![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ზურაბ ნოზაძე ∘ მაკროეკონომიკური საფრთხეების და გამოწვევების ძირითადი საკითხები საქართველოში ანოტაცია. სტატიაში მოცემულია თანამედროვე პირობებში მასკროეკონომიკაში არსებული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან ეკონომიკის მდგრად განვითარებას. გაანალიზებულია ეკონომიკური უსაფრთხოების რისკი და საშიშროება, რომელიც უარყოფითად მოქმედებენ ეკონომიკის განვითარებაზე და ქვეყნის სიძლიერეზე. მოცემულია კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები არსებული პრობლემების გადაწყვეტისათვის. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების კონცეფცია, უსაფრთხოების რისკები, ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, კიბერ უსაფრთხოების გაძლიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაკრო ეკონომიკური პოლიტიკა. საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნებაა დაამყარონ დემოკრატიული წესრიგი, ეკონომიკური თავისუფლება, კანონის უზენაესობით მართული სოციალური სახელმწიფო, უზრუნველყონ საყოველთაო ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა ქვეყნებთან. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ასახავს საქართველოს უსაფრთხოების გარემოში მომხდარ ცვლილებებს, ასევე მათ გავლენას ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებსა და გამოწვევბზე. საქართველოს ეროვნული უსაფრთოხების კონცეფცია არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. საქართველოს მთავრობა ამუშავებს და საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზომებს, რათა უზრუნველყოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვა და ეროვნული ინტერესების წინსვლა, ასევე ადეკვატურად რეაგირებს ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქმნის საფუძველს კონკრეტული სტრატეგიებისა და გეგემების შემუშავებისათვის, რომლებიც განახლდება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ცვლილებებთან ერთად და შესაბამისობაში მოდის არსებულ სიტუაციასთან, რომელიც იქმნება ქვეყნის წინაშე. ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნლოვანია მაღალი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ეს მიიღწევა ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვით, მკაცრი ფისკალური დისციპლინითა და ჯანსაღი მონეტრული პოლიტიკით, ღია პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები საერთაშორისო სუბიექტებთან. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველო იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და თვლის, რომ უსაფრთხოება განუყოფელია, როგორც ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში, ასევე საერთაშორისო სისტემაში საქართველო ისწრაფვის სახელმწიფო მდგრადი განვითარებისაკენ, თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნით, პასუხისმგებლიანი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკით, ფოკუსირებული სოციალური პოლიტიკით, რომ შესაძლებელი გახდეს მოქალაქეებისათვის მაქსიმალური კეთილდღეობის მიღწევა. საქართველოს მიზანია შექმნას ეფექტური ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოებრიობის შემდგომ განვითარებას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერებას და გაუმჯობესებას. ქვეყნის მიზანია სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიღწევა. ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ენერგორესურსებისა და სატრანსპორტო მარშრუტების შემდგომი დივერსიფიკაცია საქართველოსათვის პრიორიტეტულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების განვითარებისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა, ასევე მათი რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია. საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეების შემდგომი გაძლიერება დადებითად აისახება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსთვის რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების შენარჩუნება. საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავისი სატრანზიტო როლის გაძლიერებას, ამიტომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საერთშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან. გარემოს დაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური შიდა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას. საქართველოს პრიორიტეტია კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული უნიკალურობის შენარჩუნება და განვითარება, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყნის განვითარების პროცესში. საქართველო ქმნის საუკეთესო პირობებს ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის დაცვისა და განვითარებისათვის. კიბერ სივრცის უსაფრთხოება და ელექტრონული ინფორმაციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ, კრიტიკული ინფრასტრუქტურა სულ უფრო მეტად ხდება მათზე დამოკიდებული, ამიტომ, კიბერდანაშაულთან ბრძოლა და კიბერშეტევებისგან დაცვა მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინსტერესებისათვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დემოგრაფიული უსაფრთხოება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშწყობა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისაკენ სწრაფვა და შემდგომი რეინტეგრაციის წახალისება, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ხარისხზე. დემოგრაფიული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია საქართველოს სტაბილურ და მაღალ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასთან. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის განმტკიცება, ქართული ენის შესწავლის მხარდაჭერა და დიასპორის ქართველების კულტურული იდენტობის შენარჩუნება. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას. არსებული შესაძლებლობების გამოვლენა დაგვეხმარება უფრო მეტად მოვახდინოთ კონცენტრირება ქვეყნისათვის საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და გავზარდოთ საჯარო პოლიტიკის ეფექტურობა, რომ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევები. ეკონომიკური უსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. გლობალიზაციისა და ქვეყნებსა და კომპანიებს შორის მზარდი კონკურენციის კონტექსტში, აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და ეროვნული ინტერესების დაცვა. ეკონომიკური უსაფრთხოება თითოეული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თანამედროვე პირობებში, სადაც ეკონომიკურ სფეროში სწრაფი ცვლილებები ხდება, უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო მწვავე ხდება ეს გამოწვეულია სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული საფრთხეებისა და რისკების მზარდი რაოდენობით. ეკონომიკური პრობლემები შეიძლება იყოს გლობალური მასშტაბის და გავლენა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე, მსოფლიოში მძიმე პრობლემად რჩება კლიმატის ცვლილება. კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა ენერგიის ხარჯების ზრდა, მოსავლიანობის შემცირება. გარდა ამისა ზოგიერთ ქვეყანას შეიძლება საფრთხე შეექმნას მათი ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, როგორიცაა წყალდიდობები, გვალვები და სხვა სტიქიური მოვლენები და უბედურებები. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით მოსავლიანობის შემცირებამ და ზღვის დონის აწევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ეკონომიკური დანაკარგები და უსაფრთხოების საფრთხეები. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება და ისეთი ტექნოლოგიების შემუშავება, რომელიც შეამცირებს კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე. გამოყენებული ლიტერატურა
|