![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ ხათუნა თაბაგარი ∘ საქართველოს ექსპორტის ზოგადი ანალიზი 2022-2024 წლებში ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს ექსპორტთან დაკავშირებული მდგომარეობა 2022-2024 წლებში, განხორციელებულია ზოგადი ანალიზი. შესავალი საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას ახასიათებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. საქართველომ გააფორმა უამრავი საერთაშორისო სავაჭრო თუ დახმარების ხელშეკრულება 1992 წლიდან დღემდე, მაგალითად, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების ხელშეკრულება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები, საქარველოს ცალკე ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე 1994 წელს, უზბეკეთთან 1994 წელს, 2002 წლიდან არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ფარგლებში მოქმედი „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე 2002 წელს. სახელმწიფო ასევე სარგებლობსპრეფერენციათა განხოგადებული სისტემით GSP-ით აშშ-თან, იაპონიასთან და კანადასთან სატარიფო განაკვეთების დაწესებასთან დაკავშირებით, 2003 და 2006 წლებში შეიქმნა და განავითარუ ევროკავშირმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ENP და ENP AP. 2013-2014 წლებში გაფორმდა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავდა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებას“ (DCFTA, რომელიც ეხება საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავიუფალ მიმოქცევას. 1993 და 2017 წელს ხელი მოეწერა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას, 2019 წელს კი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, 2023 წელს კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2025). გარდა სავაჭრო შეთანხმებებისა, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტიც გათავისუფლებულია დღგ-ის, იმპორტის, აქციზის გადასახადებისან (საქართველოს პარლამენტი 2010). არსებობს ექსპორტის მხარდამჭერი სსიპ „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეწარმეებისთვის, ასევე არის Invest in Georgia, ინვესტიციების მოზიდვის მიმზნით იწვე?ს უცხოელ პირებს, ასევე მთვარობა მხარს უჭერს ინოვაციების განვითარებას, სტარტაპების მხარდაჭერას და ა. შ. 2022-2023 წლებში (საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2024) (აწარმოე საქართველოში 2025). ყოველივე ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, სტატისტიკური მონაცემები სხვა ინფორმაციას ავრცელებენ. ნაშრომის მიზანია ავტორის მცდელობით 2022, 2023 და 2024 წლების საქართველოს მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ანალიზი ქვეყნების, საქონლის სახაოებისა და მოცულობის მიხედვით. შემოთავაზებულია ექსპორტთან დაკავშირებული გამოწვევების შესაძლო გადაწყვეტის გზები. ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსი საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის ანალიზი 1995-2024 წლებში საქართველო წარმოადგენს იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას, რადგან იმპორტის მოცულობა ყოველთვის მეტია ექსპორტის მოცულობაზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართელოს იმპორტმა შეადგინა 16,9 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა - 6,6 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო სავაჭრო ბალანსმა - 23,4 მლრდ აშშ დოლარი (მნიშვნელობები დამრგვალებულია მემილიონამდე) (იხ. ნახაზი 1) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025). ნახაზი I. საქართველოს იმპორტისა და ექსპორტის მონაცემები ათასი აშშ დოლარში 1995-2024 წლებში საქართველოს ექსპორტის ანალიზი 2022, 2023 და 2024 წლებში 2024 წლის ექსპორტის მოცულობა 197%-ით გაიზარდა 2015 წელთან შედარებით და შეადგინა 6,558.9 მლნ აშშ დოლარი. ეს მონაცემი 7,8%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი ზრდადი ტენდენციით გამოირჩეოდა. ნიშნანდობლივია, რომ საქართველოს მთავარი საექსპორტო 10 ქვეყნის სია შეიცვალა და მოწინავე პოზიციები დაიკავეს ყირგიზეთმა და ყაზახეთმა, მათ ჩაანაცვლეს აზერბაიჯანი და რუსეთი. 2024 წელს საქართველოს მიერ ექსპორტირებულმა საქონლის ღირებულება 7,8%-ით აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს და შეადგინა 6,558.7 მლრდ აშშ დოლარი(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025). ნახაზში 2 მოცემულია საქართველოს მთავარი ოცი საექსპორტო ქვეყნის შესახებ სტატისტიკური მონაცემები 2022, 2023 და 2024 წლების შესახებ, 2024 წლის რეიტინგის მიხედვით. 2023-2024 წლებში საგრძნობლად მოიმატა ყირგიზეთსა და ყაზახეთში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა, რის გამოც საქართველოს მთავარ საექპორტო ქვეყნების ათეულში პირველ-მეორე ადგილებს უკვე ორი წელია ისინი იკავებენ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ეს განპირობებულია ნახაზიII. 2022, 2023 და 2024 წლების საქართველოს საქონლის საექსპორტო ქვეყნების პირველი ოცეული
ცხრილის 1 მიხედვით, კოვიდ პანდემიის შედეგად შემცირდა ექსპორტის მოცულობა უმრავლეს საექსპორტო სახელმწიფოსთან (12%-ით). რაც შეეხება 2022-2023 წლებს საერთოს მატება არის 9%-ით, მაგრამ რამდენიმე ქვეყანასთან შეინიშნება საქონლის ექსპორტის მოცუსამრეწველო საქონელი (ნაწარმი) ძირითადად კლასიფიცირებული შემადგენელი ნედლეულის მიხედვით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025):
დანარჩენ 20 ქვეყანაში ექსპრტის საკითხი დამაიმედებლად ზრდადი ტენდენციით ხასიათდება ცხრილი I. საქართველოს მიერ ესქპორტირებული საქონლიდან მიღებულ შემოსავლებს შორის % სხვაობა 2019-2024 წლები
ნახაზის 2 მიხედვით, 2020 წლის საქართველოს მიერ ექსპორტირებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავალი შემცირდა 12%-ით და შეადგინა 3,341 მლნ აშშ დოლარი. ხოლო რაც შეეხება 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ვერ შეამცირა საქართველოს მიერ ექსპორტირებული საქონლის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა. 2023 წელს შედეგებმა შეადგინა 6,086 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2024 წელს მან მოიმატა 7,8%-ით (6,559 მლნ აშშ დოლარი) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025). ამავე ნახაზიდან ირკვევა, რომ 2023 წელს საქართველოს ექსპორტირებულ საქონელთა შორის პირველ ადგილზე მყოფი მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპორტირებული მოცულობა გაიზარდა 103%-ით 2022 წელთან შედარებით, ხოლო 2024 წელს კვლავ მაღალი მაჩვენებელი შეინარჩუნა და გაიზარდა 10.8%-ით წინა წელთან შედარებით. ნახაზი III. 2022, 2023 და 2024 წლებში საქართველოს მიერ ექსპორტირებული საქონლის % მაჩვენებელი მთლიან ექსპორტში საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსხვილ საწარმოთა შემდეგ მცირე საწარმოთა კატეგორიების მიერ ექსპროტირებულმა საქონლის ღირებულებამ გადააჭარბა საშუალო საწარმოთა მონაცემებს 2023 წლიდან გადააჭარბა (იხ. ნახაზი 3) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025). ნახაზი IV. საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა მიერ ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები კატეგორიების მიხედვით 2022-2024 წლებში მოყვანილი სტატისტიკური მასალების მიხედვით, ყირგიზეთი პირველად დაწინაურდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ისტორიაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხოლო მეორე ადგილს იკავებს ყაზახეთი, მათთან ძირითადი საექსპორტო საქონელია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, არაორგანული პროდუქტები, ფარმაცევტული პროდუქცია, ბირთვული რეაქტორები და სხვა, ხოლო ყაზახეთის შემთხვევაშიც სასმელების და ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. დასკვნა საქართველოს მიერ განხორციელებული ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია, თუ არ ჩავთვლით უკრაინასთან ვაჭრობის შემცირებისა 2022-2023 წლებში, შემდეგ კი დაიწყო გამოთანაბრება. საქართველოს უამრავი ხელშეკრულება აქვს დადებული ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით (ისევე როგორც იმპორტის გადასახადის შემცირების მიზნით), თუმცა მის ტოპ ათ საექსპორტო ქვეყანას შორის, მხოლოდ ბულგარეთი ხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 2024 წლის მონაცემებით. მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას იმპორტის მაჩვენებელი და შემადგენლობა, რათა მოხდეს იმპორტშემნაცვლებელი საქონლის წარმოება საქართველოში, რაშიც მას შედარებითი უპირატესობა აქვს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ეს მოითხოვს მნიშვნელოვან სიღრმისეულ სამეცნიერო შესწავლას იმისა, თუ რა რესურსები გააჩნია საქართველოს, რა პროგრამები უნდა დაინერგოს რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, ხოლო მძიმე მრეწველობის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა და მისი აქტიური მხარდაჭერით ასეთი საწარმოების დაარსება, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების მქონე საქონლის წარმოება, ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე გატანა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპული კურსი მისი საექსპორტო ბაზრის შესაბამისი ათვისებითაც გამოირჩეოდეს (ფაქტების და სტატისტიკური მასალების მიხედვით), და ის კომპანიები, რომლებიც აზიის მიმართულებით აქტიურად ახორციელებენ ექსპორტს, მოხდეს მათი დივერსიფიცირება ევროპული ბაზრებითაც. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||