![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|||||||||||||||||||||||||
|
∘ მედეა მელაშვილი ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ქეთევან ქველაძე ∘ სურსათის უვნებლობის ზოგიერთი ასპექტი ტურიზმში (საქართველო) ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა სურსათის უვნებლობა ტურიზმში. ნაშრომში ავტორი აღნიშნავს ტურიზმის უდიდეს მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში, აქვე კარგადაა განხილული სურსათის უვნებლობისა და უზრუნველყოფის საკითხები. იგი მიუთითებს იმ პრობლემებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის განვითარებას, მათ შორის საქართველოშიც. ნაშრომში მოტანილია საინტერესო მასალები სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, მოყვანილია ციფრობივი მასალა, განხილულია ასევე ის გლობალური გამოწვევები და სასურსათო რისკები, რომლებიც ჩნდება სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის გზაზე. საკვანძო სიტყვები: სურსათის უვნებლობა, საერთაშორისო სტანდარტები, რეგულაციები, სასურსათო რისკები, ავადობები. ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი ეკონომიკური დარგია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გლობალური, ისე რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში. მისი წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მომსახურების სფეროს ხარისხზე და განვითარებაზე. ტურმომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკვები და მისი უვნებლობა, რაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ტურისტებისთვის, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, საკვების ხარისხი და უსაფრთხოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე — იქნება ეს სასტუმროს შერჩევა, მოგზაურობის დროს კულინარიული ტურის დაგეგმვა, ადგილობრივი გასტრონომიული დელიკატესების დაგემოვნება, თუ კვების ობიექტის რეიტინგზე დაფუძნებული არჩევანი. ბოლო წლებში ტურისტები უფრო მეტად ითხოვენ უსაფრთხო და ხარისხიან საკვებს, რის გამოც სასურსათო უვნებლობა იქცა ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად. იმ ქვეყნებში, სადაც კვების ჰიგიენის სტანდარტები მკაცრად კონტროლდება, ტურიზმის მაჩვენებლები როგორც წესი სტაბილურად იზრდება. მსოფლიოში არსებობს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მრავალი სტანდარტი და რეგულაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით, ისინი ყველა საერთო მიზანს ისახავს: ხარისხის უზრუნველყოფა და გარკვეული რისკების თავიდან აცილება. სურსათის უვნებლობის ზოგადი რეგულაციები ეფუძნება რისკების შეფასების წინა პროცესებით გამოვლენილ საფრთხეებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის განმარტების თანახმად, სურსათის უვნებლობა ნიშნავს, რომ საკვების მოხმარება არ გამოიწვევს დაავადებას. დაავადების განმარტება აღსაწერად რთულია, რადგან შესაძლო სიმპტომები და რისკები განსხვავებულია ადამიანებს შორის. ამიტომ, უმჯობესია ფოკუსირება მოსალოდნელ საფრთხეებზე და მათი წარმოშობის შესაძლებლობების მინიმიზაციისკენ. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის თანამშრომლობითი საერთაშორისო ძალისხმევა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ერთიანი სურსათის უვნებლობის სტანდარტები დაადგინეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 1960-იან წლებში. დაარსების დღიდან, Codex Alimentarius-ის ((ლათინურად „საკვების კოდექსი“) საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, პრაქტიკის კოდექსების, სახელმძღვანელო პრინციპების და სხვა რეკომენდაციების კრებული, საკვების წარმოებასთან, საკვების ეტიკეტირებასთან და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებით) კომისიამ შექმნა 40-ზე მეტი ქვეკომიტეტი, რომლებიც მუშაობენ სურსათის პროდუქტებთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში რეგულაციების ჰარმონიზაციაზე. კოდექსში ჩამოყალიბებული სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკაა. საზოგადოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეიქმნა რამდენიმე საინფორმაციო დოკუმენტი. ისეთი სახელმძღვანელო პრინციპები, როგორიცაა „მწვანე“ წიგნი, სურსათის უვნებლობის შესახებ; „თეთრი“ წიგნი ან ევროკომისიის რეგულაცია 178/20024, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სურსათისა და ცხოველის საკვების მრეწველობის პროდუქტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ. საერთაშორისო სტანდარტებია: HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points) – რისკების იდენტიფიკაცია და კონტროლი საკვების ჯაჭვის ყველა ეტაპზე; ISO 22000 – აერთიანებს HACCP პრინციპებსა და მართვის სისტემის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს საკვების უსაფრთხოების საერთაშორისო აღიარებას; ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედი მაღალი ხარისხის სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტები — როგორიცაა Codex Alimentarius-ის რეკომენდაციები და ISO 22000 სერტიფიკაცია — ქმნის ნდობას საერთაშორისო ვიზიტორებში. ტურიზმის სფეროში ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან საკვები პირდაპირ უკავშირდება ტურისტის შთაბეჭდილებებს, კმაყოფილებასა და უსაფრთხოებას. ბევრ წარმატებულ ტურისტულ ქვეყანაში, მაგ., იტალიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში, საკვების უვნებლობის მართვა განიხილება როგორც ტურისტული პროდუქტის განუყოფელი ნაწილი, რაც ზრდის ვიზიტორთა კმაყოფილებასა და დაბრუნების ალბათობას. ცნობილია, რომ კვება პირდაპირ კავშირშია როგორც ინდივიდის, ასევე მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობასთან. ამიტომ, 2500 წლის წინ ძველი ბერძენი მკურნალის ჰიპოკრატეს მიერ ნათქვამი ფრაზა: „შენ ხარ ის, რასაც ჭამ“, დღესაც აქტუალურია. დღისათვის მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და ჯანსაღი საკვები პროდუქტები ბაზრის 1/3-ს იკავებს. ბაზარზე საკვები პროდუქტების არჩევის ტრადიციული კრიტერიუმებია არა მხოლოდ ფასი, გემო, ხარისხი, არამედ ჯანსაღი კვება, კერძოდ, პროდუქტების ბუნებრივი შემადგენლობა. ჯანსაღი კვება და სურსათის მოხმარება ტურიზმის განუყოფელი ნაწილია და მისი ეკონომიკური გავლენა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უშუალოდ ამარაგებენ ტურისტებს საკვებით (მაგ., სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სწრაფი კვების ობიექტები, სასდილოები და ატრაქციონები და სხვ.), არამედ შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა იქონიოს მთელ სურსათის მიწოდების ჯაჭვზე. სურსათის უვნებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვების ჯაჭვის ყველა ეტაპზე - წარმოებიდან მოსავლის აღებამდე, გადამუშავებამდე, შენახვამდე და დისტრიბუციამდე, მომზადებამდე და მოხმარებამდე. სასურსათო უვნებლობა გულისხმობს ისეთი საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და მიწოდებას, რომელიც არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, ტოქსინებს ან სხვა დამაბინძურებელ ფაქტორებს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და აკმაყოფილებს ჰიგიენურ, ტექნოლოგიურ და ხარისხობრივ სტანდარტებს. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობაც ადგილობრივი საკვების ისეთივე მომხმარებელია, როგორც ტურისტები, ამიტომ, აუცილებელია საკვებსა და უვნებლობას შორის ურთიერთობისა და ურთიერთქმედების გარკვევა. პირველ რიგში, საკვები შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუ ის სწორად არის წარმოებული და დამუშავებული ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. მეორეც, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ შესაბამისი ტექნოლოგიების მიუხედავად, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ნედლი საკვები შეიცავდეს გამოუვლენელ დამაბინძურებლებს, პათოგენებს ან სხვა. ამ ორი კონცეფციის საფუძველზე, შეგვიძლია ვისაუბროთ სურსათის უვნებლობისა და რაც შეიძლება უსაფრთხო საკვების სფეროზე. ტურიზმში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ზოგადი ასპექტი: • ნედლეულისხარისხისკონტროლი. ნედლეულის შემოწმების აუცილებლობა, რათა პროდუქტებში არ მოხვდეს საშიში ქიმიკატები, როგორიცაა პესტიციდები, ნიტრატები და მძიმე მეტალები. ასევე მნიშვნელოვანია ნედლეულის შესყიდვის, შენახვის, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვის უზრუნველყოფა; • კვების ორგანიზაციის პროცესის კონტროლი. ტურისტულ კომპლექსებში საკვები ყველა ეტაპზე უნდა მოწმდებოდეს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს; • ცოდნის დონის ამაღლება. ამ სფეროს მუშაკებს უნდა ჰქონდეთ განათლება კვების სერვისის სავალდებულო მოთხოვნებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკვების უვნებლობა; • ადგილობრივი საკვები წყაროების გამოყენება. ტურისტულ-გასართობი კომპლექსების ნორმალური ფუნქციონირების, მაღალი ხარისხისა და შედარებით დაბალი ფასის სურსათით უზრუნველსაყოფად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოყენებას. აღსანიშნავია რომ, ჩვენი ქვეყანა ახლახან დაადგა ჯანსაღი კვების განვითარების გზას. ამჟამად, საქართველოს ბაზარს ამ სფეროში მსხვილი მწარმოებლები არ ჰყავს; ის მხოლოდ მცირე მასშტაბის წარმოებას ეფუძნება (მარცვლეული, მცენარეული ნედლეულისგან მიღებული რძის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი). კვების მომსახურების ორგანიზებაში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის პრობლემა სახელმწიფო დონეზე სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების მიღებით წყდება (მათ შორის საქართველოშიც). სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, სურსათის ნიმუშის აღება. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ინტეგრაციამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, გახსნა საზღვრები საქონლისა და მომსახურებისთვის, გაზარდა ტექნოლოგიების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული მასალების მრავალფეროვნება. თავის მხრივ, ამ პროცესმა გამოავლინა არაერთი გლობალური გამოწვევა. კერძოდ, გაჩნდა ვაჭრობის პრაქტიკულად უკონტროლო ფორმების ფართო სპექტრი (მაგ., ელექტრონული), რამაც გამოიწვია მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური რისკების ფორმირება კვების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე. რასაც, თავის მხრივ, ადასტურებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები, რომლებმაც აჩვენეს ბიოლოგიური და ტოქსიკური ქიმიური ელემენტების არსებობა სურსათის ნედლეულში ან ცალკეულ საკვებ პროდუქტებში. ამგვარად, ტექნოლოგიური პროცესის ან პერსონალის პირადი ჰიგიენის მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტების ბიოლოგიური დაბინძურება, რაც იწვევს ინფექციურ და სომატურ დაავადებებს. საშიში ქიმიკატები, როგორიცაა პესტიციდები, ნიტრატები, მძიმე მეტალები და ა.შ., შეიძლება მოხვდეს საკვებ პროდუქტებში გარემოს, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად და გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი, ნერვული, იმუნური სისტემების, სისხლის და ა.შ. პათოლოგიების განვითარება. ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, საკვებ პროდუქტებში ანტიბიოტიკების ნარჩენი რაოდენობა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრობლემად იქცა. სურსათის მოხმარებასთან დაკავშირებით ოპტიმალური ქცევის გარემოებები დიდწილად დამოკიდებულია ეკონომიკურ, ფიზიკურ, სოციალურ და კულტურულ გარემოზე. ადამიანის ორგანიზმის ყოველდღიური ფუნქციონირება მოითხოვს სწორ კვებას ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. სურსათის უვნებლობის ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა: 1) ბიოლოგიური საფრთხეები: პათოგენების არსებობა და გავრცელება; 2) ქიმიური საფრთხეები: ტოქსიკური კომპონენტების არსებობა; 3) ფიზიკური საფრთხეები: უცხო სხეულების/კომპონენტების არსებობა; 4) სტიქიური უბედურებების შედეგები. გლობალური ორგანიზაციების (მაგ.WHO, FAO, Codex Alimentarius) კვლევების მიხედვით, სასურსათო რისკები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რაც დაახლოებით 10%–ს შეადგენს გლობალური მოსახლეობისა, ხოლო დაახლოებით 420 000 შემთხვევა სიკვდილით სრულდება. ამ შემთხვევების დაახლოებით 7% პირდაპირ კავშირშია ტურისტულ გადაადგილებასთან (იხ. ცხრილი). აქედან გამომდინარე ტურისტულ ინდუსტრიაში გაჩნდა მკაფიო სტანდარტების, პრევენციული მექანიზმების და განათლების სისტემების დანერგვის აუცილებლობა. ცხრილი სასურსათო დაავადებების შემთხვევები და სიკვდილიანობ ა(2022–2024 მონაცემები)
WHO-ის (World Health Organization, ჯანმო) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით პრობლემა მძიმეა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საკვების უვნებლობით გამოწვეული ავადმყოფობებით 150 მილიონი ადამიანიდან 60 მილიონზე მეტი 5 წლამდე ბავშვია და მათგან 50 000-მდე იღუპება; აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთში ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი დაავადებული ადამიანიდან 32 მილიონზე მეტი 5 წლამდე ბავშვებია (EMRO-Eastern Mediterranean Regional Office (WHO-ს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის) აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონული ოფისი.) საქართველოში ჰოსპიტალიზაციის დონე დაახლოებით 10–15%-ია, ანუ 4,000–6,000 მძიმე შემთხვევა, მაგრამ სიკვდილიანობა - იშვიათი. აშშ-ში შემთხვევები დაახლოებით 6-ჯერ მეტია მოსახლეობასთან მიმართებით, ვიდრე საქართველოში, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია, რაც უკავშირდება ძლიერ მონიტორინგსა და სამედიცინო სერვისებს. უვნებელი საკვების გამო განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად 110 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება პროდუქტიულობასა და სამედიცინო ხარჯების სახით. საქართველოში საშუალო ჰოსპიტალიზაციის ხარჯი ერთ პაციენტზე დაახლოებით 1,000–1,500 ლარია (საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო (2021)). ტურისტებისთვის, სურსათით გამოწვეული დაავადება იწვევს გასტროენტეროლოგიურ ხარჯებს, მოგზაურობის გაუქმებას ან სერვისების შეზღუდვას. ტურისტებისთვის საკვების უვნებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოგზაურობისას მათ შესაძლოა მიირთვან ისეთი საკვები და ინგრედიენტები, რომელთა მიმართაც ტურისტები უფრო მგრძნობიარეები არიან, რადგან სხეულის რუტინული მიკრობიოტა განსხვავდება ადგილობრივი მიკრობიოტასგან, ხოლო დაბინძურებული ან არასათანადო პირობებში შენახულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ინფექციები (სალმონელოზი, ეშერიხიოზი, ბოტულიზმი), რასაც შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგზაურობის და ტურისტების რაოდენობის შემცირება, ასევე ნეგატიური მედია-განცხადებები და სოციალური ქსელის რეაქციები, ეკონომიკური ზარალი ადგილობრივი ბიზნესისთვის (რესტორნები, სასტუმროები, კაფე-ბარები, პიცერიები და სხვა კვების ობიექტები). საკვებით გამოწვეული ინფექციების პათოგენებით ადამიანების ინფიცირების ძირითადი წყაროა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეული და საკვები პროდუქტები და, უპირველეს ყოვლისა, ის, რაც წარმოებულია ჰიგიენისა და ტექნოლოგიური რეჟიმების დარღვევით წარმოების სხვადასხვა ეტაპზე. ამავდროულად, ადამიანების ინფიცირების ხელშემწყობი ფაქტორები ხშირად არის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა ნედლეულის შესყიდვის, შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს, ასევე ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების გარეშე დარჩენილი მეცხოველეობის პროდუქტების რეალიზაციის დროს. საკვებით გამოწვეული დაავადებები არის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია, როგორც წესი, ინფექციით ან მოწამვლით, რაც გამოწვეულია საკვების მიღების დროს პათოგენების ორგანიზმში შეღწევით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინვალიდობა და სიკვდილიც კი. WHO და FAO-ის ერთობლივი რეკომენდაციები ხაზს უსვამს, რომ ტურიზმზე ორიენტირებულ ქვეყნებში საკვების ხარისხის მონიტორინგი უნდა იყოს ინტენსიური, განსაკუთრებით სეზონურ პიკებში, როდესაც ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად დიდია და ჰიგიენურ ნორმებზე ზეწოლა კიდევ უფრო იმატებს, ზრდის ავადობის რისკებს. საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტები ძირითადად ევროკავშირის რეგულაციებით მოქმედებს და რეგულირდება (2005 წელს მიღებული ცვლილებებით) „სურსათის შესახებ საქართველოს კანონით“ და მასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით. ასევე საქართველოში მოქმედებს (2014 წელს მიღებული, შემდეგი ცვლილებებით), „სასურსათო/საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” კანონი, რომელიც ადგენს: სასურსათო ობიექტების სავალდებულო რეგისტრაციას, სანიტარული ნორმების დაცვას, კვების ობიექტებში პერსონალის ჰიგიენის წესებს. საქართველოს–ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება (2014) ავალდებულებს ქვეყანას ეტაპობრივად მოერგოს EU Regulation (EC) No 178/2002 (“General Food Law Regulation”) და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დოკუმენტებს. ძირითადი სტანდარტები და მოთხოვნებია: სურსათის მწარმოებლებს ევალებათ HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვა; მოქმედებს „ფერმიდან მაგიდამდე“ მიდგომა, ანუ მონიტორინგი მთელი ჯაჭვის განმავლობაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოქმედებს: 1) №301 (2010) – ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობის ტექნიკური რეგლამენტი. 2) №173 (2006) – სურსათში დანამატების გამოყენების წესები. 3) №420 (2014) – სურსათის ეტიკეტირების რეგლამენტი. 4) №419 (2014) – სურსათის ჰიგიენის რეგლამენტი. კონტროლს და მონიტორინგს ახდენს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო (Ministry of Environmental Protection and Agriculture, სეს), რომელიც ახორციელებს საგეგმო და არაგეგმურ ინსპექტირებებს, სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმებას, სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი და ტრასაბილურობის (სურსათის გადაადგილების, წარმოების და მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპის მონიტორინგი და აღრიცხვის შესაძლებლობა) უზრუნველყოფას, და ასევე ეპიდაფეთქების დროს რეგიონის ჩაკეტვას ან პროდუქტის ამოღებას ბაზრიდან. აქვე გვინდა ავღნიშნოთ რომ, თბილისში გაიხსნა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ანალიტიკური ლაბორატორია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის შესაძლებლობას სწრაფად და სიზუსტით შეაფასოს სურსათის ხარისხი. მიღწევების მიუხედავად, გამოწვევად რჩება მცირე და საშუალო ბიზნესების ჰიგიენური სტანდარტების სრული დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც კონტროლი შედარებით სუსტია, განსაკუთრებით სეზონურად მოქმედ ობიექტებში. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან კანონმდებლობა გამკაცრდა, პრაქტიკაში ყველა ობიექტზე არ ხდება რეგულარული მონიტორინგი; მცირე საწარმოები ხშირ შემთხვევაში შემოწმების გარეშე მუშაობენ; ასევე მცირე საწარმოები და საოჯახო ობიექტები ყოველთვის არ იცავენ სურსათის დამუშავებისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტებს; ხშირია პრობლემები ტემპერატურული რეჟიმების დაუცველობის გამო (გაყინვა-გაგრილების დარღვევა); მზარდი ტურისტული ნაკადი მოითხოვს სწრაფ მომსახურებას, რის გამოც პოპულარული ხდება ქუჩის საკვები და ქუჩის არასანიტარული გარემო კი ქმნის მაღალი რისკის წყაროს; ზოგ რეგიონში სასმელი წყლის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს სრულად საერთაშორისო მოთხოვნებს; ტურისტულ ზონებში ინფრასტრუქტურის სწრაფმა ზრდამ შეამცირა კონტროლის ხარისხი; მომხმარებლის და ტურისტების დაბალი ინფორმირებულობა საკვების სწორად შენახვისა და მომზადების წესებზე და მათი ქცევებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავადობის მაჩვენებლის ზრდაში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში სასურსათო უვნებლობის შესახებ სრულყოფილი და რეგულარული სტატისტიკური მონაცემები შეზღუდულად არის ხელმისაწვდომი. ოფიციალური უწყებების ანგარიშები და მედიის ცნობები ხშირად იძლევა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას, რაც ართულებს ზუსტი სურათის მიღებას საკვებით გამოწვეული ავადობების სტატისტიკაზე, ინფორმაციის სიმცირე კი შეიძლება დაბრკოლებად იქცეს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის ნდობის ზრდაში. ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია სურსათის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, შეიძლება დაზარალდეს სურსათით გამოწვეული დაავადებების შედეგად: ავადობის შემთხვევები ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს; ქვეყანის „არასაიმედო საკვების“ მქონე მიმართულების სიაში მოხვედრა განაპირობებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალის შემცირებას; ტურისტული ნაკადების შემცირება ინციდენტების შემდეგ; გამოიწვიოს ბრენდის დაზიანება (სასტუმრო, რესტორანი, რეგიონი); გაიზარდოს ფინანსური დანაკარგები (კომპენსაციები, ჯარიმები); მოხდეს ონლაინ რეიტინგების ვარდნა TripAdvisor, Booking და Google Reviews-ზე და სხვ.. დასკვნა დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ სასურსათო უვნებლობა ტურიზმის სფეროში წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ტურისტების ჯანმრთელობაზე, ქვეყნის იმიჯზე და ეკონომიკურ მდგრადობაზე. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტიანი მენეჯმენტი მოითხოვს სისტემურ მიდგომას: მკაცრ რეგულაციებს, ბიზნესის პასუხისმგებლობას და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. საკვები პროდუქტების სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა გულისხმობს ხარისხის კონტროლის ზომების ერთობლიობას არა მხოლოდ ნედლეულის გადამუშავების ეტაპზე, არამედ წარმოების ეტაპზეც. ამავდროულად, ტურისტულ კომპლექსებში კვების ორგანიზების პროცესი ასევე უნდა კონტროლდებოდეს თითოეულ ეტაპზე და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. სურსათის უვნებლობის უხარისხო კონტროლი ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. მაგალითად, ხდება რესტორნების დახურვა, მატულობს სამართლებრივი სარჩელები, ხდება სარგებლის დაკარგვა საერთაშორისო ვიზიტორებისგან. ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია სურსათის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, შეიძლება დაზარალდეს სურსათით გამოწვეული დაავადებების შედეგად, ავადობის მაღალი მაჩვენებლები კი აფერხებს ტურიზმის განვითარებას, სწორედ ამიტომ WHO და UNWTO რეკომენდაციას აძლევენ ტურისტულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომ გაამკაცრონ სასურსათო უვნებლობის სტანდარტები და მონიტორინგი, რათა შეამცირონ შესაძლო ეკონომიკური ზარალი და უზრუნველყონ ტურისტული სექტორის მდგრადობა. ქვეყნების წარმატებული მაგალითები ცხადყოფს, რომ მკაცრი სტანდარტები და კონტროლი არა მხოლოდ ამცირებს საკვებით გამოწვეული ავადობის რისკს, არამედ ზრდის ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას. საქართველოში სასურსათო დაავადებების მაჩვენებელი არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობისთვისაც სერიოზული გამოწვევაა. ამიტომ, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები უნდა განიხილებოდეს როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაძლიერებული ინსპექტირება, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პერსონალის გადამზადება, დადებით ტენდენციებს ქმნის. თუმცა, გამოწვევად რჩება მცირე და სეზონურად მოქმედი ობიექტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც საჭიროებს დამატებით საინფორმაციო კამპანიებსა და ფინანსურ მხარდაჭერას. ამრიგად, სასურსათო უვნებლობის უზრუნველყოფა ტურიზმში უნდა დარჩეს როგორც ეროვნული, ისე ადგილობრივი სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||