![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ გივი ბედიანაშვილი ∘ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების მაკროსისტემური გამოწვევები გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის კონტექსტით ანოტაცია. არსებულ გლობალიზებულ კონფრონტაციულ სამყაროში, საერთა-შორისო წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში, გლობალური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ამ სტატიაში წარმოდგენილი კვლევის მთავარი მიზანია კონცეპტუალური ფორმით მაკრო დონის სისტემური გამოწვევბის გამოვლენა, ცალკეული ორიენტირების ფორმულირება სტრატეგიისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრადი გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობას. კვლევაში გამოყენებულია სისტემური ანალიზისა და მოდელირების მეთოდები. კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა ძირითადი რეკომენდაციები, როგორიცაა სტრატეგიისა და შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტაცია, კომპლექსურობა, მოქნილობა და ადაპტირების მაღალი ხარისხი. საკვანძო სიტყვები: ახალი მსოფლიო წესრიგი, კონფრონტაცია, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობა, სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება. მსოფლიო წესრიგი განიცდის ღრმა ტრანსფორმაციას, რომელიც ხასიათდება მზარდი სირთულითა და გაურკვევლობით. ქვეყნები მრავალპოლარულ გლობალურ გარემოში ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების ფართო სპექტრის წინაშე დგანან. მათ შორის პირველ რიგში გამოსაყოფია გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, მზარდი კონფრონტაცია, სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები და დიგიტალიზაცია, ასევე სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები. ეს გლობალური ცვლილებები ხაზს უსვამს ქვეყნისთვის სტრატეგიისა და შესაბამისი პოლიტიკის გადაუდებელ საჭიროებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მდგრად გლობალურ კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. აქ უნდა გამოიყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი (ბედიანაშვილი et al., 2024):
ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ერის გადარჩენის, სუვერენული დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა გარე საფრთხეებისგან, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის კვლევებში ტრადიციული ძირითადი კონცეფციაა (ვეშაპიძე, 2024; Yuzue & Sekiyama, 2025; Papava & Maisaia, 2023). ადრეული კვლევებში უსაფრთხოების შესახებ ხაზს უსვამდნენ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების კომპონენტს, ფოკუსირებით რესურსებზე წვდომასა და სტაბილურობაზე გლობალიზაციის კონტექსტში. დროთა განმავლობაში, ეს კონცეფცია განვითარდა და მოგვიანებით უკვე მოიცავდა სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს და ჩაირთავდა ისეთ სოციალურ გარანტიებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და შემოსავლის სტაბილურობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის განვითარება და მისი შოკებისადმი მდგრადობა (Gordon, 2012; Cook & Kabeer, 2009). რა თქმა უნდა სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება სცილდება წმინდა ეკონომიკას და აკავშირებს მას სოციალურ სფეროსთან, ასევე რეგიონულ და გლობალურ კონტექსტებთან. აღსანიშნავია, მაგალითად, რომ ევროატლანტიკური ქვეყნების კვლევები გვთავაზობს კომპოზიტურ ინდექსებს, რომლებიც ზომავენ უსაფრთხოებას ისეთი ფაქტორების მეშვეობით, როგორიცაა შემოსავლების უთანასწორობა, განათლებაზე წვდომა და ინსტიტუციური მდგრადობა, ხაზს უსვამენ ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სისტემას შორის ურთიერთობას (Jianu, 2023). ევროპაში მკვლევართა ნაშრომებში გამოკვლეულია, თუ როგორ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური პირობების ცვლილება (მაგალითად, 2008 წლის შემდგომი კრიზისი) უსაფრთხოების დინამიკაზე, აქცენტით მდგრადი განვითარების ადაპტაციურ პოლიტიკაზე (Ignatov, 2019). აღსანიშნავია, რომ გლობალურად, სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ადამიანისეულ კაპიტალთან, სადაც ისეთი საფრთხეები, როგორიცაა კონფლიქტები, შეიძლება გაამწვავოს სიღარიბემ და უთანასწორობამ, როგორც ამას ქვეყნების მასშტაბით ჩატარებული ემპირიული კვლევები აჩვენებს (Le et al., 2022). ბოლო წლების ლიტერატურაში ავტორები ხაზს უსვამენ ინტეგრირებული მიდგომების საჭიროებას, რომლებიც აერთიანებს ეკონომიკურ ინდიკატორებს სოციალურ ინდიკატორებთან (ბედიანაშვილი et al., 2024; Cook & Kabeer, 2009). განვითარებადი ქვეყნებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად შემოთავაზებულია ინკლუზიური ზრდის მოდელები, რომლებიც ფოკუსირებულია ურბანულ თანასწორობასა და სოციალურ ინკლუზიურობაზე. საერთო ჯამში, შეიძლება აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სფეროში წარმოდგენილ კვლევებში მინიშნებულია სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტიკულად მაღალ მნიშვნელობაზე ეროვნული სტაბილურობისთვის, რაც მოითხოვს დინამიური, კონტექსტზე მორგებული სტრუქტურების შემუშავებას გლობალური გამოწვევების, როგორიცაა, მათ შორის კლიმატის ცვლილება და პანდემიები, გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულის გარდა განსაკუთრებით აქტუალურად გვეჩვენება სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების ისეთი ასპექტები, როგორიცაა პიროვნების უსაფრთხოება და კულტურული უსაფრთხოება. გაურკვევლობისა და კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში (Ahir et al, 2023; Bedianashvili, 2023a, 2023b; Papava, 2022; Papava & Maisaia, 2023; Papava & Bedianashvili, 2024), ადამიანის უსაფრთხოება განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში იმყოფება, რადგან გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები აძლიერებს რისკებს და გამოწვევბს. ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც განისაზღვრება, როგორც ინდივიდების დაცვა კრიტიკული და გავრცელებული საფრთხეებისგან, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ეკონომიკურ სტაბილურობასთან, სამართლიან ზრდასთან და არსებით რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან (ბედიანაშვილი, 2024). კულტურული უსაფრთხოების პროლემების გამოვლენა და ჯეროვანი გადაჭრა, კულტურული იდენტობის დაცვა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდის პროცესში, საზოგადოების სტაბილურობის და ერთიანობის უზრუნველყოფაში (Afyare, 2021; Bedianashvili, 2023a; Papava & Bedianashvili, 2024). გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობისა (Bedianashvili & Kokhreidze, 2024; Bochko et al., 2022; Koyama & Fujiwara, 2023; SolAbility, 2024) და სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია, მის ხელშემწყობ პოლიტიკასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანია როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალური სფეროს გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა, კრიზისების რისკის შემცირება და მოქალაქეების საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესება. სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია (Bedianashvili, 2013) და კოორდინირებული კომპლექსური პოლიტიკა (ბედიანაშვილი et al.,2024; Gvelesiani & Bedianashvili, 2023). გლობალური წესრიგის მიმდინარე ტრანსფორმაციის ფონზე, ასეთმა პოლიტიკამ უნდა აჩვენოს მოქნილობა და ადაპტირება, რაც მას საშუალებას მისცემს ეფექტიანად გაუმკლავდეს როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს. გამოყენებული ლიტერატურა 1. ბედიანაშვილი, გ. (2023). გლობალური განუზღვრელობა და მდგრადი კონკურენტუნარიანობა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდანმე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული: მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. 21-26. 2. ბედიანაშვილი გ., კოხრეიძე გ., მიქელაძე ნ. (2024). გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური უსაფრთხოების ეკონომიკური პოლიტიკა: მაკროასპექტი. VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალები: “მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”. აწსუ, ქუთაისი, 67-82. 3. ბედიანაშვილი გ. (2024). ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების მაკროსისტემური დეტერმინანტები გაურკვევლობის და კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული: გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. თბილისი, 67-72. https://tsu.ge/assets/media/files/7/globalizacia-2024%20(1).pdf 4. ვეშაპიძე, ვ. (2024). უსაფრთხოების ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი ეკონომიკურ მოძღვრებათა კონტექსტში. ეკონომისტი, 20 (4). 5. Afyare, A. A. A. (2021, January). Globalization’s impact on cultural diversity and identity. ResearchGate. Retrieved August 24, 2025, from https://www.researchgate.net/publication/ 382641593_Globalization%27s _Impact_on_ Cultural_Diversity_and_Identity 6. Ahir H., Bloom N., & Furceri D, 2023. Global Economic Uncertainty Remains Elevated, Weighing on Growth. Retrieved February 2, 2024, from https://www.imf.org/en/Blogs/Articles/2023/01/26/global-economic-uncertainty-remains-elevated-weighing-on-growth. 7. Bedianashvili, G. (2024). Sustainable Competitiveness and Economic Security in the Modern Condition of Globalization. Materials of XVIІ International Research and Practical Conference: «World Trends and Prospects for the Development of the Financial System of Ukraine» «WTPDFSU'2024». Taras Shevchenko National University of Kyiv. 8. Bedianashvili G. (2023a). Macrosystemic Challenges of Uncertainty under the Conditions of Confrontational Globalization. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 17(2), 174-179. 9. Bedianashvili, G. (2023b). Confrontational globalization and global sustainable competitiveness of small countries. Proceedings of the 5th National Scientific Conference: Positioning of the Georgian economy in the conditions of confrontational globalization. Tbilisi, Gruni. 172-179. https://doi.org/10.55896/978-9941-8-5764-5/2023-172-179 (In Georgian). 10. Bedianashvili G., & Kokhreidze G. (2024) Global Sustainable Competitiveness for Countries on the Way toward EU Integration. TEM Journal. 13(2):1684-1694. https://doi.org/10.18421/TEM132-81U 11. Bedianashvili, G., (2013). Strategy of Long-Term Socioeconomic Development of the Country: Issues of Methodology. Conference materials: Actual Problems of Economies of Post Communist Countries at Current Stage. Ivane Javakhishvili Tbilisi State University Paata Gugushvili Institute at Current Stage. Ivane Javakhishvili Tbilisi State University Paata Gugushvili Institute of Economics, Tbilisi, 121-125 (In Georgian). 12. Bochko, O. Y., Maletska, O. I., Tsitska, N., & Kapral, O. R. (2022). Paradigm of a Country Competitiveness Under Conditions of Digital Economy. Review of Economics and Finance, 20, 572–580. Retrieved September 27, 2023, from HYPERLINK "https://doi.org/10.55365/1923.X2022.20.65" https://doi.org/10.55365/1923.X2022.20.65 . 13. Cook, S., & Kabeer, N. (2009). Socio economic security over the life course: A global review of social protection. Institute of Development Studies. Retrieved from HYPERLINK "https://gsdrc.org/document-library/socio-economic-security-over-the-life-course-a-global-review-of-social-protection/" https://gsdrc.org/document-library/socio-economic-security-over-the-life-course-a-global-review-of-social-protection/ 14. Gordon, D. (2012). Socio-Economic Security. In: van der Maesen, L.J.G., Walker, A. (eds) Social Quality. Palgrave Macmillan, London. HYPERLINK "https://doi.org/10.1007/978-0-230-36109-6_6" https://doi.org/10.1007/978-0-230-36109-6_6 15. Gvelesiani, R., & Bedianashvili, G. (2023). Methods of Assessing Economic Situation and Development. Innovative Economics and Management. 10 (2), 6-17. 16. Ignatov, A. (2019). Analysis of the dynamics of the European economic security in the conditions of a changing socio economic environment. New Medit, 18(2), 15–56. HYPERLINK "https://doi.org/10.30682/nm1902b" https://doi.org/10.30682/nm1902b 17. Jianu, I. (2023). Developing an economic and social security index for Euro-Atlantic area countries: A panel data analysis. Journal of Business Economics and Management, 24(1), 112-135. HYPERLINK "https://doi.org/10.3846/jbem.2023.18610" "_new" https://doi.org/10.3846/jbem.2023.18610 18. Koyama, Y., & Fujiwara, T. (2023). Competitiveness, country economic inequality and adolescent well-being: Analysis of 60 countries. Social Science and Medicine, 325. Retrieved January 14, 2024, from https://doi.org/ HYPERLINK "https://dx.doi.org/10.1016/j.socscimed.2023.115892" "_blank" 10.1016/j.socscimed.2023.115892. 19. Le, T.-H., Bui, M.-T., & Uddin, G. S. (2022). Economic and social impacts of conflict: A cross-country analysis. Economic Modelling, 115, 105980. HYPERLINK "https://doi.org/10.1016/j.econmod.2022.105980" "_new" https://doi.org/10.1016/j.econmod.2022.105980 20. Papava, V., Bedianashvili, G. (2024). Social and Economic Resilience in Conditions of Confrontational Globalization and Uncertainty. HYPERLINK "https://www.researchgate.net/journal/Bulletin-of-the-Georgian-National-Academy-of-Sciences-0132-1447?_tp=eyJjb250ZXh0Ijp7I mZpcnN0UGFnZSI6ImxvZ2luIiwicGFnZSI6InB1 YmxpY2F0aW9uIiwicHJl dmlvdXN QYWdlIjoic HJvZmlsZSIsInBvc2l0aW9uIjoicGFnZUhlYWRlciJ9fQ" Bulletin of the Georgian National Academy of Sciences , 18(3), 174-180. 21. Papava V., Maisaia V. (2023). On Economic Security under Confrontational Globalization and the Main Concepts of Geo-Economic Warfare. HYPERLINK "https://www.researchgate.net/journal/Bulletin-of-the-Georgian-National-Academy-of-Sciences-0132-1447?tp=eyJjb250ZXh0Ijp7ImZpcnN0UGFnZSI6Imxv Z2luIiwicGFnZSI6InB1YmxpY2 F0aW9uIiwic HJl dmlv dXNQYWdlIjoicHJvZmlsZSIsInBvc2l0aW9uIjoicGFnZUhlYWRlciJ9fQ" Bulletin of the Georgian National Academy of Sciences . 17(3):116-120. 22. Papava V. (2022). Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization. Eurasia Review, May 23. Retrieved November 17, 2023, from HYPERLINK "https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational-globalization-oped/?fbclid=IwAR1zLFJs1kUFJ Wgp6qR XR Wh LOy 2OWnWjwIVUjMwjphnjqs0OKoUQSi12Z4I" https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational-globalization-oped/?fbclid=IwAR1zLFJs1kUFJ Wgp6qRXRW hLOy 2 OWnWjwIVUjMwjphnjqs0OKoUQSi12Z4I 23. SolAbility (2024). The GSCI: Global Sustainability Competitivenes Index. Retrieved January 6, 2025, from https://solability.com/the-global-sustainable-competitiveness-index/the-index 24. Yuzue, N., & Sekiyama, T. (2025). Defining economic security through literature review. Frontiers in Political Science, vol. 7, Section: Political Economy. https://doi.org/10.3389/fpos.2025.1501986 |