English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
ბიზნესის განვითარების ფაქტორები საქართველოში

ანოტაცია. ეკონომიკური და სოციალური განვითარების თანამედროვე პროცესების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ბიზნესის სისტემების ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ფაქტორების -სამეწარმეო და საბაზრო ფაქტორების, არსებობისა და მისი გამოყენების, საქართველოში კონკურენტუნარიანი საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ მიმართულებათა დასაბუთებას. ამ მიზნით ნაშრომში გადმოცემულია სამეწარმეო ბიზნეს სისტემის განვითარებისა და ორგანიზაციის, მისი შრომითი და საწარმოო რესურსების ფორმებს, კომპანიებსა და კოოპერაციებს შორის განაწილებისა და აქციონერული დანახარჯების მინიმიზაციის საფუძვლები; ასევე განხილულია საბაზრო პროცესების ორგანიზებულობის ამაღლებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური და ინფორმაციული სისტემებისა და მათი ელემენტების, როგორც თანამედროვე ძირითადი ფაქტორების შერჩევისა და მათი საქმიანობის რეგლამენტირებული რეჟიმით გამოყენების მნიშვნელოვანი საკითხები.

საკვანძო სიტყვები: ფაქტორები, ბიზნესი, დანახარჯები, მეწარმეობა, რესურსები, განაწილება, ორგანიზაცია.

შესავალი

საბაზრო პროცესებში საქართველოს ბიზნეს სისტემების მონაწილეობისათვის ძირითადს მათი კონკურენტული სტრატეგიის, საბაზრო ინოვაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების მოტივაციის გამოყენება წარმოადგენს. იგი თანამედროვე ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელოვანი საშუალება და საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობებში წარმატებათა მისაღწევი და ბიზნესის ინოვაციური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველთაგანია.

ეკონომიკური სისტემების განვითარებისა და საბაზრო ურთიერთობების შესაბამისად მათი გარდაქმნის თანამედროვე პროცესი აქტიურად უკავშირდება საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი მიზნების გადაწყვეტის პრობლემას, მისი გლობალური ტენდენციების გათვალისწინებას. აღნიშნულის მომსახურებისათვის არსებული ძირეული ელემენტების ფუნქციონირებისა და ურთიერთშესაბამისი განვითარების აუცილებლობას, რომელიც ბიზნესის ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს აქტიურ როლზე მიანიშნებს. ამავე დროს ინოვაციური განვითარებისა და მაღალი ტექნოლოგიების ბიზნეს სისტემებში მიზიდვის ფაქტორების მოქმედებაში გადამწყვეტი ადგილი უკავია ბიზნესში ფინანსური ტრანზაქციების გამოყენებას და მომსახურების დარგების და მათი დამაკავშირებელი სამეურნეო სფეროების გაფართოებას, რაც ბიზნესის საქმიანობაში ძირითად ფაქტორს წარმოადგენს და ახალი საბაზრო ურთიერთობების საშუალებით წარმოქმნილი, ეკონომიკის განვითარების მყარი საფუძველია.

ბიზნესის განვითარების ფაქტორებიდან ძირითადს წარმოადგენს გლობალური და საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობების გაფართოებისათვის აუცილებელ საშუალებებს და ამისათვის საჭირო საწარმოო, საბაზრო და ინფორმაციული პროცესების განსახორციელებლად მიზანშეწონილ, ბიზნეს სისტემაში არსებულ წარმოებისა და მმართველობითი სახსრების, შრომითი რესურსების, ტექნოლოგიისა და ინოვაციური ტექნიკით ფირმების უზრუნველსაყოფად აუცილებელი კაპიტალის ურთიერთშესაბამისობას და ოპტიმალურ ურთიერთთანაფარდობას. იგი ბიზნესის საქმიანობის გაფართოებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორთა ურთიერთშესაბამისობაზე მიანიშნებს.

აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის განვითარებისათვის მიზანშეწონილია განხილულ იქნას შემდეგი ფაქტორები:

  1. საწარმოო და მომსახურების პროცესის ამსახველი ფაქტორები,
  2. საბაზრო და მისი ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფაქტორები,
  3. ბიზნესში ინოვაციებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესის ამსახველი ფაქტორები.

აღნიშნული ფაქტორების არსებობა თანამედროვე ბიზნესის განვითარებისა და საბაზრო ურთიერთობების გზით მისი ინოვაციურობის მისაღწევ საშუალებას წარმოადგენს, რაც საგარეო ფაქტორების აქტიურ როლზე მიუთითებს. იგი საქართველოს გლობალური და ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი საფუძველთაგანია. 

* * *

გლობალიზაციისა და საგარეო საბაზრო ურთიერთობების განვითარების პროცესში ძირითადს წარმოადგენს ბიზნესის სისტემების ფუნქციონირებისა და მისი საბაზრო სფეროების მოწესრიგებისათვის აუცილებელ საწარმოო ფაქტორებისა და მომსახურების პროცესისა და მისი ფინანსური საფუძვლების გაუმჯობესება. იგი თანამედროვე ინოვაციური ბიზნესის ჩამოყალიბებისა და მაღალი ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციური ტექნიკის საწარმოო პროცესებში გამოყენების წინაპირობაა, რომელიც ბიზნესის მომსახურების ობიექტების და მისი საბაზრო ურთიერთკავშირების გაფართოებისა და საწარმოო -ტექნოლოგიური განვითარების საშუალებაა.

ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელ ფაქტორებს შორის მიზანშეწონილია საწარმოო- ტექნოლოგიური, ინოვაციური და საბაზრო ფაქტორების გამოყოფა, რომელიც საფუძვლად უდევს ინოვაციური ბიზნეს სისტემის წარმოქმნასა და მისი საბაზრო საქმიანობის ძირითადი სფეროების გაფართოებას. ამდენად, საქართველოში არსებული ბიზნეს სისტემის განვითარება ძირითადად დამყარებულია მისი საწარმოო -ტექნოლოგიური  და ინოვაციური ფაქტორების ეფექტიანობის ზრდაზე და მათი გამოყენების მასშტაბების გაფართოების შესაძლებლობებზე. აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად , თანამედროვე ბიზნეს კორპორაციებისათვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიწოდების გააქტიურების ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა განათლება და მისის საწარმოო- სამეცნიერო ბიზნეს სისტემათა ჩამოყალიბება, ტექნოლოგიების, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების მოზიდვისა და გამოყენების მიზნით ტექნოლოგიურ ალიანსებში მონაწილეობა, ინოვაციური ტექნიკის წარმოების ათვისება და სხვ.

საწარმოო ტექნოლოგიური და სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეების შექმნა და განვითარება საქართველოში ბიზნესის შემოსავლების ზრდისა და სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. იგი ძირითადად დამყარებულია საწარმოო, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ფაქტორებზე და ამასთან ერთად განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არსებული სისტემით, ინოვაციური ბიზნესის, სამეწარმეო ობიექტების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მათი ფუნქციონირების პროცესებზე და განვითარების შესაძლებლობაზე.

ამჟამად განვითარებადი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა საქართველოში წარმოშობს ბიზნესის საქმიანობის გაფართოებისა და განათლების ფაქტორის როლის ზრდის შესაძლებლობას. ამ ფაქტორს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესში საწარმოო ინოვაციების გამოყენების, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. განათლების ფაქტორის აუცილებლობა აქტიურად უკავშირდება ინოვაციების შექმნის, მაღალი ტექნოლოგიების მეწარმეობის სისტემაში გამოყენების მიზანშეწონილობას, ინოვაციური ტექნიკისა და სხვა ინოვაციურ საწარმოო საშუალებათა წარმოებისათვის საჭირო სამეცნიერო-ტექნიკური საფუძვლების გაუმჯობესებას საქართველოში. იგი ინტეგრაციულ და საბაზრო პროცესების მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებისა და რაციონალურობის ძირეულ პრობლემას წარმოადგენს.

თანამედროვე ბიზნესის ინოვაციური საწარმოო და ტექნოლოგიურ საშუალებათა წარმოშობა და ამით ბიზნესის საქმიანობის არეთა გაფართოება ინოვაციური მეწარმეობის განვითარებისა და ევროინტეგრაციულ ურთიერთობებში მონაწილეობისათვის აუცილებელი საშუალებათაგანია.

ბიზნესის განვითარების პროცესში მისი სამეწარმეო სისტემისა და მომსახურების სამეურნეო სფეროთა ეფექტიანობა, მათი მმართველობითი საქმიანობის რაციონალურობა დამოკიდებულია საწარმოო- ტექნოლოგიური ფაქტორების გამოყენებასა და საბაზრო პროცესებს შორის არსებულ დროში ურთიერთშესაბამისობაზე. რაც ბიზნესის განვითარებაზე საბაზრო ფაქტორების ზემოქმედებასა და მის აქტიურ როლზე მიანიშნებს.

საბაზრო ფაქტორებს შორის, რომლების განაპირობებენ ბიზნესის ინოვაციური განვითარების მიღწევას, ძირითადს წარმოადგენს მარკეტინგის ორგანიზაციულ სისტემაში სამეწარმეო და მომსახურების დონეთა გათვალისწინება; საბაზრო სივრცეში ბიზნესის პროდუქციისა და მომსახურების, როგორც მიწოდების, ასევე მათი შემოზიდვის მოცულობა; კადრების ადა ტექნოლოგიების, სამეწარმეო ტექნიკისა და ინფორმაციული ინოვაციების ბიზნესის ობიექტებისათვის საბაზრო მიწოდებათა არსებული დონე და სხვ.

აღნიშნული ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ თანამედროვე ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციულ პროცესებში მისი მონაწილეობის მიმართულებით. ამასთან ერთად ბიზნესის საქმიანობაში აქტიურად ზემოქმედებენ ინსტიტუციონალური ფაქტორები. ძირითადს მათ შორის წარმოადგენს განათლებისა და კვალიფიკაციის დონეთა ამსახველი ფაქტორები, რომელთაგან აღსანიშნავია უახლესი ცოდნის მიღებისა და გავრცელების ინსტიტუციური სისტემები. რომლისთვისაც წარმოიქმნა სპეციალიზირებული ორგანიზაციული ფაქტორები-კონკურენცია და კოოპერაცია აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის, კონსალტინგური ფირმებისა და საპროექტო ორგანიზაციების ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის ბიუროების საშუალებათა გამოყენება, ბიზნესის სამეურნეო საქმიანობის კულტურაზე ორიენტირებული ინოვაციურობის ამაღლება და ტრანსაქციული ფაქტორები, რომლებიც აერთიანებენ იმ პოზიციურ ეფექტებს, საჭირო ინსტიტუტების და სხვა ორგანიზაციულ სისტემათა ინტელექტუალურ საქმიანობის წარმართვისათვის.

ბიზნესის სამეურნეო ინსტიტუციონალური საფუძვლების გაუმჯობესება წარმოადგენს იმ ძირითად ორგანიზაციულ ფაქტორს, რომლის საშუალებით შესაძლოა მიღწეულ იქნას ეკონომიკური და ტრანსაქციული დანახარჯების შემცირება 1.-განათლების ადა ცოდნის გამოყენებაზე მეწარმეობის სისტემაში, ასევე 2.-წარმოებისა და მომსახურების ურთიერთდაკავშირებული ნორმების, რეგლამენტისა და თანაბარზომიერი რეჟიმის შენარჩუნებაზე, მისი მინიმუმის მიღწევა. ამჟამად ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება კონკურენტუნარიანი საბაზრო სტრატეგიის განსახორციელებლად ინოვაციების შერჩევა და მათ შორის ეფექტიანის შეთავაზება.

აღნიშნული ფაქტორების ეფექტიანად წარმართვის მიზანია ბიზნესის განვითარების პროცესის სოციალური და ეკონომიკური მოტივაცია ინოვაციების გამოყენების მიმართულებით. იგი წარმოებისა და ინოვაციების დიფუზიის საშუალებით თანამედროვე ბიზნესის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირეულ საფუძველს წარმოადგენს. ამასთან ბიზნესის განვითარების ფაქტორების ასპექტები დაკავშირებულია ცოდნის ეკონომიკის მოდელისა და ინოვაციებზე ორიენტირებული ბიზნესის კულტურის გამოყენება წარმოადგენს. იგი ბიზნესის შემოსავლების ზრდისა და მისი მაღალი ეფექტიანობის მისაღწევ ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

დასკვნა

საქართველოში გლობალიზაციისა და საბაზრო გარდაქმნების ვითარებაში აქტიურს წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის აუცილებელი, ბიზნესის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანად ფუნქციონირება. იგი ეკონომიკური სისტემის შემოსავლების გადიდების და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენს.

ბიზნესის ინოვაციური განვითარების პროცესი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გლობალიზაციისა და ეკონომიკური განვითარების შედეგების გათვალისწინებით. იგი ძირითადად საწარმოო და საბაზრო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შეიძლება იქნეს მიღწეული.

ევროსამეწარმეო სისტემების განვითარება აქტიურად უკავშირდება საწარმოო-ტექნოლოგიური, ტექნიკური და ინფორმაციული ინოვაციების, როგორც ამ სისტემის საქმიანობიდან შემოსავლების ზრდის ფაქტორების ეფექტიანობას, ასევე ახალი ინოვაციების წარმოების ათვისების, საბაზრო ურთიერთობების გზით არსებულის გამოყენების შესაძლებლობას.

საწარმოო ფაქტორებთან ერთად ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელს წარმოადგენს საბაზრო ფაქტორების- შემოზიდული ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროდუქტების ის სიდიდეები რომელთა ათვისება საწარმოო და მომსახურების სისტემებში მაღალი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე დასაქმებულთა საშუალებით მიღწეული ან წარმოებაში ათვისებული და ეფექტიანად მოხმარებული.

ინოვაციური ბიზნესის განვითარების ფაქტორები განაპირობებენ მის საწარმოო- ტექნოლოგიური სისტემებს შორის ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას, ამისათვის არსებული საწარმოო- ტექნიკური და ინოვაციურ-ინფორმაციული საშუალებების გამოყენებას. იგი თანამედროვე საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობების გაფართოებისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ., ორგანული ქიმიის, როგორც მაღალი ტექნოლოგიის გამოყენების თავისებურებები ეკონომიკაში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XI, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2018.
  2. პაპავა ვლ,. მაღალი ტექნოლოგიები ევროკავშირის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XI, თსუ  პაატა გუგუშვილის სახელობის  ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2018.
  3. მენქიუ გრ., ეკონომიკის პრინციპები, თბილისი, დიოგენე, 2000.
  4. ბერულავა გ., ცუცქირიძე მ., ეკონომიკური უსაფრთხოების და ეკონომიკური მდგრადობის თეორიულ- მეთოდოლოგიური ასპექტები; საერთაშორისო გამოცდილება, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XI, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2022.
  5. ცუცქირიძე მ., ბიზნესის ინოვაციური ფაქტორები ევროინტეგრაციის პირობებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2014.