English / ქართული / русский /
თამარ კილაძე ვაჟა ზეიკიძე გიორგი მაისურაძე
ლარის გაციფრულების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია: სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში ციფრული ლარის გამოშვებისა და მიმოქცევში გაშვების თავისებურებანი. წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობები ციფრული ლარის მიმოქცევაზე ზეგავლენისა და კონტროლის. საქართველოში კრიპტოლარს საშუალება მიეცემა მოახდინოს ტექნიკური ინტეგრაცია, ისეთ გიგანტურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა VIZA, Mastercard-ი, ebay, amazon-ი და სხვა საბანკო ინსტიტუტები. ლარის გაციფრულების მიზნით აუცილებელია პირველ რიგში არსებობდეს ქვეყანაში გამართული საკანონმდებლო ბაზა. მეორე მიმართულება არის გამართული ტექნოლოგიური სქემის ამოქმედება, რომელმაც უნდა უზრუნველუოს გამართული და უსაფრთხო მუშაობა. მესამე მიმართულებაა ბენეფიტების განსაზღვრა რომელიც ციფრულ ვალუტას თან ახლავს და მოსახლეობის მხრიდან ამ უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა. 

საკვანძოსიტყვები: ციფრული ლარი, ციფრული ვალუტა, კრიპტოლარი. 

შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ვალუტების გამოშვება განვითრების სხვადასხვა ფაზაშია. ზოგან საპილოტე რეჟიმში დაიწყეს ციფრული ფულის გამოშვება, მაგალითად კარიბის ზღვის ქვეყნებმა. ციფრული ვალუტის შექმნაზე ატიურად მუშაობს ევროპის ცენტრალური ბანკი, ხოლო ციფრული იუანის ტესტირება საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.

ციფრული ვალუტა (Digital currency) არის ნაღდი ფულის ელექტრონული შემცვლელი, რომელიც ინახება, იმართება და იცვლება ციფრულ სისტემაში. ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი. მის სემდეგ რაც მსოფლიოში კრიპტო ვალუტა პოპულარული გახდა და ადამიანებს საშუალება მიეცა ბანკების გვერდის ავლით განეხორციელებინათ ანგარიშსწორება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს ფიქრი ციფრული ვალუტის ფორმირებაზე. ინდოეთმა 2022 წლის  აპრილიდან მუშაობა დაიწყო ციფრული რუპიის შექმნაზე და აქტიურად განიხილავს CBDC-ის მიმოქცევაში გაშვებას. ციფრული ვალუტის საპილოტე ვერსია ჩაუშვა ბრაზილიამაც, ხოლო აშშ-ის სარეზერვო სისტემამ  CBDC-ის მიმართ ინტერესი გამოხატა.

თანამედროვე მსოფლიოში კრიპტოვალუტა სახელმწიფოს მხრიდან არარე­გულირებადი ვალუტაა, რომლის გამოშვებაც ხორციელდება ფიზიკური პირების მიერ. ამასთან ერთად კრიპტოვალუტის მაინინგი დაკავშირებულია ელექტროენერგიის დიდ მოხმარებასთან და ყოველივე ეს გარემოზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. CBDC - კი არის ამათუიმ ქვეყნის ეროვნული ვალუტა ციფრული ფორმით.  იგი დიდ პერსპექტივებს ქმნის სამომავლოდ ანგარიშსწორების ფორმად აქტიურად გამოყენების.

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან  სტატიაში განხილული საკითხი თანამედროვე ეტაპზე მეტად აქტუალურია. ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნის  აუცილებლობის წინაშე დააყენა. ეროვნული ბანკი საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით  ციფრული ლარის შექნის პროექტზე აქტიურ მუსაობას იწყებს და სწორედ ციფრული ლარის პერსპექტივების თავისებურებებია გაანალიზებული წარმოდგენილ სტატიაში. 

* * *

ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების განვთარების კვალობაზე ციფრული ლარის შექმნის აუცილებლობა გამოიკვეთა, რადგან  გლობალური საგადასახადო სისტემების კრიპტოვალუტაზე გადასვლის პირობებში  ქართული ლარი ვერ იქნება გამონაკლისი.

ციფრული ვალუტის შექმნაზე ამჟამად  მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა მუშაობს. მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც ციფრული ევროს პროგრამას ამუშავებს.  ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Atlantik Gouncil-ის ინფორმაციით აქტიურად ვითარდება ციფრული დოლარის პროექტი, ხოლო  ციფრული იუანის ტესტირება საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.

ეროვნული ციფრული ვალუტა (CBDC) წარმოადგენს სუვერენული ვალუტის ციფრულ ფორმას, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის ეროვნული ბანკი უშვებს. ციფრული ლარი ცენტრალიზებულ მართვას დაქვემდებარებული ვალუტა იქნება. მისი გამოყენება თანდადან გაიზრდება და უპირატესობა ძირითადად ტექნოლოგიური განვითარების საფუძვლებს დაეფუძნება. ციფრული ლარი ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული და დიდი ალბათობით შეამცირებს ბანკთაშორის  ხარჯებს, რომელიც დღეს გვაქვს და გადარიცხვებიც გაცილებით დაჩქარებულად განხორციელდება.

ამჟამად ქვეყნის ეროვნულ ბანკს ნაღდი ფულის გამოშვებასა და მიმოქცევაში გაშვებისათვის ესაჭიროება დიდი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ბანკნოტების ბეჭდვა, ქვეყანაში ჩამოტანა, დისტრიბუცია, ბანკომატების მომსახურება და ა.შ. ყოველივე ეს დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელიც ციფრული ლარის პირობებში მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება.

ციფრული ლარის ბრუნვაში შესვლის შედეგად ეროვნულ ბანკს პირდაპირ ფულის მასაზე ზეგავლენის და კონტროლის შესაძლებლობა ეძლევა და მას კომერციული ბანკების საშუალებით აღარ განახორციელებს. საქართველოს ეროვნული ბანკს საშუალება მიეცემა ფულის მასაზე პირდაპირი კონტროლი, რომელიც მყისიერად აისახება ეკონომიკიზეც.

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების, საგადასახადო სისტემების ეფექტიანობის ამაღლებისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანაში ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. ციფრულ ვალუტას (CBDC) გააჩნია საკმად დიდი შესაძლებლობები, გავლენა მოახდინოს კერძო ინვესტიციებსა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზე. 

CBDC-ს გამოყენება სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ეფუძნება მოდელურ მიდგომას, რომელმაც უნდა წაახალისოს ახალი ფინტექს-პროდუქტების სწრაფი განვითარება და დროის პერიოდში მოხდება მისი თანდათანობით განახლება.  საქართველოს ფინანსური ბაზრის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ხარჯები და უპირატესობა მიენიჭება იმ პროდუქტებს, რომლებიც დაბალი ფიქსირებული და ცვლადი ხარჯებით გამოირჩევა. CBDC-ს ტექნოლოგია ძირითადად მორგებული უნდა იქნეს საცალო მომხმარებლებზე, რომელიც იქნება მარტივად გამოსაყენებელი. სისტემას უნდა შეეძლოს დიდი მოცულობის ტრანზაქციების განხორციელება მყისიერად. ტრანზაქციებთან ერთად სისტემას უნდა შეეძლოს დამატებითი ინფორმაციის, მაგალითად ქვითრების გადაცემა. ციფრული სისტემა დაცული უნდა იქნეს კიბერშეტევბისაგან და CBDC-ის საშუალებით, შესაძლებელი უნდა იყოს მფლობელთათვის საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა და ოპერაციების ხელმოწერით დადასტურება.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური ცვლილებების ფონზე, კრიპტოლარს საშუალება მიეცემა მოახდინოს ტექნიკური ინტეგრაცია, ისეთ გიგანტურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა VIZA, Mastercard-ი, ebay, amazon-ი და სხვა საბანკო ინსტიტუტები.

საქართველოში მომხმარებლებს კრიპტოლარის პირობებში მიეცემათ საშუალება ერთმანეთთან ფინანსური ტრანზაქციები განახორციელონ შუამავლების გარეშე და დაზოგონ თანხები. მსოფლიოს განვითარბული ქვეყნების ეროვნული ბანკები აქტიურად მუშაობენ და ატარებენ ბაზრის კვლევებს, ტექნიკურ საშუალებებს თუ რა არის ოპტიმალური ამ კუთხით მათი ქვეყნისათვის და მოსახლეობისთვის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც ამ კუთხით დროა აქტიურად დაიწყოს მუშაობა. სამომავლოდ  საქართველოს ეროვნული ბანკი,  მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Ripple-სთან ერთად, გააგრძელებს ციფრული ლარის შექმნას. ისმის კითხვა, რაში მდგომარეობს ციფრული ვალუტის უპირატესობა? ტრადიციული გადახდის სისტემებს ნაღდი ფულის გაცვლას, საკრედიტო ბარათს ან ჩეკს, ან გადახდის სხვა ფორმას, ყოველთვის თან ახლავს გარკვეული დაყოვნება და ზოგჯერ ის რამოდენეიმე დღესაც კი შეადგენს. ციფრული ლარი კი მომენტალური გარიგების საშუალებას გაძლევს, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა.

საქართველოში ციფრული ლარის დანერგვის პროცესში, საპილოტე პროექტის ფარგლებში, იგეგმება მისი ოთხი მიმართულებით გამოყენება. პირველი, ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის ხელფასების ჩარიცხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. მეორე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით. დღეისათვის, ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა და მისი გაფორმება ერთი ტრანზაქციით არ ხდება. ციფრული ლარის პირობებში ეს ორი პროცესი გაერთიანდება და უფრო დაცული იქნება. ასევე იგეგმება, ციფრული ლარის გამოყენება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირობებში ციფრული ლარის ამოქმედება, რომლის დროსაც ციფრულ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციები, უფრო გამჭვირვალე  და სწრაფი იქნება. 

ციფრული ლარის შემოღებას გარკვეული რისკებიც ახლავს. თეორიულად CBDC-ის მიზანს ნაღდი ფულის ჩანაცვლება წარმოადგენს. ამასთან ნაღდი ფული კონფედენციალურია და ადამიანი თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში იყენებს  და იქმნება საშიშროება, რომ ადამიანები ამ კონფედენციალურობას  დაკარგავენ. ციფრული ლარის გამოშვებით, ფულად ტრანზაქციებზე მონიტორინგის ფუნქციას ეროვნული ბანკი იღებს და მას შეუძლია კომერციული საბანკო სექტორის ფუნქციონირების დეგრადაცია გამოიწვიოს.

რისკებიდან ასევე ერთ-ერთი უმთავრესი კიბერუსაფრთხოებაა. კერძოდ, როდესაც მომხმარებელს შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია, ის ადვილად ენდობა სახვადასხვა ორგანიზაციების შეთავაზებებში და ხდება ფიშინგის მსხვერპლი. ამის თავიდან აცილების მიზნით, თითეულ ელექტრონულ საფულეზე, თავიდან იქნება ლიმიტირებული კრიპტოლარის მოცულობა და გარკვეულად შეზღუდული იქნება ტრანზაქციების მოცულობაც. ციფრულ ვალუტაზე გადასვლის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, კიბერუსაფრთოების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და აღსრულების მოქნილი მექანიზმის შექმნა.

ამ მიზნით აუცილებელია, პირველ რიგში არსებობდეს ქვეყანაში გამართული საკანონმდებლო ბაზა, მეორე მიმართულებაა გამართული ტექნოლოგიური სქემის ამოქმედება, რომელმაც უნდა უზრუნველუოს გამართული და უსაფრთხო მუშაობა, მესამე მიმართულებაა ბენეფიტების განსაზღვრა რომელიც ციფრულ ვალუტას თან ახლავს და მოსახლეობის მხრიდან ამ უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის მიერ CBDC-ის პლატფორმის ამოქმედება ქვეყანაში გარკვეულად შეავსებს გადახდის ახალ არხებს  და კერძო სექტორს შეუქმნის გარკვეულად უსაფრთხო გარემოს, ხოლო მომავალში ციფრულ ფულზე საზოგადოების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, მხარს დაუჭერს ახალ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას.

CBDC-ის მთლიანობაში მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნეს მოდელებისათვის. CBDC-ს გამოშვებით შესაძლებელი გახდება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს. 

დასკვნა 

ლარის გაციფრულების პროცესის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად შესაძლებელია  შემდეგი დასკვნების გაკეთება:

  • უახლოეს პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების, საგადასახადო სისტემების ეფექტიანობის ამაღლებისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანაში ციფრული ვალუტის (CBDC)  გამოშვებას განიხილავს. ციფრულ ვალუტას (CBDC) გააჩნია საკმად დიდი შესაძლებლობები, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში  კერძო ინვესტიციებსა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზე. 
  • საქართველოში, ციფრული ლარის დანერგვის, საპილოტე პროექტის ფარგლებში იგეგმება მისი შემდეგი მიმართულებით გამოყენება. პირველი ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის ხელფასების ჩარიცხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. მეორე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას სმარტ-კონტრაქტების გამოყენება. დღეისათვის ქვეყანაში, უძრავი ქონების შეძენა და გაფორმება, ერთი ტრანზაქციით არ ხდება. ციფრული ლარის პირობებში ეს ორი პროცესი გაერთიანდება და უფრო დაცული იქნება. ასევე, იგეგმება ციფრული ლარის გამოყენება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირობებში ციფრული ლარის ამოქმედება, რომლის დროსაც ციფრულ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციები უფრო გამჭვირვალე  და სწრაფი იქნება. 
  • ლარის გაციფრულების მიზნით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს გამართული საკანონმდებლო ბაზა, მეორე მიმართულებაა გამართული ტექნოლოგიური სქემის ამოქმედება, რომელმაც უნდა უზრუნველუოს გამართული და უსაფრთხო მუშაობა. მესამე მიმართულებაა ბენეფიტების განსაზღვრა რომელიც ციფრულ ვალუტას თან ახლავს და მოსახლეობის მხრიდან ამ უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის მიერ CBDC-ის  პლატფორმის ამოქმედება ქვეყანაში გარკვეულად შეავსებს გადახდის ახალ არხებს  და კერძო სექტორს შეუქმნის გარკვეულად უსაფრთხო გარემოს, ხოლო მომავალში ციფრულ ფულზე საზოგადოების  მოთხოვნილების დაკმაყოფინების მიზნით მხარს დაუჭერს ახალ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლიური ანგარიში თბ. 2024
  2. https://nbg.gov.ge/
  3. https://nbg.gov.ge/fm 
  4. https://bm.ge/news/tsifruli-laris-sapilote-proeqti-2024-tsels-daitsyeba-ripple-is-vitse-prezidenti
  5. https://fortuna.ge/kriptolaris-shemtkhvevashi-shesadzlebeli-iqneba-sashuamavlo-gadasakhadebi-daizogos-ra-aris-cifruli-lari-da-ras-mogvcems-levan-bodzashvili-bizneskurieris-etershi/
  6. https://www.gbc.ge/news/finance/tsifruli-lari-gazrdis-finansuri-shuamavlobis-efeqtianobas-da-daachqarebs-teqnologiebis-danergvas
  7. https://kvirispalitra.ge/article/77596-qcifruli-laris-teqnologias-bevri-upiratesoba-eqnebaq-rodis-gamochndeba-qqarthuli-bitkoiniq/