English / ქართული / русский /
მარინა ტაბატაძეანნა თანდილაშვილი
ეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკური ფაქტორი

ანოტაცია. განვითარების ცალკეული სტადია განსხვავებულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და საზოგადოებრივ ფსიქოლოგიას აყალიბებს, რაც განვითარების ძირითად ტენდენციებზე ახდენს გავლენას.  დღეს მსოფლიოში ძალთა ახალი ბალანსი და ახალი წესით ურთიერთდამოკიდებული სისტემა ყალიბდება, სადაც სუბიექტების წარმატებული პოზიციონირება პოლიტიკური სტაბილურობის,  როგორც ეკონომიკური ზრდის გადამწყვეტი ფაქტორის, არსებობას მოითხოვს.

ეკონომიკური წარმატების მისაღწევად ქვეყნებს პოლიტიკური წონასწორობის უზრუნველყოფა სჭირდებათ, რამდენადაც არასტაბილური გარემო ართულებს ინტეგრაციულ პროცესებს და აფერხებს  საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობის კოორდინაციას.  პოლიტიკური სტაბილურობა განიხილება თანამეგობრობის მხრიდან ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  ფინანსური  დახმარების გაწევის და თანამშრომლობის გადამწყვეტ წინაპირობად. პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურ ვექტორებზე ორიენტირება ხელს უწყობს ინტეგრირების დადებითი ეფექტების მაქსიმიზაციას და რისკების შეზღუდვას ქვეყნის შიგნით. ეს განსაკუთრებით ამაღლებს  ხელისუფლების პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პროცესებზე და აძლიერებს წონასწორული გარემოს უზრუნველყოფაში მის მარეგულირებელ ფუნქციას.

თანამედროვე სამყაროში მიმდინარე მასშტაბური პოლიტიკური კონფლიქტები არსებითად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, რაც საყოველთაო კეთილდღეობის შემცირებაში აისახება. პოლიტიკური ფაქტორის ეკონომიკურ  სტაბილურობაზე გავლენა, ამ საკითხის თეორიული ასპექტი და მის მიმართ კონცეპტუალური მიდგომებია განხილული  წარმოდგენილ მოხსენებაში.

საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაცია;  სახელმწიფოს მმართველობითი კონცეფცია; ეკონომიკური წონასწორობა; მაკროეკონომიკური სტაბილურობა;  ეკონომიკური ზრდის ფაქტორები; ეკონომიკის სახელმწიფო მართვა. 

შესავალი

გლობალიზაციის პროცესი ახალ მოთხოვნებს უყენებს ეროვნულ ეკონომიკურ პოლიტიკას, ცვლის მის პრიორიტეტებს და უფრო ელასტიურს ხდის მას საერთაშორისო ბაზრებთან მიმართებაში. მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირება საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ ბაზას მოითხოვს, რაც მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ფაქტორით განისაზღვრება. პოლიტიკური სტაბილურობა უშუალო გავლენას ახდენს გლობალიზაციის ეფექტის ხარისხზე,  რაც სახელმწიფოს  მარეგულირებელი ფუნქციის გაძლიერებას ითვალისწინებს, ზრდის რა, მის პასუხისმგებლობას ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში.

გლობალიზაციის პროცესს თან ახლავს მსოფლიო საბაზრო გარემოს  და  მისი სტრუქტურის  სწრაფი ცვლილება, საგარეო რისკების გაძლიერება, საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების ზრდა, მისი მოძრაობის არასტაბილურობა, საფასო დისპროპორციები, რაც, საბოლოოდ, ამაღლებს ქვეყნების ეკონომიკის გარე და, ხშირად, არაეკონომიკურ ფაქტორებზე დამოკიდებულების ხარისხს. ასეთ ვითარებაში დიდი როლი ეკისრება მთავრობის მიერ სწორი, დაბალანსებული, მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას, ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ამ პროცესში პოლიტიკური ფაქტორის არსებითი გათვალისწინებას. 

კვლევის შინაარსი

თანამედროვე ეტაპზე ქვეყნების განვითარების  და  ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უცხოური კაპიტალი ხდება, რამდენადაც იგი ადგილობრივ ბიზნესს ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ სტრუქტურებში ინტეგრირებაში, ამასთან, უცხოური ინვესტიცია, როგორც  ვალუტის წყარო, ეროვნულ მთავრობებს მაკროეკონომიკური წონასწორობის უზრუნველყოფასა და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დარეგულირებაში ეხმარება.

კაპიტალის ნაკადებზე გადამწყვეტ გავლენას  ქვეყნის საინვესტიციო გარემო ახდენს. უცხოელი ინვესტორები, პირველ რიგში, მიმღებ ქვეყნებში გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და შიდაეკონომიკურ სტაბილურობაზე  ამახვილებენ ყურადღებას.იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად განაპირობებს ინვესტორთა დაინტერესებას და მათ წარმატებულ საინვესტიციო საქმიანობას, აღსანიშნავია მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ზოგადი ტენდენციები, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოლიტიკური რისკები და ფორსმაჟორული სიტუაციების წარმოქმნის საფრთხეები, ასევე, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრები, ფინანსური ბაზრების  სტაბილურობა, საგადასახადო რეჟიმები და სხვ.  გადამწყვეტი  კი,   რეგიონში არსებული პოლიტიკური სტაბილურობის საკითხია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამთავრობო პროგრამა ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს:

  • საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მართვა
  • ეკონომიკური განვითარება
  • სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება
  • სახელმწიფო მმართველობა

ეს პროცესი უშუალოდ უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების, ქვეყნის დეოკუპაციის, თავდაცვისუნარიანობის ზრდის, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და სხვა  სახელისუფლებო ამოცანებს.

ქვეყნებს გლობალურ სისტემაში თავისი ლოკალური სეგმენტი და მიკროინტერესები გააჩნიათ. საქართველოს პოლიტიკური სტატუსი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციით და კავკასიაში რეგიონული ჰაბით განისაზღვრება. კავკასია თანამედროვე გლობალური ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი აქტუალური რეგიონია, იგი მრავალი სახელმწიფოს  განსაკუთრებული ინტერესის  საგანია, თითოეულ მათგანს კავკასიის ინტეგრაციულ პროცესებზე საკუთარი ხედვა აქვს, რაც, გარკვეულწილად, განაპირობებს კიდეც, არასტაბილურ გარემოს და კონფლიქტურობის მაღალ დონეს რეგიონში [ტაბატაძე მ., 2022]. პოლიტიკური დაძაბულობა და ნაკლებპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო ართულებს  კავკასიაში ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და საქმიანობის კოორდინაციას. ამ პრობლემების მოგვარება აუცილებელი წინაპირობაა ინვესტიციური ბაზრის გააქტიურებისა და, შესაბამისად, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.

თანამედროვე სახელმწიფო მმართველობითი სტანდარტი ხაზს უსვავს პოლიტიკური სტაბილურობის უდიდეს როლს საბაზრო წონასწორობის უზრუნველყოფაში, ეკონომიკური სისტემის ოპტიმალურ რეგულირებასა და კოორდინაციაში. საქართველოს მთავრობა ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას - PAR,  ეს პლატფორმა ევროკავშირთან ინტეგრაციის     ერთ-ერთ ძირითად წინაპირობად მიიჩნევა და იგი ამ ინტეგრაციის  საფუძვლად, პოლიტიკურ სტაბილურობასა და კონფლიქტების ეფექტურ მართვას განიხილავს [საქართველოს მთავრობის დადგე­ნი­ლება№66, 16.02.2023].

სახელმწიფო მართვის პროცესის წარმატება უპირატესადმ იმაზეა  დამოკიდებული,  თუ რამდენად ეფუძნება იგი  მართვის სისტემურ, მეცნიერულ და დემოკრატიულ პრინციპებს, რამდენად არის ხელისუფლება ორიენტირებული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ამაღლებაზე და რამდენად უზრუნველყოფს  სახელმწიფო მართვის სტრატეგია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. საქართველოში მიმდინარე მმართველობითი რეფორმის  კონცეპტუალური ბაზა ევროკავშირის  ძირითად პრინციპებს ემყარება:  

  • სახელმწიფო მმართველობის სისტემის გამჭვირვალობა
  •  ანგარიშვალდებულება და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • პოლიტიკური ძალაუფლების დეცენტრალიზაცია
  • მმართველობითი იერარქიის ეფექტური კოორდინაცია
  • თვითმმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება
  • ინტეგრაციულ პროცესებში ქვეყნის  ინტერესების პრიორიტეტული დაცვა
  • სამოქალაქო სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერა 
  • მოსახლეობისთვის ღირსეული სოციალური გარემოს შექმნა და სხვ.

მმართველობის ერთიანი განზოგადებული სტანდარტების დადგენა და  ქვეყნების  კომპლექსური თანამშრომლობა მინიმუმადე ამცირებს მათ შორის კონფლიქტების წარმოშობის რისკს, პოლიტიკური სტაბილურობა კი, თავის მხრივ, და ეკონომიკური განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გადამწყვეტი წინაპირობა ხდება. საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიას გლობალური მართვის ერთიან სისტემაში ჩართულობასა და ინტეგრირებულ თანამშრომლობაზე ამყარებს, რაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების განმსაზღვრელი ფაქტორების მულტიდისციპლინურ  კვლევას,  უსაფრთხოების მექანიზმების ერთობლივ შემუშავებას და მათ  კომპლექსურ გამოყენებას მოითხოვს.

სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის პლატფორმას ხელისუფლების სტანდარტული მარეგულირებელი მექანიზმები ემსახურება, რაც, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსფორმირდება და ცალკეული ქვეყნისთვის ლოკალური ინსტრუმენტების სახეს იძენს. ამასთან, საერთაშორისო ინსტიტიტების მიერ შემუშავებულია უნიფიცირებული მაკროეკონომიკური მექანიზმები, რომელთა გამოყენება წონასწორობის უზრუნველყოფის ჩარჩო-სტანდარტს შეადგენს. ამ მექანიზმების რეალიზებას  ხელისუფლება  მონეტარული და საბიუჯეტო სისტემებით, მ.შ. სწორი სავალუტო რეჟიმის განსაზღვრით და ინფლაციური პროცესების რეგულირებით, ბიუჯეტის ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირებით და დეფიციტის მართვით ახდენს.

ჩვენი ქვეყნის პერსპექტივები მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო ტურიზმის  განვითარებას უკავშირდება, ყველაზე კონკურენტუნარიან მიმართულებად საქართველოსთვის, სწორედ, ტურიზმიგანიხილება.ამ დარგის განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი პოლიტიკური სტაბილურობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთლიანად რეგიონში. ამასთან,ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია აუცილებლად მოითხოვს გარემოს დაცვისსახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფას და მასში მსოფლიო სტანდარტების ასიმილირებას, ეკოლოგიურ სტაბილიზაციას და ბუნებრივი გარემოს წონასწორობის დაცვას, რაც, პრაქტიკულად გამორიხცავს სამხედრო დაპირისპირებების არსებობას.

საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება გარემოსდაცვით საქმიანობაში სხვა ქვეყნებთან ერთად პასუხისმგებლობათა სწორი დელეგირება, საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფის გაძლიერება, გარემოსდაცვითი ერთიანი პროგრამების შემუშავება და საკითხისადმი კომპლექსური  მიდგომა.  ბუნებრივი ბალანსის დაცვა მდგრადი ეკონომიკის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. საერთაშორისო დონეზე უპირატესობა  ბუნებრივი რესურსების დაზოგვითი რეჟიმების დანერგვას და განახლებადი რესურსების გამოყენებას, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური უსაფრთხოების კონვენციების  სტანდარტების  დაცვას ენიჭება. ეს პროცესი, პრაქტიკულად, გამორიცხავს პოლიტიკური დაპირისპირების არსებობას და, ცალსახად, ქვეყნებს შორის მშვიდობიან ურთიერთობებს მოითხოვს [Tabatadze M.,2018].

საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული, მისი პერსპექტივები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან და ფინანსურ სტრუქტურებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას უკავშირდება, რაც უპირველესად, დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაზე და უსაფრთხოებაზე არის დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს შესაძლებლობებს ქმნის თბილისი-ბათუმის ავტობანის დასრულება, რაზეც ძირითადად იქნება  დამოკიდებული საერთაშორისო ტვირთბრუნვის მასშტაბური ზრდა. საქართველოსთვის ასევე რეპუტაციულია ანაკლიისღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება. საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის შესრულებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაზიანისსაერთაშორისო აეროპორტის აშენება. ევროპის ენერგომომარაგების საკითხში საქართველოს ტრანზიტული როლის მნიშვნელოვან ზრდას უზრუნველყოფს 1195 კმ. სიგრძის „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის“პროექტის დასრულება. ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფაში არსებით როლს შეასრულებს ენერგოგენერირების საერთაშორისო პროექტი. ამ პროექტების განხორციელებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, მათი წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი  კი, პოლიტიკური კონფლიქტების გამორიცხვაა.

სექტორული ინტეგრირების სტრუქტურაში განსაკუთრებულ ინტერესს  ბიზნესის კონსოლიდაციის ტენდენცია იწვევს, რაშიც აქცენტირდება  პროექტების ეკონომიკური უზრუნველყოფის და სტაბილურობის საკითხი, აგრეთვე, ცვლილებებზე ფირმების  სწრაფად რეაგირების უნარი, საერთაშორისო დონეზე ფართოდ განიხილება  დიჯიტალიზაციის პროცესი. მომსახურების ნაწილი გადადის ციფრულ პლატფორმაზე. საქართველოს აქვს ციფრული სერვისების მიწოდებაში რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რისი ძირითადი წინაპირობა უსაფრთხო და მდგრადი    პოლიტიკური გარემოს შექმნაა.

განსაკუთრებულ როლს იძენს პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობი სხელშეკრულებები, საქართველოს იგი გაფორმებული აქვს თურქეთთან და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან, GSP - აშშ-თან და GSP+ - ევროკავშირთან, აგრეთვე, პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები სხვა ქვეყნებთან. ამ პროექტების განხორციელება და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა, მთლიანად დამოკიდებულია მშვიდობის შენარჩუნებაზე და ქვეყნებს შორის უკონფლიქტო გარემოს უზრუნველყოფაზე.

საგარეო  თანამშრომლობის სფეროში სა­ქარ­თვე­ლო­ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ციის  ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის პოლიტიკას  ემყარება, ეს, ძირითადად, სა­ექ­სპორ­ტო პროდუქციის მწარმოებელი  ად­გი­ლობ­რივი სა­წარ­მო­ებისთვის პრე­ფე­რენ­ცი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბის და­წე­სე­ბას და წარმოების შესაბამისი სათანადო მო­ტი­ვა­ციის შექ­მნას ითვალისწინებს. ამასთან,  აუ­ცი­ლე­ბე­ლია  აქ­ცენ­ტი­რე­ბა  მოხ­დეს  ევ­რო­ბაზ­რე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტულ უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე (შე­და­რე­ბით იაფი და ორი­გი­ნა­ლუ­რი საქონელი, ეკო­ლო­გი­უ­რად უსაფ­რთხო­ აგ­როპ­რო­დუქ­ცი­ა და სხვ.) [ევროკომისია, 2020]. გლობალურ ბაზრებთან  ინტეგრირებისსახელმწიფო პოლიტიკის  ფარგლებში მიმ­დი­ნა­რე­ობს   მოლაპარაკებები თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის  შე­თან­ხმე­ბა­ზე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ საამიროებთან, სამ­ხრეთ კორეასთან, გაერ­თიანებულ სამეფოსთან,  გრძელდება  მუშაობა თურ­ქე­თთან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბა­ში არსებითი ცვლი­­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მიზნით,  ამოქმედდა სა­ქარ­თვე­ლო -­ EFTA-ის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა. ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე  შეს­ვლის სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რ    შედეგე­ბთან ერ­თად, უნ­და გა­ნი­საზღ­ვროს ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ეფექ­ტიც - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი  კავ­ში­რე­ბის   გა­ფარ­თო­ე­ბა, სამ­ხედ­რო სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სხვ.   [European Committee of The Regions, 2020].

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ევ­რო­კავ­შირ­თანთანამშრომლობის პერსპექტივები, რაც უპირველესად, „სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრუ­ლე­ბას“ - DCFTA და ENP - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროგ­რამასემ­ყა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თუ­ლია „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაშიც“, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღა­ლი დო­ნის    დამ­კვიდ­რე­ბას,   სა­მო­ქა­ლა­ქო   სა­ზო­გა­დო­ე­ბის   აქ­ტი­უ­რო­ბას, უსაფ­რთხო­ე­ბის დაც­ვას,  მიგ­რა­ცი­ი­სა და საზღ­ვრე­ბის მარ­თვის სა­კითხ­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას,   სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბას და კომ­პლექ­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის     შე­მუ­შა­ვე­ბას  ისა­ხავს მიზ­ნად.

ევ­რო­ბა­ზარ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბისთვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს და ბიზ­ნე­სის ეფექ­ტი­ა­ნი ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის სწო­რი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, ამ პროცესში ჩვენი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ განსაზღვრული მეწარმეობის  ხელშეწყობის ძირითად  ინ­სტრუ­მენ­ტებს  ემ­ყა­რე­ბა:  სა­ბი­უ­ჯე­ტო  მხარ­და­ჭე­რა,  ტექ­ნი­კუ­რი   დახ­მა­რე­ბა, არა­სა­ტა­რი­ფო ბა­რი­ე­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა და სხვ.  სახელმწიფო-საწარმოს ჩარჩოში მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ მე­ქა­ნიზ­მად სა­ჯა­რო -­ კერ­ძო  პარ­ტნი­ო­რო­ბა (PPP) არის მიჩნეული, ამ პროგრამის ფარგლებში ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი და ვერ­ტი­კა­ლუ­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბის კონცეპტუალური  მიდ­გო­მე­ბის შე­სწა­ვლა და უცხოური გამოცდილების განზოგადებაა აუცილებელი.

ევ­რო­კავ­შირ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ინტეგრაციის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სის­ტე­მებ­ში ორ­მხრივი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აისახა  CIB - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაში,პარ­ტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი   PCA და ENP ფორ­მა­ტებ­ში, რაც მიზ­ნად    ისა­ხავს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის ჰარ­მო­ნი­ზებას, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სამ­რეწ­ვე­ლო  სა­კუთ­რე­ბის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, სი­ღა­რი­ბესთან ბრძოლისა და სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხ­ებ­ში  თანამშრომლობის გაღ­რმა­ვე­ბას.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ აქტუალობას სძენს ეკონომიკურ განვითარებაზე პოლიტიკური დაპირისპირების უაღრესად უარყოფითი გავლენის შესწავლის და მის პრევენციის საკითხს. ცხადია, რომ მსოფლიოს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება პოლიტიკური კატაკლიზმებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების სალიკვიდაციოდ. კეძოდ:

რუსეთ-უკრაინი სსამხედრო კონფლიქტმა მკვეთრად გააუარესა ეკონომიკური გარემო და მთელ რიგ ქვეყნებზე სტაგფლაციური შოკის ეფექტი იქონია, რასაც შედეგად, გლობალური რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება მოჰყვა. სამხედრო კონფლიქტის გამო გაზრდილმა ინფლაციამ, ეკონომიკური პარამეტრები განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში გააუარესა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­დგა სა­ქარ­თვე­ლოს  ძი­რი­თად პარ­ტნი­ორ ქვეყ­ნებსაც. სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბის გა­ჭიანურე­ბის და მოსალოდნელი შედეგების არაპროგ­ნო­ზი­რე­ბადობის გამო, უპირველეს ყოვლისა, ფინანსურ სტაბილურობას შეექმნა საფრთხე, რაცფი­ნან­სუ­რი ბაზრების არასტა­ბი­ლუ­რო­ბასა და  რის­კ-ფაქ­ტო­რე­ბის  გამ­წვა­ვე­ბაში აისახა.  მრავალი ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგი იქონია გან­ვი­თა­რე­ბული  ქვეყ­ნების მიერ  კონფლიქტით გამოწვეული  ფინანსური  არასტაბილურობის დასაძლევად  გატარებულმა  მთელმა რიგმა  სარისკო გადაწყვეტილებამ - მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კი­ს გამ­კაც­რე­ბა,   სუ­ვე­რე­ნუ­ლი    რის­კის  პრე­მი­ის  ზრდა და სხვ..

საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი გამო­წ­ვევა გახდა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი და წითელი ზღვის სამ­ხედრო დაძაბულობა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მონაცემებით,  ისრაელის წილი ჩვენი ქვეყნის იმპორტის მოცულობაში საკმაოდ მოკრძალებული იყო – 0.1%, ექსპორტში კი – 0.3%, თუმცა საკმაოდ არსებითია  მისი წილი ფუ­ლად გზავნილებში – 5.2% და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში – 7%. 2024 წლის იანვარში ეს უკანასკნელი 18%-მდე გაიზარდა, რაც ჩვენი ქვეყნის­თვის განსაკუთრებით ზრდის პოლიტიკური დაპირისპირების ფინანსურ ტვირთს. ამ კონფლიქტმა გაართულა გლობალური ინფლაციის მართვა, რამაც არსებითად გააძვირა საკონტეინერო გადაზიდვები რეგიონში. პროცესი უარყოფითად აისახა სა­ქარ­თველოზეც, რამდენადაც მიწოდების ჯაჭ­ვის შეფერხებამ ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 50%-ით, მისი ტარიფი 100-150%-ით, პრო­დუქ­ციის თვითღირებულება კი, 5 %-ით გაზარდა. სამხრეთ-აღმოსავ­ლე­თის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტის 80% ზღვით ხორციელდება, ამდენად, არსებითი როლი ენიჭება წითელი ზღვის კონფლიქტის დას­რულებას. ამასთან, სავარაუდოდ, ეს კრიზისი საქართველოში ინფლაციის მნიშვნელოვან რისკებს აღარ შექმნის, სამომომხმარებლო კალათაში  ამ რეგიონიდან იმპორტირებული პროდუქციის შედარებით მცირე  წილის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს  მი­ზა­ნია  მსოფ­ლი­ო­სთ­ვის  მიმ­ზიდ­ვე­ლი  უსაფ­რთხო რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რი გახ­დეს და ეკო­ნო­მი­კის ლი­ბე­რა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პოლიტიკა გაატაროს, რაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოთხოვნა­ა.  სატ­რან­სპორ­ტო კო­რი­დო­რის ფუნ­ქცი­ი­ს შესრულებასთან ერთად, იგი ეტა­პობ­რი­ვად  უნ­და გარ­და­იქ­მნას რე­გი­ონ­ში ლო­გის­ტი­კურ ჰა­ბად. ამ მიზნების რეალიზაცია, უპირველესად, პოლიტიკურ სტაბილურობას და  კონფლიქტების დაძლევას მოითხოვს, რაზეც არის მიმართული ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. საქართველოს ხელისუფლების საყოველთაო მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოზიტიური გზავ­ნი­ლი უნდა გახდეს უცხოელი პარტნიორებისთვის და მყარი საფუძველი - მომავალი ეკონომიკური წარმატებებისთვის. 

დასკვნა

მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის იმ­პორ­ტი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის სივ­რცი­თი გე­ნე­რი­რე­ბა და კონ­ვერ­გენ­ცი­ის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტი­ა, ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე არსებული მკაფიო პოლიტიკური დისბალანსი უარყოფითად აისახება ქვეყნების განვითარების პერსპექტივებზე, რაც კონფლიქტების მართვის კომპლექსური სტანდარტების შემუშავებას და ცალკეული ქვეყნის მმართველობითი მექანიზმების ურთიერთკოორდინირებას მოითხოვს. პოლიტიკური დაპირისპირების მართვა აუცილებლად გლობალურ კონტექსტში უნდა იყოს განხილული  და პროცესების რეგულირების მკაცრად ცენტრალიზებულ მიდგომებს უნდა დაემყაროს.

სა­ქარ­თვე­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი­ა, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბით და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კური და ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით. ამ  ინდივიდუალიზმს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან გა­ნი­ხი­ლა­ვენ და არა­ერ­თგვა­როვ­ნად აფა­სე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფორმირდება საგარეო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ურ­თი­ერ­თგან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი და პრიორიტეტები, რაც უშუალოდ აისახება ხელისუფლების სამოქმედო სტრატეგიაზე.

 სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში მი­ს სტაბილურ სეგმენტირებას და პარტნიორებისთვის უსაფრთხო, მიმ­ზიდ­ველ ქვეყ­ნად ფორ­მი­რე­ბას   ითვალისწინებს.  ევ­რა­ზი­ის   სატ­რან­სპორ­ტო-­კო­მუ­ნი­კა­ცი­ური დე­რე­ფნით  და რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რობით გა­ნ­საზღ­ვრული სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მი­სიის შესრულება უპირობოდ მოითხოვს კონფლიქტების დაძლევას და მუდმივ მშვიდობას.  ამ იდეის რეალიზებას ემსახურება ქვეყნის სახელისუფლებო პოლიტიკური და  ეკონომიკური  რესურსები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბე­ნა­სი-­კუ­ე­რი ა., კი­უ­რი ბ., ჟა­კი პ., პი­სა­ნი-­ფე­რი ჟ. (2016). ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, თეორია და პრაქტიკა. „ოქსფორდის უნივერ­სი­ტეტი“, თსუ გამომცემლობა.
  2. მექვაბიშვილი ე. (2021). თანამედროვე მაკროეკონომიკური თეო­რი­ები. სახელმძღვანელო. თსუ გამომცემლობა.
  3. პაპავა ვ. (2015).  საქართველოს ეკონომიკა, გამ. „ინტელექტი“, თბი­ლი­­სი.
  4. ტაბატაძე მ. (2016). სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგია ეკო­ნო­მიკური არასტაბილურობის პირობებში, თსუ, საერთაშორისო სამეც­ნიერო კონფერენცია, თბილისი, გვ. 480-483 https://www.tsu.­ge/­data/file_­db/eco­nomist_faculty/globaliz.pdf
  5. ტაბატაძე მ. (2022). ეკონომიკური მდგრადობის გლობალური და ეროვ­ნული სტანდარტები, ჟ. ეკონომიკსი Ekonomisti, ტ.9(4), გვ. 55-67 https://eko­nomisti.tsu.ge/uploads/images/ek20224.pdf­
  6. ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ხედვა 2022-2025, USAID-აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, EPRC - ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი, თბილისი, 2021. https://eprc.ge/­wp-­content/uplo­ads/­2022/06/economic_strategy-geo.pdf
  7. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №66 დადგე­ნი­ლება „საჯარო მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის 2023-2026 წლე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის 2023-2024 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბის შესახებ“.
  8. https://www.matsne.gov.ge/ka/­docu­ment/­view­/­5723982?publication=0
  9. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC (2021). ეკონომიკური განვითა­რე­ბის სტრატეგიული ხედვა 2022-2025. https://eprc.ge/wp-content/uploads/­2022/06/­eco­nomic_strategy-geo.pdf
  10. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (2023). UN Habitat წლიური ანგა­რიში 2022. www.unhabitat.org
  11. ევროკომისია (2020). The State Aid Temporary Framework https://com­petition-policy.ec.europa.eu/system/files/2022-06/Temporary_framwork.pdf
  12. World Economic Forum Travel & Tourism Development Index 2021. “Rebuilding for a Sustainable and Resilient Future”. Insight report https://www.weforum.org/reports/travel-and-tourism-development-index-2021/
  13. Canofari P., Di Bartolomeo G. & Messori M. (2023). Sovereign Debt Crisis, Fiscal    Consolidation, and Active Central Bankers in a Monetary Union. The B.E. Journal of Macroeconomics, vol. 23(1), p.151-180. https://­doi.­org/10.1515/bejm-2022-0038
  14. Gentiloni P. (2020). Eurogroup meeting Press conference, Jan. 20,  2020,  European   Council    
  15. .https://newsroom.consilium.europa.eu/events/­2020­0120-­euro­group-meeting-january-2020
  16. Tabatadze M. (2018). Spatial Planning as A Good Governance Practice for Regional Policy in Transition Countries, Journal of International Economic Research (JIER), vol. 4(1), p.31-
  17.  https://irissymposium.wixsite.com/jier
  18. European Committee of The Regions.2020 https://portal.cor.europa.­eu/­divisi­onpowers/ Pages/Georgia-general.aspx 180
  19. OECD, Making Decentralization Work, a Handbook for Policy-Makers, (2019). http://www.oecd.org/ regional/making-decentralisation-work-g2g9faa7-en.­htm180