English / ქართული / русский /
ზურაბ ლიპარტიაბესიკ შერაზადიშვილიიური პაპასქუა
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტიანი მართვის მეთოდოლოგიური პერსპექტივა

ანოტაცია. გლობალიზაციის ტენდენციებმა და საზოგადოების მოთხოვნებმა განაპირობეს რადიკალური ცვლილებები ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინოვაციურ-ტექნოლოგიურ გან­ვით­­არებაში, რამაც, თავის მხრივ, განსაზღვრა სამეწარმეო საზოგადოებების მდგრადი განვითარების კოორდინირებული და ეფექტიანი ფუნქციონირების სახელმწიფო  პოლიტიკის ფორმირება.

ნაშრომში ასახულია მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრობლემების რაციონალურ გადაწვეტასა და სტრატეგიულ მართვაზე მოსაზრებები; მონიშნულია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის დონის არსებითი გაუმჯობესების, ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებისა და რესურსეფექტიანობის ამაღლების პრიორიტეტები; ასევე, საქართველოს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, სამუშაო ძალის ბაზრისა და უმაღ­ლესი განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინ­აციის პროცესის სტრატეგიული მიმართულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ახალი გლობ­ალ­ური ეკონომიკური რეალობის კონტურებს.

საკვანძო სიტყვები: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა; ტრანსნაც­იო­­ნ­ალური კორპორაცი­ების მართვის ახალი პარადიგმა; გლობალური განუზღვრ­ელობა და მდგრადი კონკურენტუნა­რიანობა; შედეგზე ორიენტირებული პროგრამული ბიუჯეტი­რების სისტემა; 

ძირითადი ტექსტი

საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა რეგიონული თავ­ი­ს­ებურებების მომცველი, მეცნიერულად დასაბუთებული სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, დემოგრაფიული კრიზისის გაღრ­მ­ავების თავიდან აცილების ღონისძიებათა სისტემის ძირითადი მიმართულე­ბების ფორმირება და მართვის სრულყოფილი მექანიზმის გამოყენების დამკვიდრება.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, მისი ყველა დარგის, საკუთრების ფორმების შესაბამისად სამეწარმეო საზოგადოებები მართვის რთული ფუნქციების შესრულებისთვის ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე უნდა გაკეთდეს მეცნიერულად დასაბუთებული კონკრეტული დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედება მმართველობით გადაწყვეტილებებს, ოპტიმალური ვარიანტების შერჩევასა და პროგნოზირებას. შესაბა­მისად, გამოსაყენებელია პროგრამების მართვისა და ბიუჯეტირების საუკ­ეთესო საერთაშო­რისო პრაქტი­კაზე დამყარებული მეთოდო-ლოგიური მიდგომები.  

აკადემიკო სნოდარ ჭითანავას აზრით, „საქართველოში შერეული სოციალური მიმართულების ეკონომიკ­ური სისტემა მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეო­ლოგიის საფუძველზე, როგორც ერთიანი, მთლ­იანობითი სისტემა, რომელიც ეფ­უძნება ინდივიდუალური თავისუფლების პრი­ნ­ციპებს, საკუთრებისა და მეურნეო­ბრიობის პლურალიზმს. მრავალსუბიე­ქტიანობა ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონი­რების ტრადიციულ ფორმად დარჩება მომავ­ალშიც. საკუთრების ფორმების ეფექტია­ნობა ყალიბდება კონკრეტულად სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესაბამისად, რაც არსებითია ჯანსაღი კონკურენციის პირო­ბებში. შესაბამ­ისად, შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში თანამედ­როვე მენეჯმენტისა და ორგანიზებ­ულობის მაღალ დონეს მოით­ხოვს მრეწველობის მდგრადი განვით­არების სტრატეგიაზე გადასვლა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება. ეკონო­მიკაში რთული პრობლემების გადაწ­ყვეტაში კოოპერაციის განმკარგველი როლის დაკისრება და შიდა რეგიონთაშორისი კოოპერაციის (ინტეგრაციის) განვით­არება. სწორად, სახელმწიფო­ებრივად გააზრებ­ული მიდგომით გარედან ინვესტ­იციების მოზიდვის აუცილებლობა ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებულ აღწარმოებას» [1; 168- 170].  

საქართველოში სახელმწიფო ფინანსების პროგრამული ბიუჯეტირების ოპტიმიზაციის გზების კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი ფუ­ნქცი­ო­­­ნირ­ე­ბისთვის გადამწყ­ვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის საბაზრო ტე­ქნოლოგიის ეფექტიან წარმარ­თვას. ამ მიმართულებით, მეწარმის, მენეჯერის, ბიზნეს­მ­­ენისა და სახელმწიფო მოხელის ეკონომიკური ფუნქციების დანიშნუ­ლებაა ინდიკა­ტორად წარმართოს პოზიტიური გზებით ბიზნეს-მოგებაზე გასვლა, რისთვისაც აუცილებელია უნაკლო ინფორმაცია ეკონომიკურ რეალობათა შესახებ, რომელსაც იძლევა მოცემული ობიე­ქტის ეკონომიკის ფორმ­ირების როგორც შინაგანი, ასევე გარემო არეალის თვისებრივი და რაოდენობრივი სიღრმისეული, საფუძვლიანი შეცნობა. ამ საქმეში ბიზნეს-გეგმის ქმედითობას ენიჭება არსებითი მნიშვნელობა.

ევროკავშირში ინტეგრირების პერსპექტივით საქართვ­ელოში რეგიონ­ული სოციალურ-ეკონომიკური განვით­არების სტრატ­ეგიის ფორმუ­ლირებისას, საჭირო ხდება მსოფ­ლიო პრაქტ­იკაში მართვის კარგად ადაპტირებული სტრატეგიული დაგეგმვისა და მექანიზმების შემოღება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუ­მ­ენტების ფარგლებში პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების დაჩქარებით, მეურნეობის ინსტ­იტ­უ­ციური და ტექნოლო­გიური ტრანსფ­ორმაციით.

საქართველოს მაკროეკონომიკური წონასწორობის შესანარჩუნებლად საჭიროა სახელმწიფოს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური აგენტის, არსებობის პრინი-პული სქემა ეკონომიკაში. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია არსებული რესურსული, ინტელექტუალური და გეოეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებაზეა დაფუძ­ნე­ბული. მისი რეალიზაციის მექანიზმია:

ა) მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება;

ბ) გარე და შიდა რესურსების კონცენტრაცია.

ასევე, საქართველოში ბუღალ­ტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო მოთხოვნებისა და პრაქტიკის შეფ­ასება-ანალიზის საფუძველზე დებულებებისა და რეკო­მენდა­ციების პრაქტიკაში დანერგვა გაადვილებს ევროკავშირთან ინტეგ­რირებას, ბიზნესის გამჭვირვალობასა და დაფინანსებაზე ხელმისაწვ­დომობას.

ეკონომიკის მდგრადი განვითა­რების მიზ­ნით, ინვესტიციური უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილის განხილვა, უზრუნველყოფს ეფექტიან ინვესტირებას. ამასთან, აუცილებელია შემუშავდეს ინვესტიციური რისკების მართვის მკაფიო მექნიზმი, რომელშიც მნიშვნ­ელ­ოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიკური პროგნოზ­ირების სისტემის განვითარ­ებას, სტრატეგიულ დაგეგმვას, თანამედროვე მოწინავე ტექნო­ლ­ოგიების შემუშა­ვებასა და დანერგვას.  

­ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლარისათაკალანძე  სამ­ეცნიერო ნაშრომში „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“  აღნიშნავს, რომ საქართველ­ოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემატიკა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამჟამად, ასოცირების ხელშე­კრულების“ 352-ე მუხლის მიხედვით, საქართველო ვალდებულია ხელი შეუწყოს „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდე­ბულებას“ და „ბიზნეს პასუხისმგე­ბლობის პრაქტიკას, როგორიცაა მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდა­ციების შედეგად დამკვ­იდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძ­ღვ­­ანელო რეკომენდაციები მრავალერ­ოვანი კომპანიებისთვის“, ასევე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა“ (მუხლი 349, i პუნქტი). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარ­ების ცენტრის (CSRDG-ის) წარმომადგენლის ლ. ხოფერიას მოსაზრება: „ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალ­ისწინებული არ იყო CSR-სთან დაკავშირებით სამუშაოები, შესაბამისად, ამ მიმართ­ულებით საქართველოს მთავრობას აქტიური ღონისძიებები არ ჩაუტარებია. ... ჩვენ ვაპირებთ პროცესში ჩართვას და CSR-ის მიმართულებით რეკომენდაციების მიწოდებას, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო სტრატეგიებში CSR-ის ინტეგრ­ირება და კონკრეტული ქმედებების განხორციელება.სამეცნიერო ნაშრომში კომპლექსურადაა გადმოცემული, რომ „საქართველოში ევროკავშირის ორი ძირითადი დაწესებულება ფუნქციონირებს: 1) ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში; 2) ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომე­ლიც ქვეყანაში ევროკავშირ­ისა და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში კავშირებისა და პარტნიორული უფლებების ჩამოყა­ლიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. წარმომადგენლობა პასუხისმგებე­ლია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვან სფეროზე (პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ადამიანთა უფლებები, აგრეთვე სამოქა­ლაქო საზოგადოების წარმომადგენელ პარტნიორებთან ურთიერთო­ბების დამყარება). [2. 122-125 გვ]“.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ივ. ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორ გივიბედიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომ­ში: „გლობალური განუზღვრელობა და მდგრადი კონკურენტუნა­რიანობა“, შენიშნულია, რომ განუზღვრელობის განუხრელი ზრდა აქტუალურს ხდის ქვეყნების კონკ­ურ­ენ­ტუნარიანობის უზრუნველყოფის პრობლემას მისი მდგრადობის ცალკეული ასპექტების გაძლიერების გათვალისწინებით. ქვეყნის მდგრადი კონკურენტუნარიანობის საჭირო დონის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ეკონომიკური მდგრადობის დონის არსებითი გაუმჯობესება, ინტელექტუალური კაპიტალის განვითარება და რესურსეფექტიანობის ამაღლება. ცნობილია, რომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2012 წლიდან ყოველ-წლიურად მუშავდება კონსალტინგური კომპანიის SolAbility (2022) მიერ მსოფლიო ბანკისა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოების წყაროების გამოყენების საფუძველზე, ამასთან ერთად, ინდექსის გაზომვა ხდება 189 ინდიკატორის მეშვეობით. კვლევების მიხედვით, ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის არის 65-ე ადგილზე, ინტეგრალური მაჩვენებლით 44.5. ამრიგად, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, წარმატებებთან ერთად, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები გლობალური მდგრადი კონკურენტ­უნა­რიანობის ცალკეული ქვეინდე­ქსის მიხედვით. ევროკავშირის მომავალი წევრობის გზაზე, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, კონფრონტაციული გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე გლობალური განუზღვრელობის მოსალო­დნელი მატების პირობებში ქვეყნის მდგრადი კონკურენტუნარიანობის საჭირო, ჯეროვანი დონის უზრუნველყოფა მოთხოვს ბუნებრივი კაპიტალის ბლოკის შემდგომ გაძლი­ერებას გლობალური კლიმატის პრობლემის შემსუბუქებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მოთხოვნების შესაბამისად ფრიად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების დაჩქარების ფორმატში უფრომეტად განვითარდეს მდგრადი კონკურე­ნტ­უნარიანობის ინტელექტუალური კაპიტალის ბლოკი, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას სამეცნიერო კვლევების სტიმულირებისა და მეტი ფინანსური მხარდაჭერის კონტექსტით. ქვეყნის მდგრადი კონკურენტუნარიან­ობისთვის განსაკ­უთ­რებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური მდგრადობისა და რესურსეფექტიანობის ბლოკების არსებით გაუმჯობესებას, ცოდნის ფაქტორის და ციფრული ტექნოლოგ­იების ათვისების უზრუნველყოფით“  [3; 21-25].

თანამედროვე ეტაპზე ქვეყანის უმაღ­ლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეგულირების პროცესში მნიშვნ­ელ­ოვანია სწორი უმაღლესი განათლების სპეციალისტების მიწოდებისა და სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნების ხარისხობ­რივი და რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე არგუმენტირებული რეკომენდაც­იების შემუშავება. უმაღლესი განათლ­ების სისტემის უკუგების და მისი სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის დადგენა დღეისათვის მისი ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.

სამეცნიერო ლიტერატურის ზოგადი ანალიზიდან იკვეთება, რომ სამუშაო ძალის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს სამი სტრატეგიული მიმართულებით:   

1) სამუშაო ძალის ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით სიტუაციის მუდმივი ანალიზი, სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის მიღწევა და სწორი სტრატეგიის განსაზღვრა, უმაღლესი განათლების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

2) უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნების განათლების სფეროს წინაშე აყენებს ახალ გამოწვევებს, რადგანაც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი საჭიროებს შესაბამისი უნარების განვითარებას. სამუშაო ძალის ბაზრის დინამიკაში უნდა აისახოს არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნა, არამედ არსებულის  საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებაც.

3) სოციალური მობილობისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აისახება უმაღლესი განათლების როლის ზრდაში. ემპირიული  კვლევების მიხედვით დამტკიცებულია, რომ უმაღლესი განათლების სრულყოფა უფრო მაღალი ანაზღაურებისა და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის საწინდარს წარმოადგენს.

ეკონომიკის დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გელა ლობჯანიძის სამეცნიერო სტატიაში: „მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდსა და პირობებში“  აღნიშნულია:

1) გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკა გადის კრიტიკულ პერიოდს და დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყნისათვის მრავალი მიმართ­ულება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე არასდროს. 2020 წლიდან მსოფლიომ დაინახა ორი მთავარი კრიზისი, რაც აღნიშნულ წელს დაიწყო კორონავირუსის (COVID-19) გავრ­ცელება, რის გამო, მსოფლიოში მთელი რიგი კომპანიები იძულებული გახდნენ შეემ­ცირებინათ აქტივობა და/ან დახურულიყვნენ, რამაც განაპირობა გლობალური ეკონომიკური ვარდნა.

2) მომდევნო პერიოდში, როდესაც ეკონომიკა ნელ-ნელა იწყებდა გამოჯანმრთ­ელებას COVID-19-ის გავლენისგან, 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრა­ინაში, რამაც გამოიწვია მიწოდების მუდმივი შეფერხება, ინფლაციის ზრდა, ჰუმანი­ტარული კატასტროფა, გლობალური და რეგიონების ეკონომიკის მკვეთრი შენელება და მნიშვნელოვანი ნეგატიური გლობალური ზემოქმედება, რამაც გაამწვავა პრობლე­მები, რომლებიც შექმნილი იყო გლობალური პანდემიის გამო.

შესაბამისად, მსოფლიო ვაჭრობა სავარაუდოდ გაიზრდება ბევრად უფრო ნელი ამასთან, გლობალური პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად, საჭირო იქნება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია სავაჭრო ქსელების ფრაგმენტაციის პრევენციაზე, განათლებასა და ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის დონის ამაღლებაზე დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის განხორციელებით. ხოლო ფისკალური სივრცის ეტაპობრივი აღდგენა შესაძლებელია სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებით და შიგა შემოსავლების წყაროების მობილიზებით. პოტენციური ზრდის შენელება კი საჭიროებს რეფორმებს ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის, შრომის მიწოდების, მომსახურების პროდუქტიულობისა და ვაჭრობის გასაძლიერებლად.

შესაბამისად, აქედან გამომდინარე, 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 2,1 %-მდე შემცირდება წინა წლის 3.1 %-თან შედარებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშუალოვადიან პერსპექტ-ივაში 5 %-ზე დასტაბილურდება. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ სიტუაციას უწყობს ხელს, არის ინფლაციის შემცირება, რაც განაპირობა მსოფლიო სასაქონლო ფასების დაწევამ და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ. ამავე ანგარიშის თანახმად, მკაცრი მონე­ტარული პოლიტიკის გამო ინფლაცია, მოთხოვნის მხრიდან პოტენციური ზეწოლის მიუხედავად, სავარაუდოდ, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ანგარიში ასევე განიხილავს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ არსებულ რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობა შენარჩუნებულია, რისკები  დაბალანსე­ბულად მიიჩნევა. სხვა მხრივ, ფულადი გზავნილების შემოდინების ცვლილებამ და მსოფლიო ფინანსური პირობების გამკაცრებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარის ღირებულებაზე.  მეორე მხრივ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ფულის შემოდინება მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდეს და სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი კონფიგურაციის შედეგად, საქართველომ ვაჭრობის მიმართულების ლავირებით მიიღოს სარგებელი [4; 308-313].

კვლევების შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში ეკონომიკის გარდამავალი პერიოდისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც წარმოების მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მიღებით გამოიხატება. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პრინციპების სისტ­ემის აღიარებას, რომლებსაც მიეკუ­თვნება: 1. პიროვნების ეკონომიკური თვითგამორ­კვევა; 2. მესაკუთრის უფლება (მიწაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე); 3. კონკურენტულ პირობებში საქმიანობის უზრუნველსაყოფად იურიდიული და ფიზიკური პირების ეკონომიკური თანა­სწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; 4. მეწარმის ეკონომიკური თავისუფ­ლება; 5. შრომის, საქონლისა და კაპიტალის ბაზრის არსებობა; 6. საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება; 7. სოციალური დაცვის სისტემის შექმნა.

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, . ლაზარაშვილი ნაშრომში „ინვესტიც­იური უსაფრთხოება, როგორც ეკონომი­კური უსაფრთხოების ძირითადი შემადგე­ნელი ნაწილი“ აღნიშნავს, რომ ინვესტიცი­ური უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკუ­რი უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილის განხილვა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ინვესტირებას ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ინვესტიციური რისკების მართვის მკაფიო მექანიზმი, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიკური პროგნოზირების სისტემის განვითარებას, სტრატეგიულ დაგეგმვას და თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას.

ბოლო წლებში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრობლემები აქტიურს ხდის ამ საკითხის მიმართ კვლევას. ინვესტი­ციური სფერო წარმოადგენს ეკონომიკური სისტემის ქვესისტემას, ამიტომ ლოგიკურია, რომ უსაფრთხოების განხილვა მოხდეს ეკონომიკურ და ინვესტიციურ სფეროში. ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააჩნია პირველხარ­ისხოვანი მნიშვნე­­­ლობა ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო პოლი­ტიკის მიზანია ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში მდგრადი განვითარებისა და ზრდის გარანტიის უზრუნველყოფა. მეურნეობის არსებულ პირობებში ინვესტი­ციური უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა ჯერ კიდევ არაა სათანადოდ გააზრებული.  პრაქტიკულად თითქმის ყველა მკვლე­ვარი ინვესტიციურ უსაფრთხოებას განიხილავს სისტემური მიდგომის კუთხით, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ინვესტიციური კლიმატის ფორმირებისას გამოყენე­ბული განსაზღვრული ხერხის, მეთოდის ზემოქმედება. ავტორების უმეტესობა  ემხრობა პოზიციას, რომლის ჩარჩოებშიც ინვესტიციური უსაფრთხოება განიხილება ზოგადად ეროვნული ეკონომიკის დაცვის ინსტრუმენტად. რიგი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ ამ განსაზღვრებაში ძირითადი ასპექტი ინვესტიციური ინფრასტრუ­ქტურაა, რომლის სტრუქტურაც ინსტიტუტებით განისაზღვრება. ინვესტიციური რესურსების აკუმულირების როლს თავის თავზე იღებენ ინსტიტუტები. მათი სამეწარმეო ფირმების საქმიანობაში ჩადების მიზნით ისინი გამოდიან შუამავლის როლში კაპიტალსა და სამეწარმეო საზოგადოებებს შორის, ახდენენ რა ინვესტიც­იური კაპიტალის ფორმირებას. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტების აქტიურობა უმეტეს შემთხვევაში განისაზღვრება ასეთი ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობით.

 ამგვარად, ინვესტიციური უსაფრთხოება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ როგორც ინვესტიციური საქმიანობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო შედარებით ეფექტურად მოვიზიდოთ ინვესტიციები, არამედ უზრუნველ­ვყოთ ეკონომიკის იმ დარგების დაცვა უცხოური კაპიტალის ზემოქმედებისაგან, რომელთაც სტრატეგიული დანიშნულება გააჩნიათ. [5. 88-92] 

დასკვნა

  1. კვლევის შედეგებდან გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში თანამედ­როვე მენეჯმენტისა და ორგანიზებ­ულობის მაღალ დონეს მოით­ხოვს ეკონომიკის მდგრადი განვით­არების სტრატეგიაზე გადასვლა და მცირე და საშუალო მეწარმეობის აღმავლობა. რთული პრობლემების გადაწ­ყვეტაში კოოპერაციის განმკარგველი როლის დაკისრ­ება და შიდა რეგიონთაშორისი კოოპერაციის (ინტეგრაციის) განვით­არება. სწორად, სახელმწიფო­ებრივად გააზრებ­ული მიდგომით გარედან ინვესტ­იციების მოზიდვის აუცილებლობა ხელს შეუწყობს  ეროვნული ეკონომიკის განვითარებულ აღწარმოებას.
  2.  „საქართ­ველოში ევროკავშირის ორი ძირითადი დაწესებულება ფუნქციონირებს: 1) ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში; 2) ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ევროკავშირ­ისა და მისი მოქალაქეების კავშირებისა და პარტნიორული უფლებების ჩამოყა­ლიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. წარმომადგენლობა პასუხისმგებე­ლია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყველა მნიშვნე­ლოვან სფეროზე (პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ადამიანთა უფლებები, აგრეთვე სამოქა­ლაქო საზოგადოების წარმომადგენელ პარტნიორებთან ურთიერთო­ბების დამყარება).
  3. კვლევის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რაც პირდაპირ უკავშირდება საჯარო ფინანსების მართვის მოდელში შედეგზე ორიენტირ­ებული პროგრამული ბიუჯეტი­რების სისტემის უპირა­ტესობების გამოყენებას, შედეგზე ორიენტირებული პროგრამული ბიუჯე­ტი­რებისას შეფასების ინდიკატორების როლის გაზრდისა და მისი ეფექტური ინტეგრირების სტრატეგიას.
  4. ამრიგად, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ საქართვე­ლოში აუცილებ­ელია არსებითად გააქტიურდეს ინოვაცი­ური საქმიანობა, რაც სახელმწიფო ინოვაც­იური პოლიტიკის ფომირებითა და ეტაპობ­რივი რეალიზაციით უნდა განხორციელ­დეს.
  5. ტრანსნაციონალური კაპიტალის ორგანიზაციული სტრუქტურის ევოლუც­იის ხასიათის განხილვის შეჯამებისას, გამოვყოფთ, რომ არ არსებობენ ეფექტიანი ან არაეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურები. ყველა სტრ­უქ­­ტ­ურას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, რომლებსაც უნდა გაგება და განხილვა დროსთან მიმართებაში. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი კომპანია ირჩევს ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომე­ლიც დაეხმარება მას მაქსიმალური ეფექტით მიაღწიოს მისი სტრა­ტეგიული გეგმების რეალიზაციას.
  6. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროფესიონალების განვითარების სწორი პოლიტიკისა და სტრა­ტეგიის ფორმირება, პროფესიული კადრების კვალიფიკაცია და გადანაწ­ილება არაადეკვა­ტური იყო, რაც უდიდეს პრობლემას ქმნიდა ხელმისაწ­ვდომი და ხარისხისანი სამედიცინო მომსახურებისას.
  7. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დღევანდელ ეტაპზე დაკავშირებულია გარკვეული ტენდენ­ციების გამოვლენასთან და სხვადასხვა სუბიექტს შორის მთელი რიგი წინააღმდეგობის გაჩენასთან, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომავლოდ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე და დამოკიდ­ებულია გონივრული და წარმატებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელებაზე, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე, გლობალური ეკონომიკის, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ფორმი­რებადი და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე.
  8. საქართველოში ეროვნულ დონეზე აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გატარება და ეფექტიანი რეფორმების განახ­ორციელება, რათა შეიქმნას საფუძველი ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების გზაზე ინფლაციის შეკავების, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სხვა მნიშვნელოვან რეფორმათა პროექტების საიმედოობის გათვალისწინებით, რომელთა გონივრული განხორციელებით სერი­ოზული შედეგები მოჰყვება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას 2030 წლისათვის.
  9. საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პრობლე­მების საერთო კომპლექსში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი მიეკუთვნება საინოვაციო პოტენციალის განვითარებას და ამ პროცესის აქტიური სახელმწიფო მხარდაჭერის პრობლემას, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტექნოლოგიური საქმიანობის მკვეთრ გააქტიურებაზე.
  10. შესაბამისად, აუცილებელია ობიექტურად აღქმული და ღრმად გააზრებული ერთიანი სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის გატარება, შემდგომი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება, მტკიცე კონსტი­ტუ­ციური წესრიგის დამყარება, ერთ–ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია მეცნიერულ–ტექნიკური მიღწევებისა და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული და, ამასთან, მაღალ სახელმწიფო–საზოგადოებრივ  პასუხისმგებლობასთან შერწყმული ეკონომიკური პოლიტიკა.
  11. ამრიგად, საქართველოში აუცილებელია არსებითად გააქტიურდეს ინოვაციური საქმიანობა, რაც სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის ფომირებითა და ეტაპობრივი რეალიზაციით უნდა განხორციელდეს. ხელისუფლების მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ მაჩვენებლთა სწრაფ ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს სახელმწიფოს ეკონომიკურ კონკურენტ­უნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჭითანავა . - „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში... საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები, სამეცნი­ერო რედაქტორი პროფესორი იური პაპასქუა. გამომცემლობა „ივერიონი“. ISBN: 978-9941-8-3566-7. თბილისი. 2021. 360 გვ.
  2. თაკალანძე ლარისა - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ (Corporative Social Responsibility in the European Union). პოლიგრაფი­ული ცენტრი „ბარტონი“. ISBN 978-9941-9841-8-1 თბილისი, 2024;
  3. გივი ბედიანაშვილი - „გლობალური განუზღვრელობა და მდგრადი კონკურენტუნარიანობა“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერს­იტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ე.მ.დ. პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშო­რი­სო სამეცნიერო კონფერენციის  მასალების კრებული, თბილისი (7-8 ოქტო­მბერი, 2023) გამომცემლობა „უნივერსალი“. 619 (21-25 გვ.) UDC (uak) 338(47+57)3 3(479.22) ISBN 978-9941-33-633-1;
  4. გელა ლობჯანიძე „მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდსა და პირობებში“  პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტი­ტუტი, (7-8 ოქტომბერი, 2023) 619 (308-312);
  5. ლაზარაშვილი . - „ინვესტიციური უსაფრთხოება, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილი“  INVESTMENT SECURITY AS A BASIC COMPONENT OF ECONOMIC SECURITY პროფესორ გიორგი პაპა­ვას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნ­იერო კონფ. მასალების კრებული „მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“  „THE PROBLEMS OF DEVELOPMENT OF THE WOR­LD AND NATIONAL ECONOMY, TAKING INTO ACCOUNT THE PANDEMIC AND RUSSIAN-UKRAINIAN WAR PERSPECTIVES“  (7-8 ოქტომბერი, 2023) გვ. 88-92.