English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელია
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო კომპანიებზე კულტურული ფაქტორების ზეგავლენის კვლევა

ანოტაცია.  უკანასკნელ პერიოდებში კულტურული ფაქტორების ზეგავლენის დადგენა ბიზნესზე   მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევის სფერო გახდა. ამ პრობლემის შესწავლა და ანალიზი მეტ აქტუალობას იძენს რეგიონულ ჭრილში. ის ნაკლებად შესწავლილია მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველო. აღნიშნული პრობლემის კვლევისთვისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდოლოგია. ნაშრომში უპირატესობა მიენიჭა ცნობილი ამერიკელი მეცნიერის ედვარდ ფულტონ დენისონის მეთოდს, რადგან მისი გამოყენებით,  კულტურული ფაქტორების იდენტიფიცირების შედეგად  შესაძლებელია დადვადგინოთ მათი ზეგავლენა იმ ეკონომიკურ  მაჩვენებლებზე, რომლებიც განსაზღვრავენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმატებას. კვლევის სანდოობის ამაღლების მიზნით გამოყენებულ იქნა  კორელაციური და რეგრესიული ანალიზი. აღნიშნული პრობლემის შესწავლის საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ კომპანიების ეკონომიკურ საქმიანობაზე მოქმედი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ფაქტორებია: ჩართულობა, თანმიმდევრულობა, ადაპტირება და მისია. ისინი ყველაზე სრულად აღწერენ კომპანიის თანამშრომლების საქმიანობას, მისი წარმატების პირობებს. კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა განისაზღვრება იმით, რომ მიღებული მონაცემების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საერთაშორისო კომპანიების ბიზნეს-პროცესების გასაანალიზებლად. 

შესავალი

კულტურა დიდ ზეგავლენას  ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის  ბიზნესზე. გლობალური ტრანსფორმაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, განისაზღვრება კულტურული დეტერმონანტებით: ღირებულებებით, მსოფლმხედველობით, ნორმებითა და ქცევითი სტერეოტიპებით. ეფექტიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ახალი სოციალური და კომუნიკაციური გარემოს შექმნა, რომლის  არქიტექტონიკა კულტურაზე იგება.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის  პროფესორის ლ. გრეჰემის აზრით „ახალი იდეები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი თავისთავად არაფერს ცვლიან. წარმატების გასაღები კულტურის ხელშია, იმ კომუნიკაციურ გარემოში, რომელსაც ის ქმნის და წარმართავს“ [Некипелов,  2019 с.101].

კულტურა და ბიზნესი განუყოფლად არიან დაკავშირებულები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე რეალურია იმ კულტურული წინაპირობების დადგენა, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნესის წარმატებას. მათი იდენტიფიცირების შემდეგ, შესაძლებელია არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, არამედ  ერებს შორის ურთიერთნდობის  გაუმჯობესება. ამრიგად, კვლევის აქტუალობა განპირობებულია სოციალურ-კულტურული ფაქტორების მუდმივად მზარდი გავლენის შესწავლით საერთაშორისო კომპანიების წარმატებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის პროცესში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული იქნა შემდეგი ჰიპოთეზა: ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურა, სოციალური გარემო,   ღირებულებები და ნორმები პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკური აგენტების   ქცევაზე, მათ შორის საერთაშორისო კომპანიების ბიზნესმოდელებზე. 

ლიტერატურის მიმოხილვა

ცნობილი ქართველი  ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი მიიჩნევდა, რომ „ჩვენს ეპოქაში სოციალურ-ეკონომიკური კანონების მოქმედება და ადამიანის ცნობიერებაზე მათი ზეგავლენა განსაზღვრულია კულტურით“ [მამარდაშვილი, 1993].  მეცნიერის აზრით, კულტურულ (ფართო გაგებით) განვითარებას, ადამიანის საქმიანობის სიმძიმის ცენტრი მატერიალური წარმოებიდან, ცნობიერებაში არსებული  კულტურული მნიშვნელობების  შექმნაზე გადააქვს [მამარდაშვილი, 1993].    გერმანელი  სოციოლოგი მაქს ვებერი რელიგიას კაპიტალისტური საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევდა. მისი აზრით, ნებისმიერ ახალ ეკონომიკურ წესრიგს თავდაპირველად მასები ეწინააღმდეგებიან, მხოლოდ ეკონომიკური სტიმულები საკმარისი არ არის მეწარმეების დასარწმუნებლად, რომ მათ იმოქმედონ წარმოებითი ურთიერთობების ახალი სისტემის შესაბამისად. სწორედ აქ თამაშობდა რელიგია ფასდაუდებელ როლს კაპიტალისტური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. კერძოდ, პროტესტანტული რეფორმაცია ქადაგებდა სიმდიდრისა და კეთილდღეობის დაგროვებას არა მხოლოდ როგორც უპირატესობას, არამედ როგორც მოვალეობას [ვებერი, 2024].  ამერიკელი ეკონომისტი კარლ პოლანი ასევე რელიგიასა და კულტურას იმ „შემაკავებელ ფაქტორებად“ მიიჩნევდა, რომლებიც ზოგჯერ ერევიან ბაზრის კანონებში. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კარლ პოლანის თეორიამ ეკონომისტებს შორის ფართო აღიარება ვერ მოიპოვა. [Polanyi, 1944]. 

ამერიკელი მეცნიერის  ე. ბენფილდის, მიერ 1974 წელს გამოცემული ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთი პირველი პირველ კვლევას, სადაც კულტურა ეკონომიკური ზრდის დამოუკიდებელ ფაქტორადაა  წარმოდგენილი, მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპი შეიძლება აიხსნას  განსხვავებული კულტურული სისტემით. ბენფილდმა აჩვენა, რომ სამხრეთ იტალიის ეკონომიკის  განვითარების დაბალი ტემპი (ქვეყნის ინდუსტრიული ჩრდილოეთისგან განსხვავებით) შეიძლება აიხსნას ადგილობრივი კულტურული ტრადიციებით. დევიდ ლოურენსი მიიჩნევდა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ეროვნული ეკონომიკის კეთილდღეობასა და მისი მოქალაქეების ისეთ თვისებებს შორის, როგორიცაა:  მომჭირნეობა, შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა, პატიოსნება და ტოლერანტობა [Богомолов, 2005]. ისეთი თვისებები, როგორიცაა ქსენოფობია, რელიგიური შეუწყნარებლობა და კორუფცია, ზეგავლენას ახდენენ   სიღარიბესა და ეკონომიკური განვითარების  ტემპებზე. იტალიელმა ეკონომისტმა გ. ტაბელინიმ გააანალიზა განათლების დონე და პოლიტიკური ინსტიტუტების ხარისხი ევროპის 69 რეგიონში.  ამ ანალიზის შედეგად მან დაადგინა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო იტალიის იმ რეგიონებში, სადაც ჭარბობდა ურთიერთნდობა, ინდივიდუალიზმი და კანონის  უზენაესობა [Tabelini, 2000]. მეცნიერები ლ. გვიზო, პ. საპიენსი და ლ. ზინგალესი თვლიან, რომ კულტურას პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკურ განვითარებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეკონომიკური სისტემა და წარმოების ურთიერთობები აყალიბებენ საზოგადოებრივ კულტურას. თუმცა, კულტურული ღირებულებები ყოველთვის არ იცვლება ეკონომიკური განვითარების შესაბამისად [Guiso.,Sapienza., Zingales   2003,   pp. 225-282]. 

ამრიგად, საკვლევი პრობლემის ირგვლივ არსებული მეცნიერული ლიტერატურის ანალიზი  გვიჩვენებს, რომ კულტურას, ეკონომიკასა და ბიზნეს შორის ურთიერთკავშირის საკითხი რთული და მრავალასპექტოვანია. 

კორპორატიული კულტურის შეფასება დენისონის მეთოდოლოგიით

ედვარდ ფულტონ დენისონი იყო ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა წარმოგვიდგინა  ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ეროვნული პროდუქტის გაზომვისა და ზრდის აღრიცხვის მეთოდოლოგია. დენისონის ცნობილ ნაშრომში [Denison, 1962]  წარმოდგენილი მეთოდი საშუალებას გვაძლევს შეაფასოთ საერთაშორისო კომპანიების კორპორატიული კულტურა   და დავადგინოთ მისი ზეგავლენა   მათ ეკონომიკურ განვითარებაზე. კომპანიების ინდივიდუალური მახასიათებლები  ანალიზი ეფუძნება  გამოკითხვის მეთოდს.

დენისონის მოდელში ანალიზი ტარდება კომპანიის ორი მახასიათებელის მიხედვით და  ის ადგენს: საერთაშორისო კომპანიის საქმიანობა არის თუ არა ორიენტირებული გარე თუ შიდა აუდიტორიაზე (გარე/შიდა ფოკუსი) და შეუძლია თუ არა კომპანიას სწრაფი რეაგირება გარე გარემოში მიდინარე ცვლილებებზე (სტაბილურობა/მოქნილობა). დენისონის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიის კულტურის კვლევის  საფუძველზე შესაძლებელია: შეფასდეს კომპანიის განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეები და შეიქმნას წარმოდგენა იმ სფეროებზე, რომლებიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებენ.

კვლევის მეთოდი მოიცავს ოთხ სექტორს და ამდენივე განზომილებას. დენისონის მეთოდოლოგია კომპანიის საქმიანობის ორ შესაძლო ასპექტზეა ორიენტირებული-ის შეიძლება იყოს მოქნილი ან სტაბილური. ადაპტირებისა და ჩართულობის სექტორები პასუხისმგებელნი არიან მოქნილობის ინდიკატორებზე,  უზრუნველყოფენ კომპანიის გარე გარემო პირობების ცვლილებაზე სწრაფ რეაგირებას. ასეთი კომპანიები თავიანთ საქმიანობაში იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებლის საჭიროებები. კომპანია შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად, თუ მას აქვს სწორად განსაზღვრული მისია და ის თანმიმდევრულია მის რეალიზაციაში. 

 ამ მეთოდოლოგიით კორპორატიული კულტურის ოთხი სექტორია :

-  მისია: ვიცით თუ არა, სად მივდივართ;

-  ადაპტირება: აღვიქვავთ თუ არა ბაზრის საჭიროებებს;

-  ჩართულობა: დაინტერესებულია თუ არა თანამშრომლები  კომპანიის მიზნების მიღწევით;

-  თანმიმდევრულობა: აქვს თუ არა კომპანიას მიზნები და პროცედურა განსახორციელებელი ქმედებებისთვის.

  დენისონის მეთოდოლოგია კომპანიის საქმიანობის ორ შესაძლო ვარიანტს გულისხმობს: - ის შეიძლება იყოს მოქნილი ან სტაბილური. ადაპტირებისა და ჩართულობის სექტორები პასუხისმგებელნი არიან მოქნილობის ინდიკატორებზე. მაღალგანვითარებული ადაპტირება და ჩართულობა უზრუნველყოფს კომპანის სწრაფ რეაგირებას გარემო პირობების ცვლილებაზე, ხოლო ინოვაციური მეთოდების გამოყენება, ორიენტირებულია მომხმარებლების საჭიროებეზე. კომპანია შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად, თუ მას აქვს კარგად შემუშავებული მისია და ის თანმიმდევრულია მის რეალიზაციაში. ასეთი კომპანიები ახდენენ საბაზარო ცვლილებების პროგნოზირებას, მათ კარგად იციან,  რომელი ბაზრებია ასათვისებელი  და როგორ მიაღწევენ დასახულ მიზანს.

ადაპტირებისა და მისიის ინდიკატორები პასუხისმგებელნი არიან კომპანიის განვითარების გარე ფოკუსზე. თუ ისინი საკმარის დონეზეა განვითარებული, მაშინ კომპანიის შეფასება შესაძლებელია როგორც ბაზარზე ცვლილებებზე დროული რეაგირებით, ასევე მისი მზადყოფნით, შეცვალოს თავისი შინაგანი სტრუქტურა, რათა დააკმაყოფილოს ბაზრის ახალი ტენდენციები. შიდა განვითარებაზე აქცენტი მიუთითებს თანმიმდევრულობისა და ჩართულობის ინდიკატორების სიძლიერეზე.  ეს კრიტერიუმები მიუთითებს კომპანიის სურვილზე, თანამშრომლებს შორის განავითაროს შიდა ურთიერთობები [45].

 კვლევის პროცესში შეირჩა საქართველოს, სომხეთისა და აზერაბეიჯანის   18 ყველაზე რეიტინგული კომპანია. ანალიზის შედეგად უნდა დაგვედგინა კულტურული ფაქტორების ზეგავლენა ბიზნესზე სხვადასხვა ღირებულებების მატარებელ საერთაშორისო კომპანიებში. კომპანიები შეირჩა Fortane global 500-ის რეიტინგების მიხედვით. კვლევის პროცესში მიღებული მონაცემები პირველ ეტაპზე დამუშავდა კორელაციური, ხოლო მეორეზე რეგრესიული ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

კვლევის შედეგები წარმოდგენილია შემდეგი სახით:  №1 ცხრილი  გვიჩვენებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიხედვით შერჩეული საერთაშორისო კომპანიების   წარმატების განსაზღვრელ  კულტურულ  და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის კორელაციურ კავშირს  

ცხრილი 1

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო კომპანიების   წარმატების განსაზღვრელ კულტურულ  და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის კორელაციური ანალიზი

 

საერთო შედეგები

საბაზრო წილი

გაყიდვების

მოცულობა

მოგება

პერსონალის

კმაყოფილება

ხარისხი

საქართველო

ჩართულობა

0,41

0,33

0,39

0,37

0,47

0,43

შეთანხმებულობა

0,32

0,21

0,25

0,27

0,22

0,28

ადაპტაცია

0,47

0,31

0,28

0,44

0,33**

0,32

მისია

0,21

0,31

0,46

0,27

0,37

0,36

სომხეთი

ჩართულობა

0,61

0,13

0,24

0,23

0,78

0,39

შეთანხმებულობა

0,58

0,12

0,20

0,28

0,62

0,41

ადაპტაცია

0,61

0,10

0,29

0,25

0,67

0,33

მისია

0,69

0,18

0,36

0,32

0,62

0,39

აზარბეიჯანი

ჩართულობა

0,55

0,14

0,26

0,22

0,73

0,54

შეთანხმებულობა

0,54

0,15

0,25

0,287

0,70

0,58

ადაპტაცია

0,51

0,14

0,26

0,16

0,64

0,50

მისია

0,58

0,27

0,38

0,33

0,68

0,52

კვლევის მომდევნო ეტაპზე ქვეყნების მიხედვით კულტურულ და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დასადგენად ჩატარდა  რეგრესიული ანალიზი (იხ:ცხრილები 2; 3; 4)  

ცხრილი 2

კულტურული ფაქტორების გავლენის რეგრესიული ანალიზი ქართული საერთაშორისო კომპანიების ეკონომიკურ წარმატებაზე

დამოუკიდებელი

ცვლადები

დამოკიდებული ცვლადები

საერთო

შედეგები

საბაზრო

წილი

გაყიდვების

ზრდა

მოგება

პერსონალის

კმაყოფილება

 

ხარისხი

ჩართულობა

0,27

0,20

0,21

0,18

0,33

0,29

შეთანხმებულობა

0,13

0,05

0,13

0,07

0,05

0,12

ადაპტაცია

0,30

0,09

0,05

0,31

0,02

0,00

მისია

0,09

0,10

0,36

-0,01

0,22

0,21

წარმოების მოცულობა

-0,03

-0,05

-0,05

-0,11

-0,11

-0,013

მენეჯმენტი

0,06

-0,09

0,13

0,01

0,05

0,03

F- სტატისტიკა

4,27

2,72

4,08

4,32

4,14

4,1

R-კვადრატი

0,32

0,23

0,31

0,33

0,32

0,32

AdjR-კვადრატი

0,25

0,15

0,24

0,25

0,24

0,24

ცხრილი 3

კულტურული ფაქტორების გავლენის რეგრესიული ანალიზი სომხეთის საერთაშორისო კომპანიების ეკონომიკურ წარმატებაზე

 

დამოკიდებული ცვლადები

დამოუკიდებელი

ცვლადები

საერთო

შედეგები

საბაზრო

წილი

გაყიდვების

მოცულობა

მოგება

პერსონალის

კმაყოფილება

ხარისხი

ჩართულობა

0,22

-0,19

0,1

0,14

0,65

0,2

შეთანხმებულობა

0,1

0,07

-0,13

0,21

0,19

0,45

ადაპტაცია

-0,03

0,08

0,04

0,29

0,04

-0,01

მისია

0,40

0,35

0,61

0,49

0,14

0,12

წარმოების მოცულობა

0,11

0,10

0,12

0,14

0,17

0,25

მენეჯმენტი

0,08

0,07

0,001

0,05

0,05

0,001

F- სტატისტიკა

10,05

2,92

4,25

5,42

41,25

4,2

R-კვადრატი

0,34

0,22

0,14

0,26

0,65

0,36

AdjR-კვადრატი

0,32

0,14

0,09

0,14

0,54

0,34

ცხრილი4

აზერბეიჯანის საერთაშორისო კომპანიების ეკონომიკურ წარმატებაზე კულტურული ფაქტორების 

ზეგავლენის რეგრესიული ანალიზი

 

დამოკიდებული ცვლადები

დამოუკიდებელი

ცვლადები

საერთო

შეშედეგიანობა

საბაზრო

წილი

გაყიდვების

მოცულობა

მოგება

პერსონალის კმკაყოფილება

 ხარისხი

ჩართულობა

0,20

-0,19

-0,1

-0,01

0,53

0,12

შეთანხმებულობა

0,17

0,18

-0,15

0,21

0,23

0,44

ადაპტაცია

-0,06

-0,0,7

-0,01

-0,29

-0,11

-0,02

მისია

0,39

0,46

0,59

0,47

0,19

0,04

წარმოების მოცულობა

0,14

0,9

0,19

0,23

0,23

0,31

მენეჯმენტი

0,17

0,18

0,015

0,09

0,064

0,02

F- სტატისტიკა

18,09

3,13

5,8

5,64

41,41

16,35

R-კვადრატი

0,36

0,09

0,16

0,15

0,56

0,34

AdjR-კვადრატი

0,32

0,06

0,13

0,12

0,55

0,31

კვლევის შედეგები ადასტურებენ კულტურული ფაქტორების განსხვავებულ ზეგავლენას  საერთაშორისო კომპანიების ეკონომიკურ  წარმატებაზე. მაგალითად, ჩართულობა ორგანიზაციული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა იმ კომპანიებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია თანამშრომლების კმაყოფილების ზრდა. ზოგადად, ქართული კომპანიებისთვის ადაპტირება და ჩართულობა მნიშვნელოვანი კულტურული ფაქტორებია, ხოლო მისიის ფაქტორს ნაკლები გავლენა აქვს. სომხური კომპანიებისთვის მისიისა და ჩართულობის ფაქტორები ყველაზე მნიშვნელოვანია. თანმიმდევრულობისა და ადაპტირების ფაქტორები ნაკლებად მოქმედებენ კომპანიების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე. აზარბეიჯანულ კომპანიებში კულტურული ფაქტორები, რომლებიც უფრო დიდ გავლენას ახდენენ კომპანიების ეკონომიკურ წარმატებაზე მისია და თანმიმდევრულობაა, ხოლო ჩართულობა და ადაპტირება უკანა პლანზე გადადის.

ამრიგად, სამივე ქვეყნის საერთაშორისო კომპანიების ეფექტიანობაზე არსებით ზეგავლენას ახდენენ განსხვავებული კულტურული ფაქტორები. კულტურული ფაქტორების მნიშვნელობა დამოკიდებულია კომპანიების საქმიანობის გარე პირობებზე.ფაქტორების შეფასებებმა მიაღწია სანდოობის მაღალ ხარისხს, რითაც დაადასტურა კომპანიების ეკონომიკურ წარმატებაზე კულტურული ფაქტორების გავლენის შესახებ  ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა. კორელაციური და რეგრესიული ანალიზის შედეგები ნათლად აჩვენებენ, რომ  საქართველოს არასტაბილური, გარდამავალი ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჩართულობა და ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს ცვალებად პირობებთან  კომპანიების  შეგუებას.

დასკვნა

 ჩატარებული  კვლევა საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ შემდეგი დასკვნები: დენისონის მოდელის მიხედვით ეკონომიკური ფაქტორების იდენტიფიცირების შემდეგ, კორელაციური და რეგრესიული ანალიზის გამოყენებით შევაფასეთ მათი გავლენა ეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმატებას თითოეულ ქვეყანაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  საქართველოს კომპანიების საქმიანობაზე დიდწილად გავლენას ახდენენ ჩართულობისა და ადაპტირების ფაქტორები, რომლებიც კომპანიის გარე გარემოს მოთხოვნებს გარდაქმნიან აუცილებელ ქმედებებად, რომლებიც მან უნდა განახორციელონ ბიზნესის წარმატებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტაბილური, გარდამავალი   ეკონომიკის მქონე ქვეყნის კონტექსტში. სომხური და  აზარბაეჯანული კომპანიებისთვის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი კულტურული ფაქტორია მისია, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩართულობის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის თანამშრომლების პასუხისმგებლობის დონეს საერთო საქმის მიმართ, კომპანიის ორიენტაციას ადამიანური პოტენციალის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია როგორც  აზარბეიჯანული, ასევე ქართული  კომპანიებისთვის.  ამ ფაქტორების გათვალისწინება საერთაშორისო კომპანიების საქმიანობაში ქმნის მათი მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  თ.შენგელია (2016). მულტიკულტურიზმი, როგორც სოციალური მოვლენა და ბიზნესის განმსაზღვრელი დეტერმინანტი. თბ., „უნივერსალი“
  2. თ.შენგელია (2025). სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები. კრებულში: ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში: შედეგები და პერსპექტივები. თსუ
  3. თ.შენგელია.,თ.ჟორჟოლიანი.,ხ.ბერიშვილი(2022).კულტურული ფასეულობების იდენტიფიცირება და ზეგავლენა საზოგადოების  ეკონომიკურ პროგრესზე. ეკონომიკა და ბიზნესი № 4
  4. თ. შენგელია (2022).ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე მულტიკულტურული ფაქტორების ზეგავლენა. კრებულში „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ თსუ  
  5. მ.მამარდაშვილი (1993).  რაციონალურობის კლასიკური და ნეოკლასიკური იდეალები. თბ.
  6. მ. ვებერი (2024). პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება. თბ., დიოგენე
  7. Некипелов А. (2019). Экономика и культурные ценности //Диалог культур и партнерство цивилизаций: IX Международные Лихачевские научные чтения, СПб.:СПбГУП
  8. Богомолов О (2005). Экономика и общественная среда   //Экономическая наука современной России №4.
  9. Shengelia T. (2016) Transformation of Cultural Phenomenon into Knowledge and its Influence on  Business. International Journal of Management and Applied Science. Volume-2, Issue-5  
  10. Shengelia T. (2021) Methodology of social entrepreneurship research and its influence on counries with small economy. International journal of social and humanities sciences.   Berlin, Germani
  11. Shengelia T. (2024) Geoeconomic and geopolitical interests of South Caucasus countries and opportunities for integration with the European Union. South Caucasus in the Context of Modern Global Challenges. Azerbaijan University
  12. Shengelia T. (2022)  Influence of multicultural factors on innovative development of the country.  Sciences of Europe (Praha, Czech Repablic). No 107 (2022)
  13. Polanyi, K. (1944). The Great Transformation. Foreword by Robert M. MacIver. New York: Farrar & Rinehart.
  14. Edward C. Banfield. (1974)  The Unheavenly City Revisited, N.Y. 
  15.  G.Tabelini (2000). Political Economics: Explaining Economics Policy, (MIT Press: Cambridge), (with T. Persson).
  16. Guiso L., Sapienza P., Zingales L. (2003) People's Opium? Religion and Economic Attitudes. Journal of Monetary Economics, vol. 50, no. 1, pp. 225-282. 
  17. Denison E. (1962) The Residual Factor and Economic Growth. Paris