English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური საფრთხეები

ანოტაცია. ეროვმულ ეკონომიკაზე დიდ გავლენასა ახდენსმსოფლიოში მიმდინარე როგორც ეკონომიკური, ისე არაეკონომიკუური ფაქტორები. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური ეკონომიკური და არაეკონომიკური საფრთხეები. გლობალური ეკონომიკური საფრთხეებიდან გამოიყოფა: ეკო¬ნომიკური კრიზისები; ენერგეტიკული პრობლემა; სიღარიბის პრობლემა; სასურსათო პრობლემა; რესურსების ამოწურვის პრობლემა (ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ხე-ტყის, ფერადი ლითონების გამოფიტვა, წყლის რესურსების დეფიციტი); კოსმოსის ათვისება, მსოფლიო ოკეანის რესურსების გამოყენება და სხვ. არაეკონომიკური ხასი¬ა¬თ¬ის გლობალური საფრთხეებიდან კი: მშვიდობის დაცვა; განიარაღება და შეიარაღებაზე კონტროლის დაწესება; განვითარებადი ქვეყნების პრობლემები; დემოგ¬რაფიული პრობლემები; ეკოლოგიური პრობლემები (გარემოს კატასტროფული დაბინძურება: ატმოსფეროს, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება; ბიომრავალფეროვნების შემცირება; კლიმატის ცვლილება: გლობალური დათბობა; ოზონის ხვრელები, სათბურის ეფექტი; საერთაშორისო ტერორიზმი; ნარკობიზნესი; ეთნ¬ოპოლი¬¬ტიკური კონფლიქტები; ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვა; კულ¬¬ტურულ მრავალფეროვნებათა შენარჩუნება; კიბერუსაფრთხოება და სხვ.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება, გლობალური საფრთხეები, ეკონომიკური კრიზისი, ენრრგეტიკული პრობლემა, სასურსათო პრობლემა.

შესავალი

უსაფრთხოების“ ტერმინის გამოყენება დაიწყო დაახლოებით XII საუკუნიდან და ნიშნავდა ადამიანის მშვიდ სულიერ მდგომარეობას, მის დაცულობას ნებისმიერი საფრთხისაგან. თუმცა ამ შინაარსით იგი არ დაინერგა ლექსიკაში და ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. შემდგომში შემოღებულ იქნა ტერმინი "სახელმწიფო უსაფრთხოება", რაც გულისხმობდა ბრძოლას სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მოგვიანებით კატეგორია „უსაფრთხოება“ დაიყო ცალკეულ მიმართულებებად. ამ თვალსაზრისით ცალკეული ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესია „ეროვნული უსა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოება“. ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გარე და შიგა საფრთხეებისაგან დაცვას საქმიანობის ყველა სფეროში. პირველად ტერმინი 1901 წელს გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეოდორ რუზ¬ველტმა ერისადმი თავის მიმართვაში – „ეროვნული უსაფრთხოებიის შესახებ“. ოფიცია¬ლ¬ურად ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოება“ წარმოიშვა 1947 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღესნა კანონი „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“. უპირველეს ყოვლისა, ეროვნული უსაფრთხოება ემსახურება ეროვნული ინტერე¬სების დაცვასა და განხორციელება ეროვნული ინტერესის დაცვისა და განხორ¬ციე¬ლე¬ბ¬ი¬¬სათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს „ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, ვინაიდან შესაბამისი ეკონომიკური უზრუნველყოფის გარეშე ეროვნული უსაფრთხობის მოთ¬ხოვნები (ეროვნული ინტერესები, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება) ვერ შესრუ¬ლდება. ეროვნული უსაფრთხოებისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი საშუალე¬ბ¬ები: თანამედროვე ტექნიკა, ტექნოლოგიები, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო საშუალებები და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს მისი ეკონომიკური უსართხოება წარმოადგენს.

ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცო¬ც-ხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივი დაცვა და ეკონომიკის დინამიკური განვითარება, როგორც მშვიდობიან, ისე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუა¬ცი-ების პირობებში. იგი ხორციელდება საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონულ, საწარ¬მო¬სა და პირად დონეზე. მისი უმნიშვნელოვანესი ინტერესებია ეკონომიკის ინოვა¬ცი¬ური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საფუძველზე: სოცია¬ლ¬ურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა; რესურსების ეფექტი¬¬ანი გამოყენება და განაწილება; სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტების დაცვა და რეალიზება; მდგრადი განვითარება; მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდა.

ეკონომიკური უსაფრთხოების განხორციელება გულისხმობს ღონისძიებათა სი¬ს-ტემის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ერო-ვნული ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, მის განვი¬თა¬-რებას, საშინაო და საგარეო მუქარების აღკვეთას, წინასწარი ზომების მიღებას მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ეკონომიკური უსაფრთხოების განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა. 

გლობალური ეკონომიკური საფრთხეები

ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება დიდადაა დამოკიდებული მსოფ­ლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე, ამდენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობ­ალურ უსაფრთხოებას,  რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დე­და­მიწაზე ცხოვრების პირობების გაუარესებისა და, საერთოდ, კაცობრიობის განა­დგ­უ­რებისაგან. გლობალური უსაფრთხოების პრობლემები ეხება ყველა სახელმწიფოსა და თითოეულ ადამიანს. არსებობას გლობალური ეკონომიკური და არაეკონომიკური ხასიათის საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეროვნულ ეკონომიკურ უსაფ­რ­თ­ხოებაზე. ეკონომიკური ხასიათის გლობალური საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ეკო­ნომიკური კრიზისები; ენერგეტიკული პრობლემა; სიღარიბის პრობლემა; სასურსათო პრობლემა; რესურსების ამოწურვის პრობლემა: ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ხე-ტყის, ფერადი ლითონების გამოფიტვა, წყლის რესურსების დეფიციტი; კოსმოსის ათვისება, მსოფლიო ოკეანის რესურსების გამოყენება და სხვ. არაეკონომიკური ხასი­­­ის გლობალური საფრთხეებიდან კი აღსანიშნავია: მშვიდობის დაცვა; განიარაღება და შეიარაღებაზე კონტროლის დაწესება; განვითარება დი ქვეყნების პრობლემები; დემოგ­რაფიული პრობლემები; გარემოს კატასტროფული დაბინძურება: ატმოსფეროს, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება; ბიომრავალფეროვნების შემცირება; კლიმატის ცვლილება: გლობალური დათბობა; ოზონის ხვრელები, სათბურის ეფექტი; საერთაშორისო ტერორიზმი; ნარკობიზნესი; ეთნ­ოპოლი­­ტიკური კონფლიქტები; ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვა; კულ­­ტურულ მრავალფეროვნებათა შენარჩუნება; კიბერუსაფრთხოება და სხვ.

ეკონომიკური კრიზისი არის კვლავწარმოების ციკლის ღრმა წინააღმდეგობათა ყველაზე მძაფრი და დამანგრეველი გამოვლინება, რომლის დროსაც მკვეთრად ცემა წარმოება, იზრდება უმუშევრობა და ინფლაცია, ეცემა მოსახლეობის კეთილდღების დონე.

ეკონომიკური კრიზისის დროს შედსძლებელია ადგილი ჰქონდეს აგრარულ, საბირჟო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, ფინანსურ კრიზისებს. ამასთან, კრიზისი პოტენციურად დადებითი თვისებების მატარებელიც არის. კრიზისის დროს ხდება წინააღმდეგობათ  გადაჭრა და იწყება ახალი, უფრო მაღალი ეტაპი ეკონომიკური განვითარებისა.

მსოფლიომ გამოიარა არაერთი ეკონომიკური კრიზისი: დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირველი გლობალური კრიზისი იყო. ეკონომიკის ვარდნა ოთხ წელს გრძელდებოდა და პიკს 1933 წელს მიაღწია. კრიზისის შედეგების აღმოფხვრა კი მეორე მსოფლიო ომამდე ვერ მოხერხდა. 1929-1933 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 15%-ით შემცირდა. საერთაშორისო ვაჭრობა განახევრდა, აშშ- სა და ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის დონემ 25%-ს გადააჭარბა. ამერიკის ბანკების მესამედი გაკოტრდა. „დიდი დეპრესიის“ შესაჩერებლად პოპულარული გახდა ჯონ მეინარდ კეინზის მიდგომები, რომელიც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისთვის მთავრობას ბიუჯეტიდან ხარჯვის ზრდას ურჩევდა; 1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს ნავთობის მსოფლიო ფასი 4-ჯერ გაიზარდა (ერთი ბარელის ფასი 3 აშშ დოლარიდან 12 აშშ დოლარამდე), რამაც დასავლეთის ქვეყნებში პროდუქციის წარმოება გაართულა, მიწოდება შემცირდა, ფასები კი გაიზარდა. ნავთობის ფასის ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ნავთობექსპორტიორი არაბეთის ქვეყნების მიერ დასავლეთისთვის ნავთობის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო იყო. ემბარგოს მიზეზი კი არაბული ქვეყნების კოალიციასა და ისრაელს შორის ომი გახლდათ. დასავლეთის ქვეყნები ისრაელს ეხმარებოდნენ. ნავთობის გაძვირების მიზეზები ასევე იყო აშშ- ში ნავთობის მოპოვების შემცირება, ბრეტონ- ვუდსის სისტემის (ფიქსირებული კურსების სისტემა) დასრულება, რასაც დოლარის გაუფასურება და მსოფლიოში ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნა მოჰყვა. ნავთობზე ფასების ზრდის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი დაზარალდნენ, სადაც ინფლაცია ორნიშნა რიცხვს აღწევდა. ამ პროცესს „სტაგფლაცია“ დაარქვეს, როგორც სტაგნაციისა და ინფლაციის ნაზავს. სანავთობო შოკის დროს მთავრობის მიერ ხარჯების ზრდა და ამ გზით ეკონომიკის წახალისება არ მუშაობდა, რადგან პრობლემა ნავთობის ფასების სიძვირის გამო პროდუქციის მიწოდებაში წარმოქმნილი ხელისშემშლელი ფაქტორები იყო და არა მოთხოვნის შემცირება. სწორი მიდგომა წარმოების დახმარება იყო გადასახადებისა და რეგულაციების შემცირებით, ასევე საბანკო კრედიტზე ხელმისაწვდომობის ზრდით; 1979 წლის ნავთობის კრიზისის დროსსანავთობო შოკი განმეორდა, ამჯერად ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 15 აშშ დოლარიდან 39 აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთავარი მიზეზი ნავთობის მიწოდების შემცირება იყო, რაც ირანის ისლამისტურ რევოლუციას მოჰყვა. ნავთობის მსოფლიო მიწოდების დონე 4%-ით შემცირდა, მაგრამ ამან პანიკა და ფასების ზრდის მოლოდინი გამოიწვია, რამაც ნავთობი 2.6-ჯერ გააძვირა. 1980 წელს კი ირან- ერაყის ომი დაიწყო, რომელმაც კიდევ უფრო შეამცირა ნავთობის მოპოვება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1979 წლის სანავთობო შოკსაც „სტაგფლაცია“ მოჰყვა. მსოფლიო ეკონომიკა 5%-ით შემცირდა, დასავლეთის ზოგ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია იყო, აქციების ფასები დაეცა. მეორე სანავთობო შოკის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერისა და აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მოღვაწეობას, რომლებმაც მსგავსი რეფორმები გაატარეს, რაც გადასახადების შემცირებას, პრივატიზაციას და ზოგადად ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის შემცირებას უკავშირდებოდა. ასევე გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, ფასების სტაბილურობა მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზნად იქცა; აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო, ტაილანდში ფინანსური კრიზისით,  რომელიც სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, მალაიზიასა და ფილიპინებში გავრცელდა. შედარებით მსუბუქად შეეხო ჩინეთს, სინგაპურსა და ტაივანს. კრიზისი საფონდო ბირჟებზე და საბანკო სექტორში დაიწყო მაღალი კორპორაციული სესხების გამო, რაც მთავრობის სავალო კრიზისებში გადაიზარდა. კრიზისით დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკა ჯამში 8%-ით შემცირდა. ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მაჩვენებელი ზოგ ქვეყანაში გაორმაგდა. 1998-1999 წლამდე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ფიქსირებული კურსების რეჟიმი ჰქონდათ და კრიზისის დროს უცხოური ვალუტის რეზერვები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რადგან რეზერვებს ჰყიდდნენ. საბოლოოდ ვალუტის მცურავ კურსებზე გადავიდნენ და ამასთან კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან $40-მილიარდიანი დახმარების პროგრამა მიიღეს; 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი “დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მძიმე შედეგები მოჰყვა. ის შეეხო მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რადგან ამ დროისთვის ეკონომიკური გლობალიზაციისა და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების დონე ძალიან მაღალი იყო. ამ კრიზისის გამომწვევ მიზეზებთან მიმართებითაც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – კრიზისი საფინანსო სექტორიდან დაიწყო, ჭარბი საბანკო სესხებიდან და ფასიანი ქაღალდების გაზრდილი ფასებიდან, რასაც „ფინანსური ბუშტი“ ჰქვია. აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა იყო თავად ფინანსური ბუშტის მიზეზი: ფედერალური სარეზერვო სისტემის ზედმეტად რბილი მონეტარული პოლიტიკა თუ საფინანსო სექტორის სუსტად რეგულირება. კრიზისი რეალურად 2007 წლის ზაფხულში დაიწყო აშშ- ის უძრავი ქონების ბაზარზე, სუბსტანდარტული იპოთეკური დაკრედიტების ჩავარდნით. მსოფლიო ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა, გაკოტრდა ბევრი ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი. ვინც არ გაკოტრდა, ძალიან დაზარალდა ან ნაციონალიზაციას დაექვემდებარა. გამოსარჩევია ამერიკული საინვესტიციო ბანკის, 158-წლიანი ისტორიის მქონე „ლემან ბრაზერსის“ გაკოტრება 2008 წელს, რამაც პანიკა გამოიწვია და კრიზისი გაამძაფრა. კერძო საფინანსო სექტორს დახმარება სახელმწიფომ გაუწია, რამაც ქვეყნების სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზარდა. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონე 5%-დან 9%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად შემცირდა უძრავი ქონებისა და აქციების ფასები, რაც მათი მფლობელების გაღარიბებას ნიშნავს. კრიზისიდან გამოსვლა მსოფლიომ 2010 წელს დაიწყო. ქვეყნებს ორი-სამი წელი დასჭირდათ კრიზისის დასაძლევად. მთავრობებმა ძირითადად საბიუჯეტო დახმარების პროგრამებს მიმართეს. მოთხოვნის წასახალისებლად განვითარებული ქვეყნების ბანკებმა რეფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირეს და ამავე დროს საბანკო რეგულაციები გაამკაცრეს [ნამჩავაძე 2020]; კორონა ვირუსის პანდემიის კრიზისი წარმოიშვა მსოფლიოში ინფექციური დაავადების მასიური გავრცელების დროს, მთავრობების მიერ ადამიანთა უსაფრთხოების მიზნით გატარებულ აკრძალვით ღონისძიებათა განხორციელების გამო. სამეურნეო საქმიანობათა შეზღუდვები ეკონომიკაში იწვევს საბაზრო მექანიზმების შეზღუდვას, საწარმოთა ფუნქციონირების ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, რომელსაც მოსდევს ეკონომიკური ვარდნა, საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილდღეობისა და კომფორტის გაუარესება. ყველაზე უფრო  მეტად დაზარალდა ტურიზმი, ტრანსპორტი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ნავთობის მოპოვება, ავტომობილების წარმოება და ელექტროტექნიკა, საფინანსო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ხელოვნების, სპორტის, დასვენებისა და გართობის სფერო, ხოლო ყველაზე ნაკლებად – კვების ინდუსტრია, კავშირგაბმულობა, ელექტროენერგეტიკა, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვ.

ენერგეტიკული პრობლემის გაჩენის მთავარი მიზეზი მინერალური საწვავის ინტენსიური გამოყენებაა, რომელიც მეოცე საუკუნეში დაიწყო. რესურსების სიმცირე აიძულებს კაცობრიობას მკაცრად დაზოგოს ენერგია. ეს პრობლემა დაკავშირებულია ისეთ ძირითად საკითხებთან, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, გარემოს დეგრადაცია, უსაფრთხოება, სიღარიბე, ჯანმრთელობა, სურსათის წარმოება, სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსები.

ენერგეტიკული პრობლემის პირველი ხსენება 1970 წლით თარიღდება. იმ დროს მეცნიერებმა დაიწყეს მტკიცება, რომ კაცობრიობას მალე გაუჭირდებოდა ტრანსპორტისა და საწარმოების საწვავით უზრუნველყოფა. სწორედ მაშინ გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის, საავტომობილო საწვავის, საჰაერო ტრანსპორტის, გათბობისა და სხვა მომსახურების ფასებიც გაიზარდა. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მან გავლენა მოახდინა პლანეტის თითქმის ყველა ქვეყანაზე და თითოეულ ადამიანზე. შემდგომში კრიზისი დასრულდა, მაგრამ ენერგეტიკული პრობლემა არ გამქრალა. მეცნიერები თვლიან, რომ უახლოეს მომავალში ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება ბუნებრივი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე, კერძოდ: წყლის; ქარის; მზისდაგეოთერმულიენერგიი გამოყენებაზე. დღეს მეცნიერები ასევე ავითარებენ ახალ ბირთვულ რეაქტორებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას, ამავდროულად მაქსიმალურად უსაფრთხოა გარემოსთვის. მაგრამ ნაკლოვანებები ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება რადიოაქტიური ნარჩენები და ატომური ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობა ძვირია. მეცნიერები ავითარებენ სხვადასხვა მოწყობილობებს ყოველდღიური ცხოვრებისთვის, რომლებიც დაზოგავენ ენერგიას, შესაბამისად, ეს დადებითად მოქმედებს ბუნებაზე და გარკვეულწილად წყვეტს გლობალურ ენერგეტიკულ პრობლემას. ასევე ხდება არაგანახლებადიენ ერგორესურსების აღმოჩენა და ათვისება. ამჟამად მსოფლიო ნავთობის მარაგი დაახლოებით 1.7 ტრილიონ ბარელს, მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს,  მსოფლიო ქვანახშირის მარაგი ტრილიონ ტონასშეადგენს. ბირთვული საწვავის (ურანის და პლუტონიუმის) მარაგი შეზღუდულია, მაგრამ ბირთვული ენერგია ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან როლს კვლავ ასრულებს. არსებული მარაგი ბირთვული რეაქტორების დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების საშუალებას იძლევა [Оценка... 2024].

გლობალური სასურსათო პრობლემა პლანეტის მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების არასაკმარისი მიწოდებაა. ის ძირითადად მესამე სამყაროს უღარიბეს ქვეყნებში ვლინდება და მათი მოსახლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მწვავე ხდება. დღეს საკვების დეფიციტით დაავადებული ადამიანების საერთო რაოდენობა 1 მილიარდ ადამიანს აღემატება. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის ზრდა უსწრებს სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდას და მისი ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის ტექნოლოგიების განვითარების ამჟამინდელი დონითაც კი, შესაძლებელი იქნება 10 მილიარდზე მეტი ადამიანის გამოკვებას [Продовольственная... 2024]. 

არაეკონომიკური გლობალური საფრთხეები

მესამე მსოფლიო ომიმშვიდობის დაცვა, განიარაღება და შეიარაღებაზე კონტროლის დაწესება·დღეისათვის მსოფლიოში დაგროვებულია იმდენი რაოდენობის მასობრივი განადგურების საშუალება (ბირთვული, ქიმიური, ბაქტეოროლოგიური), რომლის მთელი მასშტაბით ამოქმედება კაცობრიობის არსებობას დიდ საფრხეს უქმნის. დღეისათვის უკვე  საუბარია ახალი სახეობის მასიური განადგურების საშუალებების გამოყენებაზე, რომელთა მოქმედება, ხშირ შემთხვევაში აღემატება არსებულს. მაგალითად, ასეთი, ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღი შეიძლება იყოს: მიმართული ენერგიის, ლაზერული, ელექტრომაგნიტური, ინფრაბგერითი, რადიოსიხშირული, გეოფიზიკური (ტექტონიკური, ეკოლოგიური, კლიმატური, ოზონური), გენეტიკური იარაღი და ა. შ.

ჯერ კიდევ კანტი, თავის ტრაქტატში „მარადიული მშვიდობისათვის“, წერდა: გამანადგურებელი ომი მარადიულ მშვიდობასთან მიგვიყვანს, მხოლოდ კაცობრიობის გიგანტურ სასაფლაოზე [Кант. И.  1989.]. ამიტომ ის მოითხოვდა ომის აკრძალვას. პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა დაადასტურა ამ სიტყვების სიმართლე, რამაც სტიმული მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას. ამ ორგანიზაციის მთავარი მისიაა სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების დაცვა. მაგრამ დაძაბულობა მაინც წარმოიშვა ორ დიდ სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ ბანაკებს შორის, რომელიც ცნობილია „ცივი ომის“ სახელით. დიდი მასშტაბის ომის თავიდან აცილება, ჩვენი აზრით, კი მოხერხდა ატომური და თერმობირთვული იარაღის გამოყენების შედეგად, ვინაიდან ამ იარაღის მასობრივი ამოქმედებით განადგურდება კაცობრიობა და მოგებული არავინ დარჩება. ცივი ომის დამთავრების შემდეგაც არ დამყარებულა სრული მშვიდობა. მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში პერიოდულად იფეთქებს, თუმცა ლოკალური, მაგრამ მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება, რაც აფერმკრთალებს გლობალიზაციის მონაპოვრებს.

განვითარებადი ქვეყნების პრობლემებიეს არის განვითარებული ქვეყნების განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობების პრობლემა. ვინაიდან ცხოვრების დონე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდება, წარმოიშობა სხვადასხვა პრობლემა, რომელთაც აქვთ გლობალური ხასიათი. მაგალითად, განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში მასშტაბური იძულებითი მიგრაცია, საგარეო ვალის გადაუხდელობა, ინფექციური დაავადებების მსოფლიოში გავრცელების საფრთხე და სხვ. განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება სახელმწიფოები საბაზრო ეკონომიკით და ეკონომიკური განვითარების შედარებით დაბალი დონით. თუმცა, ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით ამ ჯგუფში შემავალ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და დღესაც გრძელდება მათი დიფერენციაციის პროცესი.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, მათთვის დამახასიათებელია მსოფლიოში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე (შემოსავლების უკიდურესი სიმცირე, სიღარიბე, მძიმე საყოაფაცხოვრებო პირობები, არადმაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა, არასაკმაო განათლება ან მთლიანად უქონლობა, პატარა ასაკში სიკვდილიანობის მაღალი დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობის ცუდი მაჩვენებლები და ა.შ.). ეკონომიკაში წამყვანი მდგომარეობა უჭირავს მიწათმოქმედების ჩამორჩენილ, მათ შორის, არქაულ ფორმებს. მრეწველობა ძალზე მცირედაა განვითარებული. ამ ქვეყნების ექსპორტში ძირითადად ფიგურირებს ტრადიციული პროდუქცია. ყველაზე მძიმე ეკონომიკური სიტუაცია არის ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში, რაც, უპირველეს ყოვლისა, გაუარესებული ბუნებრივი პირობებისა და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ბუნებრივია, ეკონომიკურ დონეთა დიდი განსხვავება ქვეყნებს შორის საფრთხეს წარმოადგენს სტაბილიზაციისათვის მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკური სტაბილიზაციისათვის. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია ამ პრობლემის აღმოფხვრისაკენ.

დემოგრაფიული პრობლემებიეკონომიკური განვითარებისა და მსოფლიო მოსახლეობის ზრდის პრობლემა მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან  მწვავედ დადგა. მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მოსახლეობამ მსოფლიოში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საჭიროა მისი შეჩერების გზების გამონახვა. მოსახლეობის ზრდის უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია ის, რომ მოსახლეობის ზრდა მოითხოვს ეკონომიკის შესაბამის ზრდას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს  გარემოზე; რადგანაც ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია, მოსახლეობის დაუსრულებელი ზრდის პირობებში, იგი შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ჯერ კიდევ XVIII-XIX სააუკუნეების ბრიტანელი ეკონომისტი და დემოგრაფი თომას რობერტ მალთუსი ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის ზრდა გადააჭარბებდა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს, რასაც კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. დღეისათვის უკვე დგას არაერთი გლობალური პრობლემა რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებით.

მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეთმო, რადგან ზრდის ტემპები არნახულ სიდიდეს აღწევს. 1972 წელს გარემოს დაცვის პრობლემებისადმი მიძღვნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ სტოკჰოლმის კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში გამოთქმულია შეშფოთება იმის შესახებ, რომ მოსახლეობის ზრდა წარმოშობს პრობლემებს გარემოს დაცვის უზრუნველყოფის სფეროში და რომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მოსახლეობის ზრდის პრობლემებს მიეძღვნა აგრეთვე ბუქარესტისა (1974) და მეხიკოს (1984) საერთაშორისო კონფერენციები, საიდანაც გაისმა მოწოდება იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნებმა, სადაც უკვე იგრძნობა უთანაბრობა მოსახლეობის რიცხოვნობასა და ბუნებრივ რესურსებს შორის, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დარღვეული წონასწორობის აღსადგენად. იმავე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული რიო-დე-ჟანეიროს 1992 და კაიროს 1994 წლების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციებიც. შემდგომაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ფორუმებზე, არაერთხელ მიეთითა მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის სტაბილიზაციის დიდ მნიშვნელობაზე, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. კაცობრიობის ორმილიონიანი წლის არსებობის მანძილზე დიდი ხნის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა ძლიერ მცირე იყო. 12 000 წლის წინ იგი მხოლოდ 5 მილიონ კაცს შეადგენდა, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში კი მხოლოდ 250 მილიონს.

XX საუკუნე დედამიწაზე მოსახლეობის უპრეცედენტო ზრდის საუკუნე იყო, როდესაც მოსახლეობის რიცხოვნობა 1,6 მილიარდიდან 6,1 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, თუ პირველი მილიარდით მატებას (1 მილიარდიდან 2 მილიარდამდე) 123 წელი (1804-1927) დასჭირდა, ბოლო მილიარდით მატება მხოლოდ 12 წელიწადში (2005-2017) მოხდა და 7 515 384 153 კაცი შეადგინა [Численность... 2018].

მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად პრობლემებს წარმოშობს ასევე დედამიწაზე მისი მეტად არათანაბარი განაწილება ტერიტორიების მიხედვით (70 პროცენტზე მეტი მხოლოდ 15 სახელმწიფოზე მოდის), აგრეთვე დიდია განსხვავება მოსახლეობის ზრდის ტემპებს შორის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. თუ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის კლება შეინიშნება, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის ტემპები ჯერ კიდევ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქვეყანაში (ჩინეთი, ინდოეთი, სინგაპური, ტაივანი და ა.შ.) გატარდა ზომები შობადობის შესამცირებლად

მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პრობლემაა ცვლილებები დემოგრაფიულ სტრუქტურაში. თუ დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში ადგილი აქვს დემოგრაფიულ აფეთქებას, მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში იწყება დემოგრაფიული გადასვლა (პოპულაციის სიჩქარის მკვეთრი ზრდის შეცვლა მისი ასევე მკვეთრი შემცირებით), რის შედეგადაც ხდება მოსახლეობის ზრდის სტაბილიზაცია. ამდენად, მოსახლეობის ზრდის პრობლემა საყოველთაო მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ მისი გადაჭრა თითოეულმა ქვეყანამ ცალკე უნდა მოახერხოს, ვინაიდან ისინი სრულიად განსხვავებული პრობლემების წინაშე დგანან. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით. ცალკე უნდა გამოიყოს ენერგეტიკული პრობლემა. გაანგარიშებები უჩვენებს, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად მსოფლიოში ენერგიის მოხმარება მის კვადრატჯერ იზრდება.

ადამიანისეული პოტენციალის განვითარების პრობლემათანამედროვე მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც განათლების დონე ძალიან დაბალია. რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ აფრიკაში დაახლოებით 4 წელია. ტროპიკულ აფრიკაში 3 წელზე ნაკლები, დასავლეთ აფრიკაში კი მხოლოდ 2 წელიწადი. მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს წერაკითხვის უცოდინრობის ლიკვიდაციის პრობლემა. აფრიკასა და სამხრეთ აზიაში წერაკითხვის უცოდინართა რაოდენობა მოზრდილ მოსახლეობაში 40%-ს შეადგენს.

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები: კლიმატის ცვლილებაკლიმატის ცვლილება დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების არანორმალურად დიდი კონცენტრირების შედეგად ხდება.  ადამიანის სხვადასხვა საქმიანობა იწვევს სათბურის აირების ჭარბ ემისიას ატმოსფეროში. ხოლო აღნიშნულს  კი შედეგად მოჰყვება სათბურის ეფექტის გაძლიერება, რაც თავის მხრივ იწვევს გლობალური ტემპერატურის მატებას და შესაბამისად გლობალურ დათბობას. კლიმატის ცვლილება აღნიშნავს, როგორც გლობალურ დათბობას, ასევე ამ პროცესის ანუ გლობალური დათბობის შედაგად წარმოქმენილ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მყინავრების დნობა მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში; ზღვის დონის მატება; დატბორვები; წყალდიდობები; ნალექიანობის ზრდა; ქარიშხალების გაძლიერება და გახშირება; ე.წ. „სიცხის ტალღები“; გახშირებული და განგრძობადი გვალვები; ტროპიკული ციკლონები; ტყის ხანძრები; მცენარეების ყვავილობის პერიოდების ცვლა; და სხვა. ეს ყოველივე კი იწვევს ბუნების ჩვეული ბალანსის რღვევას და სხვადასხვა სახის საფრთხეს უქმნის ადამიანებს და სიცოცხლის ყველა ფორმებს დედამიწაზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური დათბობა არის  კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამოვლინება, რაც იწვევს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენებისგანლევას ოკეანეებში, რის გამოც თანდათან ივევს ზღვის დონის ზრდას და საუკეთესო მიწების ოკეანეებით დაფარვას. თუ სათბურის აირების ემისია ატმოსფეროში გაგრძელდა იგივე ტემპით, არქტიკის ყინული აღარ იარსებებს 2040 წლის ზაფხულისათვის. 1880 წლის შემდეგ დღემდე ზღვის საშუალო დონემ დაახლოებით 23 სანტრიმეტრით მოიმატა. მხოლოდ ბოლო 25 წელიწადში ზღვის დონის მატებამ შეადგინა დაახლოებიტ 8 სანტიმენტრი. 2023 წელს გლობალური საშუალო ზღვის დონე იყო 10 სანტიმეტრით მეტი ვიდრე 1993 წელს. წყნარ ოკეანეში სოლომონის კუნძულების 5 კუნძული სრულად ჩაიძირა ზღვის დონის მატების გამო, ხოლო სხვა 6 კუნძულის მინუმუმ 20 პროცენტი დაფარა წყალმა. მარტო გრენლანდიის ყინულის ფენის სრულად განლევა გამოიწვევს ზღვის დონის დაახლოებით 7 მეტრით მატებას, რასაც მოჰყვება დამანგრეველი შედეგები მილიარდობით ადამიანისათვის, მთებზე მყინვარების სრული დადნობა და ოკეანეებში ყინულის ფენების სრუილად განლევა გამოიწვევს ზღვის დონის დაახლოებით 70 მეტრით მატებას.   გეოფონდის განადგურება და გაღარიბებამეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში დაიკარგა 9 000 სახეობის მცენარე და ცხოველი, თანდათან მცირდება სასარგებლო წიაღისეულთა რაოდენობა. მსოფლიო ოკეანის პრობლემაძლიერ იზრდება მსოფლიო ოკეანის დაბინძურება ენერგეტიკის, ქიმიური და სამხედრო მრეწველობის პროდუქტებით, რაც ძლიერ საშიშია, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და საკვები რესურსების შემცირება და ჟანგბადის ბალანსის დარღვევა ატმოსფეროში; 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Abesadze R., Bibilashvili N. Global Economic Safety. ინტერნეტ კონფერენცია. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. 2018.
  2. გლობალური ეკოლოგიური პრობლემები https://www.ssa.edu.ge/ka/conceptual-framework/global-ecological-problems
  3. ნამჩავაძე ბ. 2020. ეკონომიკური კრიზისების მიზეზები და შედეგები. https://forbes.ge/ekonomikuri-krizisebis-m/ 
  4. Глобальная энергетическая проблема пути решения. 2023 https://multifoto.ru/blog-lifestyle/globalnaya-energeticheskaya-problema-puti-resheniya/
  5. Зимина В. А., Магарил, Е. Р. энергетическая проблема и исчерпаемость топливных ресурсов https://elar.urfu.ru/bitstream/10995/82593/1/sueb_2020_012.pdf
  6. Кант. И.  1989. К вечному миру. М.: Московский рабочий
  7. Оценка мировых энергетических резервов: текущее состояние и тренды развития. 2024. https://vik-hitline.ru/mirovye-jenergeticheskie-rezervy/ocenka-mirovyh-jenergeticheskih-rezervov-tekushhee-sostojanie-i-trendy-razvitija/
  8. Продовольственая проблема. 2024. http://ru.planetaryproject.com/global_problems/food/; https://www.civisbook.ru/files/File/Kant_K_vechnomu_miru.pdf 
  9. Самые бедные страны мира. 2015 http://hochusvalit.com/khochu-svalit/samye-bednye-strany-mira
  10. Численность населения в мире по годам. 2018 http://total-rating.ru/1918-chislennost-naseleniya-v-mire-po-godam.html