English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილითეა ლაზარაშვილითეიმურაზ გოგოხია
ინოვაციური უსაფრთხოება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი დეტერმინანტი

ანოტაცია. მსოფლიოს უმეტესობა ქვეყნებში დიდი ხანია მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც ეხება ეროვნულ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. ამასთან ინოვაციურობა მოცემულ კვლევებში განიხილება როგორც ეკონომიკური ან სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ამ დროის განმავლობაში შემუშავებულია ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების შესწავლის მეთოდოლოგია, ჩამოყალიბდა შემეცნებითი აპარატი და „ეროვნული უსაფრთხოების“, „სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების“ და „ინოვაციური უსაფრთხოების“ კატეგორიების სტრუქტურა.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების პრობლემასთან მიმართებაში უამრავი კვლევა ჩატარებული, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ სისიტემური კვლევა, რომელიც ეძღვნება ეროვნულ უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრობლემების შესწავლასა ინოვაციური განვითარების პირობებში, დღევანდლამდე არ ჩატარებულა. განსაკუთრებით ეს ეხება ეროვნული უსაფრთხოებასა და ინოვაციურ საქმიანობას შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის პროცესებს, ინოვაციური უსაფრთ¬ხო¬ების კონცეფციის ფორმირებას და პრაქტიკაში მის რეალიზაციას.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, ინოვაციები.

შესავალი

დღემდე არ არსებობს ინოვაციის ერთმნიშვნელოვანი განმარტება და მისი ზემოქმედება ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. უმეტესობა მეცნიერებისა და სახელმწიფო მართვის პრაქტიკოსებისა ყველაფერ ახალს მეცნიერებაში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში განიხილავენ როგორც ინოვაციებს, ხოლო ინოვაციურ უსაფრთხო­ებას აიგივებენ სამეცნიერო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასთან. რომ­ლის ფორმირებაც ხდება, როგორც სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში პირობების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოს ეროვნულ და პირველ რიგში სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოცემულ სიტუაციაში უსაფრთხოება განიმარტება როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოება მრეწველობაში, ეკონომიკის სამეცნიერო ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში, რომელიც გულისხმობს სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესში ინოვაციურ მდგენელებს. მეცნიერების სხვა ჯგუფი პირველ პლანზე წამოწევს ინვესტიციურ უსაფრთხოებას, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების ქვესისტემას, რომელიც უზრუნველყოს ინოვაციური პროცესების საიმედოობისა და უსაფრთხოების დონეს. არ არსებობს მკაფიო სამეცნიერო მოსაზრება იმის შესახებ, წარმოდგეს თუ არა ინოვაციური უსაფრთხოება დამოუკიდებელ ობიექტს,  თუ იგი უნდა განვიხილოთ ეკონომიკური უსაფრთხოე­ბის შემადგენლობაში. ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება ინოვაციური საქმიანობის ადგილი ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემაში, ამასთან ამტკიცებენ რომ ეკო­ნომიკური უსაფრთხოების სისტემაში ინოვაციური საქმიანობა ვლინდება მისი ელემენტების საკმაოდ რთულ შემადგენლობაში.  და მხოლოდ ზოგიერთ მეცნიერს შემოაქვს ტერმინი ინოვაციური უსაფრთხოება განსაზღვრავს რა მას „როგორც ეკონომიკის დაცულობის მდგომარეობას, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შედეგების და გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და მსოფლიო ბაზრებზე, ეკონომიკის უნარს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და წინ აღუდგეს ნეგა­ტიურ ფაქტორებს რომელსაც ადგილი აქვს გლობალურ ბაზრებზე. ე.ი.  ფაქტიურად ინოვაციური უსაფრთხოება დაყავთ სამეცნიერო-ტექნიკურ უსაფრთხოებამდე. 

ინოვაციური უსაფრთხოების არსის გაგებისთვის

ევროკავშირის ყველა პროგრამაში ევროპულ და აზიურ ქვეყნებში ინოვაციური ეკონომიკის უსაფრთხოების ფორმირება და განვითარების უზრუნველყოფა ხდება ეროვნული, ან ეკონომიკური უსაფრთხოების ჩარჩოებში: აშშ-ში – ტექნოლოგიურ უსაფრთხოებაზე, პოსტსაბჭოთა  სივრცეში  – ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ უსაფრთხოებებზე. მაგრამ არც ოფიციალურ დოკუმენტებში, არც ქვეყნების განვითა­რების პროგრამებში არ დგება ინოვაციური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანა. ძირითადად, ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ეროვნული უსაფრთხო­ების უზრუნველყოფის კონტექსტში, ინოვაციური ეკონომიკისფორმირებისა და განვითარების  გათვალისწინებით, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ინოვა­ციური პროცესების ეფექტური სახელმწიფო რეგულირება სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემის ფაქტორების და პირობების შექმნისათვის.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრო­ცესში წარმოიშვება სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმე­დებას ახდენენ სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც  თავის მხრივ გამოხატულებას ჰპოვებს:

 - ინოვაციური განვითარებით შექმნილ ეროვნულ სისტემებში, რომლებიც ცვლიან სახელმწიფოში ფუნქციონირებად ტრადიციული ეკონომიკის ეკონომიკურ სისტემებს და არღვევენ მოძველებულ წესებსა და ძალების ბალანსს;

- მართვის სახელმწიფო სისტემებში, რომლებიც არ არიან ადაპტირებული ინოვაციური განვითარებისაკენ;

- ინოვაციური პროცესების ინფორმაციული დაცულობის სისტემებსა და მექანიზმებში;

- დიდ ფინანსურ დანახარჯებში და კომერციულ რისკებში;

- ქვეყნებში, რომლებიც დაადგნენ ინოვაციური განვითარების გზას და მნიშვნელოვად გაამყარეს თავიანთი კონკურენტული პოზიციები მსოფლიო ბაზაზე;

-  ინოვაციური პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდის შედეგად კონკურენტების მკაცრი ქმედებების გამოვლენაში.

მოცემული საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად იზრდება გლობალი­ზაციის თანამედროვე პროცესების პირობებში, როდესაც იზრდება გამოწვევები და საშიშროებები, მწვავდება გლობალური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისა და მინიმიზაციისათვის მოითხოვება მძლავრი ინოვაციური სექტორი და შესაბამისი ინოვაციური ინსტიტუტები [7].

ამგვარად ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისას თეორიისა და პრაქტიკის წინაშე დგას ინოვაციური საფუძველზე ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების საკვანძო პრობლემების გადაჭრის გზების ძიება,  არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საგარეო სფეროში სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით რეგიონალურ და მსოფლიო დონეებზე. ამასთან დაკავშირებით მწვავედ დგას ინოვაციური ეკონომიკის უზრუნველყოფის პრობლემა, ინოვაციური ეკონომიკის  ფორმირების ყველა სტადიაზე.

ინოვაციურ სფეროში ეროვნული უსაფრთხოების არსი შეიძლება განისაზღვროს ინოვაციური ეკონომიკის არსით ეროვნულ და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თეორიისა და პრაქტიკის განვითარებიდან გამომდინარე. ინოვაციური ეკონომიკის არსი ვლინდება სამეურნეო სისტემის ახალ ტიპში, როდესაც მის საფუძველში დომინირებს მაღალი ტექნოლოგიები წარმოებაში და მაღალტექნოლოგიური პროდუქცია ექსპორტში, დამატებითი ღირებულების მაღალი წილით, ეროვნული ინტელექტის წამყვანი როლით. ე.ი. მეცნიერების, ცოდნის, განათლების ეროვნული სიმდიდრის შექმნაში 80-90%-მდე, როდესაც ეკონომიკაში ხდება ინოვაციური ნაკადების უწყვეტი და კომპლექსური მოდინება. ამგვარად ინგონოვაციური ეკონომიკის ძირითად ფაქტორებად ხდება მეცნიერება და ცოდნა.

ინოვაციური ეკონომიკის არსი შეიძლება განვიხილოთ იმ ქვეყნების ეროვნული ეკონომიკების არსებული მოდელების მაგალითზე (აშშ-სა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების), რომლებიც ორიენტირებულები არიან ცოდნის ეკონომიკაზე, რომლებიც გულისხმობენ პირველ რიგში ინოვაციების პრიორიტეტულ განვითარებას.  მეორე მხრივ მასშტაბური კაპიტადდაბანდებებს მეცნიერებაში, განათლებასა და ჯანდაცვაში, როგორც თანამედროვე საზოგადოების ყველაზე სიცოცხლისუნარიან საკვანძო სფეროებში, რომლებიც  ეკონომიკის და მისი შესაბამისი ადამიანური კაპიტალის სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციული ბაზის ფორმირებას ახდენენ. მესამე მხრივ სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მიმართული განვითარების პრიორიტეტების გამომუშავებაზე და მნიშვნელოვანი ხარისხით ფინანსური განვითარებისაკენ. აშშ-ს პოლიტიკის თავისებურებებს მეცნიერებისა და ინოვაციის სფეროში, წარმოადგეს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, საპატენტო ინსტიტუტების მართვის ცენტრალიზებული სისტემის ფორმირებაში, კონტროლის ფუნქციის აკუმულირება და სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის სისტემის ფინანსირება.

ზოგიერთი მეცნიერი ინოვაციური ეკონომიკის არსს და ცნებას გვიჩვენებს ეროვნული ეკონომიკის განვითარების პარამეტრების, მაჩვენებლების და მახასიათებლების გზით.  მათ ისინი მიაკუთნებენ:

- მძლავ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მშპ-ის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15-20 ათასი აშშ დოლარი და მშპ-ს  მეცნიერებატევადობის იმ დონეზე, რომლებიც აჭარბებს კრიტიკულ სიდიდეს (ექსპერტების შეფასებით1%-ს);

- ტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ პოტენციალს, საკმარისი ცოდნითა და ინტენსიურობით ეროვნული მასშტაბით ინოვაციური პროცესის გაშვებისათვის (მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების მაღალი წილი მათ მთლიან რაოდენობაში, და აგრეთვე ექსპორტის მოცულობაში, ნობელის პრემიის ლაურეატების რიცხოვნობა, პატენტების რაოდენობა, მ.შ. საზღვარგარეთ დარეგისტრირებულების, ერთ მილიონ მოსახლეობაზე და ა.შ.);

- განვითარებულ ინოვაციურ ქსელებს (ინფორმაციული, სამეცნიერო-ტექნოლო­გიურ, კორპორაციული და ა.შ.), რომლებიც მოიცავენ ინოვაციური საქმიანობის  უმრავლესობას (75-80%).

- მომწიფებულ ინოვაციურ გარემოს (ფორმალური და არაფორმალური ინსტი­ტუ­ტების ერთობლიობა), რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს;

- სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზრებს და სიახლეებს, კომერციალიზა­ციის სტრუქტურას,  რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციების მოთხოვნას უმეტესობა სამეურნეო სუბიექტების და ეროვნულ ინოვაციურ სისტემას მთლიანობაში (60-70%).

ინოვაციური ეკონომიკის არსი ვლინდება აგრეთვე იმ ცნებებისა და კატეგო­რიების გზით, რომლებიც ინოვაციურ ეკონომიკას ასახავენ როგორც სისტემურ მოვლენას რომელიც აერთიანებს ერთ მთლიანობაში ინოვაციური საქმიანობის ყველა მხარეს მისი ფორმირების, განვითარებისა და კვლავწარმოების პროცესში.

შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური ეკონომიკის არსში აგრეთვე გვევლინება ინოვაციური სამეურნეო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციის მუდმივ უწყვეტ მოდინებაზე, მეცნიერებისა და ახალი ცოდნის პრიორიტეტულ განვითა­რებაზე, განვითარებულ ინოვაციურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ინფორმაციულ ქცევებზე, მაღალგანვითარებულ ადამიანურ კაპიტალზე. მეურნეო­ბის სუბიექტების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ინოვაციის მოთხოვნა ინოვა­ციური ეკონომიკის ცნების, კატეგორიისა და სხვა ელემენტების ანალიზი და არსი  საშუალებას გვაძლევს განსაზღვროთ ინოვაციური უსაფრთხოების ფენომენის შესას­წავლად შემდეგი ძირითადი მიდგომები, და მისი ზემოქმედება ეროვნული უსაფრთ­ხოების უზრუნველსაყოფად ეროვნულ, რეგიონულ და  საერთაშორისო დონეებზე. მნიშვნელოვანი ამოცანები ამასთან არის: პირველ რიგში ინოვაციური უსაფრთ­ხოების გამოყოფა უსაფრთხოების საერთო სისტემიდან, რომელიც დღევანდელ დღემდე განისაზღვრებოდა, როგორც სამეცნიერო-ტექნიკური, ან ეკო­ნომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი;  მეორე მხრივ შევძლოთ ინოვაციური უსაფ­რთ­ხოების ცნების განსაზღვრა [7].

ამჟამად, მეცნიერებაში ვიღებთ რა მხედველობაში, რომ ინოვაციები წარ­მოადგენს ეკონომიკის მაღალი კონკურენტუნარიანობის მიღწევის საშუალებას, შემოთავაზებულია უსაფრთხოება ინვესტიციებისა და ინოვაციური რესურსების მართვის სფეროში „პრიორიტეტული ამოცანებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით“, „მეურნეობის კონკრეტულ სუბიექტებზე“, რომლებიც განაპი­რობებენ ინოვაციური და ინოვაციური პოლიტიკის რეალიზაციას. ანუ შემოთავა­ზებულია ინოვაციური პროცესის უსაფრთხოება გადაიჭრას ეკონომიკური უსაფრთ­ხოების მეთოდებით კონკრეტულად საწარმოებში და ორგანიზაციებში.

ანალიზი გვიჩვენებს, რომ ინოვაციურ განვითარებაზე  გადასვლისას, ცვლი­ლებები ხდება არა მხოლოდ ეკონომიკაში და მის შემადგენელ სექტორებში, არამედ მსოფლმხეველობის, ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამეც­ნიერო-ტექნიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინსტიტუციურ სტრუქტურებში, პიროვნების განვითარებაში. ე.ი. ხდება ისეთის სფეროების, უსაფრთხო განვითარების პრობლემების შეხება, რომლებიც შეუძლებელია გადაიჭრას ეკონომიკური უსაფრთხოების ჩარჩოებში. წარმოიშვება ობიექტური მოთხოვნილება ამ მრავალწახნაგოვანი და მრავალ­ასპექტური პრობლემების გადასაჭერად, რომლებიც წარმოიშვებიან ინოვაციური ეკონომიკის და მისი უსაფრთხო განვითარების ფორმირების პროცესში, მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში ახალი მიმართულების – ინოვაციური უსაფრთხოების ფორმირება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით ინოვაციური უსაფრთხოების ქვეშ საჭიროა მოვიაზროთ ეკონომიკის ისეთი  მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიე­რების, მაღალი ტექნოლოგიების,  მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვების შედეგების კონკურენტუნარიანობას, ეროვნულ, რეგიონულ და მსოფლიო ბაზრებზე, უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას გლობალური კონკურენციის დონეზე. ამგვარად ინოვაციის ზემოქმედების დონე და ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების ყველა სფეროზე, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაზე და მთლიანობაში სახელმწიფოს მთელ სისტემაზე, საზოგადოებასა და პიროვნებაზე საშუალებას გვაძლევს შემოვიტანოთ მეცნიერულად დასაბუთებული წინადადება: ეროვნული ინოვაციური სისტემის, ინოვაციური ეკონომიკის უსაფრთხო ფორმირების  ყველა პროცესები, ინოვაციების დანერგვა განვიხილოთ ინოვაციური უსაფრთხოების ჩარჩოში, როგორც ეროვნული უსაფრთხოების დამოუკიდებელი სფერო. აუცილე­ბელია აგრეთვე ყურადღება გავამახვილოთ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე [7].

პირველ რიგში, თანამედროვე პირობებში ინოვაციური უსაფრთხოება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე თეორიის კატეგორია, მჭიდრო კავშირშია ისეთ ახალ ცნებებთან, როგორიცაა „კრეატიულობა“, „ახალი იდეების და  მათი გადაწყვეტის ხერხების კრისტალიზაცია“. მოცემული კატეგორიის გარეშე შეუძლებელია გარღვევა ეკონომიკურ განვითარებაში და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის უზრუნველყოფაში. ჭეშმარიტად, თანამედროვე პირობებში ქვეყნის ეკონომიკას არ შეუძლია იყოს მდგრადი და კონკურენტუნარიანი მსოფლიო დონეზე ინოვაციური გარღვევის, დინამიური განვითარების გარეშე, რომელსაც გამოყავს ეროვნული ეკონომიკა მაღალგანვითარებული ქვეყნების ინოვაციური ეკონომიკის განვითარების დონეზე. თუკი ეკონომიკა არ გადადის ინოვაციური განვითარების გზაზე, მაშინ არც მდგრადი ზრდა გვექნება და არც ადეკვატურ რეაქციები შიდა და გარე საკითხებზე. ე.ი. ეკონომიკის გადარჩენის მზაობას თანამედროვე რთულ სიტუაციებში გააჩნია განუსაზღვრელი ხასიათი.

ინოვაციური უსაფრთხოება თავის განვითარებაში ეკონომიკურ უსაფრთხოე­ბისაგან განსხვავებით პირველ რიგში ეფუძნება არა ეკონომიკური განვითარების სტატისტიკურ მიდგომებს, არამედ დინამიკურ ინოვაციურ ეკონომიკურ გარღვევებს. სტატისტიკურ მიდგომას და სტატისტიკურ თეორიას ეწინააღმდეგება დინამიკური თეორია, რომელიც წარმოადგენს უპირატესად განვითარების  და არა ფუნქციო­ნირებ­ის თეორიას. ზოგიერთ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დინარიკური მიდგომის საფუძველში ჩადებულია დროის ფაქტორი, მისი ხანგრძლივობა, რადგანაც, მასზეა დამოკიდებული სისტემაში მომქმედი ცვლილებების ხასიათი და სიღრმე. ამიტომ ინოვაციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უნდა განიხილებოდეს დინამი­კური თეორიის მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც დროის ფაქტორი მოქმედებს მის ცვალებად პარამეტრებზე.

მეორე მხრივ, ინოვაციური უსაფრთხოება წარმოადგენს ეკონომიკის ინოვაციური მართვის კომპონენტს, რომელიც ინოვაციური ეკონომიკის ეტაპობრივი ფორმირებისას მგრძნობიარე პერმანენტულად წარმოშობილი არასტაბილურობის ელემენტების მიმართ. სხვადასხვა სიღრმისა და ხანგრძლივობის ეკონომიკური არასტაბილურობა ეს არის  ძველი წარმოების კვდომის, მორალურად და ფიზიკურად მოძველებულ პროდუქციაზე მოთხოვნის არ არსებობის, ტრადიციულ და ინოვაციურ პროდუქციაზე მოთხოვნისა და მიწოდების მზარდი სხვაობის, უმუშევრობის ზრდის შედეგი. ე.ი. ეკონომიკური ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირველ ეტაპზე ხდება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება [11].

არასტაბილურობის დასაძლევად მნიშვნელოვანია არა მარტო მისი წარმოშობის მიზეზების მეცნიერული კვლევა, არამედ ეფექტური ანტიკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ასეთი პოლიტიკის ბირთვი უნდა იყოს ინოვაციური უსაფრთხოების ზუსტი ინდიკატორების შემუშავება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ: ინოვაციური უსაფრთხოების მეცნიერული გაგება და მისი მნიშვნელობის კვლევა სახელმწიფოს წარმატებული ინოვაციური განვითარებისათვის საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნას ინოვაციური ეკონომიკის შემაკავებელი, მაფორმირებელი და განმავითა­რე­ბელი ფაქტორები (ცოდნის ეკონომიკა). ეს საშუალებას იძლევა შემუშავდეს ინოვა­ციური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური სტრატეგია. ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში, რომელმაც უნდა მოიცვას სახელმწიფო პოლიტიკის ყველა მიმართულება, პირველი რიგში საზოგადოებრივი ცხოვრების საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სამრეწველო, ფინანსური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკურ სფეროები.

დღევანდელ პირობებში ჩამოყალიბდა ეკონომიკური უსაფრთხოების რიგი ხშირად გამოყენებული ცნებები, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების განსაზღვ­რა „ინტერესების“ გზით (ეროვნული, სახელმწიფო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების „საფრთხის“ მეშვეობით.  ეკონომიკური უსაფრთხოების დეფინიციის სახით ყველაზე ხშირად გამოიყენება კომპლექსური ვარიანტი, როდესაც ზემოხსენებული მიდგომები ფიგურირებენ ამა თუ იმ კომბინაციით.

ევაში ინოვაციური უსაფრთხოება  არის პირობებისა და ინოვაციური ფაქტორე­ბის ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას, ინოვაციურ განვითარებას, მის მუდმივ ინოვაციურ განახლებასა და თვითგანვითარების უნარს, მდგრადობასა და საერთაშორისო კონკურენტუნარია­ნობის მიღწევას.

ამას გარდა, ინოვაციური უსაფრთხოება შეიძლება დავახასიათოთ როგორც შიდა და გარე ფაქტორების ზემოქმედებისადმი ეკონომიკური სისტემის მდგრადობა, ხოლო მდგრადობა თანამედროვე პირობებში მოითხოვს მუდმივ ინოვაციურ განვითარებას და არასტაბილურობის ფაქტორების სწრაფად დაძლევას, რომლებიც ობიექტურად წარმოიშვებიან ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისას. მდგრადობა და განვითარება თავის მხრივ მოითხოვს დინამიურ, ინოვაციურ მიდგომას ინოვაციური უსაფრთხოების პრობლემისადმი. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორებს დროთა განმავლობაში შეუძლიათ და უნდა განიცადონ ცვლილება.

მნიშვნელოვანი  ადგილი ქვეყნის ინოვაციური უსაფრთხოების თეორიისა და პრაქტიკის უზრუნველყოფის შემუშავებისას უნდა მივანიჭოთ ინტეგრაციას მსოფლიოს სამეურნეო კავშირების სისტემაში, ერთობლივ მონაწილეობას მსოფლიოს შემოსავლის ფორმირების კვლავწარმოების ციკლში. მოცემულ შემთხვევაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ გლობალიზაციის პროცესებზე, არამედ მსოფლიო ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესზე. ამ კუთხით ინოვაციური უსაფრთხოება შეიძლება განვიხილოთ როგორც კონკურენტუნარიანი ეროვნული ინოვაციური ეკონომიკების შექმნა, რომლებიც აწარმოებენ ინოვაციურ პროდუქციას მსოფლიო გასაღების ბაზაზე გარანტირებული წვდომით, რაც განაპირობებს ეროვნული ინტერესების გავრცელებას სახელმწიფო საზღვრებს გარეთ[2].

ამგვარად, ინოვაციური უსაფრთხოება იხსნება ისეთი კატეგორიების გზით როგორიცაა ინოვაციურობა, ინოვაციური ეკონომიკა, სტაბილურობა, ინოვაციური პროცესების  მდგრადობა, კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ეკონომიკური უნარი თვითგანვითარებისადმი და ინოვაციებისადმი, ეფექტურობა, გლობალიზაცია. მათ უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოს ინოვაციური განვითარება ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისად, საგარეო  ბაზარზე აქტიური მონაწილეობა და დომინირება, ინტეგრაცია მსოფლიო სამეურნეო კავშირების სისტემაში [9].

ინოვაციური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კატეგორიების არსი შემდეგში მდგომარეობს:

- ინოვაციური ეფექტურობა – ეროვნული ეკონომიკური სისტემის ინოვაციური ტრანსფორმაცია მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაციური თვისებების მინიჭება  შიდა და გარე ბაზრებზე, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა;

- კონკურენტუნარიანობა – უნარი აწარმოონ ინოვაციური საქონელი და მომსახურება, რომელიც  შიდა და გარე ბაზრებზე სარგებლობს მოთხოვნით;

- ეკონომიკური დამოუკიდებლობა – ინოვაციური ეკონომიკის ისეთი მდგომარეობის ეფექტიანობის, საქონლისა და მომსახურების ხარისხის მიღწევა, რომელიც უზრუნველყოს კონკურენტუნარიანობას და საშუალებას იძლევა თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო ვაჭრობაში, კორპორაციულ კავშირებში, სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური მიღწევების გაცვლაში და საბოლოოდ გაატარონ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა;

- ეკონომიკის სტაბილურობა და მდგრადობა გულისხმობს ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპებს, სამეცნიერო და სამეწარმეო ინოვაციური აქტიურობისათვის საიმედო პირობებისა და გარანტიების შექმნს, იმ ფაქტორების შემუშავებას, რომ­ლებიც იწვევენ სიტუაციის დესტაბილირებას;

- ეკონომიკის უნარი თვითგანვითარებისა და ინოვაციური პროგრესისაკენ მოი­ცავს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების კეთილსასურველი კლიმატის შექმნას ინოვაციებისათვის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებისათვის, წარმოების მუდმივი ინოვაციური განვითარებისათვის და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისათვის, ინტელექტუალური პოტენციალის გაზრდას, ცოდნის ეკონომიკის შექმნას, ადამიანური რესურსების ეფექტურ გამოყენებას [6].

 ინოვაციის მასობრივი გენერაციისა და ინოვაციური ეკონომიკის შექმნის მთავარ მამოძრავებელ ძალად გამოდის მაღალხარისხოვანი და კრეატიული ადამია­ნისეული კაპიტალი. უმეტესობა მეცნიერებისა, ეკონომიკისა და საზოგადოებ­რივი ცხოვრების ყველა სფეროს ინოვაციური განვითარების გზაზე გადასვლისას, გადამწყ­ვეტ როლს ხედავენ ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების მოწინავე განვითარებაში. ხოლო მნიშვნელოვან მიმართულებად  სახელმწიფოს, საწარმოს თვითმმართველობის ორგანოების, ჯანდაცვის, კულტურის, მეცნიერების მრავალ­წახნაგოვანი და მიზანმიმართულ მიმართულებად უნდა გახდეს ადამიანის ფორ­მირება – მოქალაქის, რომელიც ათვითცნობიერებს თავის მდგომარეობას სოცია­ლურ ყოფაში.

ანალიზი გვიჩვენებს, რომ ინოვაციური უსაფრთხოება – სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია. ინოვაციური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად გამოდიან მისი შემდეგი სახეები:

-  სამეცნიერო-ტექნოლოგიური (მეცნიერების უნარი მოახდინოს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გენერირება);

- საგანმანათლებლო (განათლების სისტემის უნარი მოახდინოს კადრების მომზადება ინოვაციური ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში სამუშაოდ). ადამიანისეული კაპიტალი თამოშობს ცენტრალურ როლს ინოვაციური პროდუქტე­ბის წარმოებაში, წარმოების ინტელექტუალიზაციასა და ინფორმატიზი­რებაში;

- ფინანსური (საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის მდგრადობა ინოვაციური განვითარების ფინანსირების უზრუნველსაყოფად);

- საწარმოო (ხასიათდება ინოვაციების ათვისებისადმი საწარმოო ბაზის არსებობით);

- სოციალურ-დემოგრაფიული (რომელიც ასახავს იმ სპეციალისტების შრომის ბაზრის განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა ინოვაციური ეკონომიკის, კულტურის პირობებში; თანამედროვე განვითარებისადმი ხელმისაწვდომობა).

- საგარეო ეკონომიკური (უნარი აწარმოონ კონკურენტუნარიანი ინოვაციური პროდუქცია რომელიც უნდა გახდეს გლობალური ინოვაციური სისტემის ორგანული ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ეკონომიკური ინოვაციური განვითარების მნიშვნელო­ვანი მიმართულებით) [4].

 ინოვაციური უსაფრთხოების ფენომენი დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკური ობიექტების განვითარებასთან და წარმოადგენს მის წარმოებულს.

ამგვარად, სახელმწიფოს ინოვაციური უსაფრთხოების არსს თანამედროვე პირობებში წარმოადგენს ინოვაციური და სოციალური-ეკონომიკური სისტემების მდგომარეობა, დინამიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები ადამიანს, სახელმწი­ფოსა და საზოგადოებას შორის, რომლებიც საშუალებას იძლევა ობიექტურად განისაზღვროს და ეფექტურად მოხდეს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზნებისა და ინოვაციური განვითარების ინტერესების რეალიზება;  იმ საშიშ­როებების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლიან ინოვაციური განვითარების გზას, საშიშროებები პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის;  მთლიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს ყოფიერების სტაბილურობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ობიექტების არსებობის საფუძველი; ინოვაციური სის­ტემის განვითარების გარანტირება, როგორც გადასვლა პროგნოზირებიდან არსებულ­ში – რეალურ მდგომარეობაში; პირობების შექმნა თვითშენარჩუნებისათვის, ნაწილების ერთიანობის კვლავწარმოება ეროვნული ინოვაციური სისტემის ფარგ­ლებში და როგორც მთლიანობა კონკრეტულ ისტორიულ  პირობებში [1].

ინოვაციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რეალიზდება განსაზღვრული პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობით: ეროვნული ინოვაციური სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა, მისი უნარი თვითრეგულირებისადმი, თვითორგა­ნიზაციისა და თვითგანვითარებისათვის, სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორტების ზემოქმედებისას, რომლებიც საშუალებას აძლევენ მას შეინარჩუნოს თავის ხარისხი.

ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე და აგრეთვე ინოვაციური უსაფრთხოების მთავარი თვისებიდან – სისტემურობიდან, ინოვაციური უსაფრთხოების სისტემაში აუცილებელია ჩავრთოთ ცხრა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთშემავ­სებელი ქვესისტემები (ინოვაციური ციკლის სტრუქტურის მიხედვით), რომლებიც  ინოვაციური საქმიანობის უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად  თითოეულ ციკლზე (ეტაპზე) ფუნქციებითა და ამოცანებით შეესაბამებიან:

1.  განათლება და კადრები – კადრების მომზადება და გადამზადება ინოვაციური საქმიანობისათვის;

2. მეცნიერება – სამეცნიერო საქმიანობისათვის ინოვაციის წარმოებისათვის ინოვაციური პროდუქციისა და ტექნოლოგიებისათვის, ახალი სამეცნიერო იდეებისა და შემუშავებისათვის  პირობების შექმნა;

3. ინოვაციური ინფრასტრუქტურა – ინვესტიციების მოზიდვა ინოვაციურ საქმიანობაში, მენეჯმენტი, მარკეტინგი;

4. ფინანსური ინფრასტრუქტურა – ინოვაციური საქმიანობის უზრუნველყოფა ფინანსური სახსრებით;

5. ინფორმაციული ინფრასტრუქტურა – ინოვაციური საქმიანობის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

6. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა – უფლებების დაცვა გამოგონებებზე, ინოვაციური მოდელებზე, სამრეწველო ნიმუშებზე;

7. სამრეწველო – წარმოების მომზადება ინოვაციის დასანერგად და ინოვაცი­ური-სამეცნიერო ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური შემუშავებე­ბის დასანერგად;

8. კონსალტინგური – ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური შემუშავების შედეგების მხარდაჭერა და  წინ წაწევა, ინოვაციური პროდუქტის სამამულო და საზღვარგარეთულ ბაზრებზე;

9. რეალიზაცია და კომერციული გამოყენება – ინოვაციური სამეცნიერო შემუშავებების ბაზრებზე გატანა.

ინოვაციური უსაფრთხოების  ზემოთ ჩამოთვლილი ქვესისტემები და მისი არსის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ინოვაციური უსაფრთხოების კატეგორია წარმოადგენს კომპლექსურს და უნდა განიხილებოდეს როგორც სისტემა, რომელიც ყოველ სტადიაზე ტარდება კონკრეტული ღონისძიებების ინოვაციური ციკლის ფორმირების უსაფრთხოებისათვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვუზრუნ­ველ­ყოთ ეროვნული ინოვაციური ეკონომიკისა და ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების უსაფრთხო პირობები. ინოვაციური უსაფრთხოების სისტემის ძირი­თადი ელემენტები ინოვაციური საქმიანოის  ქვესისტემების სხვადასხვა დონეებზე არის: ობიექტები, სუბიექტური ჯგუფი, უსაფრთხოების ფაქტორები და საშიშრო­ებები, ქვესისტემები,  მიზნები და სისტემები მთლიანად, ინტერესების რეალიზებისა და საშიშროების გაფრთხილების ფუნქციები და მექანიზმები [8].

ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პროცესი შეხებაშია ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიზნებთან, ცვლის მიზნების მიღწევის ხერხებსა და მეთოდებს, მაგრამ ეკონომიკის განვითარების პრინციპული ამოცანები იგივე რჩება: მდგრადობა, ეკონომიკური ეფექტიანობა, კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ეკონომიკის უნარი თვითგანვითარებისა და პროგრესისაკენ, უსაფრთხოება. ამასთან ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფის თეორიის თვალსაზრისით, ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პროცესის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოდგეს არსებული ეროვნული ეკონომიკური სისტემის სტაბილურობის პერმანენტული დარღვევა. ამასთან დაკავშირებით, უმეტესობა მეცნიერებისა, რომლებიც იდგნენ ინოვაციური თეორიის საწყისებთან და იკვლევდნენ ინოვაციურ საქმიანობას, თავისი კვლევები მიუძღვნეს ეკონომიკური სისტემის წონასწორობის, მდგრადობის, სტაბილურობის, წონასწო­რული მდგომა­რეო­ბის პრობლემების შესწავლას. ინოვაციური თეორიის ფუძემდებელი ი. შუმპეტერი ახალი  ინოვაციური სისტემების ფორმირებისას გადამწყვეტ როლს  ანი­ჭებს წონასწორული მდგომარეობის შესწავლას. იგი აღნიშნავს რომ ინოვაციური საქმიანობა, რომელიც შეიძლება მდგომარეობდეს ახალი ბაზრების გახსნაში, სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებაში, ახალი პროდუქციისა და ტექნოლოგიების დანერგვაში, სისტემის წონასწორების მდგომარეობიდან გადანაცვლებაში. ეს უპირველეს ყოვლისა ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პერიოდში არღვევს უსაფრთხოების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას –მდგრადობას.

 კვლევები გვიჩვენებს, რომ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების თანამედ­როვე პირობებში მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გლობალიზაციის პროცესი, რომლის დროსაც ხდება წარმოების ფაქტორების განსაზღვრული კრიტიკული ზღვარის გადალახვა ტრანსნაციონალურ მობილობაში. მიმდინარეობს ინტერნაციო­ნალიზაციის ტოტალური (სინერგიული) გავლენა ეროვნულ ეკონომიკებზე, რომლე­ბიც შედეგად იძენენ ხარისხობრივად ახალ, ადრე უცნობ, მახასიათებლებს და განვითარების თავისებურებებს. აღნიშნული მოვლენები აუცილებელია გავითვა­ლის­წინოთ ინოვაციური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის შემუ­შავებისას.

უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში წარმოშობა მრავალი მიზეზი, გასაკუთრებით საწყის ეტაპზე, პარამეტრული ცვლი­ლებების წარმოსაქმნელად, რომლებსაც გამოყავთ სისტემა წონასწორებული მდგო­მარეობიდან. ეკონომიკური სისტემის ასეთი არამდგრადობა მოითხოვს წარმოშო­ბილი რისკების და გამოწვევების ანალიზს და ადეკვატურ  რეაგირებას ინოვაციური უსაფრთხოების ჩარჩოებში. 

დასკვნა

თანამედროვე სამყაროში ინოვაციური უსაფრთხოება სახელმწიფოს ეკონომი­კური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველია. ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ინოვაციური პოლიტიკის პრიორიტეტული სფეროების შემუშავება. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის განვითარების კონტექსტში, ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისა და ინოვაციების ეფექ­ტურად მართვის შესაძლებლობა, სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ინოვა­ციური უსაფრთხოება არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგების დაცვას, ასევე ეროვნული ინოვაციური ეკონომიკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მისი მუდმივი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის პირობების შექმნას საერთაშორისო ასპარეზზე. ინოვაციური გარემო თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი ელემენტია და ხელს უწყობს ინოვაციური საქმიანობის განვითარებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ინოვაციური უსაფრთხოების უზრუნველ­საყოფად, ინოვაციური ეკონომიკის, ფორმირების მთლიანი ციკლისა და სისტემის შესანარჩუნებლად წონასწორ მდგომარეობაში, აუცილებელია პოლიტიკური, ეკონო­მიკური, ინსტიტუციური ასპექტების ურთიერთკავშირი. აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სახელმწიფოს, რომელიც თამაშოს მთავარ როლს ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირებისას, მათი ფუნქციების, წესების დადგენისას, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერისას. აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის შექმნისას ინოვაციური ეკონომიკის ახალ პირობებში ფუნქციონირებისათვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Балабанова Н.В. Мировой опыт государственного регулирования инновационных процессов. 2012. https://cyberleninka.ru/article/n/mirovoy-opyt-gosudarstvennogoregulirovaniya-innovatsionnyhprotsessov/viewer
  2. Богачев Ю.С., Киселев В.Н. Механизмы стимулирования, под держки и развития инновационной деятельности. ж. „Экономика и управление“. 3, 2015. 
  3. Воронецкая Л. Г. Зарубежный опыт стимулирования инновационного предпринимательства. https://www.researchgate.net/publication/335928177 175 
  4. Жигайло В.В. Зарубежный опыт развития инновационной деятельности. https://cyberleninka.ru/article/n/zarubezhnyy-opyt-razvitiya-innovatsionnoy-deyatelnosti
  5. Климова Н.В., Ларина Н.В. Зарубежный опыт стимулирования инновационной деятельности в промышленном секторе. Журнал- Фундаментальные исследования. – 2014. – № 6 (часть 7) – С. 14421446.
  6. Мильгуй Т.П. Инновационная безопасность как основа экономической безопасности страны. Economy and business: Theory and Practice, vol. 11-2(117), 2024.
  7. Сакович В.А.,Бровка Г.М. Инновационная безопавсность: основные понятия, сущность. Белорусский национальный технический университет, 2016.
  8. Сизов, Ю. И. Экономическая безопасность региона: регионализация, устойчивость бизнеса, стратегия / Ю. И. Сизов. М.: Наука, 2004. 310 с.
  9. Сенчагов, В. К. Экономическая безопасность: геополитика, глобализация, самосохранение и развитие / В. К. Сенчагов. М.: ЗАО «Финстатинформ», 2002. С. 38.
  10. Текенов У.А., Дауренбекова А.Н., Текенов А.У. Зарубежный опыт регулирования инновационных процессов и его адаптация в условиях казахстанской экономики. ж. Вестник КазЭУ. Алматы. 2016. 
  11. Шимов, В. Н. Инновационное развитие экономики Беларуси: движущие силы и национальные приоритеты / В. Н. Шимов, Л. М. Крюков. Минск: БГЭ, 2014. С. 15–16.
  12. Экономическая безопасность: теория, методология, практика / В. Г. Булавко [и др.]; под науч. ред. П. Г. Никитенко, В. Г. Булавко. Минск: Право и экономика, 2009. С. 397–399.[Электронный ресурс] Режим доступа: www.Pandia. ru/texst/77/195/40526.php.
  13. Held, D. Globalization Theory: Approaches and Controversies / D. Held D., A. McGrew. Cambridge: Polity. 2007. 288 p.
  14. Scholte, J. A. Encyclopedia of Globalization / J. A. Scholte, R. Robertson. N.-Y.; London: Routledge, 2006.