ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ლინა დათუნაშვილი ∘ თენგიზ ქავთარაძე ∘ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები ეროვნულ დონეზე ანოტაცია. ნაშრომში ეკონომიკური ლექსიკონების თანახმად განმარტებულია ინოვაციური საქმიანობის არსი, შესწავლილია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც კონკურენციულ ბრძოლაში აგებენ თავის საქმიანობას, უპირატესად ინოვაციური პოლიტიკის საფუძველზე, კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ეროვნულ დონეზე დღეისათვის ინოვაციური საქმიანობა მეტად დაბალ დონეზეა და მოცემულია, მისი ამაღლების გზები. * * * ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონებიდან განმარტების თანახმად ინო-ვაციური საქმიანობა არის ქვეყნის განვითარების ის პრიორიტეტული მიმართულე-ბა, რომლის წარმატებულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა და ბაზრის შევსება საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახის კონკურენტუნარიანი პროდუქტით. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებული საწარმო თუ ფირმა გამოდის ის, რომე-ლიც აგებს თავის საქმიანობას უპირატესად ინოვაციური პოლიტიკის საფუძველზე. ამიტომ, ინოვაციური საქმიანობის განვითარება, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სინამდვილეში არსებული მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის ზრდისა და ქვყენის პერსპექტიული განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარება, ინოვაციური პროცესების სახელმწიფო რეგულირების სრულყოფა და ინოვაციათა ბიზნესის განვითარება სათანადო საკადრო, მატერიალურ-ტექნიკურ და ინფორმაციულ პოტენციალთან ერთად. საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური საქმინაობა დღეისათვის მეტად დაბალ დონეზეა, რაც ძირითადად დაკავშირებულია საწარმოებში საკუთარი საშულებებისა და მოზიდული სახსრების სიმცირესთან, როგორც საბიჯუტეტო, ისე არასაბიუჯეტო წყაროების დაფინანსების უკმარისობასთან და სხვა. საქართველო დაადგა რა საბაზრო რეფორმების გზას, სამწუხაროდ საინოვაციო სფეროს ახალ პირობებში მუშაობისათვის იგი მოუმზადებელი აღმოჩნდა, რადგან არ არსებობდა ამ საქმიანობისათვის სათანადო გამოცდილება და შესაბამისი სტრუქტურები. ბაზრის ფორმირების პროცესსა და მოთხოვნილებას ჩამორჩება ინოვაციური პროდუქციის წარმოება. არსებობენ სამართებრივი და ორგანიზაციუ-ლი ხასიათის პრობლემები. არ არის შექმნილი სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქცის ბაზარი და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურა (სპეციალური ბანკები, ინოვაციური ფონდები, კონსალტინგური, ვენჩერული ფირმები, სამეცნიერო და ტექნიკური პარკები და სხვა). არსებული სირთულეების დასაძლევად აუილებელია ინოვაციური პოლიტიკის განვითარების კუთხით განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიზანმიმართული შესწავლა და გამოყენება ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობდა საინოვაციო სფეროს გააქტიურებას. ეროვნულ დონეზე ქვეყანაში ინოვაიის დონე ჯერ კიდევ არადა-მაკმაყოფილებელია. დაბა;ლია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დახანარჯები კვლევასა და განვითარებაზე, რაც ასახულია სხვადასხვა საერ-თაშორისო შეფასებასა და რეიტინგში. ინოვაციის გლობალურ ინდექსში 2013 წელს საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წლის ინო-ვაციების შესაძლებვლობების ინდექსში საქრთველოს 44-ე ადგილი უკავია. 131 ქვეყანას შორის გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში 2013, 2014 წლის მდგჰომარეობით საქართველო 148 ქვეყანას შორის შემდეგ პოზიციებს იკავებს: ინოვაციის განხორციელების შესაძლებლობის მაჩვენებელი 118-ე ადგილი; კომპანიების დახარჯები კვლევასა და განვითარებაზე – 128-ე ადგილი; დაბალია, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა ასევე ტექნოლოგიური განვითარების დონე. ამავე ინდექსისთ საქართველოს აქვს შემდეგი მაჩვენებლები: უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა – მე-100 ადგილი; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიების მიერ - 117-ე ადგილი; დასკვნა ეროვნულ დონეზე, არადამკმაყოფილებელია ინტელექტუალური საკუთრების დაცვაც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციების განხორციელებისთვის. საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომპონენტით 124-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მოსახლეობის მიერ კომუნკაციის ამ საშუალებების გამოყენების დონე კვლავ არადამაკმაყოფილებელია. ეროვნულ დონეზე ინოვაციისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ინოვაციური საქმიანობის უახლესი ტექნოლოგიების ტრანსფერისა და დანერგვის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება. ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისათვის ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს ისეთი პირდაპირი და იქნება უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რომელიც მიმართული იქნება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაზე. ეროვნულ დონეზე ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების სისტემების პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს განათლებისა და მეცნიერების გარდაქმნას. ცოდნა თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი რესურსია. ცოდნის შეძენა, შენ-არჩუნება და გადაცემა, რაც მხოლოდ სწავლისა და კვლევის ერთიანობითაა შესაძლებელი, უმაღლესი განათლების უპირველესი მოვალეობაა. საქართველოს შემდგომი განვითარების მიზნისათვის არაერთხელ დაფიქსირდა სწავლისა და კვლევების ერთიანობის მნიშვნელობა და აუცილებლობა. კვლევაზე დაფუძნებული განათლების მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრბლემის გადაწყვეტას ეროსვნულ დონეზე, რაც სჭირდება თანამდროვე საზოგადოებას და რაზეც მომავალი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებაა დამოკიდებული. ინოვაციური თვალსაზრისით ეროვნულ დონეზე ძველ საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებაში მორწყვის საქმეს დიდი ადგილი ეკავა, როგორც ბარში ისე მთაში, უფრო მეტიც, პ. გუგუშვილის აზრით, იგი თავდაპირველად მთაში გაჩნდა მან დაადასტურა, რომ მორწყვის მეტად თავსებულ სახეს ადგილი ჰქონდა ზემოსვანეთშიც. ინოვაციური თვალსაზრისით აღნიშნული სისტემების შესწავლას აღდგენასა და დენერგვას მომავალში დიდი ადგილი უნდა დაეთმოს. გამოყენებული ლიტერატურა 1. რამაზ აბესაზე – ევროკავშირის ინოვაციური პოლიტიკა. 2. ამერიკის ეკონომიკა, ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა. Aმერიკის შეერ-თებული შტატების საინფორმაციო სააგენტო 2020. 3. ლ. ჩიქავა – ინოვაციური ეკონომიკა. შაგამომცემლო ფირმა ”სიახლე”. თბ. 2006 4. თ. ქავთარაძე – აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო ”მეცნიერება”, თბ. 2003 |