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო და მთლიანი ვალი აშშ-სა და ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ ქვეყნებს, არამედ გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობასა და
2018-12-27
სოლომონ პავლიაშვილიზურაბ გარაყანიძეგივი ჩუბინიძე
ეკონომიკური რისკების კონცეპტუალიზაცია და მისი გამოყენება

ანოტაცია. ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლების ტექნოკრატიული ანალიზი ობიექტურად გამორიცხავს ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული, ანუ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი ანალიზი არსებული მაკროეკონომიკური ინდიკატორების ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით და ექსპერტული კვლევებით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებას ემყარება და არა იმას, თუ რამდენადაა
2018-12-27
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
სპრედი როგორც წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორი: საქართველოს მაგალითი

ანოტაცია ფინანსური სექტორის როლი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების  საყოველთაოდაა აღიარებული. სპრედი (განსხვავება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების განაკვეთებს შორის) საინტერესო მაჩვენებელი  აღმოჩნდა ეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებისთვის, ისეთების, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, სამრეწველო წარმოება, მოხმარება. იგი ერთ- ერთი
2018-12-27
ეთერ კაკულიათეა ლაზარაშვილი
ტრანსეროვნული კომპანიების ზეგავლენა გარდამავალ ეკონომიკაზე

ანოტაცია. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ძირითად ტენდენციას მისი გლობალიზაცია წარმოადგენს.  სულ უფრო ძლიერდება ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაზე გადასვლა, რაშიც გადამწყვეტ როლს ტრანსეროვნული კომპანიები ასრულებენ. გლობალიზაციის ეპოქაში ტნკ-ების ფაქტორი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.
2018-12-27
თენგიზ ქავთარაძე
სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია.საქართველო დიდი ხანია ჩამოცდა სასურსათო უსაფრთხოების ზღვარს. საქართველოს სტატისტიკი სეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ერთ სულ მოსახლეზე წლითიწლობით მცირდება, ხოლო იმპორტი იზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დარღვეულია. ყველა ქვეყანა ცდილობს
2018-12-27
ლინა დათუნაშვილი
ბიოტექნოლოგიები ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ფაქტორი

ანოტაცია. ნაშრომში გაშუქებულია ეკონომიკური უსაფრთხოების ამაღლებაში ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის _ სოფლის მეურნეობის როლი ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ნაჩვენებია ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის მჭიდრო კავშირი, რამდენადაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა დარგების
2018-12-27
გიორგი ბრეგვაძე
ხორბლის წარმოება - სასურსათო უსაფრთხოების გარანტი

ანოტაცია. მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის (CFS) განმარტების მიხედვით, სასურსათო და კვების უსაფრთხოება „არსებობს მაშინ, როდესაც თითოეულ ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს ფიზიკური სოციალური და ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უვნებელ და ხარისხიან სურსათზე. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება არის უნარი, უზრუნველყოს სურსათზე საკუთარი მოსახლეობის
2018-12-27
ქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
სოციალური სამართლიანობა – სახელმწიფოში ეკონომიკური უსაფრთხოების აუცილებელი პირობა

ვრცელი რეზიუმე სახელმწიფოში ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრობლემების კვლევას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხალხის ინტერესებისათვის საზოგადოებისა და სახელმწიფოს ედექტიანი ფუნქციონირება. ამასთანავე, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა სოციალური
2018-12-27
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკონომიკური უსაფრთხოება ტურიზმის განვითარებაში

ანოტაცია. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ისეთი აქტუალური პრობლემა ეკონომიკის განვითარებისათვის, როგორიცაა უსაფრთხოება და ტურიზმი, როგორც ეკონომიკურ დარგებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი. ტურიზმის უსაფრთხოების შესწავლა ეკონომიკურ ასპექტში ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რადგანაც ტურიზმს შეუძლია მოახდინოს როგორც პოზიტიური, ასევე
2018-12-27
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკონომიკური უსაფრთხოება და მასზე მოქმედი ფაქტორები

ანოტაცია.ნაშრომში განხილულია დღევანდელობის ისეთი პრობლემატური საკითხი, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების მთლიანი სისტემის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი, ასევე მისი შეფასების ინდიკატორთა სისტემა, რომელიც მოიცავს: მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ინფლაციის დონეს, უმუშევრობის დონეს, ჩრდილოვანი ეკონომიკის დონეს და სხვ. განსაკუთრებით
2018-12-27
მარინე ცუცქირიძე
ბიზნესის უსაფრთხოების და ტექნოლოგიური განვითარების გლობალური ასპექტები

ანოტაცია. განხილულია ეროვნული ეკონომიკის, ძირითადად ბიზნეს სისტემის ტექნიკური, საწარმოო და ინფორმაციული უსაფრთხოების გლობალური საკითხები. ფირმათა ინტეგრაციული ურთიერთობებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან ურთიერთკავშირში გადმოცემულია ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების, თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების წარმოებისა და გამოყენების
2018-12-27
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკონომიკური უსაფრთხოების ინფორმაციული ფაქტორები

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორს, როგორიცაა ეკონომიკური უსაფრთხოება და კერძოდ, ინფორმაციული უსაფრთხოება. დღეს ინფორმაცია თვითონ გახდა მომგებიანი საქონელი და უმნიშვნელოვანესი საშუალება საქმიანი ურთიერთობების ყველა სფეროში. აქ განხილულია ე.წ. „საინფორმაციო რევოლუციის“ რამდენიმე საფეხური და ძირითადი ტენდენციები.  ნაშრომში
2018-12-27
ციცინო თეთრაული
ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების არსი და მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის გლობალიზაციის პირობებში, დახასიათებულია ეკონომიკური უსაფრთხოების შიდა და გარე ფაქტორები, სტრატეგია და კრიტერიუმები. გაანალიზებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მექანიზმის თავისებურებები და მეთოდები. გადმოცემულია
2018-12-27
ლია დვალიშვილი
ეკოლოგიური და სასურსათო უსაფრთხოების საყოველთაო პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში მიმოხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების არსისა და მნიშვნელობის, ასევე ეკოლოგიური და სასურსათო უსაფრთხოების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შესახებ. მითითებულია ამ პრობლემათა სიმწვავისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების მასშტაბებზე. ვრცლად მიმოხილულია ადამიანის ბუნებაში ჩარევის მოცულობასა და მის შედეგებზე, ზოგადად გლობალურ პრობლემებს შორის მჭიდრო
2018-12-27
ზურაბ ნოზაძე
ეკოლოგიური აუდიტის ძირითადი მექანიზმი და მისი გავლენა ეკონომიკის უსაფრთხოებაზე

საბაზრო ეკონომიკის განხორციელების პირობებში საწარმოს რეალური ღირებულებაუპირველესად განისაზღვრება არა მარტო მისი საინვესტიციო მიმზიდველობით, მისი განვითარების ეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ მისი წარმოების ეკოლოგიზაციით, რომელიც დაწესებული ნორმებისა და სტანდარტების მაღალ ხარისხს შეესაბამება. სხვა სიტყვებით, საწარმოს კონკურენტუნარიანობა ქვეყნის დონეზე
2018-12-27
დალი მაგრაქველიძე
ბანკების ოპერაციების უსაფრთხოება და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე

რეზიუმე  უსაფრთხოება სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციისთვის. ბანკებისთვის მნიშვნელოვანია მათი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის საკითხი, რადგან ისინი მთავარი ფულის მომწოდებლები არიან ეკონომიკაში. წარმატებულ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების შემდეგი დონეები უსაფრთხოების დაცვის მიზნით: ფიზიკური უსაფრთხოება, პერსონალის უსაფრთხოება, ოპერაციების
2018-12-27
ელგუჯა კონჯარია
მცირე ბიზნესის არსი და მნიშვნელობა

ანოტაცია. მეცნიერულად დასაბუთებულია და პრაქტიკულად დადასტურებული, რომ ადამიანთა საზოგადოების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პირადი ინტერესების, პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის დაუოკებელი სწრაფვა. მცირე ბიზნესის აწყობის დროს მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს არა მისგან მიღებული ფულის რაოდენობის დათვლას, მისთვის კრედიტების გამოყოფას, არამედ, იმას, თუ
2018-12-27
თამარ ვანიშვილი
მენეჯერი-ლიდერის ეფექტური მიდგომის უპირატესობა შრომის ნაყოფიერების ამაღლებაში

ანოტაცია. ისტორია, მეცნიერული კვლევები, პრაქტიკული ცხოვრებისეული გამოცდილება ცალსახად ადასტურებს, რომ ადამიანმა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიოს თავის მიზნებს და მაქსიმალურად გამოავლინოს უნარ-ჩვევები, როცა ის სათანადოდაა მოტივირებული და მას საამისოდ რეალურისტიმულიაქვს. რასაკვირველია, არასწორია იმის მტკიცება, რომ მომუშავეთა შრომითი ქცევა, დისციპლინა და შრომის
2018-12-27
ფატი შენგელია
ლიდერის როლი კომპანიის საქმიანობაში

თანამედროვე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციების მოქნილობას და ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარს. დღევანდელ ეტაპზე ნებისმიერ კომპანიას შეუძლია უახლესი მანქანა-დანადგარების შეძენა, ინოვაციების დანერგვა, მაგრამ წარმატების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ რესურსებს. ნებისმიერი კომპანიის წარმატების თუ წარუმატებლობის
2018-12-27
გიორგი ასათიანი
საგადასახადო კანონმდებლობას მეცნიერები და პრაქტიკოსები უნდა ქმნიდნენ

ანოტაცია. სტატიაში – ''საგადასახადო კანონმდებლობის მეცნიერები და პრაქტიკოსები უნდა ქმნიდნენ'' მიმოხილულია გადასახადების თეორიაში არსებული კვლევები, მათი პლუს-მინუსები და აღიარება-არაღიარებები. გამოკვეთილად ნაჩვენებია ამ სფეროში ქართველ მეცნიერთა – ვლ. პაპავას, ი. ანანიაშვილის, დ. კბილაძის, ვ. რამიშვილის, ლ. დგებუაძის და სხვათა ნაშრომ-ნაღვაწი როგორც უცხოური კვლევების,
2018-12-27
გიორგი დიდიძე
საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის შემუშავებაში ინოვაციური მეთოდოლოგიური მიდგომების შესახებ

ანოტაცია. ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების დონე. განხილულია რეგიონული განვითარების სამთავრობო დოკუმენტებში, კერძოდ, რეგიონული პროგრამების ინოვაციური მეთოდოლოგიური მიდგომით შემუშავების აუცილებლობა, მიზნები და მეთოდური რეკომენდაციები. საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების ინოვაციური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი
2018-12-27
გიორგი დიდიძე
ინოვაციური მეწარმეობის განვითარების წანამძღვრები და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

ანოტაცია. ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური პოტენციალი. მოყვანილია მეწარმეთა ინოვაციური საქმიანობის განვითარების ამოცანები და  შემდეგი  ძირითადი მიმართულებები: სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის შემუშავება; დამუშავებებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარება; კადრების მომზადება ინოვაციური საქმიანობისათვის; ინოვაციური მეწარმეობის
2018-12-27
შორენა მინდიაშვილივიქტორია რევიშვილი
ინვესტირების შესაძლებლობები და ეტაპები ენერგოეფექტურობის პროექტებში

ანოტაცია. ინვესტიციები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაში ძალიან მომგებიანი შეიძლებაიყოს, ზრდის რა მოგებას 25%-ით,ამცირებს ენერგიის მოხმარებასა და ხარჯებს და აუმჯობესებსსაწარმოების კონკურენტუნარიანობას და შემოსავლიანობას. ზოგადად, მათი განხორციელებისტექნიკური რისკი მცირეა, უმჯობესდება პროდუქტის ხარისხი და სწრაფად განხორციელებადია.უფრო ფართო მასშტაბით,
2018-12-27
ნათია სურმანიძე
„ინსტიტუციური ხაფანგი“ და მისი დაძლევის სირთულეები

ანოტაცია. არაეფექტიანი ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკას არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში განვითარების შემაფერხებელი მიზეზები ხდებიან. გლობალიზაციის პროცესმა და საერთაშორიო ბაზრების ხელმისაწვდომობამ ქვეყნებს სტიმული მისცა, გახდნენ უფრო მაღალკონკურენტუნარიანები და აწარმოონ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქცია. თუმცა
2018-12-27
ნინო ტალიკაძე
ადგილობრივი წარმოების გავლენა სასურსათო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე: ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები

ანოტაცია. სტატიაში სასურსათო უსაფრთხოების შეფასების მიზნით შესწავლილია ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 2007-2017 წლებში, ასევე შეფასებულია მისი კომპონენტები: ადგილობრივი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი. ამასთან, გაანალიზებულია ადგილობრივი წარმოების ტენდენციები, გამოვლენილია კორელაცია აგროსასურსათო პროდუქტების წარმოებასა და
2018-12-27
თეონა ყუმბულაშვილინინო ჯავახიშვილი
საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების ზოგიერთი ასპექტი

ანოტაცია.ნაშრომში განხილულია გადასახადების წარმოშობა და შემდგომი მისი განვითარების ეტაპები საქართველოში; აგრეთვე, საგადასახადო სისიტემის დახვეწისთვის განკუთვნილი სტრატეგიები; კერძოდ, „ესტონური მოდელის“ დანერგვასთან თანმხლები დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, დიდი გავლენა ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და
2018-12-27
ეთერ შევერდაშვილიშოთა ტოტიკაშვილი
ლოგისტიკის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში

ანოტაცია. ნაშრომში ვრცლად მიმოხილულია ლოგისტიკური სისტემის მდგომარეობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ხაზგასმულია საქართველოს გეოგრაფიული პოტენციალი და ამ პოტენციალის სათანადო გამოყენების გზები, რათა ქვეყანამ რეგიონში დაიმკვიდროს სათანადო ადგილი და იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ საშუალებად. ვრცლადაა მოცემული ლოგისტიკური
2018-12-27
ლიკა ჭაღინაშვილინანა ჭაღინაშვილი
მცირე და საშუალო ბიზნესის როლი დაგანვითარების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოშობა და განვითარება საქართველოში; მათი ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი ასპექტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე; მცირე და საშუალო ბიზნესის დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები; ბიზნესის სფეროში ამ მხრივ არსებული პრობლემები და გამოწვევები, ამ პრობლემების გადაჭრის გრძელვადიანი
2018-12-27
ზურაბ წერეთელი
ბიზნესის როლი ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

ანოტაცია ნაშრომში გადმოცემულია მოსაზრებები ბიზნესის იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი საფუზველია. განხილულია ბოლოდროინდელი მოვლენების (რომელმაც შეცვალა შიდა ეკონომიკის სტაბილიზაციის პირველი ნიშნები) ფონზე, სოციალური პრობლემების დაუყოვნებლივი გადაწყვეტის, ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელების და
2018-12-27