ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ გულნაზ ერქომაიშვილი ∘ შრომის უსაფრთხოების ეკონომიკური პოლიტიკის ტენდენციები საქართველოში ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, შრომის უსაფრთხოების ეკონომიკური პოლიტიკის ტენდენციები. აღნიშნულია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ როგორც დასაქმებულები, ისე დამსაქმებლები. კვლევის მიზანია, საქართველოში არსებული შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება და მისი ეფექტიანი განხორციელების გზების ძიება. შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი გამოწვევებისა და საზღვარგარეთული გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულია შრომის უსაფრთხოების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების რეკომენდაციები. საკვანძო სიტყვები: შრომის უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოების გამოწვევები, შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტები. ცნება „უსაფრთხოება“. (ლათ.securitas ან securus) ნიშნავს სიმშვიდეს, დაცულობის განცდას, შფოთვის არარსებობას, მშვიდ მდგომარეობას, რისკებისა და საფრთხეების გარეშე. თავდაპირველად, უსაფრთხოების ტერმინი გამოიყენებოდა ქვეყნებს შორის პოტენციური კონფლიქტის განხილვისას. უსაფრთხოება ასოცირდებოდა უმეტესწილად ქვეყნის საზღვრების დაცვასთან. შემდგომში უსაფრთხოების კონცეფციის გაფართოება ნიშნავს უფრო ფართო სპექტრის ჩართვას პოტენციურ საფრთხეებში, დაწყებული ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხებით, დამთავრებული ინდივიდის უფლებებითა და მიგრაციით. უსაფრთხოების კვლევების გაღრმავება ნიშნავს უსაფრთხოების განხილვას ინდივიდის დონემდე ან საერთაშორისო და გლობალურ უსაფრთხოებამდე. დღესდღეობით უსაფრთხოებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალფეროვანი აღქმა აქვს, შეიძლება იყოს შემოსავლის უსაფრთხოება, დასაქმების უსაფრთხოება, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება პირდაპირ ახდენს გავლენას ინდივიდების ცხოვრების ხარისხზე. დღეს შრომის უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ხდება. ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს შრომა ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში. შრომის უსაფრთხოება ქმნის ნორმალურ სამუშაო პირობებს და აყალიბებს ორგანიზაციულ კულტურას, რომლისთვისაც უსაფრთხო შრომის გარემო და პირობები პრიორიტეტულია. სახიფათო სამუშაო პირობები და არა უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და დასაქმებულთათვის უსაფრთხოების გაუმჯობესება პრიორიტეტი უნდა გახდეს ყველა პასუხისმგებლიანი კომპანიისათვის [Bachu D, 2021]. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აგრძელებს სტანდარტების დადგენას და აკონტროლებს წევრი ქვეყნების მიერ მათი შესრულების პროცესს. მას კვლავ განმსაზღვრელი ადგილი უკავია შრომის საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებაში [Alcock A, 1971]. შრომის უსაფრთხოების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, კერძოდ, ლატვიის მაგალითის განხილვა, რამდენადაც იგი მეტ-ნაკლებად მსგავსი პოლიტიკური და დემოგრაფიული კულტურის მქონე ქვეყანაა. შრომის უსაფრთხოების სისტემა ლატვიაში ბოლო წლების განმავლობაში დიდი გარდაქმნების პირობებში ყალიბდებოდა [ოვსიანიკოვა, არაბიძე, 2019]. შემუშავდა ფუნდამენტურად განსხვავებული კანონმდებლობა, მოხდა ახალი მოთხოვნების იმპლემენტირება ეროვნულ კანონმდებლობაში, გამოყენებულ იქნა პროფესიული განათლებისა და სწავლების თანამედროვე პრინციპები და სხვ. შრომის უსაფრთოებისათვის ლატვიაში გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: შემუშავდა ნორმატიული აქტები შრომის უსაფრთოხების დაცვის მიზნით; შესაძლებლობის ფარგლებში ამაღლდა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერება შრომის უსაფრთხოების საკითხებში; ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება ჩაერთო ევროკავშირის მოთხოვნების ჰარმონიზაციის პროცესში; დასაქმებულებს გაეწიათ კონსულტირება და საჯარო ინფორმაციის გავრცელებით უზრუნველყოფილ იქნა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღიარება იმისათვის, რომ მიეღწიათ ბიზნესთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების სფეროში. ლატვიის მთავრობამ ჩამოაყალიბა საკონსულტაციო საბჭო, რომლის მთავარ მიზნად განისაზღვრა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. დღეს საქართველოშიც ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ყოველ წელს მზარდია საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი. 2010-2023 წლებში სამუშაო ადგილებზე გარდაიცვალა 584, ხოლო დაშავდა 1960 დასაქმებული. საწარმოო პროცესში გარდაცვალება და დაშავება ყველაზე ხშირად დაფიქსირდა: მშენებლობებსა და დამამუშავებელ და სამთომოპოვებითი მრეწველობაში. მიუხედავად შრომის ინსპექციის სრული მანდატით აღჭურვისა, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს საფრთხის შემცველ დასაქმების ადგილებზე, მათ შორის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. საქართველოში მშენებლობის სექტორში საქმიანობა კვლავ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივი რისკების არსებობას გულისხმობს, რასაც შრომის ინსპექციის საქმიანობის სტატისტიკაც ადასტურებს. როგორც ცხრილიდან ჩანს, მხოლოდ 2021 წელს საქართველოში სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა გარდაცვალების 37 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან ყველაზე მეტი, 18 შემთხვევა მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. თითქმის იგივე მონაცემია 2022 წელსაც, სულ 35 ფატალური შემთხვევა, ხოლო მათგან 16 მშენებლობის სექტორში. 2023 წელს 28 გარდაცვალებული და 347 დაშავებული. 2024 წელს შეიმჩნევა სამუშაო ადგილზე ფატალურ უბედურ შემთხვევათა კლების ტენდენცია და კიდევ უფრო იზრდება ინსპექტირებათა რაოდენობა. როგორც შრომის ინსპექციის საქმიანობის შეჯამებაშია მოცემული ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა 41 %-ით შემცირდა. სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2010-2023 წწ. (კაცი)
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო, შრომის ინსპექციის საქმიანობის შეჯამება აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი უბედური შემთხვევების სრულყოფილი აღრიცხვის წარმოება. წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელზეც გამოძიება დაიწყო. აქედან გამომდინარე, მასში არ ხვდება უამრავი საწარმოო შემთხვევა, რომელიც არ გახმაურდა და სამუშაო ადგილებს არ გასცდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გარკვეული გარიგებების თუ სხვადასხვა მიზეზებიდან (დაშინება, შანტაჟი) გამომდინარე, რის გამოც დასაქმებულებმა დუმილი არჩიეს. გარდა ამისა, აღნიშნულ სტატისტიკაში არ ფიგურირებს პროფესიული დაავადებების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი დასაქმებულები და ასევე ისინი, რომელთა გარდაცვალებაც საწარმოო ტრავმ(ებ)ის შედეგად არა მყისიერად, არამედ მოგვიანებით დადგა. 2006 წლიდან ქვეყანაში ფაქტობრივად გაუქმდა შრომის კანონმდებლობა და მოიშალა შრომის ბაზრის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, მათ შორის გაუქმდა შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციის გაუქმების ერთ–ერთ მიზეზად მისი კორუფციული ბუნება დასახელდა, თუმცა სახელმწიფოს მის რეფორმირებაზე ან სხვა უფრო ეფექტური, ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლებაზე წლების მანძილზე არ უზრუნია. შრომის უსაფრთხოების საკითხებს არ შეხებია არც შრომის კოდექსში 2013 წელს შესული ცვლილებები და დამატებები. 2015 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნაშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მისიაა საქართველოში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა შრომის უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის ფორმირების პროცესში და დააჩქარა შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება. 2018 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას. კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაექვემდებარება ფინანსურ სანქციას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითობის შემთხვევაში 2000 ლარით. ამავე კანონით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე. ამ მიზნით მან უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა, უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში ევაკუაცია დასაქმების ადგილებში. 2019 წლის 19 თებერვალს კანონში შევიდა ცვლილება, კერძოდ მოქმედების სფერო გაფართოვდა, რაც გამომდინარეობს კანონში დამატებული ჩანაწერიდან: „კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე’’. 2022 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. რეგლამენტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება დასრულებულ/ექსპლოატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეზე. მასში მოცემულია ზოგადი მოთხოვნები სამუშაო სივრცისადმი, დასაქმებულთა ინფორმირება და კონსულტირება, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები. ხშირ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების საკითხი ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ როგორც დასაქმებულები, ისე დამსაქმებლები. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებსა და ოფისებში მომხდარ შემთხვევებზე პასუხისმგებლობა დაქირავებულებსაც ეკისრებათ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში გადამწყვეტ როლს მაინც კომპანია თამაშობს. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც შრომის უსაფრთხოების წესების დადგენასა და დაცვისას კომპანიები და თანამშრომლები შეთანხმებულად მოქმედებენ. 2018 წლიდან თითქმის ყველა ორგანიზაციას ევალება ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი /მენეჯერი/, რომლის მოვალეობაა: შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება; ინციდენტების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების გატარება; სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვა; საწარმოო პროცესის უსაფრთხოება; თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა; გარემოსდაცვითი ღონისძიებების მართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება; ნარჩენების მართვა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების პროექტების მომზადება; ობიექტებზე გასვლა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დანერგილი სახელმძღვანელო პრინციპების რეალობაში განხორციელების შემოწმება და სხვ. კანონის მიხედვით, თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. ყველა ტიპის დამსაქმებლისთვის კანონით დადგენილმა ვალდებულებამ, შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოიწვიოს ერთი ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, დღის წესრიგში დააყენა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას, რომლებიც უშუალოდ მოახდენდნენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციული პოლიტიკის შემუშავებას სამუშაო ადგილებზე. 2018 წლის 31 ოქტომბერს დამტკიცდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები. შრომის ინსპექციის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სწავლების განხორციელებისთვის რეგისტრაცია გაიარა 12-მა ორგანიზაციამ, საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განხორციელების მიზნით კი ორმა ორგანიზაციამ მოიპოვა სწავლების განხორციელების უფლება. 2019 წლის დასასრულს ამ ორგანიზაციების მიერ გადამზადდა და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გახდა 5 026 მსმენელი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აკრედიტაციის პროგრამას გარკვეული ნაკლოვანებები ჰქონდა, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურმა გაამკაცრა სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის დაწესებული მოთხოვნები; თუმცა, ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო განახლებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რის შედეგადაც მათ შეუჩერდათ სწავლების განხორციელების ნებართვები. ამის შემდეგ, ვინაიდან ნებართვა შეუჩერდა სწავლების განმახორციელებელ ყველა კომპანიას, შრომის ინსპექციის სამსახურმა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით დაიწყო მუშაობა ცვლილებების პროექტის შემუშავების თაობაზე, რომელიც საბოლოოდ 2021 წლის 13 სექტემბერს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაციის პროგრამაში წყვეტა დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა (2019-2021 წლებში), რაც გაუმართლებლად დიდი დროა. შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით მთელი ამ ხნის განმავლობაში შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი იყო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის დახვეწა (მაგალითად, სასწავლო ცენტრის გამიჯვნა საგამოცდო ცენტრისგან და ა.შ., თუმცა, საბოლოოდ, ამან გამოიწვია სწავლების განმახორციელებელი კომპანიების საქმიანობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების გრძელვადიანი შეფერხება. საბოლოოდ, 2021 წლის 13 სექტემბერს დამტკიცებულ აკრედიტაციის პროგრამაში განხორციელებული ძირითადი ცვლილებები ეხებოდა შემდეგ საკითხებს: • გაიზარდა სწავლების საათების რაოდენობა. კერძოდ, ახალი აკრედიტებული პროგრამა გულისხმობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიან პროგრამას, მაშინ როდესაც ძველი პროგრამით მხოლოდ 130 საათი იყო გათვალისწინებული; • გაიმიჯნა სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია და საგამოცდო ცენტრი. ამდენად, სწავლება და გამოცდის ჩატარება ერთსა და იმავე ორგანიზაციაში აღარ იქნება შესაძლებელი; • შრომის ინსპექციის სამსახური კოორდინაციას გაუწევს როგორც სწავლების განმახორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდას, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების აკრედიტაციის პროგრამის მსმენელთა მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას; • შემუშავდა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოცდის ჩაბარება. სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ტესტების საერთო რაოდენობის 61%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტებული პროგრამა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აღჭურავდეს მაღალი ხარისხის ცოდნით, რაც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. ამ ეტაპზე რთულია შეფასდეს აკრედიტაციის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები რეალურად უპასუხებს თუ არა იმ გამოწვევებს, რაც უსაფრთხოების სპეციალისტთა კვალიფიკაციის დონეს უკავშირდებოდა. აღსანიშნავია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებას, ტექნიკური უნარების განვითარებას შრომის უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ:
კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს შემდეგი გამოწვევები:
აუცილებელია:
გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||