English / ქართული / русский /
გოდერძი ტყეშელაშვილიგიორგი მელქაძე
გადამზიდავი კომპანიების აქტივობაზე მაკროეკონომიკური გარემოს გავლენის საკითხისათვის

ანოტაცია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპები მართალია მისაღებია, მაგრამ საჭიროებს დაჩქარებას, რაც შეუძლებელია ადგილობრივი კომპანიების აქტივობის გაზრდის გარეშე. მასზე კი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს არსებული ეკონომიკური გარემო. ეს უკანასკნელი რამდენიმე შემადგენლით წარმოჩნდება, რომელთაგან ძირითადია: საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, საგადასახადო გარემო, საფინანსო-საკრედიტო მომსახურება და სამეურნეო დავების გადაწყვეტის ოპერატიულობა. ყველა აღნიშნული მიმართულება საქართველოში გასაუმჯობესებელია, რაც დადებით ასახვას ჰპოვებს ქართულ კომპანიებზე.

საკვანძო სიტყვები: მაკროეკონომიკა, ბიზნესი, კომპანია, საბაზრო ეკონომიკა, ფულად-საკრედიტო ურთიერთობები. 

შესავალი

საქართველოზე გადის ევროპა-აზიის დამაკავშირებელი რამდენიმე სატრანზიტო დერეფნიდან ერთ-ერთი, ყველაზე უმოკლესი¾შუა კავკასიის დერეფანი, თუმცა გატარებული ტვირთების მოცულობით იგი არ გამოირჩევა.

რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების გამო და დასავლეთის მხრიდან გამოცხადებული სანქციების ფონზე რუსეთისათვის შეიძლება კავკასიის ჩრდილო კავკასიური სატრანზიტო გზაზე გამავალი ტვირთების (დაახლოებით 400 მლნ. ტ.) გადმომისამართება შუა დერეფანზე, რისთვისაც ქართული გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიები მომზადებული უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთნაკადები ალტერნატიულ გზებზე გადაერთვებიან.  (ტყეშელაშვილი გ. კილაძე თ., 480).

სანქციებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, შეეხო ე. წ. სამხრეთ მიმართულებასაც.  ირანული ფაქტორით ბლოკირებულ სამხრეთის მარშრუტს დაემატა თალიბური ავღანეთით განპირობებული გამოწვევები. რამაც შექმნა ამ სატრანზიტო დერეფნის მასშტაბური გამოყენებისათვის გადაულახავი დაბრკოლება.  (ვიქტორი., 2024)

* * *

საქართველოს გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების აქტიურობაზე უდიდეს გავლენას ახდენს მაკროეკონომიკური გარემო. აქ იგულისხმება ძირითადად შემდეგი მმიმართულებები:

¾    საბაზრო ინფრასტრუქტურა;

¾    ფინანსების მართვა და საბანკო მომსახურება;

¾    საგადასახადო გარემო;

¾    სამეურნეო სამართლიანობის უზრუნველყოფა.

საბაზრო ინფრასტრუქტურაში გაერთიანებულია მოწესრიგებული ბაზრები ანუ ბირჟები. მათგან გამოყოფენ შემდეგ სახეობებს: სასაქონლოს, ფასიანი ქაღალდების, სავალუტოს და შრომითს.

სასაქონლო ბირჟები შეიძლება იყოს უნივერსალურიც და სპეციალიზირებულიც. უნივერსალურ ბირჟაზე ვაჭრობენ ნებისმიერი სახეობის საქონლით, ხოლო სპეციალიზირებულ ბირჟებზე შეზღუდული სახეობის საქონლით. საქართველოს იუსტიციის სახლის მონაცემებით რეგისტრირებულია 61 სასაქონლო ბირჟა, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ ფუნქციონირებს. (პორტალი, 2024). ზოგიერთი სასაქონლო ბირჟების ჩამონათვალი მოყვანილია ცხრილში. 

ილუსტრაცია 1. საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ბირჟები

საფონდო ბირჟა ფუნქციონირებს სახელმწიფოს პატრონაჟით. ამ ბირჟაზე ძირითადად ვაჭრობენ აქციებით, რაც საშუალებას აძლევს სააქციო საზოგადოებად წარმოდგენილ კომპანიებს შეავსონ თავიანთი ფინანსური აქტივები და მეორეს მხრივ განსაზღვროს თავიანთი აქციების საბაზრო ღირებულება, შესაბამისად კომპანიის ფასი.

რამდენადაც ფასიანი ქაღალდების ბირჟა არ ფუნქციონირებს სრულყოფილად, რაც განპირობებულია უამრავი ფაქტორების ზემოქმედებით ვაჭრობა ძირითადად არა აქციებზე ხორციელდება, არამედ კომპანიების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებზე და ეს ვაჭრობის მოცულობებიც მცირეა.

ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე კომპანიების უმეტესობა  თავიანთ საწესდებო კაპიტალის მოცულობებსაც კი არ უთითებენ, ამიტომაც ობლიგაციებისადმი ნდობა ძალიან დაბალია და შესაბამისად გაყიდული ობლიგაციების რიცხვი უმნიშვნელოა.  (ფასიანი ქაღალდების ბირჟის ოფიციალური საიტი., 2024)

საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ფუნქციონირებს შრომის ბირჟები. აღნიშნული ბირჟები იქმნება სახელმწიფოს მიერ და მის ფუნქციებში შედის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიონალური გადამზადება შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად, ამასთან შრომის ბირჟები გასცემენ უმუშევრობის დახმარებებს. აღნიშნული ბირჟის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ მათი მონაცემების საფუძველზე სტატისტიკური სამსახურები განსაზღვრავენ შრომისმაძიებელთა რიცხოვნებასაც.

საქართველოში შრომის ბირჟები სუსტად, მაგრამ მაინც ფუნქციონირებდნენ 2004 წლამდე. შემდეგ ისინი ჩანაცვლდა დასაქმების სამსახურით, ხოლო 2020 წლიდან ფუნქციონირებს  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ეს სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ სრულყოფილად შრომის ბირჟისთვის განკუთვნილი ფუნქციების შესრულებას.               

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს იმაზე, რომ მიხედავად იმისა საქართველო  გასული საუკუნის 90-იანი წკლებიდან დეკლარირებს საბაზრტო ეკონომიკაზე გადასვლას და ატარებს რეფორმებს მისი გაღრმავების მიზნით, აუცილებელია საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება.

შემდეგი მაკროეკონომიკური საკითხია  ფინასები და საკრედიტო სისტემა. იგი გამოიხატება ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფაში მსოფლიო კონვერტაბელურ ვალუტებთან მიმართებაში და ინფლაციის დონის მინიმუმამდე დაყვანაში.

ლარი გამოირჩევა გაცვლითი კურსის ცვლილების მაღალი ამპლიტუდით, რასაც ბიზნესპორტალი ლარი.გე -ს მონაცემებიც ადასტურებს. (იხილეთ დიაგრამა 17.)

ასევე არასახარბიელოდ გამოიყურება ინფლაციის მაჩვეწნებელთა დინამიკაც. რაც არამარტო ეკონომიკურ აქტივობაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ მძუმედ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. (იხილეთ ილუსტრაცია 2 და 3).

ილუსტრაცია 2. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში

ილუსტრაცია 3. ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა

 

ამდენად ლარის კურსის სტაბილურობას ჯერ-ჯერობით ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.  (პორტალი ბ. , 12.09.2024.)

რაც შეეხება საგადასახადო გარემოს იგი მთლიანად განისაზღვრება საგადასახადო კოდექსით. კოდექსი მიღებული იქნა 2010 წ-ის სექტემბერში და მოქმედებს 2011 წლის პირველი იანვრიდან. მანამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული იყო 20-ზე მეტი გადასახადის სახე (უფრო ზუსტად 26 დასახელების გადასახადი), რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებდა ბიზნესის აქტიურობაზე. ასეთი ოდენობის გადასახადები და მაღალი კორუფცია იყო უმთავრესი მიზეზი საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული საბჭოთა საწარმოო სიმძლავრეების შემცირებისა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა ფართო მასშტაბიანი პროვატიზაცია, სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილი პრივატიზებული იქნა ე.წ. ნულოვან აუქციონებზე, რაც სიმბოლურ ფასად სიმძლავრეების შეძენის საშუალებას იძლეოდა. რამდენადაც საგადასახადო გარემო არ იძლეოდა სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის საშუალებას, რასაც თან ერთვოდა ტრადიციული საწარმოო-სამეურნეო კავშირების მოშლა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან სიმძლავრეთა მეპატრონეები შეეცადნენ და მიაღწიეს კიდეც, რომ საწარმოო სიმძლავრეები გაეყიდათ საზღვარარეთ. ასე აღმოჩნდა უნიკალური ჩარხები და სხვა ტექნოლოგიური დანადგარები გასხვისებული მეზობელ ქვეყნებში, უპირველესად თურქეთსა და ირანში.

დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია 6 დასახელების გადასახადი. ამ გადასახადთა განაკვეთები შესაბამისობაშია ევროპის განვითარებული სახელმწიფოების საგადასახადო სისტემასთან, მაგრამ საქართველოსთვის, როგორც განვითრებადი ქვეყნისთვის, გადასახადები მაინც მაღალია და არ ახალისებს სამეწარმეო აქტივობას.

საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემის  მიზანი უნდა იყოს  წარმოების ეფექტიანობის ამაღლება და მოსახლეობის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ტრანსფორმაციას უნდა დაექვემდებაროს. ეს ცვლილებები ბოლო წლებში სწრაფად მზარდი ეკონომიკების (სინგაპური, ახალი ზელანდია, ფილიპინები და სხვ.) საგადასახადო სისტემის განვითარების პრაქტიკის სპეციფიკის მიხედვით უნდა განხორციელდეს (მაგალითად, სინგაპურში გადასახადების მოცულობა არ აჭარბებს მშპ-ს 12 პროცენტს).  (ვარდიაშვილი მ. , 2022)

საქართველოს საგდასახადო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანება ისაა, რომ გადასახადების განაკვეთები არ არის დამოკიდებული შემოსავლების სიდიდეზე, ანუ სისტემა არაპროპორციულია. მაგალითად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია ყველა გადამხდელისათვის. ასეა დღგ-ს 18%-იანი, მოგების 15%-იანი და სხვა გადასახადთა  განაკვეთებიც.

სამეურნეო სამართლიანობის არსებული სისტემაც არ ახალისებს სამეწარმეო აქტივობას. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლო, ხოლო კერძო საარბიტრაჟო სასამართლოები, მართალია დარეგისტრირებულნი არიან, მაგრამ პოპულარობა ვერ მოიპოვეს და თითქმის არ ფუნქციონირებენ. სამეურნეო დავები, მეწარმეებს შორის და მეწარმეებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის იხილება საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში, სადაც დავის განხილვას და განაჩენის გამოტანას დიდი დრო, ხშირად რამდენიმე წელი ჭირდება. ამ ხნის განმავლობაში დავის საგანმა მეწარმეზე დამისი ფირმის ფინანსურ მდგომარეობაზე შეიძლება საბედისწეროდაც კიიმოქმედოს და გაკოტრება გამოიწვიოს, ამდენად ასეთი სამართლიანობის უზრუნველყოფის მექანიზმი არაეფექტურია. 

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური საგადასახადო გარემო ხელს არ უწყობს სამეწარმეო აქტივობის ამაღლებას და საჭიროა სრულად ამოქმედდეს საბაზრო მექანიზმი, აღმოიფხვრას მონოპოლიზმი და ოლიგოპოლიზმი, კორუფცია და პატრონაჟი ეკონომიკაში, რაც თავისუფალი კონკურენციის პოზიციებს გააძლიერებს. უზრუნველყოფილი იქნას ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილური გაცვლითი კურსი მსოფლიო კონვერტაბელურ ვალუტებთან (აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი) მიმართებაში და შემცირდეს ინფლაცია. გაუმჯობესდეს საგადასახადო გარემო მისი დიფერენციაციის და პროგრესულობის მიმართულებით და ჩამოყალიბდეს სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლო სამეურნეო დავების ოპერატიულად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვარდიაშვილი მ. . 2022. კერძო მეწარმეობის განვითარების მასტიმულირებელი საგადასახადო მექანიზმის ფორმირების საკითხებისათვის. ჟურნალი "საქართველოს ეკონომიკა" #3. თბილისი. 2024.
  2. პორტალი, ბ. (12.09.2024.). LARI GE. ისწავლე ბიზნესის ალქიმია. საიტი: https://www.lari.ge/index.php?do=currency/chart&code=KGS
  3. საქართველოს იუსტიციის სახლის ოფიციალური მონაცემები.  პორტალი, ე. ს. (2024). საიტი: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179?dark=.
  4. ტყეშელაშვილი გ. კილაძე თ. (2023). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული . ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი (გვ. 480). თბილისი: 2023.
  5. ფასიანი ქაღალდების ბირჟის ოფიციალური საიტი. თბილისი: (2024). https://gse.ge/securities.
  6. ყიფიანი ვიქტორი. შუა დერეფნის მნიშვნელობა: შეუფასებლობა დაუშვებელია, გადაფასება – შეუძლებელი. GC ანალიზი. ჟეოქეისი. (2024).  საიტი: https://www.geocase.ge/ka/publications/919/shua-derefnis-mnishvneloba-sheufasebloba-daushvebelia-gadafaseba-sheudzlebeli-pirveli-natsili.