ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ზურაბ ნოზაძე ∘ წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია წყლის რესურსების გამოყენების მნიშვნელობა და როლი კაცობრიობის განვითარებაში. განხილულია წყლის რესურსების დამაბინძურებელი ინგრედიენტების სხვადასხვა სახეები და მისი ზემოქმედება სასმელი წყლის ხარისხზე. მოცემულია მავნე ნივთიერებების მოხვედრის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული დაავადებების ჩამონათვალი. განხილულია წყლის რესურსების გაწმენდის კონკრეტული მეთოდები და მისი ზეგავლენა სასმელი წყლის რაოდენობაზე და ხარისხის დონეზე. მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და წინადადებები წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ეფექტური დაცვის საქმეში, რაც აამაღლებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს და კეთილდღეობას. საკვანძო სიტყვები:წყლის რესურსების გამოყენება, წყლის რსურსების დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები, ნავთობპროდუქტები, პესტიციდები, სინტეტიკური ზედაპირული აქტიური საშუალებები, მძიმე მეტალები, თბური დაბინძურება, მექანიკური გამწმენდი ნაგებობები, გაწმენდის მეთოდი, გაწმენდი ბიოლოგიური მეთოდი, წყლის ეკოსისტემის დაცვა, მონიტორინგი, ეკოლოგიური ექსპერტიზა, მტკნარი წყლის ცოცხალი ორგანიზმების დაცვა, მიწისქვეშა წყლების დაცვა, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები. შესავალი ოცდამეერთე საუკენის დასაწყისში აღინიშნება სხვადასხვა გლობალური პრობლემების მკვეთრი გაუარესება. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემებს. ბუნებრივ რესურსებს შორის წყლის რესურსებს ადამინის ცხოვრებაში და ეკონომიკის განვითარებაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს არ შეუძლია სიცოცხლე წყლის გარეშე. ადამიანის ტანი შეიცავს 70%, სისხლი 90%, კუნთები 75% წყალს. წყლის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ხვდება მინერალური ნივთიერებები, წყალი უზრუნველყოფს სხეულში ყველა მატერიალური და ენერგეტიკული ნაკადების მოძრაობას, აგრეთვე წყლის საშუალებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა. ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმებში რთული რეაქციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ წყალის საშუალებით. წყლის 10-12%-ით დაკარგვა მძიმედ მოქმედებს ორგანიზამის მდგომარეობაზე, წარმოიქმნება სისუსტე, წყურვილი, კანკალი. წყლის 20-25%-ით დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობა. ორგანიზმში წყლის არასაკმარისმა რაოდენობამ შეიძლება მიგვიყვანოს ნივთიერებათა ცვლისა და საკვების გადამუშავების დარღვევამდე, სისხლში მცირდება წყლის რაოდენობა და ადამიანი ავადმყოფობს, უარყოფითად მოქმედებს მის განწყობილობაზე. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები თანამედროვე პირობებ|ში წყლის რესურსების გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ წყლის რესურსების მოხმარება განუწყვეტლივ იზრდება, რაც გამოწვეულია ეკონომიკის მკვეთრი განვითარებით მისი სხვადასხვა დარგისათვის. წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული, რომელიც იწვევს სხვადასხვა რეგინებში წყლის დეფიციტს. ამ დეფიციტის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი წინაპირობაა წყლის რუსურსების რაციონალური, ეფექტიანი გამოყენება. წყლის რესურსების გამოყენების შემდეგ ჩამდინარე წყლები უმეტეს შემთხვევაში საჭიროებს გაწმენდას მავნე ნივთიერებების შენაერთებისაგან, რომ წყალი იყოს უფრო სუფთა და გამჭვირვალე რათა შემდეგაც გასმოვიყენოთ როგორც სამეურნეო საშუალებებისათვის ისე სასმელად. წყლის რესურსების დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნავთობის დანაკარგების უმეტესი ნაწილი მოდის მისი მოპოვების ადგილიდან მისი ტრანსპოერტირების განხორციელების დროს, ავარიული სიტუაციებისას, ტანკერებიდან ზღვის ავკატორიებში დაღვრილი ნავთობის სახით. ნავთობის ყველა კომპონენტები ტოქსიკურია ზღვის ორგანიზმებისათვის, ცვლის მათ მრავალფეროვნებას და სტრუქტურას, ამცირებს მათ რაოდენობას. ნავტობისაგან ყველაზე მეტად ზიანდებიან ზღვისპირა აკვატორია, ფრინველები ვერ ახერხებენ გადაადგილებას, იყინებიან და იძირებიან ზღვის ფსკერზე. ეს უარყოფითად მოქმედებს ზღვის ფრინველების გამრავლებაზე და პოპულაციის შენარჩუნებაზე. მდინარეებში და წყალსაცავებში ნავთობისა და ნავთობპპროდუქტების მოხვედრის დროს იღუპება ყველა ცოცხალი არსება, ამიტომ ნავთობის ავარიული ჩაშვებისას წყალსაცავებში აუცილებელია გამოვიყენოთ ეფექტური საშუალებები მისი გაუნებელყოფისათვის და გამოდევნისათვის, რათა შევინარჩუნოთ დადებითი, კარგი მდგომარეობა ბენებრივი გარემოსი. წყლის რსურსების დამაბინძურებელ საშუალებებს მიეკუთვნება პესტიციდები, პესტიციდები წარმოადგენენ ხელოვნურად შექმნილ ნივტიერებას, რომელიც გამოიყენება მცენარეების დასაცავად ნავნებლების და ავადმყოფობის წინააღმდეგ. პესტიციდები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
დადგენილია, რომ პესტიციდები ანადგურებენ რა მავნებლებს, აყანებენ ზიანს მრავალ სასარგებლო ორგანიზამებს და ძირს უთხრიან ბიოცენოზის ჯანმრთელობას. სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებებიდან (რომლებიც აბინძურებენ ბუნებრივ გარემოს), გადავიდეთ ბიოლოგიურ მეთოდებზე (რომელიც არის ბიოლოგიურად სუფთა)მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. პესტიციდები ადვილად იხსნება წყალში, ამიტომ ილექება თევზის ორგანიზმში, ზღვის ფრინველების ორგანიზმში, სხვადასხვა ცოცხლა ორგანიზამში. ამასტან ერთად პესტიციდები არიან ტოქსიკურები, მოქმედებენ სისხლის მიმოქცევის სისტემებზე, ძლიერ მოქმედებენ სისხლსი მიმოქცევის სისტემებზე, ძლიერ მოქმედებენ ცოცხალი ორგანიზამების გამრავლებაზე. ატმოსფერული ნალექების საშუალებით პესტიციდები ხვდებიან ჩამდინარე წყლებში, აბინძურებენ მას და ბუნებრივ გარემოს, აუარყოფითად მოქმედებენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ცხოვრების დონეზე. მძიმე მეტალები (ვერცხლისწყალი, ტყვია, თუთია, კადმიუმი, დარიშხანი) მიეკუთვნება გავრცელებულ და ძლიერ ტოქსიკურ დამაბინძურებელ ნივთიერებებს. ისინი ფართოდ გამოიყნება სხვადასხვა სამრეწველო საწარმოებში, ამიტომ მიუხედავა გამოყჯნებულ გამწმენდი ღონისძიებებისა, მძიმე მეტალების შემცველობა სამრეწველო ჩამდინარე წყლებში მნიშვნელოვნად მაღალია. ამ შენაერთების დიდი მასები ზღვებსა და მდინარეებში ხვდება ატმოსფეროს გავლით. ზღვის ბიოცენოზისათვის ყველაზე საშიშია ვერცხლისწყალი, კადმიუმი და სხვა. წყლის რესურსების დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს თბური დაბინძურება. წყალსაცავების ზედაპირის და ზღვის აკვატორიის თბური დაბინძურება წარმოიქმნდება, ელექტროსადგურებიას და ზოგიერთი სამრეწველო საწარმოების მიერ გაცხელებული ჩამდინარე წყლების ჩაშვების შედეგად. გაცხელებული წყლების ჩაშვება მრავალ შემთხვევაში იწვევს წყალსატევების წყლის ტემპერატურის 6-8 გრადუსით ზრდას. გაცხელებული წყლის ლაქის ფართობმა სანაპირო რაიონებში შეიძლება მიაღწიოს 30 კვადრარულ კილომეტრს. ჟანგბადის განზავება მცირდება, ხოლო მისი მოხმარება იზრდება, რადგანც ტემპერატურის ზრდა ამძაფრებს ბაქტერიების აქტიურობას, რომლებიც ანადგურებენ ორგანულ ნივთიერბებს და ხელს უშლიან მათ ნორმალური განვითარებას, ასევე აურყოფითად მოქმედებს მთლიანი ფლორის სხვადასხვა სახეობის წარმოამადგენლებზე. ანთროპოგებური ზემოქმედების შედეგად წყლის ობიექტებზე გამოვლინდება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე პოპულაციურ-ბიოცენოზურ დონეზე და საერთოდ ეკოსისტემაზე. ქალაქის წყლის აუზების დაბინძურება შეიძლება განვიხილოთ ორი ასპექტით, წყლის დაბინძურება წყალგამოყენების ზონაში და წუყლის აუზის დაბინძურება ქალაქის გარეთ მდინარის შენაკედების ჩამდინარე დაბინძურებული წყლების საშუალებით. წყლის დაბინძურება წყალმოხმარების ზონაში წარმოადგენს სერიოზულ ფაქტორს. ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების საქმესი. ეს ხდება ქალაქის სამრეწველო ობიექტების მიერ გაუწმენდავი წყლების ჩაშვების ხარჯზე, რომლებიც განლაგებული არიან წყალარების ზონაში და წყლის ტრანსპორტით, რომლებიც აბინძურებენ წყლის აუზებს და აგრეთვე სასუქების საშაულებებით, რომლებიც ხვდებიან წყასატევებში. ყოველივე ეს აუარესებს წყლის ხარისხს. უნდა ავღნიშნოთ, რომ წყლის გამწმენდი ნაგებობები მაღალი ხარისხით ვერ ახორციელებენ სასმელი წყლის გაწმენდას, ამიტომ სასმელ წყალში შეიძლება მოხვდეს მავნე ნივთიერების გაზრდილი კონცენტრაციამ რომელიც არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გთავაზობთ ზოგიეეთ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა გზებით მოხვდეს სასმელ წყალში და გამოიწვიოს ადამანის ორგანიზმის დაზიანება. ქლორი - შლის ნეევიულ ქსოოვილს, კლავს კუჭის ფლორას. ტყვია - შლის ჰორმონებს, ფერმენტებს, სისხლს. ალუმინი - პარალიზებას უკეთებს ნერვულ სისტემას. დარიშხანი - კლავს თავის ტვინის ნეორონებს. სპილენძი - აზიანებს ტირკმელს და ღვიძლს. რკინა - ამცირებს იმუნიტეტს, სტიმულირებს ონკოლოგიური ქსოვილების განვითარებას. კადმიუმი - იწვევს კიბოს, შლის თირკმელს. სტრონციუმი - მოქმედებს იმუნიტეტზე. სოფლის მეურნეობაში ქიმიზაციის ზრდასთან ერთად მივყავართ აუცილებელ გაზრდას სასუქების და შხამქიმიკატებისას, რომლებიც ხვდებიან ნიადაგში და მათი კონცენტრაცია შესაბამისად მატულობს წყალში. ასეთი სახის დაბინძურების დროს წყლის არების ზონაში სასუქები და შხამქიმიკქატები უნდა გამოვიყენო|თ გრანულირებულ ფორმაში, რომლებიც სწრაფად იშლება ან გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდები. წყლის რესურსების დაცვისათვის, მისი მაღალი ხარისხის მიღწევისათვის მნიშვნელოოვანი ადგილი უკავია გამწმენდ ნაგებობებს. გამწმენდი ნაგებობები არის სხვადასხვა ტიპის, რომლებიც დამოკიდებულია წყლის გაუვნებლობის სხვადასხვა სახეებზე. წყლის რესურსების გაწმენდის ქიმიური მეთოდის როს გამწმენდ სადგურებში წყლის ნაკადში შეაქვთ რეგენტები, რეგენტები სედიან რეაქციაში გასახსნელ და არაგასახსნელ დამაბინძურებელ ნივტიერებებთან, მოქმედებენ მათ მოხვედრაზე იმ დანადგარებზე, საიდანაც გამოიდევნებიან მექანიკური გზით.~მექანიკური გაწმენდის მეთოდის დროს გაუხსნელი შენაერთები გამოიდევნებიან ჩამდინარე წყლებიდან სხვადასხვა სახის დამჭერი მოწყობილობების საშუალებით. ეს მეთოდი უმეტესად გამოიყენება ფარტოდ სამნრეწველო ნაკადების გაწმენდისათვის. ფიზიკური მეთოდის (ელექტროლიტური) დროს ელექტროდენი შეყავთ წყლის ნაკადში, როდესაც ხდება მავნე ნივთიერებების გამოდევნა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია და მოითხოვს ნაკლებ დანახარჯებს გამწმენდ ნაგებობებზე. წყლის რესურსების გაწმენდის ბიოლოგიური მეთოდის შემთხვევაში ორაგანული დამაბინძურებელების მინერალიზაციისათვის გამოიყენება ბიოლოგიური პროცესები, მიკროორგანიზამების დახმარებით. ბიოლოგიური მეთოდი გამოიყენება, როგორც ბუნებრივთან მიახლოვებულ ასევე სპეციალურ ბიოგამწმენდ ნაგებობების პირობებში. გამწმენდი ნაგებობები ჭრიან მტკნარი წყლის ხარისხის შენარჩუნების პრობლემებს ეკონომიკის განვითარების განსაზღვრულ სტადიაზე კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონებისათვის. გთავაზობთ წყლის რესურსების გამოყენების და დაცვისნ გაუმჯობესების კონკრეტულ წინადადებებს და ღონისძიებებს, რომლის გათვალისწინებით უფრო ეფექტური გახდება წყლის გამოყენების და დაცვის მდგომარეობა რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ხარისხხზე .
გამოყენებული ლიტერატურა
|