ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ელისო ლანჩავა ∘ გიორგი დარჯანია ∘ ცოდნის მენეჯმენტის როლი ორგანიზაციის ინოვაციურ საქმიანობაში ანოტაცია. თანამედროვე გლობალური გამოწვევები კარნახობს მენეჯმენტის ახალი მიდგომების შემუშავების აუცილებლობას. ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა ცოდნის მენეჯმენტს. სტატიაში განხილულია ,,ცოდნის მენეჯმენტის“ არსი და მისი როლი ორგანიზაციის საერთო სტრატეგიაში. ხაზგასმულია ორგანიზაციის საქმიანობაში მისი დანერგვის მიზანი და ამოცანები. შემოთავაზებულია რიგი ღონისძიებები ორგანიზაციის ინოვაციურ საქმიანობაში ცოდნის მენეჯმენტის წარმატებით განსახორციელებლად. ცოდნა განიხილება, როგორც კომპანიის არამატერიალური აქტივი, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად კონკურენტულ უპირატესობას. საკვანძო სიტყვები: ცოდნა, ცოდნის მენეჯმენტი, ინტელექტუალური კაპიტალი, ინოვაცია, ინოვაციური საქმიანობა. 21-ე საუკუნე გლობალური მასშტაბის ცვლილებათა საუკუნეა და ამ ცვლილებების ტემპი სულ უფრო მატულობს. იქმნება ახალი ცოდნა, ინფორმაცია, რომლის მოდინების სისწრაფე იმდენად დიდია, რომ ძალიან სწრაფად ძველდება კიდევაც. ამიტომ, ადამიანისთვის არ არის საკმარისი ერთხელ პროფესიის დაუფლება და სპეციალობის შესწავლა. აუცილებელია ცოდნის მუდმივი გაღრმავება, ახლის ძიება, ათვისება და რეალიზაცია. კაცობრიობის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი საზოგადოების განვითარების საფუძველს წარმოადგენს ცოდნა, ცოდნის შექმნა, გავრცელება და გამოყენება. ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული ტენდენციაა მისი ცოდნის ინტენსივობის გაზრდა. თანამედროვე ბიზნესის წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ცოდნის დაგროვებისა და გამოყენების პროცესების წარმატებაზე. ბიზნესის ეფექტურობის გასაღები არის კრეატიული ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტური გამოყენება. ეს ასევე ეხება ინოვაციების და ტექნოლოგიების დაჩქარებულ დანერგვას მათი ეფექტური კომერციალიზაციისათვის. ცოდნა ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის შედეგების შენახვისა და სისტემატიზაციის ფორმას წარმოადგენს. ის გვეხმარება საკუთარი საქმიანობის რაციონალურ ორგანიზებასა და ამ პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში. ცოდნა ფასეული რესურსია. თანამედროვე კომპანიები სულ უფრო და უფრო ცდილობენ აითვისონ ახალი ცოდნა და მაქსიმალურად გამოიყენონ ის. ცოდნა პროდუქტია, რომელიც, ერთის მხრივ, კერძოა, შეიძლება მისი მითვისება, მეორე მხრივ, კი საზოგადოებრივი, ყველას საკუთრება. დროთა განმავლობაში ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათი გადარჩენისთვის. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კი მიხვდნენ, რომ ცოდნა სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი იყო ორგანიზაციებისთვის. ამ დროიდანვე დაიწყო ფიქრი კაცობრიობაში დაგროვილი ცოდნის შენახვაზე, თანაც ისე, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. ადამიანს, ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევს დიდი რაოდენობის ინფორმაციასა და მონაცემებთან შეჭიდება. ეს ინფორმაცია და მონაცემები არ არის ცოდნა მანამ, სანამ ადამიანი ვერ მიხვდება, როგორ გადააქციოს ისინი ღირებულად. ადამიანებმა უნდა შესძლონ არსებული უზარმაზარი ინფორმაციიდან მათთვის სასარგებლო ინფორმაციის ამოღება, გაანალიზება და მისი დამუშავება, გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ანუ ცოდნის ეფექტურად გამოყენება. სწორედ ამაში გვეხმარება ცოდნის მენეჯმენტი. ცოდნის მენეჯმენტი არის ორგანიზაციაში ცოდნისა და ინფორმაციის შექნის, გავრცელების, გამოყენებისა და მართვის პროცესი. ის გულისხმობს ინტერდისციპლინურ მიდგომას ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, ცოდნის ყველაზე ეფექტიანი გამოყენების გზით. ცოდნის მენეჯმენტი ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს დღეს როგორც სამრეწველო, ასევე საინფორმაციო-კვლევით სამყაროში. ის სწრაფად განვითარდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, რაც განპირობებული იყო ბიზნესსა და სოციალურ ცხოვრებაში პრიორიტეტების ცვლილებით, ასევე მიმდინარე სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციით, რომელიც ეფუძნება უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. ყოველივე ამან განაპრობა იმის გარკვევა, რომ ორგანიზაციის ღირებულებები არის არა მხოლოდ მისი აქტივები, პროდუქტები და ქონება, არამედ მისი გამოცდილება, თანამშრომლების კვალიფიკაცია და მათი ლოიალობა, ცოდნა და კულტურა, ანუ ყველაფერი, რაც შედის კონცეფციაში ,,ინტელექტუალური კაპიტალი“. ბაზრისა და საზოგადოების განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე ინტელექტუალური კაპიტალი არის ორგანიზაციის მთავარი ღირებულება და კონკურენციის გადამწყვეტი ფაქტორი. მისი შეფასება, დაგროვება, განვითარება და რაც მთავრია, მართვა, ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, გახდა მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისათვის გადაუდებელი ამოცანა. ამასთან, ინტელექტუალური რესურსები უმთავრეს როლს ასრულებენ განვითარებული ქვეყნების ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ცოდნის მენეჯმენტის განვითარება განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ პერსპექტივებს, მისი უნიკალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ახალი, თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. ხოლო ძირითადი ამოცანებია: 1)ინტელექტუალური კაპიტალის ეფექტიანად გამოყენება ორგანიზაციის წინაშე დასახული მიზნების მისაღწევად; 2)თანამშრომლების სწავლება და მოტივირება; 3)შესაბამისი გარემოს შექმნა ინოვაციის დანერგვისა და რეალიზაციისათვის. ორგანიზაციები თანდათან უფრო აცნობიერებენ, რომ ინტელექტუალური კაპიტალი და კორპორაციული ცოდნა ღირებული აქტივია, რომელიც შეიძლება მართო ისევე ეფექტურად, როგორც ფიზიკური აქტივები, რათა გააუმჯობესო საბოლოო შედეგი. ცოდნის მენეჯმენტი ფოკუსირებას ახდენს ადამიანთა კავშირებზე, პროცესებზე და ტექნოლოგიებზე, რათა მიღწეულ იქნას კორპორატიული ცოდნის მიზანი. ამასთან, ფასდება არა ის, თუ რამდენად ბევრი ინფორმაციის მფლობელია დღეს ადამიანი ,არამედ, ის, თუ როგორ მოახდენს ის საკუთარი ცოდნის გამოყენებას, მართვას, თუ რამდენად არის იგი ახალი იდეების, ახალი ცოდნის გენერირების აქტიური მონაწილე. ცოდნა თავისებური ობიექტი და უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელიც საკმაოდ ფასეულია ორგანიზაციისათვის. ცოდნის მენეჯმენტის მიზანია შენახვა, კვლავწარმოება, განვითარება, ცოდნის გამოყენების ორგანიზება. სამწუხაროდ, ცოდნის მენეჯმენტის უნივერსალური განმარტება არ არსებობს. ზოგადად, ირჩევენ მის შემდეგ განსაზღვრებას: ,,ცოდნის მენეჯმენტი მოიცავს მულტიდისციპლინარულ მიდგომებს ცოდნის ეფექტურად გამოყენების გზით ორგანიზაციაში შედეგების მაქსიმალიზაციისათვის.“ცოდნის მენეჯმენტი მდგომარეობს მუდმივ სწავლებაზე დამყარებული კულტურის შექმნასა და მხარდაჭერაში, რომლის დროსაც ორგანიზაციის მუშაკები სისტემატიურად ამდიდრებენ თავის ცოდნას და ამავე დროს უზიარებენ მას კოლეგებს უფრო მაღალი წარმადობის მისაღწევად. ცოდნის მენეჯმენტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინტელექტუალური კაპიტალის ეფექტიანი გამოყენებით გზით ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევა. იგი განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ პერსპექტივებს, მისი უნიკალური სტრუქტურის შექმნას და ახალი, თანამედროვე მეთოდების გამოყენებას კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით. კომპანია, საკუთარი ინტელექტუალური კაპიტალის საფუძველზე, ყოველთვის მიზნად ისახავს ორგანიზაციული უნარების მაქსიმიზაციას და აგრეთვე ფულადი ღირებულებების მუდმივ წარმოქმნას. ცოდნის მენეჯმენტი ცდილობს გაააუმჯობესოს პროფესიონალების ცოდნა კომპანიის შიგნით, კაპიტალის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით. ეს არის პროცესი, რომლითაც ორგანიზაციები ქმნიან ღირებულებას თავიანთი ცოდნაზე დაფუძნებული აქტივებიდან. ყველაზე ხშირად, ასეთი აქტივებიდან ღირებულების გამომუშავება გულისხმობს იმის დოკუმენტირებას, თუ რა იციან თანამშრომლებმა, პარტნიორებმა და მომხმარებლებმა და ამ ინფორმაციის გაზიარებას თანამშრომლებთან, დეპარტამენტებთან და სხვა კომპანიებთანაც კი, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავების მიზნით. ორგანიზაციებს მუდმივად სჭირდებათ ადაპტირება და ინოვაციები, რომ დარჩნენ კონკურენტუნარიანი დღევანდელ სწრაფად ცვალებად ბაზრებზე. ინოვაციური მზაობა არის მათი გადარჩენის საშუალება. ცოდნის მენეჯმენტი ასტიმულირებს ინოვაციას და ხელს უწყობს პროცესის ორგანიზებას იდეების შექმნიდან მათ განხორცილებამდე კომპანიის ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებში. ინოვაცია ეფუძნება ცოდნის მენეჯმენტს და როგორც კვლევები აჩვენებენ, ყველა ინოვაციური კომპანია მართავს თავის ცოდნას. ცოდნის მართვის ზოგიერთი ტექნიკა და ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ინოვაციების შექმნას და ეხმარება კომპანიას იდეების გენერირებაში და მათ ინოვაციად გადაქცევაში. მაგ.:
ამრიგად, ზოგიერთი მეთოდოლოგიური მიდგომა და ცოდნის მართვის ინტრუმენტი ქმნის შესაბამის პირობებსა და შესაძლებლობებს თანამშრომელების მიერ აქტიური იდეების შესაქმნელად და მათი შემდგომი განხორციელებისათვის ინოვაციურ ბიზნეს პროცესებში. ცოდნის მენეჯმენტი უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას ახალი მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ადამიანების ინოვაციური აქტივობისა და კრეატიულობის გამოყენებისადმი და ასევე, სინერგიულ კავშირს მენეჯმენტში ტექნოლოგიურ და ქცევით ასპექტებს შორის. მისი დახმარებით ხდება უწყვეტი განათლების მიღება, თვითსწავლება, ცვალებად პირობებში ადაპტირება, კრიტიკული აზროვნება და სიახლეების ძიება. ორგანიზაციის მმართველობით საქმიანობაში ცოდნის მენეჯმენტის წარმატებით დანერგვისათვის აუცილებელია რიგი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა:
წამყვანი კომპანიების ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ ცოდნა არის ინოვაციის წყარო და მთავარი ფაქტორი მაღალი ხარისხის პროდუქტებისა თუ სერვისების შესაქმნელად. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნის მართვის გამოცდილების შესწავლას და სრულფასოვან ანალიზს, ასევე ორგანიზაციების სამუშაო პრაქტიკაში ახალი ორგანიზაციული მოდელებისა და მეთოდების გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენას. რაც უფრო მეტი ცოდნა იქმნება, გადაეცემა, ინტეგრირდება და გამოიყენება ორგანიზაციაში, მით უფრო იზრდება კომპანიის კომპეტენციების რაოდენობა და ბაზრის შეთავაზებების რაოდენობა, რაც იწვევს მისი შემოსავლის ზრდას. ამრიგად, ცოდნის მენეჯმენტი, თანამედროვე ბიზნეს გარემოში, პოზიციონირებს როგორც ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის ინოვაციური ინსტრუმენტი. მისი ეფექტიანი დანერგვისათვის ორგანიზაციის ბიზნეს პრაქტიკაში, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მმართველობითი ფუნქციის რეალიზებას, რაც პირდაპირ აისახება როგორც ცალკეული ორგანიზაციის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. გამოყენებული ლიტერატურა
|