ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ მაია კაპანაძე ∘ გიორგი ჭინჭარაული ∘ საქართველოს ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოება ანოტაცია.საქართველოს ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება, სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მაჩვენებელია. იგი არის სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის უნარი, დაიცვას სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები, ხელი შეუწყოს ეკონომიკური სისტემის მდგრადობას და განვითარებას, შექმნას მოსახლეობის ცხოვრების ნორმალური პირობები. საქართველოს ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების მაჩვენებლებია: ქვეყანაში არსებული უცხოური კონკურენციის მასშტაბი; ვაჭრობის პირობების ინდექსი; იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის სტრუქტურა; საგარეო ვაჭრობის ტექნიკური უკუგების ზომა, იმპორტის მოცულობასთან ფულად-სავალუტო რეზერვების სიდიდის თანაფარდობა; საგარეო ვალის მომსახურეობის კოეფიციენტი. _ უცხოური კონკურენციის მასშტაბი საქართველოს შიდა ბაზარზე გულისხმობს იმპორტის სიდიდეს მოხმარებაში. განსაკუთრებით კი იმ პროდუქტების მიხედვით, რომელთა წარმოებისათვის სახელმწიფოს აქვს დიდი პოტენციალი. - ვაჭრობის პირობების ინდექსი გაიანგარიშება საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობით რომელიც გვიჩვენებს, თუ რა უჯდება სახელმწიფოს მსოფლიო ბაზრის ცვლილებები იმპორტულ და ექსპორტულ პროდუქტებზე. - იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის სტრუქტურა გვიჩვენებს, ექსპორტისა და იმპორტის სახელმწიფო და საფირმო სტრუქტურებს. საგარეო ვაჭრობის ტექნიკური უკუგების ზომა განისაზღვრება, მანქანა-მოწყობილობების და სხვა ტექნიკური პროდუქციის ხვედრითი წილით ექსპორტსა და იმპორტში. - იმპორტის მოცულობასთან ფულად-სავალუტო რეზერვების თანაფარდობა გვიჩვენებს , ქვეყნის სავალუტო რეზერვების წილს იმპორტულ პროდუქციაზე. - საგარეო ვალის მომსახურეობის კოეფიციენტი დგინდება, საგარეო ვალის გადახდაზე გაწეული თანხის სიდიდის თანაფარდობით, შესაბამისი პერიოდის ექსპორტიდან მიღებული ამონაგების მოცულობასთან. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება; ვაჭრობის პირობების ინდექსი; ტექნიკური უკუგების ზომა; საგარეო ვალის მომსახურეობის კოეფიციენტი; სავალუტო რეზერვები; საგარეო უსაფრთხოება; საშინაო უსაფრთხოება. საქართველოს ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება, სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მაჩვენებელია. იგი არის სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის უნარი დაიცვას სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები, ხელი შეუწყოს ეკონომიკური სისტემის მდგრადობას და განვითარებას, შექმნას მოსახლეობის ცხოვრების ნორმალური პირობები. ეს არის ეროვნული ეკონომიკის დაცვა, გარე და შიდა უსაფრთხოებისაგან, რითაც უზრუნველყოფილია ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტი, ეკონომიკური სივრცის ერთიანობა, სახელმწიფოს სტრატეგიული ეროვნულო პრიორიტეტების პირობები და რეალიზაცია , ანუ ეს ისეთი მდგომარეობაა როდესაც, საწარმოო ძალთა (წარმოების ფაქტორების) განვითარება უზრუნველყოფს, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური სტაბილურობის პროცესს, მიუხედავად გარე და შიდა ფაქტორების არსებობისა და მოქმედებისა. სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება განისაზღვრება, იმ ფაქტორებისა და პირობების ერთობლიობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას მის სტაბილურობას და სისტემატურ განახლებას, თვითრეგულირებასა და განვითარებას. ეკონომიკური უსაფრთხოების მრავალი სახე არსებობს, მათ შორის სახელმწიფოს საგარეო და საშინაო ეკონომიკური უსაფრთხოებები. საქართველოს ღია ეკონომიკის პირობებში დღის წესრიგში დგება ქვეყნის ეკონომიკისა და მისი სტრუქტურების ინტერესების დაცვის თანაფარდობის ხარისხი. საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება მოითხოვს, რომ სახელმწიფოში შეიქმნას სათანადო პირობები, ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის, რათა სახელმწიფოს ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით განვითარებული ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების უარყოფითი ზემოქმედება. საქართველოს ეროვნული ეკონომიკის საგარეო უსაფრთხოებას მიეკუთვნება: საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოებები; ტერიტორიული სეპარატიზმი; საგარეო ვალის ზრდა; უარყოფითი საინვესტიციო კლიმატი; მიმოქცევაში უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობა; იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა; საგარეო ბაზრების დაკარგვა და ხელმიუწვდომლობა და ა.შ. საშინაო ეკონომიკური უსაფრთხოებები მოიცავს: წარმოების დაბალ დონეს, სასაქონლო გაცვლებში დისპროპორციებს; ძირითადი კაპიტალის არასრულყოფილებას; ინფლაციას; კრედიტის გაძვირებას, სამამულ ომი ინვესტიციების კრიზისს; მოსახლეობის რეალური შემოსავლების დაბალ დონეს და ა.შ. ეკონომიკური უსაფრთხოების დონე დგინდება მაჩვენებელთა კომპლექსის საშუალებით, რომელთა რაოდენობა და შინაარსი სხვადასხვა ქვეყნისათვის შეიძლება სხვადასხვა იყოს. ჩვენი აზრით ზოგადად საქართველოს ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები უნდა იყოს: ქვეყანაში არსებული უცხოური კონკურენციის მასშტაბი. ვაჭრობის პირობების ინდექსი; იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის სტრუქტურა; საგარეო ვაჭრობის ტექნიკური უკუგების ზომა; იმპორტის მოცულობასთან ფულად-სავალუტო რეზერვების სიდიდის თანაფარდობა, საგარეო ვალის მომსახურების კოეფიციენტი. - უცხოური კონკურენციის მასშტაბი, საქართველოს შიდა ბაზარზე გულისხმობს, იმპორტის სიდიდეს მოხმარებაში, განსაკუთრებით კი იმ პროდუქტების მიხედვით, რომელთა წარმოებისათვის სახელმწიფოს აქვს დიდი პოტენციალი. როგორც საყოველთაოდ ცნობილია საქართველოში მოხმარებული პროდუქტების 85%-უცხოური წარმოებისაა.რომელთა წარმოების უდიდეს ნაწილზე სახელმწიფოს აქვს დიდი პოტენციალი. - ვაჭრობის პირობების ინდექსი გაიანგარიშება საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობით. ეს გვიჩვენებს , თუ რა უჯდება სახელმწიფოს მსოფლიო ბაზრის ფასების ცვლილებები, იმპორტირებულ თუ ექსპორტირებულ პროდუქტებზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი გვიჩვენებს მოგების ან ზარალის თანხას არსებულ საქონელბრუნვის სტრუქტურაში, საქართველოში2023 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ვაჭრობის პირობების ინდექსი 0,39% უდრიდა ანუ ვაჭრობის უარყოფითი სალდო 9.501.100 ა.შ.ს. დოლარი იყო. - იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის სტრუქტურა გვიჩვენებს ექსპორტისა და იმპორტის სახელმწიფო და საფირმო სტრუქტურებს , ანუ გასაღების ბაზრებისა და იმპორტირებული რესურსების წყაროების დივერსიფიკაციის ხარისხს. საქართველოში 2024 წლის დასაწყისში იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის სტრუქტურა ასე გამოიყურება: ექსპორტი: - მსუბუქი ავტომობილები 32,7% - ღვინოები 7,2% - ფეროშენადნობები 4,7% - სპირტიანი სასმელები 4.5% - მინერალური და მტკნარი წყლები 2,9% - დანარჩენი საქონელი 48,0%
იმპორტი: - მსუბუქი ავტომობილები -15.0% - ნავთობი და ნავთობპროდუქტები-8,8% - სამკურნალო საშუალებები- 4.5% - აირები და აირისებრი ნახშირწყლები-4,2% - სატელეფონო აპარატურები და აქსესუარები 2,1% - დანარჩენი საქონელი 65,3% - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია არის მძიმე მრეწველობა, რაც მოცემულ ექსპორტ - იმპორტის სასაქონლო სტრუქტურებში სათანადოდ არ ფიქსირდება. - საგარეო ვაჭრობის ტექნიკური უკუგების ზომა განისაზღვრება მანქანა-მოწყობილობების და სხვა ტექნიკური პროდუქტების ხვედრითი წილით ექსპორტსა და იმპორტში. 2020 წელს სახელმწიფო პროდუქტების მიხედვით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტექნიკური უკუგების ზომა, ღირებულების ინდექსების მიხედვით 0,84%-ს შეადგენდა. - იმპორტის მოცულობასთან ფულად-სავალუტო რეზერვების თანაფარდობა გვიჩვენებს ქვეყნის სავალუტო რეზერვების წილს იმპორტულ პროდუქტებზე. - საგარეო ვალის მომსახურების კოეფიციენტი დგინდება, საგარეო ვალის გადახდაზე გაწეული თანხის სიდიდის თანაფარდობით, შესაბამისი პერიოდის ექსპორტიდან მიღებული ამონაგების მოცულობასთან. - ეკონომიკური უსაფრთხოების აღნიშნული მაჩვენებლები საქართველოსათვის ძირითადად უარყოფითად გამოიყურება. რის გამოც ეკონომიკური განვითარება შეზღუდულია და თუ საწინააღმდეგო ღონისძიებები არ იქნა გატარებული, საბოლოოდ მიღებული იქნება ისეთი უარყოფითი შედეგები როგორიცაა: ეკონომიკური დაქვეითება, წარმოების ეფექტიანობის დაცემა, უმუშევრობის ზრდა და ა.შ. რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის. - საქართველოს ეკონომიკის უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე არ შეიძლება უარი ვთქვათ ექსპორტ-იმპორტის ტარიფულ რეგულირებაზე კაპიტალის გატანის ზომაზე, გარკვეული ზომით პროტექციონალური პოლიტიკის გატარებაზე და ა.შ. ხშირად როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ქვეყნის კრიზისული მომენტების დაძლევაში, დიდი ეფექტი მოაქვს ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, ვიდრე ეკონომიკის რეგულირების სხვა ბერკეტებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული გარემოებების მიხედვით. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოება რომ, თუ ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს საგარეო ვაჭრობის ზრდა, საერთაშორისო შრომის დანაწილებაში ინტეგრაციის ზრდა, უცხო ინვესტიციების მოდინება. ასეთ შემთხვევაში მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა და გაძლიერებისა, შეიძლება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას, სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით. - საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, ეკონომიკური უსაფრთხოების დაქვეითება, - გარე და შიდა არაკეთილმოსურნე ძალების მიერ, ხელოვნურად, პოლიტიკური ნიშნითაც შეიძლება მოხდეს. ასეთ შემთხვევაში თავს იჩენს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის უკმარისობა, დაბალი საინვესტიციო აქტივობა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი დონე და დანაშაული სამეწარმეო საქმიანობის სფეროში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და მტაცებლურად გამოყენება და ა.შ. აღნიშნულის დაძლევაში სხვა გარემოებებთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლებამ და კანონმდებლობამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი . - ოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია მოითხოვს, საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებას; ეკონომიკის მდგრადობის ამაღლებას, საშინაო და საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ზემოქმედებაზე; ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ეკონომიკის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარებისათვის მხარდაჭერას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით; საკუთარი სამხედრო-სამრეწველო წარმოებისათვის მხარდაჭერის გაძლიერებას; მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ. - საქართველოს საგარეო სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია ზოგადად ასეა წარმოდგენილი: მაკროეკონომიკის სტაბილურობის განმტკიცება; საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და გამარტივება; საბიუჯეტო დეფიციტის თანმიმდევრული შემცირება; ინფლაციის დონის შემცირება და შენარჩუნება. რაც ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენის აზრით არასრულყოფილია. - საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება უნდა შევაფასოთ ისეთი ფინანსური მაჩვენებლებით როგორიცაა -შემოსავლები, საგარეო დავალიანება, ინფლაციის დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, უმუშევრობის სიდიდე, საინვესტიციო კლიმატი და ა.შ. - საქართველოს ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების აღნიშნული მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, დაგეგმილი 20,731,000,0ლარი(ოცი მილიარდ შვიდას ოცდათერთმეტი მილიონი) 2024წლის, 2022 წლის ფაქტიურთან შედარებით 26%-ით ზრდის მაუწყებელია. - საქართველოს საგარეო ვალმა 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 65,0 მილიარდ ლარი შეადგინა. 2023 წლის მშპ-ის შემცირდა79,2%-ია. - 2023წელს ინფლაციის დონე წინა წელთან შედარებით ო,7%-იყო . მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მაჩვენებელია. იგი არის სახელმწიფოს-2024 წლის პროგნოზით 3,5%-იქნება. - უმუშევრობის დონე 2020 წელს იყო 18,5%, 2024 წელს 14,0%-მდე შემცირდა. - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023წელს 1594.7მილიარდი დოლარი იყო. რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. - თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობის არამდგრადობასაც, საქართველოს ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება პრობლემატურია, რომლის დაძლევისთვის საჭიროა სათანადო დროული ღონისძიებების გატარება, რომლებიც გამოიწვევს საგარეო ვალის შემცირებას, სამამულო ინვესტიციების ზრდისათვის ხელშეწყობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას და ა.შ. დასკვნა საქართველოს ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება, სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მაჩვენებელია. იგი არის სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის უნარი, დაიცვას სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები, ხელი შეუწყოს ეკონომიკური სისტემის მდგრადობას და განვითარებას, შექმნას მოსახლეობის ცხოვრების ნორმალური პირობები. საქართველოს ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების მაჩვენებლებია: სახელმწიფოში არსებული უცხოური კონკურენციის მასშტაბი; ვაჭრობის პირობების ინდექსი; იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის სტრუქტურა; საგარეო ვაჭრობის ტექნიკური უკუგების ზომა; იმპორტის მოცულობასთან ფულად-საკრედიტო რეზერვების სიდიდის თანაფარდობა; საგარეო ვალის მომსახურების კოეფიციენტი. გამოყენებული ლიტერატურა 1. გ.ჭინჭარაული, ეკონომიკური თეორია,თბ.2006 2. მ.კაპამაძე, გ.ჭინჭარაული, საქართველოს ეკონომიკის სახელმწიფო მენეჯმენტის პრობლემები, 3. გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები, თბ., 2022 4. Гончаренко А.П. Економическая безопаснаст, м 2018 5. Гордиенко Д.В. основы еконоческой безопасности Государсва,М .,2009 . 6. Куреева Е.Ю др Антикоруфционная стратегия и Ьезопасност, м., 2020 |