English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და არსებული ეკონომიკური საფრთხეები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოსა და მის რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოო და მომსახურების სისტემების განვითარების დონე, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელ საფუძველს ეკონომიკური და სოციალური ზრდისთვის საჭირო ძირითად საშუალებებს; გაანალიზებულია ამასთან არსებული ეკონომიკური საფრთხეების წარმოშობის მიზეზები და მათი დაძლევისათვის მიზანშეწონილი მიმართულებები, რაც ევროინტეგრაციისა და მასთან დაკავშირებული ახალი საბაზრო ურთიერთკავშირების წარმოქმნის ძირითადი წინაპირობაა.

საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი, განვითარება, წარმოება, მომსახურება, საფრთხეები, რეგიონები, ეკონომიკური ზრდა. 

შესავალი

თანამედროვე საბაზრო გარდაქმნების ვითარებაში ეკონომიკური სისტემების განვითარების დონის ამაღლების აუცილებლობა განაპირობებს მცირე ბიზნესის საწარმოო ობიექტების ჩამოყალიბების საჭიროებას, რომლის ძირითად მიზანს საქართველოში პერიოდულად წარმოქმნილი ეკონომიკური საფრთხეების დაძლევა წარმოადგენს. ამჟამად  არსებულ ეკონომიკურ საფრთხეებს შორის ძირითადია პროდუქციისა და მომსახურების სისტემის განვითარების დონის შეუსაბამობა ევროინტეგრაციის პროცესის მოთხოვნებთან, ასევე მცირე ბიზნესის ინოვაციური სისტემის განვითარების დონის ჩამორჩენა ეკონომიკური და სოციალური ზრდისათვის საჭირო ინოვაციების გამოყენების პროცესისგან. მცირე ბიზნესის ინოვაციური სისტემის განუვითარებლობა ზოგიერთ რეგიონებსა და სამხედრო- პოლიტიკური კონფლიქტების ზონებში, ამით წარმოქმნილი ეკონომიკური საფრთხეები განაპირობებენ შიგა საბაზრო პროცესების შეფერხებას, ინოვაციური ტექნიკისა და მაღალი ტექნოლოგიური გამოყენების შეუძლებლობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის და სხვა. რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს მცირე ბიზნესის საწარმოო და მომსახურების სისტემების განვითარებისათვის საქართველოსა და მის რეგიონებში. ამ მიმართულებით არსებული ეკონომიკური საფრთხეების დაძლევა საქართველოში  ევროინტეგრაციის თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. 

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისას არსებული ეკონომიკური საფრთხეები საქართველოში, თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური პროცესების განხორციელებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

მცირე ბიზნესის განვითარება და მისი დონის ამაღლება საქართველოში ევროინტეგრაციასა და საბაზრო ურთიერთობათა მოწესრიგებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, ამავე დროს იგი თანამედროვე ეკონომიკური პროცესების განხორციელებისა და ამ დროს არსებული ეკონომიკური საფრთხეების დაძლევისათვის  და უსაფრთხოების დაცვისათვის ერთ ერთი მთავარი საშუალებათაგანია. აღნიშნულთან განუყრელად დაკავშირებულია ბიზნესის ინოვაციური სისტემებისა და ამასთანავე ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და მისი შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება. რაც საწარმოო და მომსახურების სხვადასხვა დარგებსა და სამეურნეო სფეროებში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოო სისტემების ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი საშუალებაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია: მეწარმეობის მცირე და საშუალო ობიექტების  ჩამოყალიბება   ინტეგრაციის განსახორციელებლად. ამ სფეროში ფუნქციონირებადი საწარმოების უსაფრთხოების სისტემის გამოყენება საქართველოში ამჟამად არსებული ეკონომიკური საფრთხეების დასაძლევად; საქართველოს რეგიონების ეკონომიკური სისტემების განვითარების დონეთა შორის არსებული უთანასწორობისა და ეკონომიკური საფრთხეების, როგორც აღნიშნულ დონეზე მოქმედი ძირეული ფაქტორების დაძლევა; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონის ამაღლებისათვის საჭირო საწარმოო, ტექნიკური და ინოვაციური სისტემების გამოყენების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მეწარმეობის დარგების ევრო სამეწარმეო სფეროებთან ინტეგრაციის დაჩქარება და სხვა.

ბიზნესის განვითარების დონეზე მოქმედი ფაქტორებისა იმ ეკონომიკური საფრთხეების გათვალისწინება, რომლებიც განაპირობებენ საქართველოსა და მისი რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ძირეულად უკავშირდება მცირე და საშუალო სამეწარმეო სისტემების საქმიანობის და რაციონალურად წარმართვისა და პერიოდულად წარმოქმნილი საბაზრო და საკომუნიკაციო საფრთხეების, ასევე სატრანსპორტო სიძნელეების, სამხედრო პოლიტიკური გარდაქმნებისა და პანდემიური პროცესების წარმოშობას. იმ ეკონომიკურ საფრთხეებს შორის რომლებიც ზემოქმედებენ მცირე ან საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და მისი დონის ზრდის მიმართულებით, აღსანიშნავია:

  1. ბიზნესის მცირე და საშუალო სიტემებში წარმოებისა და მომსახურების მოცულობა, რომელიც მიეწოდება საბაზრო სიტემებს საქართველოსა და მის რეგიონებში.
  2. მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტებზე დასაქმების არსებული დონე და მისი ზრდის შესაძლებლობა;
  3. შემოსავლების სიდიდე, რომელიც მიიღწევა საქართველოსა და მისი რეგიონების ეკონომიურ სისტემებსა და ბიზნესის მცირე საწარმოებში, ასევე შემოსავლები მცირე და საშუალო მეწარმეობიდან და ევროინტეგრაციაში გაერთიანებული ან შემავალი სამეწარმეო საქმიანობიდან
  4. აღნიშნულ ბიზნეს სისტემებში ინოვაციურობისა და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების დონე და მის წარმოებათა ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელია ინოვაციური ბიზნესის განვითარებისათვის და ევრო ინტეგრაციულ და საერთაშორისო საბაზრო პროცესებში მონაწილეობისათვის. რაც ძირითადად შრომატევადობისა და კაპიტალ ტევადობის მახასიათებლების ასახვის გზით უნდა იქნეს წარმართული, რაც ბიზნესის მმართველობითი სისტემის რაციონალურობასა და ეფექტიანობას უდევს საფუძვლად საბაზრო უპირატესობის ერთ ერთ საფუძველს წარმოადგენს.

ევრომეწარმეობის განვითარების პროცესის ძირითად მოთხოვნას და აუცილებელ წინაპირობას  წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში და მისი ინტეგრაცია ევროსაბაზრო ურთიერთობების გაფართოების მიზნით. ამისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ინოვაციური პროდუქციის წარმოების ათვისება, ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიის გამოყენება მცირე და საშუალო საწარმოთა ფუნქციონირების მიზნით, ასევე საბაზრო ურთიერთობათა მოწესრიგებისა და ეფექტიან მმართველობით და საბაზრო გადაწყვეტილებათა განსახორციელებლად.

ბიზნესის მცირე და საშუალო  საწარმოო ობიექტების ჩამოყალიბებას რეგიონებში მისი ეკონომიკური  და სოციალური განვითარების მიზნები განაპირობებენ, რომელიც საქართველოს ეკონომიკური სისტემის განვითარების და ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველიცაა. ასევე ძირითადს წარმოადგენს საბაზრო პროცესების განხორციელების პროცესში წარმოშობილი საფრთხეების დაძლევა. იგი მთავარია ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნიკის საშუალებათა შემოზიდვის დროს და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად  წარმოქმნილი, მცირე და საშუალო ფირმების ფუნქციონირებისათვის. ასეთ ეკონომიკურ საფრთხეებს შორის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო წარმოებათა შემოსავლების პერიოდულად შემცირება ტექნიკური და ტექნოლოგიური გაუმართაობის შედეგად, რაც ამცირებს როგორც წარმოების დონეს, ასევე მის საბაზრო ეფექტიანობას, შემოსავლების შემცირების მიზეზების გაუთვალისწინებლად მომუშავეთა გამოთავისუფლება, რომელიც უმუშევრობის დონის ზრდას განაპირობებს; საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობების შეფერხებები მცირე და საშუალო ფირმების დაბალი ინოვაციურობის  შედეგად;  არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მოქმედების მიზეზით გამოწვეული ბიზნესის საქმიანობის შედეგები, რომელიც მოგების შემცირებას განაპირობებს.

 ეკონომიკური საფრთხეების დაძლევა, რომლებიც მცირე და საშუალო  ბიზნესის საქმიანობის არეთა გაფართოებისა და ევროინტეგრაციის პროცესის წარმოშობა, აღნიშნული ბიზნესის ობიექტების განვითარების დონის ამაღლებით შეიძლება იქნეს დაძლეული და საქართველოს ეკონომიკისა და მისი რეგიონების ეფექტიანობისათვის ერთ- ერთ ძირეულ ფაქტორს წარმოადგენს. მასზე დამოკიდებულია: რეგიონთაშორისი საბაზრო ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების პროცესებში ბიზნესის ეფექტური საწარმოო და საბაზრო გარემოს წარმოქმნა, ასევე აღნიშნული ეკონომიკური საფრთხეების დასაძლევი შიდასამეწარმეო რეზერვებისა და მმართველობითი მეთოდების გამოყენებით მცირე და საშუალო საწარმოთა ინტეგრაცია საბაზრო ურთიერთობათა გაუმჯობესების მიზნით.

 თანამედროვე ბიზნესის რაციონალური და ეფექტიანი სისტემის წარმოქმნა  საქართველოში და მისი ეკონომიკური უსაფრთხოება განაპირობებს მისი ეკონომიკური სისტემის წარმატებით მონაწილეობას ევროინტეგრაციულ  და ევროსაბაზრო პროცესებში ბიზნესის საწარმოო და მომსახურების  სისტემის განვითარების დონის ამაღლებას, რომელიც მისი პროდუქციისა და მომსახურების ინოვაციურობას უკავშირდება და საბაზრო მიწოდებაში მიღწეულ  წარმატებათა საფუძველთაგანია.

აღნიშნული საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონის ამაღლების, ევროსაბაზრო ურთიერთკავშირების გაფართოების და საერთაშორისო საბაზრო უსაფრთხოებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. 

დასკვნა

თანამედროვე საბაზრო ურთიერთობების გაფართოების პროცესში ძირეულ პრობლემას  წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოო  და მომსახურების სისტემათა განვითარების დონის ამაღლება, რომელსაც მოითხოვს შიდა რეგიონული სამეწარმეო ობიექტების ფუნქციონირება, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და ევროინტეგრაციაში მონაწილეობის აუცილებლობა.

საქართველოში მეწარმეობის განვითარებისა და მისი ევროინტეგრაციაში  მონაწილეობისათვის მნიშვნელოვანია მის რეგიონებსა და ეკონომიკურ სისტემების განვითარების დონეთა შორის არსებული უთანაბრობისა და ეკონომიკური საფრთხეების, როგორც აღნიშნულზე მოქმედი ძირეული ფაქტორების დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის არეთა გაფართოებისა და მათი ინოვაციურობის მიღწევის საშუალებით;

ბიზნესის განვითარების დონეზე მოქმედი ფაქტორებისა, ასევე არსებული ეკონომიკური საფრთხეების გათვალისწინება მცირე და საშუალო ბიზნეს სისტემათა ჩამოყალიბების პროცესში, არსებითად განაპირობებს საქართველოსა და მის რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, მის რაციონალურად წარმართვას და პერიოდულად წარმოქმნილი საბაზრო და სხვა საფრთხეების დაძლევას.

ევრომეწარმეობის განვითარების პროცესთან განუხრელადაა დაკავშირებული საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება, რაც საფუძვლად უდევს ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებას მცირე და საშუალო საწარმოებში, ასევე მომსახურების სისტემებში ინოვაციური პროდუქტების წარმოებისა და მომსახურების ათვისების, ასევე საბაზრო  ურთიერთობების ურთიერთობათა მოწესრიგებას და ამ მიმართულებით ეფექტიანი მმართველობითი  და საბაზრო გადაწყვეტილებათა განხორციელებას და სხვ.

აღნიშნული მიმართულებით თანამედროვე ევროსაბაზრო ურთიერთობათა გარდაქმნების განსახორციელებლად  საჭირო ღონისძიებათა შორის ერთ-ერთ მთავარს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონის ამაღლება ევროინტეგრაციასთან და შიდასაბაზრო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის მიღწევა წარმოადგენს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. ეკონომიკური კლება ეკონომიკური განვითარების თანამდევი პროცესი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  მასალების კრებული, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა,თბილისი,2023.
  2. მენქიუ  გრ. ეკონომიკის პრინციპები,თბილისი,დიოგენე,2000
  3. ბერულავა გ. ცუცქირიძე მ, ეკონომიკური უსაფრთხოების  და ეკონომიკური მდგრადობის თეორიულ -მითოლოგიური ასპექტები: საერთაშორისო გამოცდილება, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XV, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა,თბილისი.2022.