English / ქართული / русский /

ინტერნეტ კონფერენციების არქივი:

რამაზ აბესაძენანა ბიბილაშვილი
კორუფცია – ეკონომიუკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი

ანოტაცია: ნაშრომში გამოკვლეულია კორუფციის გავლენა ეკონომიკურ განვითა­რე­ბა­ზე. ყურადღება გამახვილებულია მის გლობალურ ხასიათზე, მისი წარმოშობის სუბი­ექტ­ურ და ობიექტურ მიზეზებზე და წყაროებზე, მასთან ბრძოლის ძირითად ღონის­ძიებებზე. საკვანძო სიტყვები: კორუფცია, ეკონომიკური განვითარება, გლობალური კორუფცია, კორუფციული გარიგება.  შესავალი კორუფცია ლათინური
2020-12-18
ვლადიმერ პაპავამიხეილ ჭკუასელი
სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის თავისებურებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის, როგორც წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორის თავისებურებები COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ნაჩვენებია, რომ ამ კრიზისის პირობებში მთავრობათა მიერ გატარებული ანტიკრიზისული პროგრამები საბოლოო ჯამში ხელ უწყობს ეკონომიკის ზომბირებას, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური უნარისთვის
2020-12-18
თამარი ბარბაქაძე
სახელმწიფო საშინაო ვალის მართვის ფინანსური ინსტრუმენტები საქართველოში

ანოტაცია.  ნაშრომში განხილულია სახელმწიფო საშინაო ვალი, როგორც ფისკალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და მისი ფინანსური ინსტრუმენტი.  2020 წელს მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშველოვანი გახდა საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარე წყაროებიდან. საკვანძი სიტყვები: ფისკალური მდგრადობა, სახელმწიფო ვალის მართვა,
2020-12-18
ხათუნა ბარბაქაძენატო კაკაშვილი
კომპანიების საქმიანობისა და საგადასახადო ოპტიმიზაციის პრინციპების შესახებ

ანოტაცია. კომპანიებისთვის საგადასახადო ოპტიმიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. საგადასახადო ოპტიმიზაცია წარმოადგენს კომპანიების საგადასახადო გადახდების შემცირების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება კომპანიის საქმიანობისა და დაბეგვრის ოპტიმიზაციის ყველაზე ეფექტიანი სქემების შექმნას და
2020-12-18
ხათუნა ბერიშვილი
სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიის გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული მიდგომები

ანოტაცია. ტერმინი „საერთაშორისო ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა” (ბსპ) 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-ანი წლების დასაწყისში დამკვიდრდა. სოციალური პასუხისმგებლობა არის კონცეფცია, რომლის თანახმადაც საერთაშორისო კორპორაცია ნებაყოფლობით და შეგნებულად სცდება მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და დადებით ზეგავლენას ახდენს მის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.
2020-12-18
გიორგი ბრეგვაძე
უმუშევრობის პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია უმუშევრობის პრობლემები საქართველოში. გაანალიზებულია სტატისტიკური აღრიცხვის სრულყოფის საკითხები. კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დასახულია სასწრაფოდ მისაღები ზომები, რათა კონტროლირებულ იქნეს უმუშევრობა.  უმუშევრობა გლობალური პრობლემაა. მის მოგვარებას უკვე საუკუნეებია ცდილობს
2020-12-18
საბა ბურჯალიანი
ორგანიზაციის წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების მართვა

ანოტაცია. სტატიაში გამოკვლეულია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსები სწორად მართვის პრობლემები. ორგანიზაციაში პერსონალის მართვის სამსახურს ევალება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ორგანიზაციებში პერსონალის მართვის სამსახურები საკმაოდ სუსტია. იქ, ზოგჯერ არაპროფესიონალები მუშაობენ, რადგანაც საქართველოში პერსონალის მენეჯერების დიდი დეფიციტია, რისი მიზეზიც
2020-12-18
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
გონიერი მენეჯერი და სახელმწიფოებრივი აზროვნება

ანოტაცია. ნაშრომში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ხელისუფლება უნდა იყოს ადამიანური რესურსებით, ცოდნით, კვალიფიციური სპეციალისტებით, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული აპარატი, რომელიც უნდა იღვწოდეს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის. როცა უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება გამოუცდელ დაბალ კვალიფიციურ
2020-12-18
ნათია გოგოლაძეინგა ფრანგიშვილი
საქართველოს სამრეწველო ბიზნესში საბრუნავი კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობა

ანოტაცია: სტატიაში განხილულია საბრუნავი კაპიტალის გამოყენების ეფექტურობის შეფასების მეთოდები. გაანალიზებულია საწარმოს მომგებიანობის მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდები. საკვანძო სიტყვები: საბრუნავი კაპიტალი, გადახდის უნარი, მომგებიანობა, ფინანსური რესურსები, ეფექტურობა.  შესავალი  საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ფორმირებამ, საბაზრო ეკონომიკაზე
2020-12-18
ლინა დათუნაშვილი
საქართველოში სოფლის თანამედროვე ეკონომიკური პრობლემები

ანოტაცია.სტატიაში შესწავლილია საქართველოს სოფლებისა და ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დღეს არსებული ცხოვრების რეალური მდგომარეობა, ნაჩვენებია სოფლად მოსახლეობის შემცირების, ქალაქ-სოფლის ურბანული მიგრაციის, ცხოვრების დაბალი დონის, სიღარიბისა და უმუშევრობის მიზეზები და არსებული მდგომარეობის შერბილების მიზნით მიღებული სამთავრებო ღონისძიებები, სახელდობრ,
2020-12-18
ლია დვალიშვილი
ჰაერის დაბინძურების მდგომარეობის ანალიზი მსოფლიო ქვეყნების მაგალითზე

ანოტაცია. ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. ნაშრომში გაანალიზებულია მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის მასშტაბები. მოყვანილია ჰაერის დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობით გამოწვეული ზარალისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებული ზიანის ამსახველი მონაცემები. აღნიშნულია, რომ ურბანულ  ქალაქებში
2020-12-18
თამარ ვანიშვილი
მართვის ინოვაციური მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები პანდემიის პირობებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია პანდემიის გამო გამოწვეული ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუ რა ზემოქმედება მოახდინა ამ ცვლილებებმა მართვის მოდელზე და როგორ უნდა მოხდეს მართვის ინოვაციური, სრულიად ახალი მოდელის შემუშავება, რომელიც მისაღები იქნება, როგორც ხელმძღვანელობისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის, როგორ უნდა მოვარგოთ სრულიად ახალი მოდელი ორგანიზაციას
2020-12-18
მეგი იაკობაშვილი
საქართველოს მრეწველობის განვითარების შესაძლებლობები

ანოტაცია. საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში რთულად ვითარდება, რის გამოც იგი განვითარებად სახელმწიფოთა რიგშია. მიჩნეულია, რომ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის ერთ სულზე ქმნიან მშპ-ს ათი ათას აშშ დოლარზე ნაკლებს, ღარიბ სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან. ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი აღნიშნულის ნახევარიც კი არ არის. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დგას
2020-12-18
ნაზირა კაკულიავალერი არღუთაშვილი
საქართველოში მიწის რეფორმის გამოწვევები საკუთრების უფლების ინსტიტუციური თეორიის ჭრილში

საკუთრებითი უფლებების თეორია, რომელიც 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა დღესათვის  ვითარდება როგორც  ეკონომიკური ანალიზის სამი ახალი მიმართულებების - სამართლის ეკონომიკის, ახალი ეკონომიკური ისტორიისა და ეკონომიკური ორგანიზაციების თეორიების მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძველი. მსგავსი მიდგომების ერთობას ჩვეულებრივ ,,ტრანსაქციურ ეკონომიკად“ და
2020-12-18
თეა ლაზარაშვილი
ინოვაციების სტიმულირების ფორმები, მეთოდები და ინსტრუმენტები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციის სტიმულირების მეთოდები და მათი კლასიფიკაცია. ჩამოყალიბებულია ინოვაციური საქმიანობის ფინანსირების ძირითადი საშუალებები. გაანალიზებულია ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების ეროვნული თავისებურებები განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. გაშუქებულია სახელმწიფო მიერ ინოვაციების სტიმულირების ძირითადი
2020-12-18
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკოლოგიურ პრობლემებზე პანდემიის გავლენის ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია.ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს − ეკოლოგიას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს პანდემიის პირობებში; გაანალიზებულია ზოგადად ეპიდემიების და კერძოდ კორონავირუსის ფონზე ეკოლოგიაში წარმოქმნილი ცვლილებები, რომლებიც დღეს შეიძლება დადებითადაც კი აღიქმებოდეს. მოყვანილია საინტერესო ციფრობრივი მასალა. ძნელია იმის თქმა, რომ
2020-12-18
ზურაბ ნოზაძე
საწარმოს ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ეკოლოგიური პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის საქმეში, მათი ეფექტიანობის ამაღლებისათვბის. გაანალიზებულია ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განხორციელების საკითხები სამრეწველო საწარმოებში. მოცემულია  კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები საწარმოს ეფექტიანი
2020-12-18
ნინო ჟორჟიკაშვილი
ინოვაციების არსი და მათი გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში

ანოტაცია. გლობალიზაციის პროცესის სწრაფი ტემპები განაპირობებს ინდუსტრიალი­ზა­ცი­ის, ურბანიზაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზაციის, სოციალური და ეკოლოგიური გარდაქმნების გლობალურ მასშტაბებს, რაც  პოპულაციისთვის სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული, თუმცა აღნიშნული პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც
2020-12-18
გიორგი სანაძე
ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში

ანოტაცია.სტატია ეხება როგორც ინდუსტრიალიზაციის როლს და მის მნიშვნელობას თანამედროვე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში, ასევე იმ მოვლენებს, რომლებიც განაპირობებენ თანამედროვე გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს. ამასთან ერთად, სტატიაში ასევე განხილულია ყველა ის უწინარესი გამოწვევები, რომლთა წინაშეც დგება დღევანდელი გლობალური
2020-12-18
სესილი ტაბატაძე
ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროექტების ეფექტიანობა საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია პროექტები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივ კატასტროფებს და უზრუნველყოფს მათი პრევენცია-მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებას.ბოლო პერიოდში, კლიმატის ცვლილებასთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა კატასტროფებისადმი მზადყოფნა, რადგან იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობას, ასევე ეკონომიკას. შესაბამისად, ამ
2020-12-18
ირმა ტყემალაძე
დისტანციური დასაქმების როლი COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ეფექტების შემცირებაში

ანოტაცია. COVID-19-ისპანდემიამ დასაქმების სტანდარტული მოდელის ნაცვლად დისტანციური დასაქმების მოდელი შემოგვთავაზა. სამუშაოს უწყვეტობის შესანარჩულებლად სწრაფი ტემპით მოხდა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმების ათვისება და დანერგვა. აქტუალურ საკითხად იქცა დისტანციური სამუშაოს მასობრივი პრაქტიკის შედეგების შესწავლა და შეფასება. დასახული მიზნის ფარგლებში გაანალიზებულია
2020-12-18
თენგიზ ქავთარაძე
საკვებწარმოების თანამედროვე ეკონომიკური პრობლემები საქართველოს მეცხვარეობაში

ანოტაცია. ნაშრომში პირველადაა შესწავლილი მეცხვარეობის საკვებწარმოების თანამედროვე მდგომარეობა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სოფლის სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლამ და კასიპისპირეთში 200 ათასი ჰექტარი ზამთრის საძოვრების დაკარგვამ, მეცხვარეობის დარგის დიდი დაქვეითება გამოიწვია. რასაც მთის სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია მოჰყვა. მეცხვარეობის დარგის აღდგენისა და
2020-12-18
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ვირტუალური ტურიზმის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღეისათვის ისეთ პოპულარულ პრობლემას, როგორიცაა ტურიზმი ზოგადად, და მისი ვირტუალური ფორმა კერძოდ. შედარებულია რა ერთმანეთს ტურიზმის კლასიკური და ვირტუალური სახეობები, განხილულია თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ხაზია გასმული სწორედ პანდემიის პირობებში, ვირტუალური ტურიზმის, როგორც მოგზაურთათვის ყველაზე მოსახერხებელი
2020-12-18
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა და მასზე პანდემიის გავლენა (საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, როგორც თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის განვითარების დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება, რომელსაც გლობალური ხასიათი გააჩნია. ეს პროცესი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. განხილულია ამ პროცესის დადებითი და უარყოფითი მხარეები როგორც დონორი, ისე მიმღები ქვეყნებისათვის.
2020-12-18
ანა ჩაგელიშვილი
პანდემიის გავლენა საქართველოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე

ანოტაცია. პანდემიით გამოწვეული კრიზისი სულ უფრო ძლიერად ზემოქმედებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. შემცირებული მოხმარება და დამსაქმებლების შემცირებული შემოსავლები საბოლოო ჯამში აისახება დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე ან სულაც მათი სამუშაო ადგილების არსებობაზე. დასაქმებულთა დამძიმებული სიტუაციის გამოსასწორებლად სამთავრობო სოციალურმა პროექტებმა მნიშვნელოვანი
2020-12-18
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძეიმედო ჯაში
პანდემია და რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფტუალური საკითხები

ანოტაცია. პანდემია დღის წესრიგში აყენებს ქვეყნებისა და რეგიონების რესურსული პოტენციალისა და პრიორიტეტების მაქსიმალურად ჰარმონიზებულ გამოყენებას და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის გაღრმავებას. პანდემისს პირობებში ყველაზე მეტი დარტყმა ტურიზმის სექტორმა განიცადა. შეჩერდა საერთაშორისო ტურისტული ნაკადები, რამაც მთლიანად შეცვალა ტურისტული რეგიონებისა
2020-12-18
მალხაზ ჩიქობავა
მონეტარულ-ფისკალური პოლიტიკის „მიქსი“ და მოსალოდნელი სუვერენული დეფოლტების რისკი

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია ვირუსულ-ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული მონეტარულ-ფისკალური პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ ამერიკული ეკონომიკის გადარჩენის პროცესში აქტიურად ჩაერთო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელმაც სრული სიმძლავრით აამოქმედა დოლარის საბეჭდი მანქანა. „საბეჭდი მანქანის“ პროდუქცია, უპირველეს ყოვლისა, საფონდო ბაზრებზე აქციებისა
2020-12-18
ზურაბ წერეთელი
პანდემიით გამოწვეული საერთო ეკონომიკურიპ რობლემები და მოსალოდნელი პერსპექტივა

ანოტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია როგორც პანდემიის დროს ასევე მის შემდგომ პერიოდში უმრავლესი ქვეყნების საერთო ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. აქცენტი ძირითადად გადატანილია კორონავირუსის (COVID 19) პანდემიაზე. წარმოჩენილია ის უარყოფით ასპექტები, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვენისთვის საერთოა. მოკლედ განხილულია საკითხები აღნიშნული პანდემიის დროს: 1)
2020-12-18
ლელა ხელაძე
სამშენებლო კომპანიათა საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების სრულყოფის საკითხები

ანოტაცია: სამშენებლო კომპანიების საქმიანობას საქართველოში არეგულირებს მრავალი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებიც პრაქტიკულად რიგ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. აუცილებელია საქართველოში   მოქმედი   იმ   სამართლებრივი დოკუმენტებისა   და   მოქმედი   სტანდარტების     შესწავლა   და   ანალიზი,   რომლებიც
2020-12-18
ალიმი ხერხაძე
საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების უთანასწორობის პრობლემები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები

ანოტაცია:წინამდებარე ნაშრომი შეეხება საქართველოს რეგიონების არათანაბარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვას, მათი მიზეზების ძიებას და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების დასხვას. ქვეყნის არათანაბარი ეკონომიკური განვითარება, ცენტრისა და პერიფერიის მაცხოვრებლებს შორის მკვეთრ სოციალურ-ეკონომიკურ სხვაობას იწვევს, რაც განაპირობებს ქაოსურ ურბანიზაციას და
2020-12-18
რევაზ ჯავახიშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა და მისი ძირითადი ტენდენციები საქართველოში

ანოტაცია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის რეციპიენტი ქვეყნის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობის ფორმა, რომელიც გულისხმობს უცხოური აქტივების შეძენას მათზე კონტროლის განხორციელების მიზნით. ნაშრომში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკონომიკის რეფორმირების ცალკეული ეტაპების მიხედვით, გაანალიზებულია საქართველოში
2020-12-18
ემზარ ჯულაყიძეელიზბარ ბარბაქაძე
ბიზნეს-გარემოს ცვლილებებისადმი მმართველობითი გადაწყვეტილების ადეკვატურობის პრობლემები

ანოტაცია. წარმატებული გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს - გავაანალიზოთ მიზნის მიღწევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება, ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული ქმედებებიცალკეული გადახრების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, რომელთა საფუძველზე უნდა შეიქმნას თანმიმდევრული, სრული სამოქმედო გეგმა დასახული მიზნის მისაღწევად. ანუ, შეიქმნას გეგმა, რომელიც სრულად
2020-12-18