English / ქართული / русский /
რუსუდან პაპასკირი
ფასიანი ქაღალდების როლი ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლის ზრდის საქმეში

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია საქართველოს პირობებში ხელოვნურად შემცირებული შემოსავლების პრობლემა, რასაც მრავალი კომპანია ორმაგი ბუღალტერიის წარმოებით ახერხებს. აღნიშნულია, რომ სანამ საქართველოში საფონდო ბირჟა სრულფასოვნად არ ამუშავდება, კომპანიების შემოსავალი არა ზრდის (როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია), არამედ შემცირების „ხვრელებს" ეძებენ დასაბეგრი ბაზის შესამცირებლად. შედეგად, ეს იწვევს შემოსავლების შემცირებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური თაღლითობა, დასაბეგრი ბაზა, საფონდო ბირჟა, ორმაგი ბუღალტერია. 

ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდების ერთ-ერთ ტესტში დასმულ კითხვას _ `რომელი შემთხვევა შეიძლება მიჩნეული იქნეს, როგორც წესი, თაღლითობად?~[1] ოთხი ასეთი სავარაუდო პასუხი ჰქონდა:

ა) ბუღალტრის შეცდომა გადასახადების დაანგარიშებისას;

ბ) აუდიტის კომიტეტის უუნარობა, შეისწავლოს და შეაფასოს საეჭვო გარიგება;

გ) დირექტორის მიერ შემოსავლების ხელოვნურად გაზრდა;

დ) საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.

ჩატარებული გამოცდების ანალიზმა აჩვენა, რომ სტუდენტების უმრავლე¬სო-ბას შემოხაზული ჰქონდა მეოთხე _ `დ~ სავარაუდო პასუხი. გამოცდების შედეგების ანალიტიკოსი ბ. ალავერდაშვილი `დ~ პასუხის არასწორობას სტუდენტებს ასე უსაბუ¬თებს: `მსგავსი შეკითხვა წინა გამოცდაზეც მოვიდა და ახლაც გავი¬მეორებთ, რომ ACCA-ის კურსის ფარგლებში ხშირად მიმართავენ სტანდარტებს. ეს არ ნიშნავს, რომ პასუხის არჩევისას ეს მაგიური ტერმინი (ავტორს მხედვე¬ლო¬ბაში აქვს ტერმინი `სტანდარტი~ _ რ. პ.) უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გგონიათ, ამის მოსმენა სურთ გამომცდელებს. უბრალო ლოგიკა მიგვანიშ¬ნებს, რომ შემთხვევითი შეცდომა, თუნდაც ამით სტანდარტი დაირღვეს, თაღლი¬თობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის, თუ არ ჩანს განზ¬რახვა და გარკვეული სიკეთის მიღების სურვილი. ასეთი განსაზღვრა და სურ¬ვილი კი მხოლოდ `გ~ პასუხში მოიაზრება.

მე შევეცადე გამერკვია, რატომ ხდება, რომ ყოველ წელს ამ გამოც¬დებ¬ზე გასული სტუდენტების უდიდესი უმრავლესობა სწორედ `გ~ პასუხს არ მიიჩნევს თაღლითობად. ამის გასარკვევად, უპირველესად, განვმარტოთ, თუ რა არის თაღ-ლი¬თობა. თაღლითობა, ეს არის ქმედება, რომელიც მის `შემოქმედს~ უკანონოდ აძლევს რაღაცა სარგებელს. ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სარგებელს მისცემს საქართ¬ველოს კომპანიებს შემოსავლის ხელოვნური გაზრდა, ანუ შემოსავლის გაზრდა ფიქტიურად, მხოლოდ ქაღალდზე (ბუღალტრულ ჩანაწერებში). ჩემი აზრით, რადგან გაზრდილი შემოსავალი სამეურნეო სუბიექტს აქცევს მაღალი დაბეგვრის ობიექტად, ასეთი ოპერაცია მას სარგებელს კი არა, ზარალს მის¬ცემს. ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს იმ შემოსავალზეც კი მოგების გადასახადის გადახდა, რომელიც მას პრაქტიკულად არ მიუღია. ჩვენ სწორედ ასე ვასწავლით სტუდენტებს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.

მაშ რა ხდება, რატომ ვას¬წავლით ერთს და ვთხოვთ მეორეს? ამის მიზეზი არის საზღვარგარეთის პრაქ¬ტიკის გავლენა. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს იქ გაზრდილ შემოსავ¬ლებზე გადასახადი არ ეზრდებათ, ან პირიქით _ უმცირდებათ. სრულიადაც არა. იქ მოგების გადასახადის განაკვეთიც კი რან-ჟირებულია შემოსავლის სიდი¬დის მიხედვით (რაც ჩვენთან არ არის) და რაც მეტია შემოსავალი, მით მაღალია მოგების გადასახადის განაკვეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის ხელოვნური გადიდებით იქაური კომპანია უფრო მეტად დაზარალდება, ვიდრე საქართველოში მოქმედი კომპანია. ამის მიუხედავად, ევროპის და ამერიკის კომპანიები (კერძოდ, მსხვილი კორპორაციები) ამ მსხვერპლზე მიდიან და იყენებენ აღრიცხვის საერ¬თა¬შორისო სტანდარტების ყველა `ხვრელებს~ ოპერაციული შემოსავლების ხელოვ¬ნურად გასაზრდელად. თუ რა სარგებელი აქვთ მათ ამით, და, მაინცდამაინც რატომ ოპერაციულ შემოსავლებს ზრდიან და არა არაოპერაციულს, ამაზე ქვემოთ მექნება საუბარი.

შემოსავლების ხელოვნურად ზრდის მაქინაციებს, ძირითადად, ადგილი აქვს ამერიკის და ევროპის მსვილ კორპორაციებში. ამის მაგალითები მოხდა კომპა-ნიებში: `McDATA~, `Cendall Squarch Corporation~, `Breightpoint Inc~, `THQ Inc~, `Time Warner Telecom~, `Marvell Xerox~, `Time Warner Telecom~. მათთან დაფიქსირდა შემოსავლის მექანიკურად ზრდის და საამორტიზაციო ხარჯების ხელოვნურად შემცირების მრავალი ფაქტი,[2]  ეს ის კომპანიებია, რომელთა აქციები იყიდება ნიუ-იორკის, ტოკიოს და ლონდონის ბირჟებზე, სადაც გასაყიდად გამო¬ტა¬ნილი აქციების ფასები, და საბოლოო ჯამში, ემიტენტ-კომპანიების საბაზრო ღირებულება დამოკიდებულია ამ კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რასაც, ძირითადად, მაღალი საოპერაციო შემოსავალი და, აქედან გამომდინარე, საოპე-რაციო მოგება აპირობებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საზღვარგარეთის მსხვი¬ლი კორპორაციები მუდმივად ცდილობენ საკუთარი შთამბეჭდავი სურათი შექმნან ბირჟაზე და ამით ინვესტორები მოიზიდონ. მაშასადამე, შემოსავლების ხელოვნური ზრდა, მართალია, მათ დასაბეგრ ბაზას უზრდის, მაგრამ უმაღლებს საინვესტიციო მიმზიდველობას, რომელიც, როგორც ჩანს, მათ უფრო მეტი უღირთ, ვიდრე `ხელოვნურად შექმნილ შემოსავალზე~ გადახდილი გადასახადი.

რადგან საქართველოში საფონდო ბირჟა არ მუშაობს, ამიტომ საქართველოს სააქციო საზოგადოებებს, რომელთა აქციები კოტირებულია ბირჟაზე, ყალბი პოზიტიური ფინანსური ანგარიშგებების ხელოვნური სურათის შექმნის ცდუნება არ გააჩნიათ. უფრო, პირიქით: ისინი შემოსავლის არა ზრდის, არამედ შემცი-რების `ხვრელებს~ ეძებენ. ასე რომ, საქართველოში ვერ იპოვით ფირმას, რომე-ლიც შემოსავლის ხელოვნური ზრდის მაქინაციებს ასრულებს. შემცირების მცდე-ლობებს კი ხშირად აფიქსირებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და კონტროლის პალატა. საქართველოში, ძირითადად, ეს ორი ორგანო ახორციელებს კომპანიების ფინანსურ კონტროლს. ასეთ დროს ევროპასა და ამერიკაში ასეთი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრისათვის მრავალი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მუშაობს (აშშ-ში: SEC U. S. Securities and Exchange Commission, Financial research and Analysis და სხვ.). მათ უფლება აქვთ, ჩაატარონ დამოუკიდებე-ლი საგამოძიებო პროცედურები და აღმოჩენილ თაღლითობასა და მაქინაციებს დააკისრონ სათანადო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ასე რომ, ჩემი აზრით, მანამ სანამ საქართველოში საფონადო ბირჟა სრულ-ფასოვნად არ ამუშავდება, კომპანიები არ დაინტერესდებიან მექანიკურად გაზრ-დილი შემოსავლების ჩვენებით და თუ ასეთი მაინც მოხდა, ის არა თაღლითობად, არამედ დაშვებულ შეცდომად უნდა ჩაითვალოს. საქართველოს პირობებისთვის თაღლითობად უნდა ჩაითვალოს ხელოვნურად შემცირებული შემოსავალი, რასაც მრავალი კომპანია ორმაგი ბუღალტერიის წარმოებით ახერხებს.

რაც შეეხება არაოპერაციულ შემოსავლებს, მათი ხელოვნური გაზრდით უცხოური კომპანიები იმიტომ არ არიან დაინტერესებული, რომ ასეთი შემოსავ-ლების სიდიდე ინევსტორებს არ აინტერესებთ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. ლ. სულხანიშვილი, რ. პაპასკირი – ფინანსური ბაზრები და ფინანსური ინ-სტიტუტები. გამომცემლობა „საჩინო", თბილისი, 2021

2. რ. პაპასკირი. საგადასახადო სისტემის რეფორმა საქართველოში, ჟ. „საქართველოს ეკონომიკა", #9, 2009, გვ. 76-79, ელ. ფოსტა: contact@vetonitsgc.com 



[1]b. alaverdaSvili, bafis profesiuli sertificirebis 2011 wlis ivlisis gamocdebis analizi, J. `buRaltruli aRricxva~, #8, 2011. gv. 6

[2] S. SalaSvili, finansuri maqinaciebi da maTi aRmofxvris gzebi _ msoflio praqtika, J. `buRaltruli aRricxva~, #6, 2011. gv. 32-36.