ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ რამაზ აბესაძე ∘ თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაცია და მისი გავლენა ეკონომიკაზე ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია ეკონომიკაზე მოქმედი გეოპოლიტიკიკური ფაქ¬ტორები, თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაცია და მისი ცვლილლებების გავლენის შედეგები ეკონომიკაზე. გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან განხილულია: გეოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო, დემოგრაფიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-სპორტული, ეთნიკური და რელიგიური. თანამედროვე ეტაპზე ყველაზე დიდი გავლენა გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე მსოფლიოში იქონია პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა. ამ ორივე მოვლენის შედეგად: შემცირდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები; შეფერხდა ერთობლივი გლობალური პრობლემების გადაჭრა; ჩამოყალიბდა: ენერგეტიკული, სასურსათო, მიწოდების ჯაჭვის (პანდემიის დროს), ჰუმანიტარული და, ზოგადად, გეოპოლიტიკური კრიზისი შორსმიმავალი შედეგებით. საკვანძოოო სიტყვები: გეოპოლიტიკა, პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი შესავალი გეოპოლიტიკა შეისწავლის დამოკიდებულებას სივრცესა (ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით) და პოლიტიკას შორის (ნაპოლეონ ბონაპარტი ამბობდა: „სახელმწიფოთა პოლიტიკის გასაღები გეოგრაფიაშიაო“), თუ რა გავლენას ახდენს სივრცის ფაქტორი პოლიტიკასა და პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობაზე. მისი ფორმირება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გეოგრაფიის მეცნიერებათა დიაპაზონის გაფართოებას უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი გეოპოლიტიკური მიმდინარეობები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც გაბატონებული მდგომარეობა ეჭირათ ზღვებზე (აშშ, ინგლისი). ის მჭიდრო კავშირშია სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების ფართო სპექტრთან, მათ შორის, ეკონომიკურ მეცნიერებასთან. გლობალური გეოპოლიტიკა დროთა განმავლობაში იცვლება და ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია. დაიწყო გეოპოლიტიკის პოტსდამის ეპოქა. 1945 წელს. ბერლინის მახლობლად პატარა ქალაქ პოტსდამში მრგვალ მაგიდასთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რითაც განისაზღვრა ძალთა ახალი ბალანსი. აღნიშნულმა სისტემამ განსაზღვრა ახალი საზღვრები ახალი გეოპოლიტიკური სფეროების გადანაწილება. რეალურად პოტსდამში გაირკვა, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანი სისტემიდან ორპოლუსიან სისტემაზე გადავიდა: სსრკ და მისი მოკავშირეები, რომლებიც წარმოადგენდნენ კონტინეტურ ძალას და აშშ და მისი მოკავშირეები, რომლებიც საზღვაო ძალა იყო. წინააღმდეგობა ამ ორ ბლოკს შორის ვითარდებოდა ცივი ომის პირობებში. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გეოპოლიტიკური წესრიგი ურყევი ჩანდა, მაგრამ 90-იანმა წლებმა აჩვენა, რომ არ არსებობს გარანტირებული გეოპოლიტიკური სტატუსი [გორგილაძე 2009]. 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მსოფლიოს პოტსდამის სისტემაც დაიმსხვრა. მსოფლიო ერთპოლუსიანი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები უდავო ლიდერი იყო, მაგრამ დღეისათვის იკვეთება სურათიუნიპოლარული სამყაროს მრავალპოლარულად გადაქცევისა. კერძოდ: იზრდება ევროკავშირის, ასევე ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და ინდოეთის საერთაშორისო გავლენა. გეოპოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე გეოპოლიტიკის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს როგორც მსოფლიო საზოგადოებაზე, ისე მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკებზე, ვინაიდან ამ დროს ხდება სხვადასხვა ქვეყნის (განვითარებული და ყველაზე ძლიერი განვითარებადი ქვეყნები) გავლენის სფეროების გადანაწილება. ის გავლენას ახდენს საინვესტიციო ბაზარზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე და ეკონომიკის სხვა სფეროებზე. შეიძლება გამოიყოს გლობალურ და ეროვნულ ეკონომიკებზე მოქმედი ძირითადი გეოპოლიტიკური ფაქტორები: 1. გეოგრაფიული: ქვეყნის მდებარეოობა, ტერიტორიიის სიდიდე და საზღვრები; ბუნებრივი პირობები (ჰავა, კლიმატი); მდინარეები, ზღვაზე გასასვლელი; ბუნებრივი რესურსები (წიაღისეული, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყე, სასოფლო სავარგულები და ა.შ.; თანამედროვე გეოპოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოწყობა დროთა განმავლობაში იცვლება. კომუნისტური ბანაკის შემდეგ მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები უდავო ლიდერი იყო, მაგრამ დღეისათვის იხატება კონტურები უნიპოლარული სამყაროს მრავალპოლარულად გადაქცევისა. კერძოდ: გაიზარდა ევროკავშირის, ასევე ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და ინდოეთის საერთაშორისო გავლენა. თანამედროვე ეტაპზე ყველაზე დიდი გავლენა გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე მსოფლიოში იქონია პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა. პანდემიის ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება მსოფლიოში ინფექციურ დაავადებათა მასიური გავრცელების დროს, მთავრობების მიერ ადამიანთა უსაფრთხოების მიზნით გატარებულ აკრძალვით ღონისძიებათა განხორციელების გამო. სამეურნეო საქმიანობათა შეზღუდვები ეკონომიკაში იწვევს საბაზრო მექანიზმების შეზღუდვას, საწარმოთა ფუნქციონირების ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, რომელსაც მოსდევს ეკონომიკური ვარდნა, საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილდღეობისა და კომფორტის გაუარესება. ეკონომიკაზე პანდემიის გავლენას ეკონომიკის პანდემიური შოკი შეიძლება ვუწოდოთ. რასაკვირველია, პანდემიური შოკის მართვა განსხვავდება ეკონომიკურისაგან. მაგალითად, თუ ფინანსური კრიზისის დროს, უპირველეს ყოვლისა, გადასარჩენი იყო მსხვილი ბანკები, პანდემიის დროს გადასარჩენი იყო მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები: მცირე მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, სწრაფი კვება, სილამაზის სალონები, ატელიები, ბარები, კაფეები, ტურისტული კომპანიები და ა. შ. თითქმის შემოსავლების გარეშე დარჩნენ თვითდასაქმებულები, შემოქმედებითი და ბევრი სხვა სფეროს წარმომადგენლები. პანდემიის დროს იზრდება ეკონომიკის იმ სფეროების მნიშვნელობა და მასშტაბები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან (სურსათით უზუნველყოფა, მედიცინა, სააფთიაქო სისტემა, სატვირთო გადაზიდვები, ონლაინ ვაჭრობა, ონლაინ სწავლება, დისტანციური სამსახური და სხვ.). პანდემიამ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო სისტემის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარება, პირველის, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო მეორის, როგორც სურსათით უზრუნველყოფის სფერო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური რეცესია გამოწვეული იყო პანდემიით, თანდათან მან მიიღო წმინდა ეკონომიკური ხასიათი (მუშევრობისა და სიღარიბის ზრდა, ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ადამიანისეული კაპიტალის, დანაზოგების, შიგა და უცხოური ინვესტიციების, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება და სხვ.), რომელიც თანდათან გავრცელდა მთელ ეკონომიკაზე და პანდემიური შოკი საკმაოდ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. თუმცა, რყევები პანდემიის დროს შედარებით დაბალანსებულია, ვინაიდან მთავრობის მიერ განხორცილებული შეზღუდვები იწვევს როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების შემცირებას. პირველის შემცირებას სამუშაოს დაკარგვის, ადამიანთა მომჭირნეობის გაზრდისა და ფირმების მიერ შესყიდვების შემცირების გამო, ხოლო მეორისას - წარმოების გაჩერების ან შეკვეცის გამო. ასევე მთავრობა ეხმარება როგორც მომხმარებელს, ისე მიმწოდებელს და ამით ამცირებდა პანდემიური შოკის ნეგატიურ მოქმედებას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნებმის მიერ მიიღწეოდა მაკრო¬ეკო¬ნომიკური წონასწორობა, მაგრამ არა მაკროეკონომკიკურ სტაბილიზაცია. მაკროეკო¬ნომიკური სტაბილიზაცია დადგა შედარებით იოლად მას შემდეგ, რაც პანდემია ძირითადად ჩაქრა. გლობალიზაციას არაერთი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მას აქვს ასევე ნეგატიური მხარეც. მაგალითად, რომელიმე ქვეყანაში წარმოშობილი უარყოფითი პროცესი შესაძლებელია მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდეს. სწორედ ჩინეთში წარმოშობილი ეპიდემიის მსოფლიოში გავრცელებას ჰქონდა ადგილი. პანდემია გლობალური პრობლემაა. მაგრამ, იგი არ არის უშუალოდ გლობალიზაციის შედეგი. იგი აჩქარებს ინფექციის გავრცელებას, მაგრამ პანდემია, უფრო მეტად, თვით ინფექცის თავისებურებაა. იგი მსოფლიოში ვრცელდებოდა მაშინაც, როდესაც არათუ გლობალიზაციის, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დონეც კი უმნიშვნელო იყო. მიუხედავად პანდემიების მდიდარი გამოცდილებისა, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის პანდემიას არა სამედიცინო, არამედ მის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის თვალსაზრისით. მსოფლიომ ერთიანი საჭირო სახსრები ვერ გამონახა ეპიდემიის ჩასაქრობად. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის დონე წინ უსწრებს პოლიტიკური გლობალიზაციის დონეს. პოლიტიკური მზაობის შემთხვევაში, ეკონომიკური გლობალიზაციის დონე დღეისათვის საშუალებას იძლევა, ასეთი სახის ინფექციების დროს მსოფლიომ იმოქმედოს მყისიერად. საერთო ძალებით წარმოშობის კერაშივე მოსპოს იგი ან ძლიერ შეზღუდოს მისი გავრცელების არიალი და მასშტაბები, არ დაუშვას ეპიდემიის პანდემიად ჩამოყალიბება. ვითარებამ კი გვიჩვენა, რომ ცალკეული ქვეყნები იყვნენ მაყურებლთა როლში ან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. არადა, პანდემიის აღმოფხვრა შეუძლებელია ძალების გაერთიანების გარეშე. ქვეყნების თვითიზოლაციამ გააჩინა გარკვეული ანტიგლობალის¬ტური შეხედულებები, არადა, აუცილებელია პირიქით მოქმედება. საჭიროა შეიქმნას საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა ქვეყნის მონაწილეობით (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად), რომელიც მოახდენს სწრაფ რეაგირებას ეპიდემიებზე, განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მსოფლიო მასშტაბით და ხელს შეუშლის მის გავრცელებას სხვა ქვეყნებში. ამის უზრუნველსაყოფად უნდა არსებობდეს შესაბამისი ფონდიც. მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ინფექციებისაგან თავდასაცავად. არსებობდა მოსაზრებები, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემცირდებოდა გლობალიზაციის დონე, ქვეყნები აირჩევენდნენ პროტექციონისტულ პოლიტიკას, თვითკმარობის პოლიტიკას, რაც მცდარი იყო, ვინაიდან ეს გამოიწვევდა გლობალური პრობლემების (ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევის, ომისა და მშვიდობის, ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიური, კოსმოსისა და ოკეანიების ათვისების პრობლემა და სხვა) გადაჭრის შესაძლებლობების შემცირებას, ყველა ქვეყანაში ეკონომიკის შეკვეცას, შემოსავლების და, შესაბამისად, დანახარჯების შემცირებას სამეცნიერო კვლევებზე, ინოვაციებზე, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკური განვითარების შეაფერხებას მთელ მსოფლიოში. გლობალიზაციას ალტერნატივა არ გააჩნია [აბესაძე რ. 2020]. ისტორიამ აჩვენა, რომ გეოპოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ან რეგიონი მარტო ვერ მიაღწევს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ, გლობალური ინტეგრაცია აგრძელებს აყვავებას[В МВФ… 2023]. მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება, სანქციების დაწესება და სხვ.) თითქმის ყველა სახელმწიფოა ჩართული, ამდენად, ამ ომს, გარკვეულწილად, აქვს მსოფლიო ხასიათი და, ბუნებრივია, ის დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც მსოფლიო, ისე ეროვნულ დონეზე ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად: ეკონომიკურად დასუსტდა რუსეთიც და უკრაინაც, ასევე პრობლემები შეექმნა ევროპასა და შეერთებულ შტატებს; ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა გაიზრდა 40-დან 300 ათას ჯარისკაცამდე და მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი თავდაცვის ხარჯები; ალიანსში გასაწევრიანებლად განაცხადები წარადგინეს შვედეთმა, ფინეთმა, უკრაინამ და კოსოვოს რესპუბლიკამ;ევროკავშირმა ნატოში უფრო ღრმა ინტეგრაცია გამოაცხადა; დაჩქარდა მსოფლიო ეკონომიკის გადასვლა განახლებად ენერგიის წყაროებზე, რასაც მოჰყვა რუსეთის როლის მნიშვნელოვანი შესუსტება გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე; უკრაინამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, აშშ-მ, ევროკავშირმა და კანადამ დააწესეს ემბარგო რუსულ ენერგიაზე, ხოლო იაპონიამ და ტაივანმა უარი განაცხადეს რუსული ნახშირის შესყიდვაზე; აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთსდაუწესეს სანქციები, თუმცა ფრონტზეამას მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია, არც რუსეთის ეკონომიკი პარამეტრები შეცვლილა მნიშვნელოვნად; შვედეთმა და ფინეთმა (2023 წლის 4 აპრილს ნატოს წევრი გახდა), რომლებიც იცავდნენ ნეიტრალურ სტატუსს და თავს იკავებდნენ ნატოში წევრობისგან, ოფიციალურად წარადგინეს განაცხადება ალიანსში გაწევრიანების შესახებ; დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოაწერა ხელი შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიის შეთანხმებებს. ევროკავშირმა უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და, მოგვიანებით, საქართველოს ოფიციალური წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა; მსოფლიოში დაიწყო ახალი შეიარაღების რბოლა - მთელს მსოფლიოში მთავრობებმა დაიწყეს სამხედრო დოქტრინების, იარაღის მარაგების, სამხედრო აღჭურვილობისა და მიწოდების მარშრუტების გადახედვა. თავდაცვის ხარჯები მთელ მსოფლიოში გაიზარდა და 2022 წელს მიაღწია რეკორდულ $2.24 ტრილიონს; გაიზარდა გლობალური არასტაბილურობა და შემცირა მსოფლიო უსაფრთხოების დონე და მრავალი სხვა [Геополитические...2023]. როგორც პანდემიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად: შემცირდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები, ვინაიდან ხდება წარმოებების შეკვეცა საომარი მოქმედებების, სანქციებისა და, ხშირ შემთხვევაში, მიწოდების ჯაჭვის წყვეტის გამო. ასევე, შეზღუდული რესურსები მიედინება არა წარმოების გაფართოებაზე, არამედ ომის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად, ჰუმანიტარულ დახმარებებზე, ლტოლვილთა დიდი მასებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად და სხვა; შეაფერხა მსოფლიო ეკონომიკის განვითარება (თვისებრივი სრულყოფა), ვინაიდან მცირდება სახსრები მსხვილი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რის შედეგადაც ფერხდება ინოვაციების დანერგვა; შეაფერხა ერთობლივი გლობალური პრობლემების (ენერგეტიკული, სასურსათო, ეკოლოგიური, კოსმოსის ათვისება, მწვანე და წრიული ეკონომიკის განვითარება, მსოფლიო ოკეანის ათვისება, სიღარიბის და სხვა გლობალური პრობლემა) გადაჭრა, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების შემცირებისგამო; ამცირებს ადამიანისეულკაპიტალს (რომელიც თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია), ადამიანთა მსხვერპლისა და მათი კეთილდღეობის პირობების გაუარესების გამო (საცხოვრებლებისა და, სამსახურის დაკარგვა, შემოსავლების შემცირება, მილიონობით ლტოლვილის წარმოშობა და ა. შ.); აუარესებს არაეკონომიკურ ფაქტორებს (ფსიქიკური მდგომარეობა, კულტურა, ხელოვნება, ლირერატურა, სპორტი, პოლიტიკური ურთიერთობები), რაც დღევანდელ ეკონომიკაზე დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს; აქტიურად ჩამოყალიბდა: ენერგეტიკული, სასურსათო, მიწოდების ჯაჭვის, ჰუმანიტარული და, ზოგადად, გეოპოლიტიკური კრიზისი შორსმიმავალი შედეგებით. იმის პროგნოზი თუ როდის მოხდება გეოპოლიტიკის შემობრუნება და მისი ეკონომიკაზე დადებითი გავლენის ჩამოყალიბება უცნობია, ვინაიდან უცნობია როდის დამთავრდება ომი. თანამგროვე გლობალური გეოპოლოტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვაი თავისებურებაა ის, რომ მიმდინარეობს დაპირისპირება ნეოლიბერალებად შერაცხილ ულტრალიბე¬რალებსა და კონსერვატორებს შორის [პაპავა 2024. თუმცა, მთავარია არ იყოს რადიკალიზმი, ვინაიდან რადიკალიზმი ახშობს სინამდვილის რეალურად აღქმის უნარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დედამიწაზე ჯერ ისევ მიმდინარეობს ცივი-ლიზაციათა დაპირისპირება, რაც ასევე ნეგატიურ გავლენასახდენს ყველა სფეროზე, მათ შორის, ეკონომიკაზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიდევ ერთი დიდი რისკი ახალი ტექნოლოგიებიდან მოდის. ანალიტიკოსებმა ამ რისკს უწოდეს ახალი „მასობრივი განადგურების იარაღი“ ანუ დეზინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით, რაც იდეალური ნიადაგია მისი გავრცელებისთვის [Как геополитическая... 2022]. გამოყენებული ლიტერატურა 1. აბესაძე რ. 2020. გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები. „ეკონომისტი“ 2020, № 2. |