English / ქართული / русский /
ეთერ კაკულიათეა ლაზარაშვილითეიმურაზ გოგოხია
კლიმატის ცვლილების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

ანოტაცია. გარემო ბუნება და ცხოვრების პირობები დედამიწაზე მუდმივად იცვლება. კლიმატური პირობების ცვლილების პრობლემა, რომელიც ვლინდება დედამიწაზე სხვადასხვა სფეროს საშუალოწლიური ტემპერატურული რეჟიმის ზრდაში და XXI საუკუნის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა გახდა.

მსოფლიო ეკონომიკის და მოსახლეობის გეგმები კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაბტაციისადმი უკვე გლობალური მოვლენა ხდება ამას გარდა სხვადასხვა სფეროს საშუალო ტემპერატურული ცვლილების შედეგად იცვლება ფლორა და ფაუნა, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონული ეკოსისტემის ნაწილს.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ჩქარი ტემპი, მძიმე მრეწველობის განვითარება, სამრეწველო დანიშნულების ფართობის რაოდენობის ზრდას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილებაში, რის გამოც მსოფლიოს ზოგიერთი რეგიონი ხდება საკმაოდ დაუცველი.

კლიმატის ცვლილების შედეგის ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები ვლინდება სოფლის მეურნეობაში, რადგან ატმოსფერული ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურის გაზრდის შედეგად ზოგიერთი ტერიტორიები  უვარგისი ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. ამგვარად, კლიმატის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე.

დათბობისაკენ კლიმატის ცვლილების ტემპების შემცირება და ეკონომიკური შედეგების გათანაბრება უნდა განიხილებოდეს გლობალურ დონეზე, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში იზრდება საწარმოო სიმძლავრეები, მრეწველობის კონცენტრაცია და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.  

*** 

კლიმატის ცვლილების ქვეშ იგულისხმება მოვლენა, რომელიც გამოხატავს გრძელვადიან გადახრას კლიმატური მაჩვენებლების მრავალწლიანი მაჩვენებლებიდან. ასევეა ანთროპოგენურ ფაქტორებთან მიმართებაშიც,თუმცა XIX საუკუნიდან  მოყოლებული ასეთი ტენდენციები დაკავშირებულია სულ უფრო მზარდ ანთროპოგენურ საქმიანობასთან.

კლიმატის ცვლილების ბუნებრივ მიზეზებს მიაკუთვნებენ ვულკანურ აქტივობას, მზის ციკლებს, სამხრეთის რყევას, ლითოსფერული ფენების ტექტონიკას და ორბიტალურ ცვლილებებს.

-       ვულკანების ამოფრქვევა იწვევს დიდი ოდენობის ფერფლის, მტვრის და გაზების გამოფრქვევას, მ.შ. გოგირდის დიოქსიდის. აღნიშნული გამოფრქვევები ქმნიან „ბირთვული ზამთრის“ ეფექტს (როდესაც დედამიწაზე მოხვედრილი მზის სხივები აირეკლება გამოფრქვეული ნაწილების ზედაპირიდან, რაც იწვევს გლობალური ტემპერატურის დაწევას).

-       მზის ციკლები წარმოადგენენ კლიმატის ცვლილების მიზეზს. დაახლოებით ყოველ 11 წელში იცვლება მზის ციკლი და იზრდება მზის ლაქების რაოდენობა და ამოფრქვევა, რაც იწვევს მზის რადიაციულi გამოსხივების ზრდას. მზის სხივები რომლებიც აღწევენ დედამიწას ნეგატიურად მოქმედებენ ფლორასა და ფაუნაზე და აგრეთვე აქვთ უდიდესი ზეგავლენა ტემპერტურის ამპლიტუდაზე.

-       ფენომენი ელ-ნინო  (სამხრეთის რყევა), ეს ზედაპირული წყლების მოკლევადიანი აწევაა, რომლებიც წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში მიმდინარეობს. იგი გამოწვეულია ზედაპირული წყლების რყევების შედეგად. ავსტრალიიდან უფრო მაღალი ტემპერატურის წყლის გადინება შეიძლება შეფერხდეს და შედეგად გამოიწვიოს ნალექის გაზრდა. ჯამში თბილი დინება ელ-ნინო იცვლება ცივით - ლა ნინით. ასეთი ცვლა ხდება ყოველ 2-5 წელიწადში.

-       ლითოსფეროს ფენების შედეგად შეიძლება წარმოიშვას მთის ქედები ან ღარები მიწაში, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ატმოსფეროსა და ოკეანის დინებების ცირკულაციაზე. მთის ქედები ანელებს ჰაერის მასების მოძრაობას და იწვევს ღრუბლების წარმოქმნას და ნალექს. ხოლო ოკეანის დინებებს უნარი აქვთ შეიცვალონ მიმართულება, რაც ზემოქმედებს სითბოს განაწილებაზე მსოფლიო ოკეანეში. ყველა ეს ბუნებრივი მოვლენა გავლენას ახდენს მსოფლიო ტემპერატურის ცვლილებაზე.

-       ორბიტალური ცვლილებები იწვევს მზის გამოსხივების  ცვლილებას რომელიც აღწევს დედამიწაზე, შესაბამისად სითბო ნაწილდება და ხდება კლიმატური ცვლილებები.

კაცობრიობის ძირითადი წვლილი კლიმატის ცვლილებაში არის სასათბურე გაზების გამოფრქვევა და ეკოსისტემის დარღვევა.

-       ყოველწლიურად იზრდება სასათბურე გაზების გამოფრქვევის მოცულობა. ისინი წარმოადგენენ სითბოს შემნახველებს დედამიწის ატმოსფეროში. ზოგიერთი სასათბურე გაზები შეიცავს ნახშირორჟანგს (CO2), მეთანს (CH4), აზოტის ოქსიდს (N2O) და ფტორირებულ ნახშირწყალბადებს. სასათბურე გაზების გამოყოფის მიზეზები სხვადასხვაგვარია. მაგ. წიაღისეული საწვავის წვა, როგორიცაა ნავთობი, გაზი და ქვანახშირი. მეთანი გამოიყოფა, როდესაც ორგანული ნივთიერებები იშლება ჟანგბადის ნაკლებობით. გაზის გამონაბოლქვი ძირითადად წარმოიშვება საწვავის წვის, სოფლის მეურნეობის წარმოების, ტრანსპორტის გამოყენების შედეგად, კერძოდ ავტომობილებისა და საჰაერო ტრანსპორტით.

-       ეკოსისტემების მიზანმიმართული ან შემთხვევითი განადგურება, რომელიც ვლინდება ტყეების გაჩეხვაში, ჭაობების ამოშრობაში, სტეპების ხვნაში ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, რადგან მწვანე მცენარეები, რომლებიც უმეტესობა წარმოადგენს ეკოსისტემების ძირითად შემადგენელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნახშირორჟანგის შეწოვასა და შენახვაში. აგრეთვე ტყეები და ჭაობები ხელს  უწყობენ წყლის ბალანსის შენარჩუნებას. ისინი ინარჩუნებენ სინოტივეს, რომელიც გამოდის ატმოსფეროში აორთქლების შედეგად და იწვევენ ნალექისა და ღრუბლიანობის წარმოქმნას. ამგვარად, ძირითადი წვლილი კლიმატის ცვლილებაში დათბობის ტენდენციით მიმდინარეობს უამრავი ბუნებრივი მოვლენის  და  ადამიანის გაუაზრებელი სამეურნეო საქმიანობის ენერგიის არარაციონალური მოპოვების, წარმოების ღია ციკლების და სხვათა შედეგად.

ატმოსფერული ჰაერის გლობალური ტემპერატურა 2011 წლიდან 2020 წლამდე XIX საუკუნესთან შედარებით გაიზარდა 11°C-ით; ამასთან დაკავშირებით პლანეტაზე უკვე ხდება ცვლილებები: მსოფლიო ოკეანის დონე აიწია 20 სმ-ით (1901 წლიდან 2018 წლამდე). გაიზარდა ბუნებრივი კატაკლიზმების რიცხვი, გაძლიერდა გაუდაბნოების ტემპი არიდულ და სემიარიდულ რაიონებში. აღწერილი ცვლილებების შედეგად პოტენციურად საშიშ რაიონებში მცხოვრები 3-დან − 3,6 მილიარდამდე ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ მოექცა.

კლიმატის ცვლილება იწვევს  ნეგატიურ შედეგებს გარემობუნებისთვისაც: მცირდება ზღვის ეკოსისტემების და ხმელეთის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება, ორგანიზმების საარსებო გარემოს პირობების ცვლილების შედეგად, რაც იწვევს მთლიანობაში ბუნებრივი კომპლექსების რღვევას.

მართალია მსოფლიო თანასაზოგადოება შეშფოთებულია კლიმატის ცვლილების პრობლემით, მაგრამ არ ხდება სათანადო ძალისხმევის გაღება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. მსოფლიოში უამრავი კონფერენცია ჩატარდა კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში: უმეტესობა სახელმწიფოების განვითარების სტრატეგიები ითვალისწინებენ განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე პოლიტიკის საკითხები, მომწიფებული კონფლიქტები უკანა პლანზე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის 2023 წლის 17 მაისის ანგარიშში ნათქვამია, რომ 66%-ის ალბათობით 1,5°C-ით გადასცდება ზღვარს, რომელიც დადგენილია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არქტიკულ რეგიონში ტემპერატურის აწევა არაპროპორციულად მაღალია: 3-ჯერ უფრო სწრაფად ხდება ვიდრე სხვა რეგიონებში.

კლიმატის ცვლილების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მთელს მსოფლიოში კლიმატური პირობების ტრანსფორმაციის დინამიური პროცესის  შედეგია, რომელიც გამოწვეულია როგორც ადამიანის და მისი სასიცოცხლო აქტივობით, ისე ბუნებრივი ფაქტორებით.

მსოფლიო მასშტაბით კონცეტრირებული წარმოების თანამედროვე პირობებში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია პროგნოზირებს ტემპერატურის ზრდას მთელ პლანეტაზე 1,5 გრადუსით. ტემპერატურის სისტემატური მატება მნიშვნელოვნად აისახება ბუნებაზე: ამინდის ანომალიები, ციკლონების მოძრაობის ცვლილებები, ნიადაგში კულტურების გამრავლების შესაძლებლობის გაქრობა საფრთხის მატარებელია გლობალური პერსპექტივით. შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონეც ასევე მნიშვნლოვნად იცვლება უარესობისაკენ. კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ შედეგებად შეიძლება ჩაითვალოს საკითხი, რომელიც ემუქრება: პლანეტის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;  სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობას; პლანეტის ეკოსისტემას. აგრეთვე მოსახლეობის გაზრდილი მიგრაცია და მთელს მსოფლიოში კონფლიქტების გაზრდის შესაძლებლობა.

დედამიწის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს. კლიმატური პირობების გეგმაზომიერი ტრანსფორმაცია გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების მთელ რიგ ასპექტებზე მთელს მსოფლიოში. პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვის დონე, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული კლიმატის ცვლადების ნებისმიერ ცვლილებებზე. ნალექის ციკლის ცვლილება, ხშირი სტიქიური უბედურებები, სხვადასხვა ტერიტორიების უვარგისობა სამეურნეო საქმიანობისათვის, ტემპერატურული რეჟიმის ცვლილება, სასმელ წყალზე მიუწვდომლობა და ატმოსფერული ჟანგბადის დაბინძურება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების დონეზე, შრომისუნარიანობაზე და მოსახლეობის შემოსავლების დონეზე და აგრეთვე დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას გრძელვადიან პერსპექტივაში, გარადაქმნის ადამიანის ბიოლოგიური განვითარების ხასიათს.

ბიოსფეროში სამეურნეო საქმიანობის წარმართვის შეუძლებლობის გამო წარმოების ციკლები ირღვევა და სახელმწიფოები კარგავენ საწარმოო რესურსებს,. შესაბამისად, მსოფლიოს რიგ რეგიონებში ძლიერდება სოციალური დიფერენციაცია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზემოქმედება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. კლიმატის ცვლილების პირდაპირ ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიაკუთვნებენ ბუნებრივი ანომალიების, კატასტროფების, გვალვების, მსოფლიო ოკეანის დონის აწევის და სხვა ზემოქმედება. ზემოქმედების არაპირდაპირი ფაქტორები კი კლიმატური პირობების ცვლილებებთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალია: მეურნეობის წარმართვის ნაკლები შესაძლებლობა, კონკრეტული ტეროტორიების არაადაბტიურობა, მიგრაციის დონის გაზრდა და სხვა.

სასურსათო უსაფრთხოების მიმართ საფრთხე აგრეთვე პირდაპირაა დამოკიდებული კლიმატურ ცვლილებებზე. საშუალო ტემპერატურის გაზრდა და შესაბამისად გვალვების წარმოშობა, ტერიტორიების არავარგისიანობა სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისათვის მოქმედებს დედამიწის მოსახლეობის კვების ხარისხსა და დონეზე, თავად სოფლის მეურნეობა ხდება სამუშაოს არასტაბილური და არაპროგნოზირებადი სახეობა. მთელს მსოფლიოში მოსავლის უკმარისობის მზარდი რისკი აიძულებს სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს  მინდვრებში მოსაყვანი მარცვლეული კულტურები ქიმიურად დაამუშაონ. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი სახეობის კულტურის კვლავწარმოება შეიძლება მთლიანობაში მიუღწეველიც იყოს, რაც პირდაპირ ზემოქმედებს აუცილებელ პროდუქციაზე  ფასწარმოაქმნასა და ღირებულების გაზრდაზე გეომეტრიული პროგრესიით. სასათბურე გაზების მნიშვნელოვანი გამონაბოლქვის  გამო კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მეცხოველეობა და ცხოველური პროდუქტებიც სამეურნეო საქმიანობის წარმოების შეზღუდული ტერიტორიების გამო.

არასრულყოფილი კვება, კვებისადმი სისტემატური წვდომის არარსებობა, აგრეთვე უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ სტაგნაციის ტენდენცია. სტაბილური კვების უზრუნველყოფის საკითხი გაჟღერებულ იქნა რომის დეკლარაციის საერთაშორისო კონფერენციაზე კვების საკითხებთან მიმართებაში, რომელშიც აღინიშნება სასურსათო უსაფრთხოებაზე და კვებაზე კლიმატის ცვლილებისა და სხვა ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებასთან ბრძოლის აუცილებლობა.

კლიმატის ცვლილების არანაკლებ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს რეგიონულ ეკოსისტემებზე, დედამიწის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე საფრთხის არსებობა, რომელზეც დამოკიდებულია ყველა იმ სახის მცენარეებისა და ცხოველების კვლავწარმოების ციკლი, რომლებიც ინარჩუნებენ  გარემოს და მთლიანად ეკოსისტემების მდგომარეობას.

ტემპერატურის მატებამ და კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფლორისა და ფაუნის ზოგიერთი სახეობის არსებობას, რაც დააზარალებს გლობალურ ეკოსისტემას, დაარღვევს რა ბუნებრივ რეპროდუქციულ ბალანსს.  ამასთან მცენარეთა და ცხოველთა გარკვეული სახეობები შეიძლება ვერ გადაურჩნენ ასეთ ადაბტაციას, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ ხარჯებს ამა თუ იმ რეგიონში, სადაც ეკოსისტემის სტაბილურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს იმ ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოების სტაბილური საქმიანობა, რომელსაც იყენებს მოსახლეობა.

კლიმატის ცვლილების კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მოსახლეობის მიგრაციის დონის გაზრდა მთელს მსოფლიოში. პირველ რიგში ეს მოვლენა გამოწვეულია მსოფლიო ოკეანის დონის, გვალვების და ბუნებრივი კატასტროფების გაზრდით მსოფლიო მასშტაბით, რომლებმაც მნიშვნელოვანად განსაზღვრეს მოსახლეობის მობილობის სიჩქარე მსოფლიოს რეგიონებში. მოსახლეობის გადაადგილება და კლიმატური მიგრაცია აღარაა ახალი ტენდენცია.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების გამო ადამიანები იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, რაც განპირობებულია უმუშევრობით და სასიცოცხლო აქტივობისათვის გამოუყენებლი სხვადასხვა ტერიტორიების არსებობით. მოსახლეობა იძულებული იქნება ეძებოს ისეთი ახალი სივრცეები, სადაც მთლიანად იქნება რეალიზებული ყველა სოციალური გარანტია. კლიმატური მიგრანტების დინების გაზრდა შეიძლება გახდეს კიდევ ერთი წინაპირობა სახელმწიფოებს შორის პოტენციური კონფლიქტებისათვის. კონფლიქტები შეიძლება წარმოიშვას საკუთარი ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად მიგრანტების პოტენციური მოდინების ფონზე.

კლიმატის ცვლილების პირდაპირ შედეგად გვევლინება აგრეთვე როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური კონფლიქტების მზარდი შესაძლებლობები რომლებიც გამოწვეულია ეროვნული ეკონომიკების განვითარებისათვის საჭირო რესურსების ძიებით. საშუალო ტემპერატურის აწევით გამოწვეული ეკონომიკური დისპროპორცია,  ხდება კონფლიქტების დაწყების პროცესის კატალიზატორი. კლიმატური ცვლილებები გახდა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ხასიათის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი. პოტენციური წინააღმდეგობები შეიძლება ეყრდნობოდეს შეზღუდული სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების ფლობის საკითხს, აგრეთვე მოსახლეობის განაწილებას, რომლებიც იძულებულნი არიან ემიგრაციაში წავიდნენ ამა თუ იმ რეგიონში მკვეთრი კლიმატური პირობების ცვლილების გამო რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზირების შესაძლებლობის რეალიზაციისათვის. მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსების ფლობა  გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ურთიერთკავშირის დადგენის, რომლებიც აქტიურად ახორცილებენ სავაჭრო საქმიანობას შიდა ბაზრის სტაბილურობის მხარდასაჭერად.

თუკი ტემპერატურის ზრდის ტემპი მსოფლიო მასშტაბით შეინარჩუნებს თავის ახლანდელ დინამიკას, ამ მოვლენის ეკონომიკური შედეგების ზემოქმედება იქნება უპრეცენდენტო და ფართომასშტაბური. ეკონომიკური განვითარების დონე და მშპ-ის საერთო მაჩვენებელი დაიწყებს სტაგნაციას დედამიწაზე ტემპერატურის აწევის და მსოფლიოს ყველა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შემცირების ფონზე.

მსოფლიოში კლიმატის ცვლილებაზე კონტროლის აუცილებლობა გარდუვალი გახდა. ერთ-ერთი ასეთი კონტროლის მცდელობაა რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა გენერალური ანსამბლეის კონსენსუსის გზით 2023 წლის 12 აპრილს, რომელიც ითხოვს საკონსულტაციო დასკვნას კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფოების ვალდებულებების  საკითხზე.

მდგრადი განვითარების მიზნები ხაზს უსვამს, რომ გადაუდებელი ზომების მიღება კლიმატის ცვლილების და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმოადგენს აუცილებლობას არსებული სიტუაციის შესაცვლელად. თავის შინაარსით მიზანი ეყრდნობა სახელმწიფოს საქმიანობის ძირითად პრიურიტეტულ მიმართულებებს მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებების შესანარჩუნებლად. მასშივე სარეკომენდაციო ფორმით ჩამოყალიბებულია პრიციპები, რომელთა დაცვითაც მსოფლიო თანასაზოგადოებას შეუძლია აღმოფხვრას ტემპერატურის მნიშვნელოვანი აწევა დედამიწაზე.

ამგვარად, კლიმატის ცვლილების სოცაილურ-ეკონომიკური შედეგები დამოკიდებულია რიგ წინაპირობებზე, რომლებიც გამოწვეულია როგორც აქტიური ანთროპოგენოზით, ისე საქმიანობის ბუნებრივი მიზეზებით. წარმოადგენს რა გაეროს და მისი ორგანოების ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებას დედამიწაზე ტემპერატურის ზრდის შეკავების საქმიანობა და მისი გავლენის შედეგების შესუსტება, ხდება კონცეპტუალური საფუძველი დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების  და მოსახლეობის იმ ნაწილის მხარდასაჭერად, რომლეიბიც აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში დედამიწაზე ამინდის პირობების მნიშვნელოვანი ცვლილების გამო.

1988 წელს კლიმატის ცვლილების პრობლემა მიჩნეულ იქნა გაეროს მიერ კაცობრიობის წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გლობალურ გამოწვევად. იმევე წელს შეიქმნა ექსპერტების მთავრობათაშორისი ჯგუფი კლიმატის ცვლილებაზე, რათა უზრუნველყოთ  კლიმატის ცვლილების, მისი მიზეზების, პოტენციური შედეგების და რეაგირების სტრატეგიების სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ყოვლისმომცველი შეფასება.

1992 წელს გაეროს კონფერენციაზე გარემოსა  და მისი განვითარების შესახებ რიო დე ჟანეიროში ხელი მოეწერა კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციას. სწორედ ის გახდა ძირითადი საერთათაშორისო დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო კლიმატის ცვლილების გლობალურ პრობლემასთან.

გაეროს ჩარჩო კონვენციის თანახმად განვითარებულ ქვეყნებს თავის თავზე უნდა აეღოთ ლიდერების როლი კლიმატის ცვლილებასთან და მის დამანგრეველ შედეგებთან ბრძოლის, რათა შენარჩუნდეს კეთილსასურველი გარემო მომავალი თაობებისათვის, ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მხარის თავისებურება, მოთხოვნილება და სუსტი მხარეები. ამ კონვენციის ძირითადი მიზანი არის ატმოსფეროში სასათბურე გაზების გამოფრქვევის სტაბილიზაცია იმ დონეზე, რომელსაც არ ექნებოდა საშიში ანთროპოგენური ზემოქმედება კლიმატურ სისტემაზე. ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ ჩარჩო კონვენციის შესრულების ვალდებულებას სჭირდებოდათ ახალი დებულებები და გეგმები 2000 წლის შემდგომ. კლიმატის ცვლილების ჩარჩო პროგრამის მესამე კონფერენციაში კიოტოში 1997 წლის დეკემბერში გაჩნდა კიოტოს პროტოკოლის ტექსტი, რომელიც მოიცავდა გეგმებს მომდევნო წლებში სასათბურე გაზების გამოფრქვევის შემცირების შესახებ.

გაეროს კლიმატის შესახებ კონფერენციაზე პარზში 2015 წელს მონაწილე ქვეყნებმა თავის თავზე აიღეს ვალდებულება შეემუშავებინათ და დაემტკიცებინათ ახალი ყოვლისმომცველი შეთანხმება 2020 წლს შემდგომ რომელიც მოიცავდა კლიმატის ცვლილების ყველა ასპექტს. ყველა მონაწილე ქვეყნისათვის პრიორიტეტული გახდა გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვა 2°C-ის ფარგლებში ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კლიმატის ცვლილების შედარებით კატასტროფული შედეგები.

შეთანხმებაში აგრეთვე აისახა ქვეყნების ადაბტაციური პოტენციალის ზრდის იდეა შემდეგი მექანიზმის მეშვეობით: ახალი შესაბამისი ფინანსური ნაკადების შექმნა; ახალი ტექნოლოგიური ჩარჩო პროგრამის მიღება და კლიმატის ცვლილებებისადმი ქვეყნების პოტენციალის გამყარების ჩარჩო პროგრამის შემუშავება.

ქვეყნებმა, რომლებმაც მიიღეს პარიზის შეთანხმება, ვალდებულება აიღეს შეექმნათ და შეემუშავებინათ საკუთარი სამოქმედო გეგმები გამოფრქვევის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებებთან ადაბტაციის კუთხით და განეახლებინათ ყოველ 5 წელიწადში.

თითოეული ქვეყნის სამოქმედო გეგმები უნდა ასახავდეს მიზნობრივ მაჩვენებლებს და პროექტებს 2 ძირითადი მიმართულებით:

  • სასათბურე გაზების გამოფრქვევის შემცირება, რომლებიც ზემოქმედებენ კლიმატური სისტემების ცვლილების სტაბილურობაზე;
  • კლიმატური სისტემების დესტაბილიზაციის გამო წარმოშობილ შედეგებთან ადაბტაციის ზომები.

დღესდღეობით ქვეყნების ადაბტაციური ინიციატივები მიმართულია ორ შედარებით აქტუალური საქმიანობის სფეროსაკენ.

  1. ადაბტაციური პოტენციალის და მდგრადობის გაზრდის აუცილებლობა;
  2. დაუცველობის შემცირება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მრეწველობა განვითარებული ქვეყნებისათვის ადაბტაციის ზომები მდგომარეობს ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების ზარალის შემცირებაში. განვითარებადი ქვეყნები  შედარებით დაუცველებია კლიმატის ცვლილებებისადმი. საკმარისი ეკონომიკური პოტენციალი, მისი განუხრელი ზრდის შესაძლებლობა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს ადაბტაციური ზომების მისაღებად განვითარებად ქვეყნებში.

ყველაზე მეტი ძალისხმევა  მიმართული უნდა იყოს ადაბტაციის  მნიშვნელოვანი ასპექტების მიმართ.

  1. მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა;
  2. ჯანდაცვის და განათლების სისტემის ხარისხის გაზრდა ამ სფეროებში ინვესტირების გზით;
  3. სტიქიური უბედურებებისადმი ბრძოლისათვის ზომების გაზრდა და აქტუალიზაცია;
  4. მოსახლეობის უღარიბესი ფენების მდგრადობის პოტენციალის გაზრდა სოციალური უზრუნველყოფის სტრუქტურების საქმიანობის მეშვეობით.

კლიმატის ცვლილებასთან ადაბტაციისთვის მდგრადი გადაწყვეტილებების ძიებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ბუნებრივი ეკოსისტემების მნიშვნელობას, რომლებიც ხდებიან ბუფერული ზონები და მრავალგზის ასუსტებენ ექსტრემალური პირობებისა და საშიში ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებას.

ბუნების გამოყენების სტრატეგიას კლიმატური ზემოქმედებებისაგან დაცვის მიზნით ეწოდება ადაბტაცია ეკოსისტემების საფუძველზე.

ეკოსისტემების საფუძველზე ადაბტაციიის პროექტები მუშავდება 6 ძირითადი მიმართულებით;

  1. გვალვები: ბუნებრივი სისტემების გამოყენება მდგრადი წყალმომარეგების უზრუნველსაყოფად;
  2. ტყის ხანძრები: ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა იმ ტერიტორიებზე სადაც არაა ფლორა;
  3. ქალაქებში ძლიერი სიცხეების პერიოდები: ხეების განაშენიანება ქალაქებში და დასახლებულ ადგილებში ეკოლოგიური კარკასების გაძლიერება;
  4. სანაპირო წყალდიდობები: სანაპირო ეკოსიტემების განვითარება და გაძლიერება, რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ ეკონომიკურად ეფექტური კაშხლების სახით, რომლებიც ზღვის დონის აწევით გამოწვეულ ორ ძირითად საშიშროებას აღუდგება წინ: სანაპირო რაიონების დატბორვა და სანაპირო ზოლის განადგურება.
  5. მეწყერი და ეროზია: ზომების გატარება რომელიც მოიცავს ნიადაგის გამყარებას და ნიადაგის ცოცხალი საფარის აღდგენას;
  6. გაუდაბნოება და ქვიშის ქარიშხალი: ინიციატივების განვითარება „დამცავი ბუნებრივი მწვანე ზონების“ შესაქმნელად. 

დასკვნა 

ამგვარად, პლანეტის კლიმატურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არსებით ზემოქმედებას ახდენენ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მთელი მსოფლიო მასშტაბით.

კლიმატის ცვლილება ეს გლობალური, სისტემური მოვლენაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე, იწვევს პროცესებს, რომლებიც გარდაქმნიან დედამიწაზე ცხოვრების პირობებს. ეკოსისტემები გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ზოგიერთი ტერიტორია უვარგისი ხდება ეკონომიკური აქტივობისათვის და საცხოვრებლად, ხოლო ბიოლოგიური მრავალფეროვნება შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, რაც თავის მხრივ უარყოფითად იმოქმედებს ეკოსისტემის სერვისებზე.

გაეროსთვის კონცეპტუალურად მნიშვნელოვანია  კლიმატის ცვლილებებისა და მოსახლეობის ადაპტაციის საკითხი არსებულ რელობაში ცვალებად პირობებთან. მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას ადაბტაციის მექანიზმების შემუშავებით და აგრეთვე ცხოვრების სწრაფად ცვალებად პირობებთან შეგუებისათვის პროგრამების შექმნის გზით კატასტროფული შედეგები დედამიწაზე შეიძლება აღმოფხვრილ იქნას.

საერთაშორისო თანამშრომლობას გლობალური მასშტაბით შეუძლია იმოქმედოს იმ საშიშროების წინააღმდეგ, რომელიც ემუქრება არა მარტო მსოფლიოს ეკოსისტემებ,ს არამედ დედამიწის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Сафонов Георгий. Изменение климата и общество. Фонд им. Фридриха Эберта. 2019. https://library.fes.de/pdf-files/id-moe/16398.pdf
  2. Доклад эксперта. Генеральная Ассамблея. Социально-экономические последствия климата и механизмы адаптации населения. https://documents.un.org/doc/undoc/gen/n23/393/95/pdf/n2339395.pdf 
  3. Blue growth: unlocking the potential of the oceans (H2020-BG-2014-2015), Blue Growth: demonstrating an ocean of opportunities (H2020-BG-2016-2017), Blue Growth: sustainably harvest the potential of aquatic and marine resources, while protecting biodiversity and enhancing climate resilience (H2020-BG-2018-2020).
  4. Sumaila, U.R., Walsh, M., Hoareau, K. et al. Financing a sustainable ocean economy. Nat Commun 12, 3259 (2021). https://doi.org/10.1038/s41467-021-23168-y
  5. P. Ramirez-Monsalve, J Van Tatenhove ‘Mechanisms of power in maritime spatial planning processes in Denmark, Ocean & Coastal Management’ (2020).
  6. The EU Blue Economy Report 2022. European Union, 2022.