English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
საერთაშორისო ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი მსოფლიოში და საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი განუხრელად მზარდი სექტორი, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმი: იგი ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ქვეყნებისათვის ხდება შემოსავლების ზრდის და ამით მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების მნიშვნელოვანი წყარო.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ტურიზმი მრავალ რისკს ექვემდებარება და სხვადასხვა საფრთხის ქვეშ იმყოფება, როგორიცაა ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური საფრთხეები. ნაშრომში გაშლილია აღნიშნული დარგის განვითარების ეკონომიკური საფრთხეები, აგრეთვე მათი ზემოქმედების შედეგები ეკონომიკაზე და შემოთავაზებულია მათი აღმოფხვრის გზები.

ნაშრომი ეხება საერთაშორისო ტურიზმის გავლენას კერძოდ საქართველოს ტურისტული სფეროს განვითარებაზე, რაც ეყრდნობა საკმაოდ საინტერესო ციფრობრივ მასალას.

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ტურიზმი, ეკონომიკური საფრთხეები, WTO, (World Trade Organization), UNWTO (United Nations World Tourism Organization), WTTC (World Travel & Tourism Council),  ტურიზმი საქართველოში. 

* * *

თანამედროვე ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. დღეს იგი წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკაში, რაც მას ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად ხდის. ტურიზმი ხშირად პიონერია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში, მაგალითად, გამოქვაბულების, ჩანჩქერების, ეგზოტიკურ კლდეების და უნიკალური პეიზაჟების. მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის განუხრელად იზრდება ტურიზმის, როგორც ფინანსური შემოსავლის წყაროს, დასაქმების უზრუნველყოფის, საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების, ამ სფეროს მომსახურე ინდუსტრიების შექმნისა და, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების მნიშვნელობა.

ტურიზმის სექტორზე მოდის მსოფლიო მთლიანი ეროვნული პროდუქტის 6%, გლობალური ინვესტიციების 7%, გლობალური სამომხმარებლო ხარჯების 11%. აგრეთვე ტურიზმის სექტორი ქმნის ყოველ მეათე სამუშაო ადგილს მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს WTTC (World Travel & Tourism Council ) პროგნოზების მიხედვით, მომდევნო ათწლეულში გლობალურ შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების მეოთხედი ამ ინდუსტრიაში შეიქმნება.

ზოგადად, ტურიზმის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე გამოიხატება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით: სიკეთეებით, მოგებით, ბონუსებით, ტურიზმის ხვედრითი წილით ქვეყნის ექსპორტში და საგადამხდელო ბალანსში, ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით, ტურიზმის განვითარებით მიღებული ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობით და სხვ..

საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელობა გაცილებით ფართოა, ვიდრე წმინდა ტურისტული სფერო. იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე. ბევრმა მაღალგანვითარებულმა ქვეყანამ, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, ესპანეთი თავისი სიმდიდრის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმიდან შემოსავალზე ააშენა. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაშიც უპრეცედენტო ტემპით იზრდება ტურიზმის როლი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკური მექანიზმების ზემოქმედების შედეგად ტურისტულ ქვეყნებში იზრდება: ტურისტული პროდუქტის მოხმარების მასშტაბები და მრავალფეროვნება; ტურისტული ობიექტების რაოდენობა და უმჯობესდება მათი სერვისის ხარისხი; ტურისტული დანიშნულების ადგილებში დასაქმებისა და მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა; ტურიზმთან დაკავშირებული დარგების განვითარების შესაძლებლობები და ა.შ.

XX საუკუნის ბოლოსთვის ტურიზმმა წამყვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, დაიწყო სერიოზული გავლენა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ამ ფაქტორების გამო ტურიზმს „მე-20 საუკუნის ფენომენი“ უწოდეს.

საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაცია UNWTO (United Nations World Tourism Organization) ყოველწლიურად აღრიცხავს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული ფინანსური შემოსავლების მოცულობას მსოფლიოს ქვეყნებში, ახდენს რაოდენობრივ ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა გავიგოთ რა რაოდენობის სახსრები შედის ეროვნულ ეკონომიკაში ამ ტიპის საქმიანობის შედეგად. ამჟამად პარადოქსული ვითარება იქმნება: საერთაშორისო ტურისტების საკმაოდ მაღალი რაოდენობის მიუხედავად, საერთაშორისო ტურიზმიდან ფინანსური შემოსავლები არც თუ ისე მაღალია. UNWTO-ს კვლევების მიხედვით, რომელიც 200 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, ბოლო წლებში ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ქვეყნების ტოპ-10 ასეთია ((იხ. ცხრილი 1): 

ცხრილი 1

მსოფლიოს ქვეყნების ტოპ-10 (მლნ ტურისტი)

 

2019

2020

2021

2022

2023

 

ქვეყანა

ტურისტი

ქვეყანა

ტურისტი

ქვეყანა

ტურისტი

ქვეყანა

ტურისტი

ქვეყანა

ტურისტი

1

საფრანგეთი

90,2

ჩინეთი

137.1

საფრანგეთი

89

საფრანგეთია

80

საფრანგეთი

89,4

2

ესპანეთი

83,8

აშშ

102.4

ესპანეთი

82,8

ესპანეთი

71,6

ესპანეთი

83,7

3

აშშ

78,7

საფრანგეთი

93,3

აშშ

79,1

აშშ

50,8

აშშ

79,3

4

ჩინეთი

67,5

ესპანეთი

71,0

ჩინეთი

63

თურქეთი

50,4

ჩინეთი

65,7

5

იტალია

64,6

ჰონგ კონგი

59.3

იტალია

62

იტალიამ

49,8

იტალია

64,5

6

თურქეთი

52,5

იტალია

52,9

თურქეთი

46

მექსიკა

38,3

თურქეთი

51,2

7

მექსიკა

44,9

დიდი ბრიტანეთი

52.8

მექსიკა

41

დიდი ბრიტანეთი

30,5

მექსიკა

45

8

ტაილანდი

39,7

მექსიკა

48,9

გერმანია

39

გერმანია

28,4

ტაილანდი

39,8

9

გერმანია

39,4

რუსეთი

47,1

ტაილანდი

38,2

საბერძნეთი

27,8

გერმანია

39,6

10

დიდი ბრიტანეთი

36,9

ჩეხეთი

44.1

დიდი ბრიტანეთი

36

ავსტრია

26,2

დიდი ბრიტანეთი

39,4

2024 წელს, მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყნების რიგში იყო: საფრანგეთი (117,1 მლნ), პოლონეთი (88 მლნ), მექსიკა (51 მლნ), აშშ (45 მლნ), ტაილანდი (39,9 მლნ), იტალია (38,4 მლნ), ჩეხეთი (37,2 მლნ), ესპანეთი (36,4 მლნ), კანადა (32,4 მლნ) და უნგრეთი (31,6 მლნ).

ტურიზმის პირველი ფუნდამენტური თეზისია ის, რომ სახელმწიფო დონეზე საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული ფინანსური შემოსავლები უმეტესწილად იხარჯება ქვეყნის შიგნით და სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს იძლევა: გადასახადების ან მოსაკრებლების სახით მიღებული თანხების ნაწილი მიდის როგორც მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტში, ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, ასევე უშუალოდ ინდუსტრიის ანგარიშებში და იხარჯება როგორც ქვეყნის სოციალურ განვითარებაზე, ასევე ამა თუ იმ დარგის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტურიზმის ინვესტირებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული სახსრებიც (პირდაპირ ან ირიბად) განკუთვნილია სახელმწიფოსა და მოსახლეობის საჭიროებებისთვის (კერძოდ, შეიძლება დაიხარჯოს სოციალურ მიზნებზე - მედიცინაში, განათლებაზე).

საინტერესოა, რომ ინვესტიციების დონე და სახელმწიფო შემოსავლები ამ ინდუსტრიიდან არ არის მთავარი მაჩვენებელი, რომლითაც ქვეყნები ლიდერობენ საერთაშორისო ტურიზმში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ლიდერობს რეიტინგში ტურისტული ინდუსტრიიდან შემოსავლების მიღების მხრივ მსოფლიოში, სექტორის წილი სახელმწიფოს მთლიან მშპ-ში 5,5%-ზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მცირედაა დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე. ამავდროულად, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც პრაქტიკულად ცხოვრობენ ტურიზმით. მოგზაურებზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნებია: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, მალდივები, სეიშელის კუნძულები და ბაჰამის კუნძულები. ევროპაში მოგზაურების წყალობით ტურიზმის სექტორს მშპ-ში ყველაზე დიდი წილი აქვს ხორვატიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და კვიპროსში. ინდუსტრიაში ინვესტიციების მხრივ საერთაშორისო ტურიზმში წამყვანი ქვეყნები არიან: აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, საფრანგეთი, იაპონია, გერმანია.

ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სექტორია. ის ექვემდებარება სხვადასხვა რისკს, ხშირად დამოკიდებულია ეკონომიკურ პირობებზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, საბაჟო რეგულაციებზე, ვალუტის კურსის ცვლილებებზე, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბზე, ახალ ავიახაზებზე, კლიმატურ პირობებზე, დანაშაულის მაჩვენებლებზე და სხვ.

ამ პრობლემას ჯერ კიდევ 1989 წელს მიეძღვნა ტურიზმის შესახებ ჰააგის საპარლამენტთაშორისო კონფერენცია, რომლის გადაწყვეტილებების თანახმად: „ტურიზმის განვითარების შეუცვლელი პირობაა ტურისტების უსაფრთხოება, დაცვა და მათი ღირსების პატივისცემა“. თუმცა დღესაც უსაფრთხოება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საერთაშორისო ტურიზმისთვის.

შემდეგ 1995 წლის ივნისში, შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია WTO (World Trade Organization)-ს ეგიდით გაიმართა  პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი ტურიზმის უსაფრთხოებისა და მოგზაურობის რისკების შემცირების პრობლემისადმი, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეროვნული ტურისტული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, როგორც კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ტურიზმის სექტორში, ასევე ინტერპოლი და ტურიზმის უსაფრთხოების სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ტურიზმის უსაფრთხოებისა და მოგზაურობისას რისკის შემცირების პრობლემა საკითხთა უკიდურესად ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიცაა: უბედური შემთხვევები, დაავადებები, ინფექციური ეპიდემიები, ტერორიზმი, სამხედრო დაძაბულობები და კონფლიქტები, მეკობრეობა, ნარკოტიკები, ვაჭრობა ტურისტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვ.

დარგის ექსპერტების აზრით, სხვადასხვა სახის საფრთხეები რომელთა ქვეშ იმყოფება საერთაშორისო ტურიზმი, შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად: ეკოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეები.

ჩვენთვის საინტერესოა ტურიზმის სექტორის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც  განისაზღვრება როგორც ხელმისაწვდომი რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, აღმოცენებული ნეგატიური ზემოქმედების წარმატებით დასაძლევად და დარგის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

მის უზრუნველსაყოფად აუცილებელია:

• ინდუსტრიის საკმაოდ მაღალი და სტაბილური ზრდა;

• ტურისტებისა და მოგზაურების ეკონომიკური საჭიროებების ეფექტურად დაკმაყოფილება;

• სახელმწიფო კონტროლი ტურიზმის სფეროში ეროვნული რესურსების მოძრაობასა და გამოყენებაზე;

• ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

საერთაშორისო ტურიზმის უსაფრთხოების უზარმაზარი მნიშვნელობიდან გამომდინარე, UNWTO-ს რეკომენდაციით მსოფლიოს 137 ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები წყდება სახელმწიფო დონეზე. სწორედ მის მიერ ხდება ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება რეგიონებისა და ინდუსტრიების მახასიათებლების გათვალისწინებით, ამ გეგმების კოორდინაცია ეკონომიკურ დონეზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ტურიზმში ჩართულ მხარეებს შორის ურთიერთობას არეგულირებს კანონმდებლობა. წამყვან როლს ამ პროცესების მართვაში საფინანსო და საგადასახადო სამსახურები ასრულებენ.

მსოფლიო პრაქტიკა მიუთითებს მრავალი ქვეყნის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის ზრდაზე, რომელიც მიმართულია ტურისტული საქმიანობის სტიმულირებისკენ. ჯერ კიდევ 1995 წლის მარტში კადიზში (ესპანეთი) WTO-მ გამართა საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა 300 პარლამენტარი 52 ქვეყნიდან. ფორუმის მიზანი იყო მთავრობების, პარლამენტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა ტურიზმის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. მომავალ 20 წელიწადში მოსალოდნელ ტურისტულ ბუმთან და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ფორუმზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ტურისტული ცენტრებისა და რეგიონების ფუნქციონირება დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სასაზღვრო, საბაჟო, სამედიცინო, საპოლიციო და სხვა მარეგულირებელ გადაწყვეტილებებზე რაზეც  პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო.

უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყანა განუხრელად ცდილობს წარმატებული ტურისტული ქვეყნების რიგში ჩადგეს და მოწინავე პოზიციები დაიმკვიდროს. ამ მიზნის მისაღწევად 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მიიღო „საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია - 2025“.. სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების, ტურისტული ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები. კერძოდ, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების, სპეციალურად დაცული ტერიტორიების და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ადმინისტრაციების, ინვესტორების, ტუროპერატორების, სასტუმროების და საგანმანათლებლო ტურიზმის წარმომადგენლები. ინდუსტრიის განვითარების გეგმა შემუშავდა სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის მეშვეობით ტურისტების კმაყოფილების მაქსიმალურად გაზრდის, ტურისტული ინდუსტრიის ზომისა და მომგებიანობის მდგრადი ზრდის მისაღწევად და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. იგი საკმაოდ ამბიციურ მიზნებს ისახავს 2025 წლისთვის: საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ქვეყანა, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს მსოფლიო დონის სერვისი წლის ნებისმიერ დროს. ამისათვის საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს: მრავალფეროვანი ბუნება, ზოგან კი უბრალოდ უნიკალური, რაც წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს; ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები შეადგენენ ქვეყნის ტერიტორიის 7%-ს, დაცული ტერიტორიების 75% ტყეებია, ტურისტებს 182 საკურორტო ადგილს სთავაზობენ, აქ არის 14 ეროვნული ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 დაცული ტერიტორია და 2 დაცული ლანდშაფტი, სადაც უკვე შექმნილია ან იქმნება ეკოტურიზმის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სტრატეგია ითვალისწინებს, რომ 2025 წლისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს შემოსავალი ტურიზმიდან: 5,5 მლრდ ლარამდე (2 მლრდ აშშ დოლარი), რაც საფუძველს იძლევა ითქვას, რომ საქართველო უკვე 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი იქნება. ამას მოწმობს შემდეგი მონაცემები (იხ. ცხრილი 2):

ცხრილი 2

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში (მლრდ აშშ დოლარი)

 

2017

22018

2019

2020

2021

2022

2023

მოგზაურობიდან

შემოსავლები

2,7

3,2

3,2

0.5

1,2

3,5

4.1

მოგზაურობიდან შემოსავლები მთლიან მშპ-ში

16.6

18.3

18.7

3.4

6.7

14.3

 

ტურიზმთან დაკავშირებული სხვა მონაცემები ასე გამოიყურება (იხ. ცხრილი 3): 

ცხრილი 3

ტურიზმის დარგის სექტორის ზოგიერთი მაჩვენებელი საქართველოში

 

 

2019

2023

2024

სავარაუდო

მგზავრთა ნაკადი

მლნ კაცი

5.2

6

6.8

შემოსავლები ტურიზმიდან,

მლრდ აშშ დოლარი

3.3

4.1

4.5

საერთაშორისო მგზავრთა ვიზიტი

მლნ კაცი

9.4

7.1

7.9

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი

მლნ კაცი

5.1

4.7

5.2

 საქართველოში ტურისტულ სფეროს არეგულირებს 2023 წლის დეკემბერში მიღებული კანონი ტურიზმის შესახებ, რომლის მიხედვით ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

ამ ორგანოების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ქვეყანაში გამოვლინდა რიგი პრობლემები, როგორიცაა:

ტურიზმის სააღრიცხვო სისტემის არ არსებობა;

დღესდღეობით საქართველოში ვერ ხერხდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სრული აღრიცხვა. მაგ.  არ ხდება საკურორტო ადგილებში საკუთარი სახლების გამქირავებელთა შემოსავლების აღრიცხვა. მოცემული პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემის ქვეყანაში დანერგვით.

უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი დონე ქვეყანაში;

 ქვეყანაში არსებული არადამაკმაყოფილებელი კრიმინოგენული სიტუაცია (ხშირია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე თავდასხმისა და გატაცების შემთხვევები), რაც ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს უცხოელ ტურისტებზე, რის გამოც მათ შეიძლება უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლასა და დასვენებაზე.

არადამაკმაყოფილებელი უსაფრთხოების დონე უშუალოდ კურორტებზე;

ეს გამოწვეულია რეგიონებში სამაშველო სამსახურის არაქმედუნარიანობითა და სიმცირით. გარდა ამისა საკურორტო ადგილებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების მიღების სირთულე. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილი იქნება მომზადდეს: კვალიფიციურ მაშველთა კორპუსი, როგორც საზღვაო კურორტების, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისათვის; შეიქმნას პირველადი დახმარების სამედიცინო მომსახურების პუნქტების ქსელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

არადამაკმაყოფილებელი სანიტრულ-ჰიგიენური მდგომარეობა კურორტებზე;

თითქმის არ ხდება სანაპიროს დასუფთავება და საჭირო სანიტარული ნორმების დაცვა; ხშირია ზღვის დაბინძურება სხვადასხვა ჩამდინარე ნარჩენებით, გემების ნარეცხი წყლებითა თუ ჩაღვრილი ნავთობით. ეს საფრთხეს უქმნის დამსვენებელთა ჯანმრთელობას. აუცილებელია: გაუმჯობესდეს რეგიონებისა და ქალაქების შესაბამისი კეთილმოწყობის სამსახურების საქმიანობა. მუდმივად მოხდეს საკურორტო ადგილების დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.

მოშლილი საგზაო და სატრანსპორტო სისტემა;

განსაკუთრებით  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს შიდა ავიარეისები. მიზანშეწონილი იქნება შიდასაქვეყნო, რეგიონთაშორისი ავიარეისების დანიშვნა. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ორი ნავსადგური გაგვაჩნია, მაგრამ დღესდღეობით საზღვაო ტრანსპორტით ტურისტთა გადაყვანა თითქმის არ ხდება. აუცილებელია გაუმჯოებესდეს საგზაო სისტემა მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია თავმოყრილი; გზების გამართვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით ითვალისწინებს მათ კეთილმოწყობას, განათებას, ავტოგასამართი და კავშირგაბმულობის პუნქტების განთავსებას და სხვ.; უნდა მოხდეს სამარშრუტო ტრანსპორტის ქსელის გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში პირდაპირი მარშრუტების დანიშვნა.

სასტუმროთა და სააგენტოთა ქსელის განუვითარებლობა;

საქართველოს კურორტები ვიზოტორებს ვერ უზრუნველყოფენ სასტუმროებით, იმდენად რამდენადაც რეგიონებში მათი რაოდენობა არასაკმარისია. ამავე დროს არსებული კერძო სასტუმროების ნომენკლატურა საკმაოდ მწირია, მომსახურების დონე დაბალი, ხოლო შემოთავაზებულ ტარიფები კი მაღალი. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გადაჭრილ იქნას: ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვით და საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროთა ქსელის განვითარებით; სასტუმროთა მომსახურების ასორტიმენტის გაზრდით.

საქართველოს ტურიზმის პოტენციალის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არ არსებობა;

ქვეყანაში არ არსებობს სრული საინფომაციო ბაზა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, სადაც აღწერილი იქნება საქრათველოს რეგიონებში არსებული კურორტები, თავისი ღირსშესანიშნაობებით, მათი მომსახურების სახეებით და საქმიანობის სრული აღწერით. აუცილებელია  შეიქმნას სასტუმროებისა და სააგენტოების სრულყოფილი საინფორმაციო ელექტრონული ბაზა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის რეკლამირებისა და პოტენციურ ტურისტთა ყურადღების მიპყრობისათვის.

საჭიროა სააგენტოების მხრიდან შიდა ტურიზმზე ორიენტირება;

რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ აღნიშნული საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სწორედ სახელმწიფოს ხელეწიფება დარგის განვითარების მიზნით აღნიშნულ საქმეში საჭირო დოზით ჩართოს კერძო სექტორი. სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული სამინისტროებისა და დეპარტამენტების ქმედებების კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბება, უწყებათაშორის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საქართველოში ტურიზმის უსაფრთხოდ და წარმატებით განვითარება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Korghanashvili L., (2011). Грузия на мировом рынке туристических услуг, November 2011. DOI: 10.13140/RG.2.1.4068.5680.    https://pandia.ru/text/81/107/24862.php
  2. Девидзе Мосты М., (2017). Развитие Туризма В Грузии: В Интересах Экономики И На Благо Граждан, Т.10. №4. https://tourlib.net/statti_tourism/devidze.htm
  3. Проблемы международного туризма https://studbooks.net/663420/turizm/problemy_mezhdunarodnogo_turizma
  4. Проблемы международного туризма, 2011,  03 Октября https://www.stud24.ru/relations/problemy -mezhdunarodnogo- turizma/69656-223279-page1.html
  5. Демьяненко Е. А.,(2017). Безопасность в сфере туризма на примере ряда стран мира, материалы V Междунар. науч. конф. (г. Санкт-Петербург, июль 2017 г.) С. 131-133. https://moluch.ru/conf/law/archive/227 /12737/https://moluch.ru/conf/law/archive/227/12737/ 
  6. Безопасность туризма: Международная практика, ttps://www.tourismsafety.ru/news_one_2415_44.html 
  7. ХАРЛАМОВА А.Ю., (2016). ПРОБЛЕМЫ ОЦЕНКИ ЭКОНОМИЧЕСКОЙ БЕЗОПАСНОСТИ В СФЕРЕ ТУРИЗМА, «Управление инвестициями и инновациями». 2016. № 1. УДК 342.932.4 , DOI:10.14529/iimj160109. investment-management.susu.ru›download/9.pdf
  8. Киселева И. А., Искаджян С. О.. Концепция экономической безопасности в туристской сфере,  https://cyberleninka.ru/article/n/kontseptsiya-ekonomicheskoy-bezopasnosti-v-turistskoy-sfere
  9. Филипов В.А. (2023). Экономическая безопасность в сфере туризма, https://scienceforum.ru /2023/article /2018033242  
  10. ცხომელიძე ე., (2023).  საქართველოში მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვა, 10 ივლისი, 2023 https://iset-pi.ge/ka/blog/3340-saqartveloshi- maghalgadaxdisunariani-turistebis-mozidva