English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძეეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრობლემები

ანოტაცია. სახელმწიფოს მუდმივი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ზრუნვა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ნაშრომში გამოკვლეულიასახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თეორიული საკითხები. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმის შემუშავებისას, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეული უნდა იქნეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განისაზღვროს გლობალური და ეროვნული ეკონომიკური და არაეკონომიკური საფრთხეები, ჩამოყალიბდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები და დადგინდეს მათი ზღვრული სიდიდეები. საბოლოოდ, შემუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მოდელი მოცემული ქვეყნისათვის, რომელშიდაც აისახება აქ მოყვანილი სამუშაოების შედეგები და ამ შედეგებზე დაფუძნებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა სისტემა.

ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილებია: რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება, ორგანიზაციის უსაფრთხოება, ასევე მისი ცალკეული, სფეროსა თუ დარგის უსაფრთხოება, როგორიცა მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი, ტრანზიტი, მცირე ბიზნესი და სხვ. ნაშრომში განხლულია ზოგიერთი მათგამი, კერძოდ: რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება და ორგანიზაციის (საწარმოს) ეკონომიკური უსაფრთხოება.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოება, ორგანიზაციის ეკონომიიკური უსაფრთხოება.

შესავალი

„უსაფრთხოების“, როგორც ტერმინის გამოყენება დაიწყო დაახლოებით XII საუკუნიდან და ნიშნავდა ადამიანის მშვიდ სულიერ მდგომარეობას, მის დაცულობას ნებისმიერი საფრთხისაგან. თუმცა ამ შინაარსით იგი არ დაინერგა ლექსიკაში და ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. შემდგომში შემოღებულ იქნა ტერმინი "სახელმწიფო უსაფრთხოება", რაც გულისხმობდა ბრძოლას სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მოგვიანებით კატეგორია „უსაფრთხოება“ დაიყო ცალკეულ მიმართულებებად. ამ თვალსაზრისით ცალკეული ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესია „ეროვნული უსაფრთხოება“. ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გარე და შიგა საფრთხეებისაგან დაცვას საქმიანობის ყველა სფეროში. პირველად ტერმინი 1901 წელს გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ერისადმი თავის მიმართვაში - „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“. ოფიციალურად ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოება“ წარმოიშვა 1947 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული იქნა კანონი „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“. ეროვნული უსაფრთხოების განხორციელებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს „ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, ვინაიდან შესაბამისი ეკონომიკური უზრუნველყოფის გარეშე ეროვნული უსაფრთხობის მოთხოვნები (ეროვნული ინტერესები, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება) ვერ შესრულდება. ეროვნული უსაფრთხოებისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი საშუალებები: თანამედროვე ტექნიკა, ტექნოლოგიები, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო საშუალებები და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს მისი ეკონომიკური უსართხოება წარმოადგენს. პირველად ტერმინი „ეკონომიკური უსაფრთხოება გამოყენებული იქნა“ ფრანკლინ რუზველტის „ახალი კურსის“ შემუშავების დროს, რამაც უზრუნველყო აშშ-ის გამოყვანა დიდი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან [Кунцман, М.В. 2016].

ეკონომიკური უსაფრთხოება არის წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის გათვალისწინებით. ეკონომიკური უსაფრთხიების ამოცანაა ეკონომიკის ბუნებრივ მდგომარეობაში ფუნქციონირება, რათა უზრუნველყოს ხალხის კეთილდღეობი ამაღლება და თავდაცვის უნარიანობის ზრდა.

ეკონომიკური უსაფრთხოება ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: განვითარების ისტორიული გამოწვევებისა და მუქარების გათვალისწინება; გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ინტერესების განსაზღვრა; ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა; ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თავსებადობა [მესხია... 2002]. გასათვალიწინებელია ის, რომ დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში იზრდება განუსაზღვრელობის, შემთხვევითობისა და ურთიერთდამოკიდებულების რისკების როლი [Сенгачов].

ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილებია: ფინანსური უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება, რეგიოონული ეკონომიკური უსაფრხოება, ორგანიზაციის უსაფრ თხოება და ა. შ.

სახელმწიფოს მუდმივი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ზრუნვა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. უსაფრთხოების პრობლემა მსოფლიოში წარმოიშვა სახელმწიფოს შექმნისთანავე. ძველი დროის მოაზროვნეები თავიანთ ტრაქტატებში დიდ ყურადღებას უთმობდნენ უსაფრთხოების პრობლემას. ეკონომიკური უსაფრთხოებისმონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო. ეკონომიკური უსაფრთხოების მონიტორინგი გულისხმობს საფრთხეების გამოვლენას და მათი კრიტიკული ანუ ზღვრული სიდიდეების განსაზღვრას [Ворожихин... 2014].

სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების მექსნიზმი 

სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმის შემუშავებისას, უპირველეს ყოვლისა,  გამოკვლეული უნდა იქნეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განისაზღვროს გლობალური და ეროვნული ეკონომიკური და არაეკონომიკური საფრთხეები, ჩამოყალიბდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები და დადგინდეს მათი ზღვრული სიდიდეები, შემუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილთა (რეგიონული, საფინასნსო, ენერგრტიკული,,  სასურსათო  ორგანიზაციის და ა. შ.) უსაფრთხოების მექანიზმები. საბოლოოდ,  შემუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მოდელი მოცემული ქვეყნისათვის, რომელშიდაც აისახება აქ მოყვანილი სამუშაოების შედეგები და ამ შედეგებზე დაფუძნებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა სისტემა [აბესაძე რ. 2022.]

სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმის შემუშავებისას, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეული უნდა იქნეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განისაზღვროს გლობალური და ეროვნული ეკონომიკური და არაეკონომიკური საფრთხეები, ჩამოყალიბდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები და დადგინდეს მათი ზღვრული სიდიდეები, შემუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილთა (რეგიონული, საფინასნსო, ენერგრტიკული,, სასურსათო ორგანიზაციის და ა. შ.) უსაფრთხოების მექანიზმები. საბოლოოდ, შემუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მოდელი მოცემული ქვეყნისათვის, რომელშიდაც აისახება აქ მოყვანილი სამუშაოების შედეგები და ამ შედეგებზე დაფუძნებული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა სისტემა [აბესაძე რ. 2022.]

ეკონომიკის ძრითად ეკონომიკურ საფრთხეებად შეიძლება მივიჩნიოთ: სიღარიბე; უმუშევრობა; ინფლაცია; კორუფცია; უცხოური ინვესტიციების შემცირება; შიგა ინვესტიციების შემცირება; საგარეო ვალის დიდი მოცულობა;8. სავალუტო კურსის ცვალებადობა; კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე; ბიუჯეტის დეფიციტის დიდი მოცულობა; ეკონომიკის სტრუქტურლი განვითარების დაბალი დონე და არაპროგრესული სტრუქტურა; მცირე ბიზნესის განვითარების დაბალი დონე; ინოვაციებზე ინვესტიციების სიმცირე; უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი და არაპროგრესული სტრუქტურა; ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდი მოცულობა; საერთაშორისო ეკონომიკური საფრთხეები (ეკონომიკური კრიზისი, რეცესია დომპინგი და სხვ.); ინტელექტუალური კაპიტალის უკონტროლო გაჟონვა და ქვეყნის დამოკიდებულების ზრდა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის უცხოელ მწარმოებლებზე ;ქვეყნის სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალის შემცირება; არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებისას ჩადენილი დანაშაულებები; ბაზრის დაკარგვა; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.

ეკონომიკის ძრითადი არაეკონომიკური საფრთხეები: საერთაშორისო ტერორიზმი; დანაშაული; კრიმინოგენური დაძაბულობა; პოლიტიკური დაძაბულობა; ცუდი სტიქიური მოვლენები; დემოგრაფიული დაძაბულობა; ნარკომანია; 8. პანდემია; სოციალური სამართლიანობის დარღვევები; მოსახლეობის ქონებრივი დიფერენციაციის მაღალი დონე; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არათანაბარი მდგომარეობა; საზოგადოებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების კრიმინალიზაცია;- რეკეტი და გამოძალვა; გარიგების დადების იძულება; განზრახ ცრუ რეკლამა და სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენება; კომერციული მექრთამეობა; კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპოვება და გამჟღავნება; ცრუ მეწარმეობა.

ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლებია: მშპ-ს მოცულობა; რეალური მშპ-ს მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე; საგარეო ვალის მოცულობა და მისი თანაფარდობა მშპ-თან; ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა და თანაფარდობა მშპ-თან; შიგა ვალის მოცულობა და მისი თანაფარდობა მშპ-თან;  საგარეო და საშინაო ვალის მოცულობა და მისი თანაფარდობა მშპ-სა და ბიუჯეტის სიდიდესთან;  დანახარჯების მოცულობა მეცნიერებაზე და მისი თანაფარდობა მშპ-თან; დანახარჯების მოცულობა განათლებაზე და მისი თანაფარდობა მშპ-თან; დანახარჯების მოცულობა ჯანდაცვაზე და მისი თანაფარდობა მშპ-თან; ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა; კაპიტალის გადინების მოცულობა და მისი თანაფარდობა მშპ-თან; ძირითად კაპიტალზე ინვესტიციების მოცულობა და მისი თანაფარდობა მშპ-თან; ძირითადი კაპიტალის ცვეთის სიდიდე; დანახარჯების მოცულობა ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და მისი თანაფარდობა მშპ-სთან; მცირე ბიზნესის ხვედრითი წილი მშპ-ში; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხვედრითი წილი მშპ-ში.

ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლების ზღვრული სიდიდეების განსასღვრა ხდება ანა;უგიებისა და ექსპერტული შეფასებების გზით.

ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილებია: რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება, ორგანიზაციის (საწარმის) უსაფრთხოება, ასევე მისი ცალკეული, სფეროსა თუ დარგის უსაფრთხოება, როგორიცა მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი, ტრანზიტი, მცირე ბიზნესი და სხვ.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ენერგეტიკული უსაფრთხოება გულიუსხმობს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საჭირო რაოდენობისა და ხარისხის ენერგიით უწყვეტ მომარაგებას ხელმისაწვდომ ფასად, როგორც სტაბილურ, ისე ტექნიკური შეფერხებების, დივერსიებისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ასევე ახალი წყაროების ათვისებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის ხელმისაწვდომობას.

სახელმწიფოს ენერგეტიკული საფრთხეებია: ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტებსა და გაზის იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება; ბუნებრივი მოვლენების ან დივერსიული და სამხედრო ქმედებების შედეგად ენერგოინფრასტრუქტურის ფიზიკური დაზიანება;  კიბერშეტევები ენერგოინფრასტრუქტურაზე და მათი მუშაობის რეჟიმზე; ადგილობრივი რესურსების აუთვისებლობა; საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გამოუყენებლობა; ენერგიაზე ფასების ზრდა; ენერგოეფექტიანობის დაბალი დონე (პროდუქციის ენერგო და ელექტროტევადობის მაღალი სიდიდე);  მოძველებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არსებობა; დანაკარგების დიდი ხვედრითი წილი ელექტროგადამცემ ქსელებში; გაზის საკუთარი საცავების უქონლობა;  გლობალური ენერგეტიკული საფრთხეები და სხვ.

ენერგეტიკული უსაფრთხოების მაჩვენებლებია: ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა; ენერგორესურსებისა და ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა; ენერგეტიკული სიმძ­ლავრეების სიდიდე; დანაკარგების სიდიდე ელექტროქსელში; პროდუქციის ენერგო და ელ­ექტროტევადობა; ქვეყნის ენერგორესურსების ათვისების დონე; ფასები ენერგიაზე; ფიზიკ­ური და მორალური ცვეთა ენერგოსისტემაში; გარე და შიგა ინვესტიციების მოცულობა ენე­რგოსექტორში და სხვ.

ენერგეტიკული უსაფრთხოების მაჩვენებელთა ზღვრული სიდიდეების გან­­­საზ­­­ღვ­­­­რა ხდება ანალოგიისა და ექსპერტული შეფასებების გზით.

ფი­­­ნან­­­სუ­­რი უსაფრთხოება სახელმწიფოს დონეზე გულისხმობს ქვეყნის საფინანსო სისტემის ისეთ მდგომარეობას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ მდგრადობასა და სხვადასხვა ფინანსური საფრთხეების თავიდან აცილებას. იგი ეკონომიკური უსაფრთხოების უმნი­შვნე­ლოვანესი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ გლობალიზაციის პირობებში ფინანსური უსაფრთხოების დაცვა მეტად რთულია, ვინაიდან მსოფლიოს რომელიმე მსხვილ ქვეყანაში ან რეგიონში წარმოშობილი ფინანსური კრიზისი შესაძლებელია მთელ მსოფლიოში ეპიდემიასავით გავრცელდეს და დაავადოს ფინანსური თვალსაზრისით სრულიად ჯანმრთელი ქვეყანა.

ზოგადი ფინანსური საფრთხეები: სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაღალი დონე; საერთაშორისო რეზერვების სიმცირე;  ფულადი მასის არაოპტიმალური სიდიდე; რეფინანსირების განაკვეთის არაოპტიმალური სიდიდე; მაღალი საპროცენტო განაკვეთი;  მოსახლეობის მცირე შემოსავლები; დოლარიზაციის მაღალი დონე; საგარეო ვალების დიდი მოცულობა; უცხოური სესხების არა ეფექტიანი გამოყენება; საკრედიტო თანხების არაწარმოებრივი მიზნებით გამოყენება; ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი დონე; ვალუტის კურსის სწრაფი ცვლილება; არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა; უარყოფითი სავაჭრო სალდო; ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპები; საფონდო ბაზრის განუვითარებლობა; ფულის გათეთრება; საკრედიტო რისკები; ლიკვიდობის რისკი; დიდი საგარეო ვალი, ინფლაცია და სხვ.

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს შორის განსაკუთრებული ადგილი ინფლაციის თარგეთირებას უკავია , რომელიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე 45 ქვეყნებშიც ფართოდ გამოიყენება. მსოფლიოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე პირველად 1967 წელს ახალი ზელანდია გადავიდა. მაშინ იქ საშუალოწლიური ინფლაცია 15%, ხოლო მაქსიმალური 20% იყო. შემდეგ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ესპანეთში, ფინეთსა და შვედეთშიც იქნა შემოღებული. 2022 წლისთვის კი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მსოფლიოს 75 ქვეყანაში გამოიყენებოდა [პაპავა, 2024].

ფინანსური უსაფრთხოების ზოგადი მაჩვენებლები: ბიუჯეტის დეფიციტის ხვედრითი წილი; საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-თან; საერთაშორისო რეზერვების მოცულობა; საპროცენტო განაკვეთი; სავალუტო კურსი; სავაჭრო სალდო; ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა; ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა და სხვ.

ფინანსური უსაფრთხოების მაჩვენებლების ზღვრული სიდიდეების განსაზღვრა ხდება ანალოგიისა და ექსპერტული შეფასებების გზით.

რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს რეგიონის ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი განვითარების, მისი ქვეყნის ეკონომიკაში ინტეგრაციის, ისე დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ამისათვის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები უნდა ფლობდნენ შესაბამის ბერკეტებს დაიცვას რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოების ინტერესები და შექმნას სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური .სიტუაცია. რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რეგიონმა უნდა: აწარმოოს დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე; გადაჭრას ეკონომიკის წინაშე მდგარი შიგა და გარე საფრთხეები; დაეხმაროს სამეურნეო სუბიექტებს ეფექტიანი ფუნქციონირების განსახორციელებლად; უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონე და ხარისხი.

რეგიონის ეკონომიკური საფრთხეებია: რეგიონის ბუნებრივი რესურსების აუთვისებლობა; რეგიონის ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაბალი დონე; რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე (გზები, შიგა გზები სოფლად და სხვ.); საყოფაცხოვრებო პირობების დაბალი დონე; კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება; მცირე ბიზნესის განვითარების დაბალი დონე და მის სახელმწიფო მხარდაჭერის არ არ­სებობა; უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე; ეკონომიკის არაინოვაციური ზრდა; შიგა მოხმარებაში იმპორტის დიდი მოცულობა; კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე; ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა.

რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლებია: მრპ (მთლიანი რეგიონული პროდუქტი);ინვესტიციების მოცულობის ფარდობა მრპ-თან; შიგა მოხმარებაში იმპორტის მოცულობა; დანაზოგებისა და ინვესტიციების თანაფარდობა; უცხოური ინვესტიციების მოცულობა; დანახარჯები სამეცნიერო-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე; დანახარჯები ფუნდამენტურ კვლევებზე;მრპ მოსახლეობის ერთ სულზე;ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე; ეკოლოგიური პარამეტრების სიდიდეები.

სასურსათო უსაფრთხოება უტოლდება ადამიანისფიზიკურ უსაფრთხოებას, ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველად სასიცოცხლო საჭიროებას,  რომელიც იძლევა სიცოცხლის გარანტიას. აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოება საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტთაგანია.პირველად ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ 1970-იან წლებში გაჟღერდა, რის შემდეგ მისი შინაარსი რამდენჯერმე შეიცვალა. დღესდღეობით გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მას შემდეგნაირად განმარტავს: “სასურსათო უსაფრთხოება ეს არის ყველა ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე“. 1996 წელს, მსოფლიო სასურსათო სამიტმა ტერმინი შემდეგნაირად დააზუსტა: “სასურსათო უსაფრთხოება დაცულია მაშინ, როდესაც ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი ყველასათვის საკმარისი და ხელმისაწვდომია, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა აკმაყოფილებდეს დიეტურ საჭიროებებს და, ასევე, ქმნიდეს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ უპირატესობა

მიანიჭოს იმ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესს. მაშასადამე, სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს: მოსახლეობის უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობის სურსათით, რაც ნიშნავს ქვეყნის ბაზარზე საჭირო რაოდენობისა და ასორტიმენტის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული კვების პროდუქტების არსებობას; მოსახლეობის უზრუნველყოფას სრულფასოვანი, ბალანსირებული სურსათით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ სასურსათო პროდუქტის მიღებას ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად. ეს ნიშნავს სხვადასხვა პროდუქციის იმ რა-დენობით მოხმარებას, რაც განაპირობებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის საჭირო ინგრედიენტებით (ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით) შევსებას. მოსახლეობის უზრუნველყოფას ხელმისაწვდომი სურსათით.

სასურსათო საფრთხოებიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი: ცუდი საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური ზრდის; დაბალი ტემპები, განუვითარებელი ინსტიტუციები; სახელმწიფო რეგულირების არაე-ფექტიანი მექანიზმი; ნათესი ფართობების შემცირება; ნიადაგის ეროზია;  ეროვნული ვალუტის გაუფასურება; აგფლაცია;. ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა; კლიმატის ცვლილებები და სტიქიური მოვლენები (სეტყვა, წყალდიდობა, გვალვა, მცენარეთა ან ცხოველთა დაავადებები, მიწისძვრები და სხვა საგანგებო სიტუაციები); საგარეო საბაზრო კონიუნქტურის ცვლილებები (სურსათზე ფასების ზრდა, ენერგიის გაძვირება, და სხვ.); 9. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაბალი დონე ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველობის პროდუქტების რეალიზაცია.

 სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლები შეიძლება ყოს: სასოფლო-სამეურნეპროდუქციის წარმოების მოცულობა პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიხედვით; სურსათის იმპორტის მოცულობა; სურსათის ექსპორტის მოცულობა; კვების დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმები და ასორტიმენტი; მოსახლეობის ეკონომიკური წვდომის უნარი საჭირო სურსათთან;  სასურსათო კალათის შემადგენლობა; ინვესტიციების მოცულობა სოფლის მეურნეობაში; მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დონე; აგფლაციის სიდიდე; ნიადაგის ეროზიის დონე და სხვ.

სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელთა ზღვრული სიდიდეების განსაზღვრა ანალოგიისა და ექსპერტული შეფასებების გზით;

ორგანიზაციის (საწარმოს) ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს მის დაცვას შიგა და გარე ნეგატიური საფრთხეებისგან, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის მდგრადი განვითარება. ამისათვის აუცილებელია ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ, საინჟინრო-ტექნიკურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ ღონისძიებათა გატარება. ორგანიზაციის ეკონომიკური უსაფრთხოების გამოკვლევის დროს განსაკუთრებული ყურადღება უმდა მიექცეს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მიკროგარემოს შექმნას.

ორგანიზაციის ეკონომიკური საფრთხეებია: ნეგატიური მიკროგარემო; პერსონალის არაკომპეტენტურობა; საქმიანი პარტნიორების არაკეთილსინდისიერება; ცუდი პოლიტიკური და კრიმინოგენური სიტუაცია; ორგანიზაციის კორპორატიული რესურსების (ფინანსური, ინფორმაციული, ტექნოლოგიური, ტექნიკის, მოწყობილობების, უფლებათა და სხვა რესურსები) შემცირება; 6. საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა;  არასრულყოფილი საგადასახადო პოლიტიკა და სისტემა; ბიზნესში სახელმწიფოს არაეკონომიკური ჩარევა; ინფორმაციული უსაფრთხოება (ჰაკერული შეტევები).

ორგანიზაციის ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები: გამომუშავების ზრდის ტემპები;. საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის დონე; დანახარჯები ინოვაციებზე; ძირითადი კაპიტალის განახლების დონე; ტექნოლოგიური მოწყობილობების ასაკობრივი სტრუქტურა; საწარმოს რენტაბელობა; კადრების ასაკობრივი და კვალიფიკაციური სტრუქტურა; საწარმოს

ორგანიზაციის ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები და მათი ზღვრული სიდიდეები განისაზღვრება ანალოგიისა და ექსპერტული შეფასების მიხედვით. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ. 2022. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემები. თბ., თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული ტ. XV.
  2. მესხია ი. 2002.  საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინვესტიციური ინდიკატორები ჟ., `სოციალური ეკონომიკა~, #1, 2002.
  3. პაპავა ვლ. 2024. ინფლაციის თარგეთირება და მასთან დაკავშირებული ფინანსური საფრთხეები: საქართველოს გამოწვევები. თსუ პაატა გუგუ შვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი სამეცნიერო შრონმების კრებული. ტ. XVII,   2024
  4. Ворожихин В. В.  2014. Об определении экономической безопасности в условиях глобализации - http://www.library.fa.ru/files/Voroghihin.pdf
  5. Кунцман, М.В.  2016. Экономическая безопасность: учебное пособие М.: МАДИ. https://jasulib.org.kg/wp-content/uploads/2023/11/9.-Под-ред.-В.Ю.Бурова-.
  6. Журавлева Г., Смагина В. 2013 Угрозы экономической безопасности государства  https://cy berleninka.ru/article /n/ugrozy-ekonomicheskoy-bezopasnosti-gosudarstva/viewer
  7. Сенчагов В. К. Методология обеспечения экономической безопасности https://cyberleninka.ru/article/n/ me todologiya-obespecheniya-ekonomicheskoy-bezopasnosti